ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარება მოთხრობილია ლუკა მახარებელთან (1, 26-38)
გალილეის ქალაქ ნაზარეთში (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია), უფლის ნებით მთავარანგელოზი გაბრიელი მივლინებულ იქნა ერთ-ერთ ქალწულთან, რომელიც დაწინდული იყო დავით მეფის მოდგმის შთამომავალზე - იოსებზე, ხოლო ქალწულის სახელი მარიამი. გადმოცემის მიხედვით, მთავარანგელოზი მარიამს მაშინ ეახლა, როცა ის წმინდა ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა ქალწულის მიერ მესიის შობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ფიქრებში იყო, როდესაც მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის." ამის მხილველი და გამგონე მარიამი შეძრწუნდა და თან ვერ გაეგო რას ნიშნავდა ეს გამოცხადება, ეს სიტყვები. მთავარანგელოზი განუმარტავს და ეუბნება: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ."
მარიამი ახლა უფრო გაკვივებულია, ვინაიდან მას ქალწულების აღთქმა აქვს დადებული და როგორ შეძლებს რომ მან შვას ძე? ამას ეკითხება კიდეც უფლის წარმოგზავნილს, რომ როგორ ვშობ როდესაც კაცი არ ვიცი? მთავარანგელოზი გაბრიელი პასუხობს: "სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის." მაშინ გაბრიელი იქვე ეტყვის რომ მარიამის ნათესავი, ელისაბედიც უკვე 6 თვეა რაც ორსულადაა და აღარ არის ბერწ, რადგან უფლისთვის ყოველივე შესაძლებელ არს. მაშინ ყოვლადწმინდა ქალწული უფლის ნებას დაემორჩილება და იტყვის: "აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!" და სწორედ მაშინ ანგელოზი განეშორება მას.
tsira
გილოცავთ.
აპრილი 7, 2014