მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი

21 მარტს (ძვ. სტ. 8 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელს

წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა და მისმა ვაჟმა კონსტანციმ ააგეს ანტიოქიის საკათედრო ტაძარი, სადაც წმინდა თეოდორიტე ანტიოქიელი იყო პრესვიტერი. იულიანე განდგომილმა კონსტანცის შემდეგ კერპთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა კონსტანტინოპოლში, იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით, თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილებაში.
     წმინდა თეოდორიტემ მისი არაადამიანური წამების მიუხედავად არ უარყო საკუთარი რწმენა და ქრისტეს ერთგული დარჩა, იულიანე განდგომილს კი უწინასწარმეტყველა უეცარი სიკვდილი რაც მალეც აუხდა იმპერატორს.
      წმინდა იულიანეს მოთმინებით და ქრისტესადმი ერგულებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.
     სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა - გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებმა ომში მოკლეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►