კასპი

კასპი

ამ ჯგუფის მიზანია, გაგაცნოთ ერთერთი უძველესი ქალაქი კასპი და შემოგთავაზოთ კასპში განხორციელებული სიახლეები, ახალი პროექტები და ა.შ.

ბანკეტობის დღე

დადგა ჟამი, როცა ჩემს ბანკეტზეც უნდა დავწერო. 16 ივნისი, დღე რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება, დღემ რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებასა და გულებში. ავღნიშნეთ სკოლის დამთავრება, ერთად გატარებული 12 მხიარული, გიჟური, ზოგჯერ აუტანელი დღეები. ემოციური, ძალიან ლამაზი დღე იყო, მთელი კლასი ერთად, სიყვარულმოდებულები, გალაღებულები და გალამაზებულები ვიყავით. სკოლის ეზოში შევიკრობეთ. გულები ისე გვიფანცქალებდა, როგორც მაშინ პირველად რომ შევდგით სკოლის ეზოში ფეხი. ბანკეტი მცხეთის მიმდებარედ, ულამაზეს რესტორან "არაგვში" გადავიხადეთ. ჩემი მოლოდინი გამართლდა და მქონდა ძალიან კარგი ბანკეტი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ნასიამოვნები ვარ, როგორი მუხტი გამომყვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზი იყო ყველაფერი… ყველა წამი, ყველა წუთი. (არასასიამოვნი მომენტებიც იყო, მაგრამ არ ვიხსენებ, რა საჭიროა)

უკვე დიდები ☺ არასრული შემადგენლობა

გავეშურეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისაკენ, უფალს ერთმანეთის კარგად ყოფნა, ერთობა და ბედნიერება ვთხოვეთ

შემდეგ დაიწყო პოზიორობა, გაპრანჭვები, როგორც ხდება ხოლმე

მე-6 კლასში დაწერილი, მისალოცი ბარათი

აი, მერე კი როცა პოზიორობას მოვრჩით, მაშინ დაიწყო თუ დაიწყო, ყველაზე გემრიელი, და მხიარული დღის მეორე ნაწილი... რა თქმა უნდა ჩვენი დამრიგებელი ჩვენთან ერთად იყო, უკეთილშობილესი, ჩვენი ყველას მეგობარი ლია მასწავლებელი. ასევე ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლები და კლასის მეგობრები. სუფრას გემრიელი კერძების გარდა, ალამაზებდა სადღეგრძელოები, ლექსები, ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერები. აგრეთვე შესრულდა მასწავლებლების პაროდიები. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, ვიცინეთ და ვიხალისეთ.

ჩვენი ლია დამრიგებელი

დაუვიწყარი ადამიანები და მასწავლებლები

კარგ სუფრას, კარგი თამადაც უნდაო. მიშკა ♥

მაკო ჩვეულ ამპულაში 

სალო და ბექა

თამო და ზაზა

ჩვენი მეგობრობისა იყოსო

ფოტო: ცეკვური

ეს ყველას არ შეუძლია, კინტაური

ოოო, მაკარენა

თენგო და ქეთი

ვაგონი მიქრის

ნიკა და ეკა

მაკო და ვანო

ცეკვა - დანაჩანგალყვავილითურთ


ხელი ხელს!

აჭარელი ვიყავ განა

გაშლილი ხელებით, მგონი კინტაური ☺

დაისი

 

ორი ჭიქის შემდეგ, სიმღერაც გამოგვივიდა☺

მარინა მასწავლებელი თავისი ულამაზესი სიმღერით

მასხარები ☺☺

სიმღერას აყოლილები

დავითს ვიღაც მოენატრაა... ☺

კიდევ ბევრი მაქვს მოსაყოლი, სათქმელიც მაგრამ... იყოს! მე მინდა ჩემს ყველა კლასელს, მეგობარს მადლობა გადავუხადო ყველაფრისათვის. მინდა ყველა იყოთ ბედნიერი და გახარებული. წარმატება და სიხარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანმდევი! გვქონდეს ერთმანეთის იმედი და ვიხაროთ ერთად. მიყვარხართ!

გზა დაგვილოცე, გზა დაგვილოცე.. ♫♪ ♪ ♥

მაჩვენე წინა კომენტარები
  • მდე

    თათია

    წააააააარსულმა სულ თან წააააიიღოოოო..♫♪♫

  • მდე

    ლაშა

    დღეს 2 წლის თავი გაქვთ ხო? :D

  • მდე

    თათია

    არა ლაშ, 3 წლის. 

    ლაშა_მ თქვა:

    დღეს 2 წლის თავი გაქვთ ხო? :D