ულამაზესი ადგილები, რომელიც დაგვავიწყებს ამქვეყნიურ საზრუნავსა და პრობლემებს. ბუნებამ იმდენი საოცარი ადგილი შექმნა დედამიწაზე, რომ ყველას სანახავად მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა. ისღა დაგვრჩენია, ფოტოები დავათვალიეროთ და ვიოცნებოთ, რომ ოდესმე…
დავიწყოთ...... ☺ ☺
ლუოპინგის საგრაფო მდებარეობს კუდჯინგის პრეფექტურაში, ჩინეთში. ეს ადგილი ცნობილია თავისი ლამაზი პეიჟაზით გაზაფხულზე, როდესაც ყვავილდება რაფსის ყვავილის მინდვრები და მთები გარშემორტყმულია ბუნებრივი ოქროსფერი ზღვით.
უდაბნო ლაგუნებით
ერთი შეხედვით, ლენსოის-მარანიენსისი ტიპიურ უდაბნოს არ ჰგავს. მაგრამ, საჰარისა და სხვა უსიცოცხლო ადგილებისაგან განსხვავებით, აქ რეგულარულად მოდის წვიმა. წყალი ხეობებში გროვდება და ცისფერ და მწვანე ლაგუნებს ქმნის.
არიზონის ტალღები - ქვიშისა და კლდის ბუნებრივი გალერეა, მდებარეობს იუტასა და არიზონას შტატებს შორის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ქარისაგან შექმნილი გორაკები, მილონობით წლის წინ ჩამოყალიბდა.
მთა რორაიმა - ვენესუელას მთავარი ბუნებრივი ატრაქციონი. ეს 2700 მეტრიანი მთის მასაა, რომელსაც არ აქვს წვერი, რის გამოც, ის შორიდან უზარმაზარ პარალელეპიპედს ჰგავს.
ეს სახლი სერბეთშია. მდინარე დრინის შუაშია აშენებული.
უკვე 40 წელია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას აჩვენებს იგი.
დენქსიას ლანდშაფტი იგივეა რაც, „ვარდისფერი ღრუბელი“ – სწორედ ამ სახლეწოდებითაა მსოფლიოში ეს ადგილი ცნობილი. ამ მართლაც რომ ზღაპრული სილამაზის ფორმირება მილიონობით წლის წინ დაიწყო. მინერალური დანალექები, წყლისა და ჰაერის ზემოქმედებისას ნელ–ნელა იჟანდებოდა, რამაც მთათა უხვი ფერთა გამის ამგვარი უჩვეულო შეფერილობაც განაპირობა.
ეს ტიტების ველია, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს. სხვადასხვა ფერის ჰოლანდიური პლანტაციები - მომნუსხველი სანახაობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მინდორი ბავშვებმა ცისარტყელის ფერებში შეღებეს.
BrOliKa
ულამაზესია! მინდა მსოფლიოს ნახვააა :((
მაისი 10, 2014
ლაშა
ფერადი ტიტები ჰოლანდიის სავიზიტო ბარათია და ყველას მაინც მოწევა და ბოლი ახსენდება ((
ოქტომბერი 25, 2018