ივლისი

ივლისი

თვენი

ივლისის თვის წმინდათა ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის შობა

7 ივლისს (ძვ. სტ. 25 ივნისს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს წმინდა იონე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს

იონე ნათლისმცემლის შობა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      წმინდა წერილში, კერძოდ ლუკას სახარებაში მოთხრობილია იოანე ნათლისმცემლის შობის შესახებ. მისი მშობლები (ზაქარია და ელისაბედი) უკვე ღრმად მოხუცებულნი იყვნენ და მიუხედავად მათი ღმრთივსათნო ცხოვრებისა ჯერ კიდევ არ ჰყავდათ შვილი. ამიტომ ებრაელთაგან ათვალწუნებულები იყვნენ. უფალმა შეისმინა მათი ვედრება და ერთხელაც, ზაქარიას რომელიც მღვდელმსახური იყო, ანგელოზი ეჩვენა, რომელმაც უთხრა, რომ ელისაბედი, მისი ცოლი შობდა ძეს, რომლისთვისაც იოანე უნდა დაერქმია ზაქარიას.

      მაშინ ღმრთის მოშიშ ზაქარიას გაუკვირდა, როგორ შეეძლო ელისაბედს ეშვა, ვინაიდან ის საკმაოდ ხანდასმული იყო.

      მაშინ ანგელოზმა უთხრა "და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა" (ლკ. 1, 20).

      მართლაც, როდესაც მოიწია ჟამი ელისაბედის მშობიარობისა, შვა ძე. როდესაც ჰკითხეს თუ რა სახელი უნდა დარქმეოდა, ელისაბედმა უპასუხა რომ იოანე იქნება ყრმის სახელი. იქ შეკრებილ ნათესაობას უკვირდათ, რადგან მათ გარშემო არავის ერქვა იოანე. მაშინ ზაქარიას მიმართეს, თუ რა სახელის დარქმევას აპირებდა შვილისთვის. მღვდელმსახურმა მოითხოვა ფიცარი, აიღო და დაწერა - იოანე. სწორედ ამ დროს ზაქარიას დაუბურნდა მეტყველება და აღაღო პირი და წინასწარმეტყველებდა. მან თავის შვილზეც იწინასწარმეტყველა - "შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა" (ლკ. 1, 76).

აქვე იხილეთ:

წმიდისა ღმრთის-მშობლისათჳს და ზაქარიაჲს დადუმებისათჳს

იოანე ნათლისმცემლის შობა (ვრცელი ვერსია)

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

  • მდე

    ლაშა

    იოანე ნათლისმცემლის შობას გილოცავთ!