მეოთხე საუკუნის წმინდა მამა. წარმოშობთ გუთი იყო. ქრისტეს რჯულზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფიტმა. ნათლისღების შემდეგ თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას.
ქურუმთა დავალებით გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა დაიწყეს ქრისტიანთა დევნა. ქრისტიანებ აიძულებდნენ ნაკერპავის ჭამას. წარმართები ქრისტიან ნათესავებს თანაუგრძნობდნენ და ნაკერპავის მაგივრად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდნენ. წმინდა მამამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ტყუილს შეგუებოდა და განაცხადა, რომ ქრისტიანმა სარწმუნოება უნდა აღიაროს. რაზეც გაბრაზებდნენ თანასოფლელები და სოფლიდან გააძევეს. შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს.
როცა გაძლიერდა ქრისტიანთა დევნა თანასოფლელებმა გადაწყვიტეს სამსჯავროს წინაშე ეთქვათ, რომ არ იყვნენ ქრისტიანები. წმინდა მამამ მათ უთხრა, რომ მის მაგივრად არ დაეფიცათ. როცა მსაჯულებმა გაიგეს რომ ერთი მათგანი ქრისტიანი იყო დაიბარეს. როცა იხილეს საშიშ მტრად ვერ ჩათვალეს და გაუშვეს.
აღდგომის დღესასწაულზე წმინდა მამის სოფელს გუთი მხედარმთავარი - ათარიდი დაესხა. წმინდა მამა ეპისკოპოსთან ერთად უნდა შეხვედროდა დღესასწაულს. გამოეცხადა უფლის ანგელოზი და სოფელში დარჩენა უბრძანა.
წმინდა მამა და საბერძნეთიდან დაბრუნებული პრესვიტერი სპასალარი მხედართმთავარმა შეიპყრო. პრესვიტერი ურემზე შესვეს, ხოლო საბას ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ.
დილით როცა ქალაქს მიაღწია წმინდა მამამ მეომრებს აჩვენა უვნებელი სხეული. რაზეც გაოგდნენ. სასწაულით გაბოროტებულებმა წმინდა მამა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად სცემეს.
მხედარმთავრის ბრძანებით წმინდა მამა სიკვდილით დასაჯეს. მდინარეში დაახრჩვეს.
წმინდა მამამს ჯალათებმა განთავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ იუარა: "ქმენით ნაბრძანები. მე ვხედავ ანგელოზებს, რომლებმაც უნდა შეივედრონ ჩემი სულიო".
წმინდა მამის ცხედარი ჯალათებმა ნაპირზე დააგდეს. შემდეგ ქრისტიანებმა პატივით დამარხეს. გუთმა მთავარმა იური სარანმა კი წმინდა მამის ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.
tsira
ძალიან ლამაზი ხატია.
თებერვალი 17, 2014