ელ. წიგნები

ელექტრონული წიგნები

არაფერი შეედრება წიგნის სურნელს, ფურცვლის სიამოვნებას და ყვითელ გვერდებზე გახუნებული ასოების ცქერას, მაგრამ თანამედროვე სამყაროში კითხვა სხვაგავარად მოსახერხბელიც ხდება.

ბიბლიოთეკა ჩვენს დროში Qwelly_ზე!

ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები - თამარ გაგოშიძე

ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები

autism, ebooks, epilepsy, psychology, qwelly, tamar gagoshidze, აუტიზმი, ბავშვთა ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, დაუნის სინდრომი, დისლექსია, ელ.წიგნები, ელექტრონული ლიტერატურა ფსიქოლოგიაში, ეპილეფსია, ვილიამსის სინდრომი, თამარ გაგოშიძე, სამეცნიერო ლიტერატურა, სინდრომი, ტიკური აშლილობა, ფენილკეტონურია, ფსიქიკური განვითარება, ფსიქიკური დარღვევები, ფსიქოლოგია, ქალა-ტვინის ტრავმა, ქველი, ცერებრალური დამბლა

     ბავშვის ნორმალური განვითარებიდან გადახრის იდენტიფიკაცია და პროგნოზირება ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ნეირობიოლოგიური და სამედიცინო მეცნიერებისათვის. ბავშვის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: გენეტიკური, ბიოლოგიური, სოციალური. შესაბამისად, პრობლემებს ფსიქიკურ განვითარებაში მულტიფაქტორული ბუნება აქვს. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ გარეგნულად ერთნაირ ქცევით, კოგნიტურ თუ ემოციურ დარღვევას განსხვავებული მიზეზები შეიძლება ედოს საფუძვლად და თანაც არაერთი. შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ერთდროულად ორი კლინიკური მდგომარეობა. ამის გამო ბავშვის განვითარების დარღვევის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და ადეკვატურ საკლასიფიკაციო სისტემას და მულტიდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს. მცდარი დიაგნოზის შედეგი კი არაადეკვატური მკურნალობა, ბავშვის დამახინჯებული მომავალი და სტიგმატიზაციაა.

     აღნიშნული სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის, პედიატრებისთვის, ბავშვთა ნევროლოგებისა და ფსიქიატრებისთვის, ფსიქოლოგიის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის.

გამომცემლობა "ნეკერი"

თბილისი 2007

წიგნში განხილული საკითხები:

  • განვითარების დარღვევების მოდელები და კლასიფიკაცია
  • გონებრივი ჩამორჩენილობა
  • დასწავლის უნარის დარღვევა
  • ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევები
  • დისლექსია
  • მეტყველების დარღვევები (შ. მამუკაძის თანამონაწილეობით)
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
  • აუტიზმი
  • სხვა პერვესიული აშლილობები
  • ქალა-ტვინის ტრავმა
  • ჰიდროცეფალია
  • ცერებრული დამბლა
  • ეპილეფსია
  • ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი
  • ტიკური აშლილობა
  • ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი
  • ქცევითი აშლილობა
  • ქრომოსომული დაავადებები
  • დაუნის სინდრომი
  • ვილიამსის სინდრომი
  • მყიფე X სინდრომი
  • ფენილკეტონურია
  • ლიტერატურა

იხილეთ წიგნი:

"ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები"

  • მდე

    თეა

    მადლობთ...საინტერესოა

  • მდე

    ნონა

    შესანიშნავი წიგნია☺️, უღრმესი პატივისცემით ავტორის მიმართ. მადლობა! (y)
  • მდე

    Nana

    წიგნის ელ ვერსია მინდა როგორ წავიკითხო