იგავები

სიყვარული და ჭეშმარიტება

ერთ ბრძენთან მივიდა ჭეშმარიტების მაძიებელი ახალგაზრდა ჭაბუკი. მივიდა და ბრძენ კაცს ეუბნება:

– მე მთელი ცხოვრება ვეძებ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამაოდ. იქნებ დამეხმაროთ.– უთხრა მან ბრძენს.

–მომიყევი, რას აკეთებდი, რომ გეპოვა ჭეშმარიტება?

– მე ვიცოდი, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებული სიბრძნე, ჩაქსოვილია წიგნებში და ბევრს ვკითხულობდი, – თქვა ახალგაზრდამ და ბრძენს გაეღიმა.

 სიყვარული და ჭეშმარიტება

– მე ვიცოდი, რომ ზეციურ სიბრძნეს ადამიანებს გადასცემს რელიგია და ამიტომ ვკითხულობდი წმინდა წერილებს და დავდიოდი ტაძრებში.

ბრძენის ღიმილი გახდა უფრო ნათელი და მრავლისმეტყველი.

– მე ბევრს ვმოგზაურობდი, ვხვდებოდი ბრძენ ადამიანებს, რომ მათთან საუბარში და კამათში მეპოვა ჭეშმარიტება.

ბრძენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ როცა ნახა, რომ ახალგაზრდა გაჩუმდა – დანაღლიანდა.

– რა მოხდა? რამეს არასწორად ვაკეთებდი? – იკითხა ახალგაზრდამ.

– არა, შენ ყველაფერს სწორად აკეთებდი, მაგრამ არსად გიხსენებია სიყვარული.

– მე ვეძებდი ჭეშმარიტებას და სიყვარულისთვის დრო არ მქონდა. – თქვა ახალგაზრდამ.

– იქ სადაც არ არის სიყვარული, არ არის ჭეშმარიტებაც – უპასუხა ბრძენმა, – თუ შენ არ შეიგრძნობ სიყვარულს, არ განიმსჭვალები მთლიანად ამ გრძნობით, თუ სიყვარულით არ გადადგამ ყოველ ნაბიჯს, თუ სიყვარულს არ ჩააქსოვ ყოველ სიტყვაში, ქმედებაში და ამოსუნთქვაშიც კი, მაშინ ვერ იპოვი ჭეშმარიტებას და ვერ ეზიარები ჭეშმარიტ ბედნიერებას.

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    რ უ ს კ ა

    მთავარია სიყვარულის სწორად გაგება შეეძლოს ადამიანს

  • მდე

    tamo

    გეთანხმები ჩეემი პრინცესა:)  ნამდვილად  მასეა,  რადგან  სიყვარული თვით უფალია და  ყველი საქმე ფუჭია მის  გარეშე !

    პ რ ი ნ ც ე ს ა_მ თქვა:

    მთავარია სიყვარულის სწორად გაგება შეეძლოს ადამიანს

  • მდე

    Ann

    საინტერესოა რას დაარქვა ამ ადამიანმა "ჭეშმარიტება".. :/