22 აპრილს (ძვ. სტილით 9 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მამა ვადიმი არქიმანდრიტს
წმინდა მამა სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში დაიბადა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. ახალგაზრდობაში გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრება და ქრისტეს რჯული მიიღო. ქონება ნაწილი დაარიგა და უდაბნოში განმარტოვდა სადაც შემდეგ დარჩენილი ფულით მონასტერი დაარსა.
ლოცვის დროს წმინდა მამა მთაზე ადიოდა. ერთხელ მთაზე ყოფნისას უფალი იხილა.
სპარსეთის მეფე საპორმა დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მან შეიპყრო წმინდა მამა შვიდ მოწაფესთან ერთად და მათ აიძულა თაყვანი ეცათ მზისა და ცეცხლისთვის. ერთმა მათგანმა, საპორის ნათესავმა, ნირსანმა წამებას ვერ გაუძლო და უარყო ქრისტე. სწორედ მას დაავალეს წმინდა მამის თავის კვეთა.
წმინდა მამამ ის ამხილა და შეახსენა საშინელი სამსჯავრო: "მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესათვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე".
ნირსანმა მახვილი აძგერა , მაგრამ ხელებაკანკალებულმა მხოლოდ დაჭრა.
წმინდა მამას თავი ჯალათმა მოჰკვეთა. სინდისის ქეჯნით შეწუხებულა ნისარმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა.
საპორის გარდაცვალების შემდეგ წმინდა მამის შვიდივე მოწაფე გაანთავისუფლეს.
აპრილი
23 წევრი
აღწერა
აპრილი
თვენი
აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება
წმინდა მოწამე ვადიმი არქიმანდრიტი
tsira_ს მიერ
დეკემბერი 24, 2013
22 აპრილს (ძვ. სტილით 9 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მამა ვადიმი არქიმანდრიტს
წმინდა მამა სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში დაიბადა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. ახალგაზრდობაში გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრება და ქრისტეს რჯული მიიღო. ქონება ნაწილი დაარიგა და უდაბნოში განმარტოვდა სადაც შემდეგ დარჩენილი ფულით მონასტერი დაარსა.
ლოცვის დროს წმინდა მამა მთაზე ადიოდა. ერთხელ მთაზე ყოფნისას უფალი იხილა.
სპარსეთის მეფე საპორმა დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მან შეიპყრო წმინდა მამა შვიდ მოწაფესთან ერთად და მათ აიძულა თაყვანი ეცათ მზისა და ცეცხლისთვის. ერთმა მათგანმა, საპორის ნათესავმა, ნირსანმა წამებას ვერ გაუძლო და უარყო ქრისტე. სწორედ მას დაავალეს წმინდა მამის თავის კვეთა.
წმინდა მამამ ის ამხილა და შეახსენა საშინელი სამსჯავრო: "მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესათვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე".
ნირსანმა მახვილი აძგერა , მაგრამ ხელებაკანკალებულმა მხოლოდ დაჭრა.
წმინდა მამას თავი ჯალათმა მოჰკვეთა. სინდისის ქეჯნით შეწუხებულა ნისარმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა.
საპორის გარდაცვალების შემდეგ წმინდა მამის შვიდივე მოწაფე გაანთავისუფლეს.
◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►