ამ ჯგუფის მიზანია, გაგაცნოთ ერთერთი უძველესი ქალაქი კასპი და შემოგთავაზოთ კასპში განხორციელებული სიახლეები, ახალი პროექტები და ა.შ.
დიდმარხვის პირველ შვიდეულში, ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეს. თეოდორე ტირონი ევნო 306 წელს, იმპერატორების – მაქსიმიანესა და მაქსიმინეს დროს – მან უარი თქვა ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის გამოც წამებით იქნა მოკლული.
2 მარტს, სამთავისისა და კასპის მიტროპოლიტმა მეუფე დამიანემ, კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში აღავლინა სამეუფეო წირვა და გადაიხადა პარაკლისი.
წმიდაო თეოდორე ტირონო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.
კონდაკი: სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
mako
მადლიანი და კარგი დღე იყოო... ვულოცავ ყველა კასპელს და თეოდორე ტირონის მფარველობას ვუსურვებ
მარტი 2, 2014
თათია
გეწეოდეს, ყველგან და ყოველთვის! ♥
mako_მ თქვა:
მარტი 2, 2014