ჭიათურა

ჭიათურა

ჭიათურა არის იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ყველას  ვინსაც გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ჭიათურის შესახებ შემოგვიერთდით.

თბილი ახალი წელი ოჯახებს, ჭიათურაში!

      რამდენიმე კვირაში ახალი წელი მოვა. ამბობენ ახალ წელს სიკეთით, სიუხვით, ბარაქით და სიყვარულით უნდა შეეგებოო. მაგრამ ჩვენს გარშემო ბევრი ოჯახია ისეთი, რომელიც მხოლო იმედით - უკეთესი მომავლის იმედით ეგებება ხოლმე ახალ წელს. საქველმოქმედო აქციებიც უკვე იმდენი იმართება, რომ საზოგადოება გულგრილი გახდა ყოველივე ამის მიმართ და განსაკუთრებით დედაქალაქში. რეგიონების მიუსაფარ მოსახლეობაზე თითქმის არავინ ფიქრობს ხოლმე, მაგრამ დამიჯერეთ - აქაც არიან გაჭირვებულები, შეციებულები და მოშიებულებიც.

      ახლა ჭიათურაში ვარ და დღე არ გავა ჩემს სამსახურთან ვინმე არ მოვიდეს და ერთი ლუკმა პური არ ითხოვოს, დახეული ტანისამოსით და სიცივისაგან გაყინული ბავშვები კარებს აეტუზებიან, კანკალებენ და მცირეოდენ სითბოს ითხოვენ. ჰოდა, მეც გადავწყვიტე საახალწლოდ სიკეთე გავაკეთო და რა თქმა უნდა თქვენც ჩაგრთოთ ძვირფასო მეგობრებო - სიკეთე ხომ გადამდებია.

თუ ვინმეს სურვილი გაქვთ და გინდათ რომ ახალ წელს სიკეთით და მადლით სავსენი შეეგებოთ, ერთად შეგვიძლია გავუთბოთ მათ დღეები. ტანისამოსი, ქალის, კაცის, მოხუცის ბავშვის - არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი თუ ცოტა, შეგიძლიათ გამოატანოთ ჭიათურის მარშრუტკას, რომელიც გამოდის (გლდანიდან,დიდუბიდან) ყოველ ნახევარ საათში, გამოატანეთ და მე დავხვდები აქ.

შემეხმიანეთ!

      ჭიათურელ ახალგაზრდებს კი მივმართავ - ჩვენ შეგვიძლია მათთვის ფლეშმობის ან რაიმე მსგავსის მოწყობა, მხოლოდ ერთი დღით, რამდენიმე საათით და ბედნიერი წუთები, მათი ღიმილიანი სახე და სიკეთით სავსე ახალი წელი აუცილებლად გაგვაბედნიერებს!

დამატებითი კითხვები და ინფორმაციები პირად შეტყობინებებში გავცვალოთ.