ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური ლიტერატურა

თემა: დანაშაული და სასჯელი
ემუქრება უფრო დააჩქარებს მოვლენებს, სვიდრიგაილოვის პიროვნება კი როდიონს აიძულებს რომ დუნია მისგან დაიხსნას, ბავშობის მოგონებებში კი მამა უკვე გაფერმკრთალებულია, მას ხელს არაფერი უშლის დიდი გეგმების განხორცილებაში, ეს მხოლოდ მოთხრობის ერთი ნაწილია სანამ სინდისს დაძლევს რასკოლნიკოვი. ორიგინალი დასახელება: Преступление и наказание ითარგმნა: ქართულად და მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ჟანრი: პროზა/ლიტერატურა/კლასიკა/ფსიქოლოგიური დაწერის ადგილი:  რუსეთი ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი *დანაშაული და სასჯელი* …
დაამატა Kakha to ელ. წიგნები at 7:16pm on აპრილი 11, 2014
თემა: შიო არაგვისპირელის ნოველები (განხილვა)
თემა, ეს იყო ადამიანი, უფრო სწორად, „ადამიანის შიშველი“ სული. თუკი მანამდე მთელი ლიტერატურა მიმართული იყო მხოლოდ ეროვნული და სოციალური პრობლემატიკის გაშუქებისაკენ, შიო არაგვისპირელმა თავისი შემოქმედებით ახალი საკითხები შემოიტანა - ადამიანის რაობა, მისი დამოკიდებულება სამყაროსთან, მისი სისუსტეები, სიყვარულის რაობა, ადამიანისა და საზოგადოების მიმართება და ა.შ. შიო არაგვისპირელი ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი ადამიანის მიმართ. მთელ მის შემოქმედებაში ადამიანი უარყოფით არსებადაა გამოყვანილი, რომელიც არის სუსტი, ლაჩარი, პატივმოყვარე, მატყუარა. მისთვის ადამიანი ერთი პატარა არსებაა, რომელიც არაფერს ნიშნავს. მისი ნოველა „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ სწორედ ამის გამოხატულებაა. აქ ერთ-ერთ გლეხს ეტლი დაეჯახება და მოკვდება. მნიშვნელოვანია მთვარის ეპიზოდი, რომელშიც მთვარე თითქოს მის ამხანაგებს ეუბნება, რომ მას მრავალი უსამართლოდ დახოცილი უნახავს და მათ კი მხოლოდ ამ ერთი მღილისათვის ჩამოსტირით სახე. „ბუნების მეფენში“ ირონილუდაა მოთხრობილი როგორ გავიდნენ ადამიანები ბუნებაში საქეიფოდ, სადაც სადღეგრძელოებში თავიანთ ღირსებებზე საუბრობენ, რომ ისინი ბუნების მეფეები არიან და ა.შ. თუმცა ამ დროს დაიწყება სტიქია და მოქეიფენი მხოლოდ თაგვის სოროს ნატრობენ. აქ ჩანს თუ როგორ შეაშინა სტიქიამ „ბუნების მეფეენი“ და რამდენად სუსტები და არარაობები არიან ბუნებასთან შედარებით. ნოველაში „გმადლობ, უფალო, გმადლობ!“ პირველი პირით მოთხრობილია ადამიანთა მანკიერებანი. საზოგადოებაში პატიოსან პიროვნებებად მიჩნეულ ადამიანებს, რომლებიც ტაძრისაკენ მიემართებიან, ამხელს მთხრობელი. მას გულთამხილავის ნიჭი მიეცემა. ნოველაში ადამიანები წარმოჩენილნი არიან როგორც მატყუარა და ბილწი ზრახვების მქონეებად. შიო არაგვისპირელს უარყოფითად აქვს წარმოდგენილი ქართველი ინტელექტუალები. ისინი ან დაბნელულები არიან ან კონფორმისტები ან კიდე ცინიკოსი არამზადები. შიო არაგვისპირელს არც ჭეშმარიტი სიყვარულის სწამს. მის ნოველებში გამოხატულია არა სიყვარული, არამედ ვნება კაცსა და ქალს შორის. მას მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომ გულწრფელი იყოს აღიარებდა სიყვარულის არარსებობას და იმას, რომ ურთიერთობებში მთავარი ვნებაა. „წერილის ნაგლეჯში“ სწორედ ამაზეა საუბარი. როცა ქმარი ცოლს სწერს, რომ როცა ის მის გვერდით არ არის სხვა ქალის სილამაზე ხიბლავს და იგი საერთოდ აღარ ახსოვს. სხვა ნოველებში ქალები ქმრებს ღალატობენ, ზოგი ქმრის მეგობრებთანაც კი. განსხვავებულია მისი ბოლოდროინდელი რომანი „გაბზარული გული“, სადაც ქებათა-ქებას უძღვნის ქალ-ვაჟის სიყვარულს. მის მთავარ გმირი - მახარე -გულწრფელადაა შეყვარებული, თუმცა მახარე ძლიერი ხასიათის პიროვენბაა, განსხვავებით, წინა ნოველებში არსებული ადამიანებისაგან. ეს შეიძლება ცხადყფდეს, რომ შიოს აქვს რწმენა ნამდვილი სიყვარულისა და ადამიანთა ღირსებისა, თუმცა ეს ძლიერი და ღირსეული ადამიანების ხვედრია მხოლოდ. შიო არაგვისპირელს „გლეხური ციკლის“ ნოველებში ყველაზე მეტად ადამინის ფსიქოლოგიური ანალიზი აინტერესებს. მართალია, აქ გაშუქებულია სოციალური მნიშვნელობის საკითხებიც, თუმცა ამ ფონეზე მაინც მხეცური ინსტიქტისა და ადამიანური საწყისის ბრძოლაა გამოხატული. თუ როგორ ებრძვიან უკიდეურეს გაჭირვებაში მყოფი გლეხები საკუთარ თავს არ ჩაიდინონ მხეცური საქციელი. სამშობლოს თემაზე დაწერილ ნოველათაგან აღსანიშნავია „მიწაა“ და “ჩემი სამშობლო ჩემი გულია“. „მიწააში“ გლეხი ბერა უდიდესი პატრიოტია, იგი ერთი მუჭა სამშობლოს მიწისთვის თავს სწირავს. ბერა უბრალო გლეხია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სამშობლოსთან, მის ბუნებასთან და სწორედ მისნაირი ადამიანების სისხლის ფასად ხდება საქართველოს შენარჩუნება. ნოველაში კი „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“ დახატულია ინტელიგენტი ქართველი ქალის - მაროს - სახე, რომელმაც სამშობლოს ინტერესები ქვენა სურვილებს ანაცვალა. ამით, ალბათ, შიო არაგვისპირელს იმაზეც სურდა ხაზის გასმა, რომ უბრალო გლეხი გაცილებით გულწრფელი და დიდი სიყვარულის მატარებელია სამშობლოს მიმართ, ვიდრე განათლებული, ინტელიგენტი ადამიანი. …
დაამატა ცისია to ლიტერატურა at 8:37pm on ივლისი 28, 2013
თემა: ფსიქოლოგიური მკურნალობა
ოლოგიური მკურნალობა ხშირად გამოიყენება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. ის, თუ რა სახის კომბინაცია უნდა გამოვიყენოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილულია შესაბამისი აშლილობისადმი მიძღვნილ თავში;    ვინაიდან ყოველ ასეთ თავში მრავალი სახის ტექნიკა განიხილება, არც ერთი მათგანი არ არის დეტალურად აღწერილი. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ადგილას არის მითითებული შესაბამისი დამატებითი ლიტერატურა;    მიუხდავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილას ვხვდებით ამა თუ იმ ტექნიკის ზოგად დახასიათებას, პაციენტთან მათი პრაქტიკული გამოყენება მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.ტერმინი "ფსიქოთერაპია" ორი მნიშვნელობით იხმარება. პირველის თანახმად, ფსიქოთერაპია აღნიშნავს ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიურ მკურნალობას, კონსულტირებისა და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ჩათვლით. მეორე მნიშვნელობით, ფისქოთერაპიაში არ შედის კონსულტირება და კოგნიტურ-ბიჰეივიორული თერაპია. აქ ტერმინი "ფსიქოლოგიური მკურნალობა" ფართო მნიშვნელობით გამოიყენება, ხოლო ტერმინი "ფსიქოთერაპია" უფრო კონკრეტული მნიშვნელობით (მაგალითად, დინამიური ფსიქოთერაპია). მოცემულ თავში განხილული მკურნალობის სახეები და ამ თავის სტრუქტურა ქვემოთ მოტანილ ცხრილშია წარმოდგენილი. როგორ წარმოიშვა ფსიქოლოგიური მკურნალობა    ფსიქოლოგიური მკურნალობა ისეთივე ძველი დროიდან მოდის, როგორც სამედიცინო პრაქტიკა. ზოგიერთი ავტორის აზრით არსებობს გარკვეული მსგავსება თანამედროვე თერაპიულ ტექნიკასა და იმ სამკურნალო რიტუალებს შორის, რომელსაც ძველი საბერძნეთის ტაძრებში ატარებდნენ. თუმცა, ფსიქიატრიის ისტორიის თანახმად, ფსიქოლოგიური მკურნალობა წარმოიშვა მეცხრამეტე საუკუნეში, ჰიპნოზის განვითარებასთან ერთად. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა ვენელმა ექიმმა ანტონ მესმერმა (1734-1815), რომელიც თვლიდა, რომ სხეულის ფუნქციონირების შესაცვლელად შესაძლებელია მაგნიტური ძალების გამოყენება. მისი აზრით, ასეთ ძალებს წარმოშობდა არა მხოლოდ ნამდვილი მაგნიტი, არამედ თერაპევტის სხეულში მყოფი "ცხოველური მაგნიტიზმი". გარდა ამისა, ის თვლიდა, რომ თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად, ამ ორის კომბინაციაა შესაძლებელი.    მიუხედავად იმისა, რომ მესმერის თეორიები არ მიიღეს სამედიცინო წრეებში, მანჩესტერელმა ექიმმა ჯეიმს ბრეიდმა ირწმუნა მესმერის მიერ აღწერილი ფენომენის რეალურობა. თუმცა, ბრეიდი თვლიდა, რომ მისი გამოწვევა მაგნიტიზმის გარეშეცაა შესაძლებელი. მან წარმოადგინა ფიზიოლოგიურად უფრო დამაჯერებელი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვით მესმერის მიერ გამოწვული "მდგომარეობა" სიზმრის მსგავსია, რის გამოც მას ჰიპნოზი უნდა ეწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის ბუნების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნებოდა, ჰიპნოზით მკურნალობა პოპულარული გახდა საფრანგეთში. ლიებო (1823-1904) და იპოლიტე ბერნჰაიმი (1837-1919) მიიჩნევდნენ, რომ ჰიპნოზი ძილის მსგავსი ნორმალური მდგომარეობაა, რომლის გამოწვევა ადამიანთა უმეტესობაშია შესაძლებელი და რომლის ეფექტები სუგესტიით მიიღება. ბერნჰაიმის წიგნი "სუგესტიური თერაპიები" აღწერს სუგესტიის გამოყენებას ისტერიისა და სხვა ნევროტული მდგომარეობების, მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მკურნალობის მიზნით. საპირიპირო მოსაზრებაზე იდგა ჟან მარტინ შარკო (1825-1893) პარიზის სალპეტრიერის საავადმყოფოს ნევროლოგი. შარკო თვლიდა, რომ ჰიპნოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მხოლოდ ისტერიის მქონე პაციენტებთან შეიძლება აღმოცენდეს. იმ პერიოდში, ჰიპნოზის მთავარ ალტერნატივას წარმოადგენდა "დარწმუნება"  მეთოდი, რომელიც გულისხმობს სიმპტომებისა და სხვა პრობლემების ახსნასა და განხილვას სუგესტიურობის გაზრდის გარეშე. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო შვეიცარელი პროფესორი და ნევროპათოლოგი პოლ დიუბუა, რომლის წიგნი ნერვული აშლილობების ფსიქიატრიული მკურნალობა ძალზე გავლენიანი აღმოჩნდა. დიუბუა თვლიდა, რომ მიუხეადავად იმისა, რომ ჰიპნოზს გარკვეული ღირებულება გააჩნია ისტერიის მკურნალობისას, სხვა სახის ნევროზების შემთხვევაში უფრო მართებულია დარწმუნების გამოყენება. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ნევროზების უმრავლეობას ნევროლოგები მკურნალობდნენ. როდესაც ფროიდმა დაიწყო ნევროლოგად მუშაობა, მისი პაციენტების უმრავლესობას ნევროზი აღენიშნებოდა. ფროიდი საფრანგეთში ეწვია ბერნჰაიმსა და შარკოს, ჰიპნოზის შესწავლის მიზნით. ვენაში დაბრუნებისას, მან სცადა ნევროზის მქონე რამდენიმე პაციენტის მიმართ ჰიპნოზის გამოყენება. თავიდან, ის კმაყოფილი იყო შედეგებით, მაგრამ შემდგომში ვერ მოახერხა მიღწეული შედეგის შენარჩუნება და გადაწყვიტა, ჰიპნოზი სხვა მიზნით გამოეყენებინა. ჰიპნოზის მეშვეობით სიმპტომების შეცვლის ნაცვლად, მან გადაწყვიტა ეს ტექნიკა რეპრესირებულ იდეებთან დაკავშირებული ემოციების გამოსანთავისუფლებლად გამოეყენებინა (ის მიიჩნევდა, რომ რეპრესირებული იდეები მოცემული სიმპტომების მიზეზს წარმოადგენდა). 1889 წელს, მან აღწერა ახალი ტექნიკის გამოყენების პირველი მცდელობა. პირველად ფროიდმა ეს ტექნიკა თავის პაციენტთან ემი ფონ ნ-თან გამოიყენა. შემდგომში ფროიდმა შენიშნა, რომ ბერნჰაიმის პაციენტებს შეეძლოთ დავიწყებული ფაქტების გახსენება ჰიპნოზის გარეშე. საკუთარ პაციენტებთან იგივე ეფექტის მისაღწევად, ფროიდი სთოხვდა მათ, თვალები დაეხუჭათ, ხოლო თვითონ, ამ დროს, მათ შუბლზე ხელს ადებდა. შემდეგ ფროიდმა აღმოაჩინა, რომ გახსენება ასევე ეფექტურად მიმდინარეობდა, როდესაც პაციენტი, უბრალოდ, ტახტზე იწვა, ხოლო ფსიქოთერაპევტი მის მზერას იყო მიფარებული. ასე შეიქმნა თავისუფალი ასოციაციების მეთოდი. შემდგომში, პაციენტებთან მუშაობისას, ფროიდი ხელს უწყობდა თავისუფალი ასოციაციების პროდუცირებას და ხსნიდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ასოციაცია. მან, დაინახა, აგრეთვე, რომ აუცილებელია პაციენტთან ურთიერთობის ინტენსივობის გაკონტროლება. ამგვარი დაკვირვებების საფუძველზე შეიქმნა ფსიქოანალიზის ძირითადი ტექნიკა, მოგვიანებით კი _ ტექნიკა, რომელსაც დინამიური ფსიქოთერაპიების უფრო ფართო ჯგუფი იყენებდა. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ფროიდის ერთ-ერთ ნაშრომს, რომელიც ამ სახის ტექნიკის შემუშავებას ეხება . მოგვიანებით, უფრო პოპულარული გახდა ფსიქოანალიტიკური და მსგავსი სხვადასხვა ტექნიკა, ვიდრე ჰიპნოზი და დარწმუნების ტექნიკა. ფროიდმა გამოაქვეყნა შთამბეჭდავი მონაცემები ამ ტექნიკით მკურნალობის თაობაზე და განავითარა თავისი თეორია, რომელიც, საფუძვლიანი დამუშავების შემდეგ, საკმაოდ რთული გახდა. მან შემოიკრიბა მიმდევართა ჯგუფი, რომლთაგანაც, ზოგიერთი, არ ეთანხმობოდა ფროიდის გვიანდელ მოსაზრებებს. ფროიდის მიმდევრებმა შემდგომში, შექმნეს დინამიკური ფსიქოთერაპიის საკუთარი "სკოლები", რომლებიც ქვემოთ მოკლედ იქნება განხილული. უფრო დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ ქვეთავი ჰოლმსის ავტორობით და მონროს ნაშრომი, მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც ფროიდი ფსიქოანალიტიკური იდეების განვითარებაზე მუშაობდა. ჟანეც დაინტერესდა ნევროზის მიზეზებით და, ფროიდის მსგავსად, პირველი გამოკვლევა, ჰიპნოზის გამოყენებით, ისტერიის მქონე პაციენტებზე ჩაატარა. თუმცა, იგი, ფროიდისაგან განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდა. ჟანეს აზრით, ნევროზი გამოწვეული იყო ფსიქიკურ აქტივობათა ნორმალური ინტეგრაციის დარღვევით. ამ პროცესს მან დისოციაცია უწოდა. ის დისოციაციას უკავშირებდა ნერვული ფუნქციონირების საერთო სისუსტეს ნევრასთენიას. ჟანეს, ფროიდისაგან განსხვავებით, არ აღუწერია ტექნიკური ინოვაციები. ის, რომ მისი ვრცელი ნაშრომები ბევრად ნაკლებად გავლენიანი იყო ფროიდის ნაშრომებთან შედარებით, ალბათ, ნაწილობრივ, ამითაა გამოწვეული. მეორე მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ფროიდისაგან განსხვავებით, ჟანეს არ შეუქმნია მიმდევართა სკოლა, რომელიც, მომავალში, მის იდეებს განავითარებდა. პირველი ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც დაშორდნენ ფროიდის ტრადიციულ მოძღვრებას ალფრედ ადლერი დაშორდა ფროიდს 1910 წელს. მან უარყო ლიბიდოს თეორია და ყურადღება გაამახვილა განვითარების პროცესში სოციალური ფაქტორების როლზე. ინდივიდუალური ანალიზის თერაპიული ტექნიკის გამოყენებით, ადლერი ცდილობდა, გაეგო, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის ცხოვრების სტილი და არსებულ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. ადლერის იდეები ნაკლებად საინტერესო და ორიგინალური იყო, ვიდრე ფროიდის იდეები. მისმა მკურნალობის ტექნიკამ ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება. თუმცა, ითვლება, რომ ადლერის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა ამერიკელი ანალიტიკოსების დინამიურ-კულტურულ სკოლას, რომელიც საკმაოდ გავლენიანი გამოდგა . ადლერის წვლილი განხილულია. თუ ადლერის ინტერესის საგანს პაციენტის ცხოვრების რეალური პრობლემები შეადგენდა, იუნგის ყურადღება, უფრო მეტად, ფანტაზიის შინაგან სამყაროზე იყო მიმართული (თუმცა იგი არ უგულებელჰყოფდა თანამედროვე პრობლემებს). თავის ფსიქოთერაპიულ მიდგომაში, იუნგი ყურადღებას ამახვილებდა არაცნობიერი მასალის ინტერპრეტაციაზე, რომელიც სიზმრების, ნახატების და ხელოვნების სხვა ნიმუშების ანალიზით იყო მიღებული. იუნგი მიიჩნევდა, რომ არაცნობიერის გარკვეული შინაარსები საერთოა ყველა ადამიანისტვის ("კოლექტიური არაცნობიერი") და რომ ისინი ვლინდება უნივერსალურ ხატებში. ამ უნივერსალურ ხატებს იუნგმა არქეტიპები უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ფანტაზიასა და არაცნობიერს, იუნგიანურ ანალიზში კავშირი თერაპევტსა და პაციენტს შორის ნაკლებად ცალმხრივია, ვიდრე ფსიქოანალიზში, რადგან თერაპევტი უფრო აქტიურია და უფრო მეტად გამოხატავს საკუთარ თავს. ← სარჩევი …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 5:44pm on სექტემბერი 26, 2015
თემა: პიროვნების საგანი
აიგის სიტყვებით ფლობერი, დოსტოევსკი, ტოლსტოი როგორც ლიტერატურის, ისე ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და აღწერის გიგანტები არიან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიტერატურა ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე, ხოლო პიროვნების მეცნიერული შესწავლა მხოლოდ მე-20 საუკუნიდან დაიწყო და ეს ფაქტი, სახელდობრ, რომ პიროვნება შესაძლებელია მეცნიერული გზით იქნას შესწავლილი, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება. ხოლო რაკი ლიტერატურა საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და მას კაცობრიობის გენიოსები აყალიბებდნენ და ავითარებდნენ, ხოლო ფსიქოლოგიური მეცნიერება კი ახალგაზრდაა, ამიტომ, ოლპორტის აზრით, ურიგო არ იქნება, რომ ზოგი რამ ფსიქოლოგიამ ლიტერატურისგან ისწავლოს. ლიტერატურა და ფსიქოლოგია, გარკვეული აზრით, კონკურენტები არიან. ლიტერატურა და ფსიქოლოგია პიროვნებას ორი განსხვავებული მეთოდით შეისწავლის - ლიტერატურის მეთოდი ხელოვნების მეთოდია, ხოლო ფსიქოლოგიისა კი მეცნიერული მეთოდი. რომელი მეთოდია უფრო ადექვატური პიროვნების შესასწავლად? რამდენადაც ეს არის ორი, პრინციპულად განსხვავებული მიდგომა - არც ერთი არ არის მეორეზე უკეთესი. თითოეულს თავისი უპირატესობა გააჩნია და თავისი მომხრე ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურა ყოფითფსიქოლოგიურ პრინციპებს იყენებს პიროვნების დახასიათებისას. ეს მეთოდი ჯერ კიდევ თეოფრასტემ, არისტოტელეს მოწაფემ, გამოიყენა თავისი ხასიათების დაწერისას (ლიტერატურული ქარაქტეროლოგია). თეოფრასტემ ორი ათასი წლის წინ გამოიყენა მეთოდი, რომელსაც ფსიქოლოგიურმა მეცნიერებამ მხოლოდ მე - 20 საუკუნეში აღმოაჩინა, კერძოდ, ხასათის ძირითადი ნიშნების გამოვლენის მეთოდი - გარკვეული სიტუაციების შექმნით შესაბამისი ქცევების გამოწვევა და აღწერა. უნდა ითქვას, რომ პიროვნების, პერსონაჟის ლიტერატურული დახასიათება, (სულ ერთია, იქნება ეს დრამა, სკეტჩი. ბიოგრაფია თუ სხვ.), თითქმის ყოველთვის, ემყარება ფსიქოლოგიურ დაშვებას, რომ ყოველ ხასათს გარკვეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს და ხასიათის ეს ნიშნები შეიძლება ნაჩვენები იქნას შესაბამისი ცხოვრებისეული ეპიზოდების აღწერის და ამ ეპიზოდებში პერსონაჟის მოქმედების გზით.ამის შემდეგ ოლპორტი გამოჰყოფსგაკვეთილებს, თუ რა უნდა ისწავლოს ფსიქოლოგიამ ლიტერატურისგან. 1.პირველ რიგში, ამბობს იგი, ეს არის, პიროვნების სტაბილური, მყარი ნიშნების არსებობის შესახებ თვალსაზრისი, ანუ პიროვნული ნიშნის პრობლემა, რომელიც თავის სასარგებლოდ მწერლებმა უფრო ადრე გამოიყენეს, ვიდრე ფსიქოლოგმა მეცნიერებმა. მაგრამ, ამ მეთოდის გამოყენება, ანუ გარკვეულ სიტუაციაში შესაბამის პასუხზე დაკვირვება და აღწერა, ოლპორტის აზრით, მწერლებზე უფრო დიდი სიზუსტით და სანდოობის მაღალი ხარისხით ფსიქოლოგებს შეუძლიათ. თუ ფსიქოლოგები გამოიყენებენ თავისი ლაბორატორიული და კონტროლირებადი დაკვირვების შესაძლებლობებს, ისინი შეძლებენ მწერლებზე უფრო ზუსტად დაადგინონ ყოველი კონკრეტული ინდივიდისთვის ექვივალენტურ სიტუაციათა ნიმუშები და მათზე ერთი მნიშვნელობის მქონე პასუხთა რაოდენობა. (ოლპორტის აღნიშნული შრომა 30-იან წლებშია დაწერილი. დღეისთვის ეს  გაკვეთილი კარგად შეითვისა ფსიქოლოგიამ და პიროვნების კვლევის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად იქცა. დ.ფ. ). 2.მეორე გაკვეთილი, რომელიც უნდა გაითავისოს ფსიქოლოგიამ, ოლპორტის აზრით, არის თვისობრივი, შინაარსობრივი ხასიათის: არავის არასოდეს არ მოუთხოვია ჰამლეტის, ანა კარენინას, დონ-კიხოტის ავტორებისთვის დაესაბუთებინათ ამ პიროვნებათა ხასიათების უტყუარობა. ისინი თვითონ, აღწერის სიდიადით ამტკიცებენ თავის უტყუარობას. ისინი თავისით იწვევენ ნდობას. ყოველი მათი ნიშანი თითქოს აუცილებლობით არის ამა თუ იმ პიროვნებასთან დაკავშირებული. ქცევის ეს შინაგანი ლოგიკა განისაზღვრება, როგორც თვითკონფრონტაცია: ქცევის ერთი ელემენტი მეორეს ამაგრებს და მთელი, როგორც თანმიმდევრულად შეკრული ერთიანობა მოიაზრება. თვითკონფრონტაცია არის მხოლოდ მეთოდი კანონიერი ძალის მინიჭებისა, რომელსაც მწერლები იყენებენ (გამონაკლისს, ალბათ, ბიოგრაფები წარმოადგენენ, რომელთაც გარეშე საბუთი სჭირდებათ თავისი მსჯელობის დასამტკიცებლად). თვითკონფრონტაციის მეთოდის გამოყენებას ფსიქოლოგები მხოლოდ ახლა იწყებენ. ეს ძალიან რთული მეთოდია მეცნიერებისათვის. იგი მოითხოვს ბაზისური, მოტივაციური საფუძვლის, ძირების მონახვას და ფაქტების ამ კუთხით გაანალიზებას. შესაძლოა, ეს მთლიანობა, პიროვნული ერთიანობა ვერც მოინახოს. ხშირია კონფლიქტები პიროვნების შიგნით, ადგილი აქვს პიროვნების განვითარებასაც, ზოგჯერ პიროვნების გაორებასაც. ყველა მწერალიც ვერ ახერხებს შეკრული, ერთიანი ლოგიკის მქონე პერსონაჟის გამოძერწვას. ზოგჯერ ზედმეტად გამარტივება ხდება, ზედმეტად ურთიერთშეთანხმებულია პიროვნების ქცევები და პირიქით. მაგრამ კონფრონტაციის მეთოდის გარეშე ლიტერატურას გაუჭირდება არსებობა. მწერლის ნიჭზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შესძლებს ის შეკრას ერთ მთლიანობად განსხვავებული პიროვნული ნიშნები და დაარწმუნოს მკითხველი თავისი პერსონაჟის ქცევის ლოგიკაში. ცნობილი ინგლისელი მწერალი ჩესტერტონი ერთგან ენამწარედ შენიშნავს თეკერეის (ჩესტერტონზე არანაკლებად ცნობილ ინგლისელ მწერალზე) ერთ- ერთ პერსონაჟ ქალზე -  ის სვამდა, მაგრამ თეკერეიმ არ იცოდა ამის შესახებ. ეს შენიშვნა გამოხატავს ჩესტერტონის მოთხოვნას, რომ ყოველ ხასიათს შინაგანი ლოგიკა, შინაგანი თანმიმდევრობა უნდა ჰქონდეს. ყველა, ვინც ხასიათს აღწერს, უნდა სცადოს ჩასწვდეს მოცემულ მომენტში პიროვნების ქცევის ღრმა მოტივაციურ ნიშნებს. მაგრამ თუ ლიტერატურა ცდება ხშირად იმის გამო, რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს პიროვნების ერთიანობას, ფსიქოლოგია დიდხანს ინტერესს არ იჩენდა ამ პრობლემისადმი და სტატისტიკით იყო გატაცებული მხოლოდ. თანაც ისთი ნიშნების ურთიერთკორელაციით, რომელიც პიროვნების არსს, მის ერთიან მთლიანობით ხასიათს არაფერს აძლევს. მიკროსკოპით და მათემატიკით გატაცებას ამბობს ოლპორტი, მკვლევარი მიჰყავს იქამდე, რომ იგი გაურბის სირთულეებს და ეძებს ქცევისა და აზროვნების სტანდარტულ ფორმებს. ბევრი ფსიქოლოგი, ოლპორტის აზრით, უარყოფს რეგისტრაციის ისეთ ფაქიზ მეთოდს, რომელიც სპეციალურად არის მოწოდებული ფაქტების სწორი დაჯგუფებისა და ურთიერთშედარებისთვის. ეს არის ადამიანის გონება. 3. დაბოლოს მესამე, რაც უნდა გადმოიღოს ფსიქოლოგიამ ლიტერატურისგან არის ის, რომ ყურადღება გაამახვილოს ინდივიდუალობაზე, კონკრეტულ პიროვნებაზე და არა ზოგადად პიროვნებაზე, აბსტრაქტულ პიროვნებაზე. პიროვნება ყოველთვის უნიკალურია. მაგრამ მაშინ რა ვუყოთ იმ ძირითად განსხვავებას, რომელიც არსებობს ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის? მეცნიერებას ყოველთვის საქმე აქვს ზოგადთან, ხოლო ხელოვნებას კერძოსთან, ერთეულთან. მაგრამ თუ ეს დაყოფა სწორია, რა ვუყოთ მაშინ პიროვნებას? პიროვნებას, ოლპორტის აზრით, აქვს როგორც ზოგადფსიქოლოგიური, ისე დიფერენციალურფსიქოლოგიური ასპექტები. დიფერენციალური ფსიქოლოგიას კონკრეტულ პიროვნებასთან აქვს საქმე. პიროვნების ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გადაწყდეს როგორც ზოგადფსიქოლოგიურ, ისე დიფერენციალურფსიქოლოგიურ პლანში. თვით ოლპორტი, მიუხედავად ასდეთი განცხადებებისა, პიროვნების ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას ავითარებს. მისი ნიშნის თეორია ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პიროვნებას, როგორც აბსტრაქციას უყურებს. ყოველი პიროვნება ამ პიროვნულ ნიშანთა უნიკალურ სისტემას ქმნის თავისი სტრუქტურით, მოტივაციით ენერგეტიკით და სხვ. პროფესიონალი მეცნიერი ფსიქოლოგის ცხოვრებაში, პრაქტიკაში გასვლა მხოლოდ პიროვნების შესახებ ზოგადი ცოდნით გამაგრებული კონკრეტული პიროვნების თავისებურებების, მისი ინდივიდუალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ლიტერატურის, როგორც პიროვნების შესწავლის მეთოდის უპირატესობების ჩვენების შემდეგ ოლპორტი გვიჩვენებს, თუ მეცნიერული სოზუსტის თვალსაზრისით, რამდენად სუსტია იგი და რა უპირატესობა აქვს ფსიქოლოგიას მასთან შედარებით. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, მკაცრია და ამით იგი ლიტერატურული აღწერებისთვის დამახასიათებელი სუბიექტური დოგმატიზმის კომპენსაციას ახდენს. ზოგჯერ ლიტერატურა ფაქტების თვითკონფრონტაციაზე საკმაოდ ადვილად მიდის. ოლპორტს მაგალითისთვის მოჰყავს ერთი და იგივე ცნობილი პიროვნების შესახებ სხვადასხვა ბიოგრაფიების შემთსვევები. ამ პიროვნების ცხოვრების თითოეული ვერსია, თავისებურად დამარწმუნებელია, მაგრამ ერთ ბიოგრაფიაში მოცემული მოვლენების და ახსნების მხოლოდ ძალიან პატარა პროცენტი გვხვდება სხვა ბიოგრაფიებში.  კარგი მწერლებისათვის არ არის აუცილებელი შეთანხმებულობის ისეთი მაღალი ხარისხი დაკვირვებებსა და ახსნებს შორის, როგორც ფსიქოლოგიისთვის. ბიოგრაფები თავისუფლები არიან თავისი შეხედულებისამებრ და ამდენად, შეუძლიათ განსხვავებულად ახსნან და გაარჩიაონ ცხოვრებისეული მოვლენები, თანაც ისე, რომ ლიტერატურული მეთოდის დისკრედიტაცია არ მოახდინონ. მაშინ როდესაც ასეთი რამ ფსიქოლოგიისთვის დაუშვებელია, ექსპერტები თუ ვერ მოახერხებდნენ ურთიერთშეთანხმებას,  ფსიქოლოგიას მასხრად აიგდებდნენ ამისთვის. ლიტერატურის მეტაფორები, ხშირად, გროტესკული და მცდარია. მაგრამ ამისთვის მათ ნაკლებად აკრიტიკებენ. ლიტერატურაში, მაგალითად, შეიძლება შეგვხვდეს აზრი, რომრომელიღაც პერსონაჟის მორჩილი ხასათი აიხსნება იმით, რომ მის ძარღვებში ლაქიის სისხლი ჩქეფს, ხოლო მეორის სიფიცხე კი იმით, - რომ მას გახურებული თავი აქვს, ხოლო მესამის ინტელექტუალობა მისი მაღალი შუბლით აიხსნას. ფსიქოლოგი ნაფლეთებად იქნებოდა გაგლეჯილიო, - წერს ოლპორტი, თავისი თავისთვის უფლება რომ მიეცა მიზეზისა და შედეგის შესახებ ასეთი ფანტასტიკური გამონათქვამები რომ გაეკეთებინაო.  შემდეგ: მწერალს უფლება აქვს, უფრო მეტიც, ერთგვარი წახალისებაც კი ხდება ამის, რომ გაართოს მკითხველი. მას შეუძლია საკუთარი ხატებით გადმოსცეს სათქმელი, საკუთარი დამოკიდებულებები გამოხატოს. მისი წარმატება იზომება მკითხველის რეაქციით, რომელთაც ხშირად მხოლოდ ის სჭირდებათ, რომ თავისი თავი იცნოს პერსონაჟში ან თავის პრობლემებს თავი აარიდოს. ფსიქოლოგს კი არასოდეს არ აქვს უფლება მკითხველი გაართოს. მისი წარმატება გაცილებით უფრო მკაცრი კრიტერიუმებით იზომება, ვიდრე მკითხველის აღტაცებაა. მასალის სეგროვებისას მწერალი ცხოვრებაზე თავისი შემთხვევითი დაკვირვებებიდან ამოდის, თავისი ნებით გადააგდებს ხოლმე მისთვის არასასიამოვნო მონაცემებს. ფსიქოლოგმა კი უნდა იხელმძღვანელოს ყველა ფაქტის გათვალისწინების მოთხოვნით. ფსიქოლოგისგან ელიან, მას მოეთხოვება, რომ მისი ფაქტები კონტროლირებადი და შემოწმებადი იყოს. მისი ყოველი დასკვნა დასაბუტებული უნდა იყოს. მისი ტერმინოლოგია სტანდარტიზებულია და მას თითქმის ჩამორთმეული აქვს მეტაფორების გამოყენების უფლება. ყველა ეს სეზღუდვა ხელს უწყობს სანდოობის ხარისხის ამაღლებას, შემოწმების შესაძლებლობას და ამცირებს სუბიექტურობას. ოლპორტი ეთანხმება იმ აზრს, რომ ფსიქოლოგები, რომლებიც პიროვნებას შეისწავლიან, ცდილობენ, არსებითად, იგივე თქვან, რასაც მწერლობა ყოველთვის ამბობდა, და ამას ისინი კიდეც ამბობენ, ოღონდ, აუცილებლობის გამო ნაკლებად მხატვრულად. იმის შესახებ კი, რაშიც ფსიქოლოგებმა წინ წაიწიეს, თუმცა შეიძლება არც ისე ძალიან, ისინი ცდილობენ ილაპარაკონ უფრო დიდი სიზუსტით და კაცობრიობის პროგრესის თვალსაზრისით - უფრო მეტი სარგებლობის მოტანით        თავის ნარკვევს ოლპორტი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: "თუ პედაგოგიკის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ ჩემგან მოელით მნიშვნელოვან რჩევას, ეს რჩევა შემდეგია: თუ თქვენ ხართ სტუდენტი – ფსიქოლოგი, იკითხეთ ძალიან ბევრი რომანები, ხასიათთა დრამები და იკითხეთ ბიოგრაფიები (მემუარები). თუ თქვენ  სტუდენტი არ ხართ, იკითხეთეს ნაწარმოებები, მაგრამ ფსიქოლოგების ნაშრომებითაც დაინტერესდით!" …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 12:23pm on მარტი 30, 2014
პოსტი: ძალადობის აღქმა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემის წევრ ადამიანებში

ძალადობის აღქმა

კვლევა, როგორც პროექტი…

დაამატა Ketevan at 4:50pm on თებერვალი 20, 2019
თემა: ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება
მთავრი ნაწარმოებები.       პირველ პერიოდში შემქნილი ნაწარმოებები მართალია არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ სწორედ ამ ხანაში შემუშავდა მისი სხვა ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი იდეა და აზრი. მაგალითად, მატლში გატარებულია ის ძირითადი აზრი და შეხედულებები ადამიანებზე, რომლებიც შემდგომ თავს იჩენს სახრჩობელის წინაშეში , საპყრობილეში , უსათაუროში და სხვა თხზულებებში. მატლში ერთი მეგობარი ეუბნება მეორეს, რომ დაჭკვიანება ადამიანის სულის სიკვდილს ნიშნავს. იგი ხდება უსულო, ცოცოხალი მიცვალებული. ადამიანმა კუჭი არასდროს უნდა გააძღოს, რადგან ის ვერ იბრძოლებს გავსებული კუჭით. დაჭკვიანებულთა საპირისპიროდ, ჭოლას მოჰყავს უცენზურო ადამიანები , რომელთა კრედოც ბრძოლა და იმედია . ეს ადამიანები დაჭკვიანებულ საზოგადოებას ებრძვიან, მაგრამ რადგანაც ისინი ყველგან არიან და თანაც ბევრნი, ხშირად მარცხდებიან.       ჭოლა ლომთათიძე თავის ნაწარმოებებში მოგვითხრობს უსამართლობასთან მებრძოლ რევოლუციონერებზე, რომლებსაც რთული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ. ზოგი უძლებს ჭკვიანთა წნეხს, ხოლო ზოგს საბოლოოდ აჩოქებენ. ჭოლა არ კიცხავს ამ ადამიანებს, პირიქით, ის თანაგრძნობით არის მათდამი განწყობილი. მან იცის, რომ ყველას არ შეუძლია გაუძლოს ზეწოლას. დაჩოქებული რევოლუვციონერის სახის გამოყვანა სჭირდება იმისათვის, რომ მასში მკითხველს უარყოფითი დაანახოს და ამგვარი ფაქტები არ განმეორდეს.       ჭოლას თავისი პერსონაჟების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი აინტერესებს.       სახრჩობელის წინაშე არის ნაწარმოები, რომელიც ჯეირან ვარდოსანიძის შესახებ მოგვითხრობს. იგი ახალგაზრდა, ჯანსაღი ყმაწვილია. წერს ლექსებს, ფაქიზი სულის პატრონია და სწყურია სიცოცხლე. იგი სასიკვდილოს საქმეებზე უშიშრად წასულა და ვერფერმა დააბრკოლა. რეაქციამ მოახერხა მისი დაპატიმრება, გაიმართა სასამართო და ჯეირანს სახრჩობელაზე სიკვდილი არგუნა.       სიკვდილით დასჯამდე ორი დღეა დარჩენილი. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ვეცნობით ჯეირანს, მის შინაგან ბრძოლებს. მოთხრობა აღსარების ფორმითაა დაწერილი. აღმსარებელი არის ჯეირან ვარდოსანიძე, რომელსაც საკუთარი სულიერი მოძრაობა სააშკარაოზე აქვს გამოტანილი. მართალია, ჯეირანი მტკიცე სულის პატრონია, ბევრ დაბრკოლებასა თუ სირთულეს მამაცად შეხვდა, მაგრამ მასში მაინც მიმდინარეობს ბრძოლა სიკვიდილის შიშთან. მას შეგნებული აქვს, რომ გმირულად უნდა მოკვდეს, თუმცა სიკვდილის მოშინაურებას ვერაფრით ახერხებს. როდესაც მან ფეხის ხმა გაიგო, ეგონა მასთან მოდიოდნენ და საწოლის ქვეშ დამალვა გადაწყვიტა. არ დაიმალა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდა ამით თავს ვერ იხსნიდა.       საკმაოდ მნიშვნელოვანია ჯეირანის სიზმარი. მას გმირულად დაღუპული მეგობარი ესიზმრება, რომელიც ეუბნება, რომ მისგან არ მოელოდა ამგვარ ზრახვას. გაღვიძებულმა ჯეირანმა წააქეზა მისი მეორე მე . გაითავისა აზრი იმის შესახებ, რომ იგი სხვებისთვის უნდა მომკვდარიყო და მისი სიკვდილით უნდა ეჩვენებინა მაგალითი. შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ ასულიყო სახრჩობელაზე, რადგან ისინი დაფიქრდებოდნენ მას დამჭკნარს რომ იხილავდნენ. ეს აზრი იმდენად გაიშინაგანა, რომ, შეიძლება ითქვას, შინაგან სრულყოფასაც მიაღწია. თუმცა სიკვდილი მაინც მისტიკურ იდუმალებად რჩებოდა. ჯეირანმა მოახერხა ღირსეულად სიკვდილი. ჭკვიანებისგან განსხვავებით მათ ფუჭ სიცოცხლეს საკუთარი იდეისთვის, პრინციპებისთვის სიკვდილი არჩია.       ჯეირან ვარდოსანიძისნაირი ძლიერი ხასიათის გმირია მცირიშვილი საპყრობილეში . იგი რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და დარჩენილი დროის აქ გატარება უწევს. მიუხედავად ამისა, ის მაინც იდეის ერთგული რჩება და ინარჩუნებს გაძლების უნარს, თუმცა იგი უკვე ჭლექითაა დაავადებული.       უსათაუროც ჭკვიანებისა და ინტელიგენტი რევოლუციონერების ბრძოლას გვისურათებს. იგი სხვა ამ სახის ნაწარმოებებისგან განსხვავდება იმით, რომ ჭოლა ლომთათიძეს დახატული აქვს გმირი ქალის სახეც. იგი ქმარსაც კი არ პატიობს იმას, რომ მას მოექცა როგორც ქალს და არა, როგორც თანამებრძოლს. …
დაამატა ცისია to ლიტერატურა at 8:29pm on ივლისი 28, 2013
თემა: რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?
ალბათ ასეთი ფრაზა – ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან – მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება – კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.        არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, – ნათქვამია თქმულებაში – ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.        მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებულ მკვახე ხუმრობას.        ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.        საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი – ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს – „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას…“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.        არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა – „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები.        უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის.        ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვრების კანონი დაადგინა – მღვდლობა მამაკაცის საქმეა.        ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი – იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი – დედა, ქალი – დიასახლისი, ქალი – მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია.…
დაამატა ნათი მორბედაძე to ლიტერატურა at 12:58am on დეკემბერი 13, 2013
თემა: ბავშვზე ძალადობის შედეგები
თელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.       მთელ მსოფლიოში დაავადებების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეადგენს.       ძალადობის ჯანმრთელობაზე გავლენის ზოგიერთი შედეგი დიდი ხანია გამოკვლეულია, ზოგიერთ შედეგს – ფსიქიკურ დარღვევებსა და სუიციდური ქცევებს - მხოლოდ ახლა დაეთმო მნიშვნელოვანი ყურადღება. ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროსებში გამოვლენილი მრავალი დაავადება – გულის იშემიური დაავადებები, სიმსივნე, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფიბრომიალგია – ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული. ამის ახსნა შესაძლებელია – ბავშვებს, რომელებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ხშირად აღენიშნებათ ქცევითი რისკფაქტორები, ისეთი როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ცუდი კვება, მოძრაობითი აქტივობების ნაკლებობა და სხვა. კვლევებმა ასევე გამოავლინა, რომ სერიოზული შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ძალდობის გადატანისთანავე, მოკლე დროში, და ასევე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ (შორეული შედეგები).       მყისიერ შედეგებს მიეკუთვნება: ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ასევე ღებინება, თავის ტკივილები და ტვინის შერყევისათვის დამახასიათბელი სხვა სიმპტომები; ასევე მწვავე ფსიქიკური დარღვევები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან დათრგუნვის სახით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ხშირად ვითარდება ძლერი დეპრესია საკუთრი უუნარობისა და არასრულფასოვნების განცდით. შორეული შედეგებიდან გამოყოფენ ფიზიკურ და ფსიქიკურ დაღვევებს, სხვადასხვა სომატურ დაავადებებს, პიროვნულ და ემოციურ დარღვევებს, სოციალურ შედეგებს. ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევა       ბავშვების უმეტესობას, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა და შეურცხყოფა აღზრდის მეთოდია ან ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც სითბოსა და ყურადღების ნაკლებობაა, აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვები, რომლებიც ძალდობას განიცდიან, ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს სიმაღლით, წონით ან ორივე მაჩვენებლით ერთდროულად. ისინი უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ სკოლაში. ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ მავნე ჩვევები: თითების წოვა, ფრჩხილების კვნეტა, რწევა. ასევე ეს ბავშვები გარეგნულადაც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისაგან: მკრთალი სახით, შეშუპებული, მძინარე თვალებით, მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური ჩაცმულობითა და გარეგნობით – ხშირად აღენიშნებათ პედიკულოზი, სხვადასხვა სახის გამონაყარი.       დაავადებების სპეციფიკური ხასიათი ძალადობის ფორმაზეა დამოკიდებული:       ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ სხეულის შინაგანი ორგანოებისა და გარეგანი დაზიანება: მოტეხილობა, დამწვრობა, სისხლჩაქცევები.       სექსუალური ძალადობის დროს ხშირად ვითარდება სასქესო გზებით გადამდები დაავადებები: სასქესო ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სიფილისი, გონორეა, შიდსი, შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავიდან, საშოსა და სწორი ნაწლავის ჩახევა და სხვა.       ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ბავშვებს ფსიქომოტორული დარღვევები აღინიშნებათ: სიმსუქნე ან წონის მკვეთრი დაკარგვა, რაც განპირობებულია უმადობით. ემოციური ძალადობის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული; სექსუალური ძალადობისას - გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში. ხშირად ვითარდება ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: უნებლიე მოძრაობები, მეტყველების დარღვევები, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), ენკოპრეზი (ნაწლავთა მოქმედების შეუკავებლობა), ბავშვები ხშირად განმეორებით ხვდებიან სტაციონარში მოწამვლის, მოტეხილობების გამო.       ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის უარყოფითი შედეგები ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და გეოგრაფიულ გარემოში. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ. ბავშვზე ძალადობა და თავის ტვინის განვითარების შეფერხება       ბოლო წლებში გაიზარდა მეცნიერული კვლევები თავის ტვინის ადრეული განვითარების შესწავლისათვის, ასევე იმის შესასწავლად, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ადრეული ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში თავის ტვინის განვითარებაზე. მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე და ხელს უშლის ნორმალური განვითარების პროცესებს.       კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე, ხანგრძლივი ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის განვითარებაში. თავის ტვინის განვითარების ეს ცვლილებები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე.       თავის ტვინის ცალკეული ნაწილები ვითარდება გარემოდან მიღებული სტიმულაციის შედეგად. ბავშვის თავის ტვინი იზრდება და ვითარდება აქტიურად და აღწევს ზომის 90% 3 წლის ასაკში. ამ პერიოდში მშობლებიMთუ ბავშვს იშვიათად ეხებიან და ცუდად კვებავენ, არ ზრუნავენ მასზე, ასეთ შემთხვევაში ბავშვის თავის ტვინის განვითარებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, რადგან ტვინი ეგუება გარემო პირობებს, იგი შეეგუება უარყოფით გარემო პირობებს ისევე, როგორც შეეგუებოდა დადებით გარემოს.       ქრონიკული სტრესი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ნერვულ რეცეპტორებს და თავის ტვინის იმ უბნებს ავითარებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მოუსვენრობაზე, შფოთვასა და შიშზე. ამას კი მოსდევს სხვა ნერვული გზებისა და თავის ტვინის უბნების ნაკლები განვითარება. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. ტვინის ასეთი ქრონიკული სტიმულაცია იწვევს თავის ტვინის სპეციფიკური უბნების განსაკუთრებით გააქტიურებას. შესაბამისად ეს უბნები უფრო მეტად არის განვითარებული თავის ტვინის ნაკლებად გააქტიურებული უბნების ხარჯზე(მაგ., რთული აზროვნების უბანი). საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც სწავლის ფუნქცია აქვს, მაგრამ საფრთხესა და შიშზე რეაგირებაში არ მონაწილეობს ნაკლებად აქტიურია. სწავლის უნარზე, იმავდროულად, მოგვიანებით ქცევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში. გამოცდილება, გარემო, მათ შორის მშობლების აქტიური მონაწილეობა, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარებისას. როდესაც ადრეული გამოცდილება, ძირითადად, უარყოფითია (ბავშვი იზრდება გულგრილ ან ძალდადობრივ გარემოში) ბავშვებს აღენიშნებათ ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემები. იმისათვის რომ, ბავშვმა ისწავლოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია მისი თავის ტვინი მზრუნველ და მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს, რასაც იშვიათად აღწევს ტრავმირებული ბავშვი. ასეთ ბავშვებს, არ უყალიბდებათ მიჯაჭვულობა მშობლების ან აღმზრდელების მიმართ, რის გამოც არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ თანაგრძნობის უნარი. ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული თანაგრძნობის და სინანულის განცდის უნარი. თუ იგი არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ადრეულ ასაკში, მას სინანულის გრძნობა დანაშაულის ან მკვლელობის ჩადენის დროსაც კი არ ექნება. თავის ტვინის განვითარების კრიტიკულ პერიოდებში წარმოშობილი ზოგიერთი დარღვევა შეიძლება "ანაზღაურდეს", თუ დროულად და ინტენსიურად ჩავერევით, თუმცა ტვინის სრული პოტენციალის აღდგენა შეუძლებელია. ბავშვებმა, რომლებიც მძიმე ოჯახურ გარემოში იმყოფებოდნენ და მოგვიანებით, კვლავ ბავშვობისას, სანაცვლო მშობლების ან ბებია-ბაბუის მხარდაჭერა იპოვეს, უკვე მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარი გამოავლინეს და მატერიალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას მიაღწიეს. მხარდაჭერა ცხოვრების გვიან პერიოდებში ადრეული ბავშვობის ბევრი პრობლემის დაძლევას ეხმარება, თუ საქმე არ ეხება ადრეულ ასაკში განცდილ ძალადობასა და უგულებელყოფას. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები       ფსიქოლოგიური ტრავმა პრაქტიკულად, ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი, რის შედეგადაც ისინი შემდგომ ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად მრისხანებენ და ეს განცდა ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ. მათი აგრესიულობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება თამაშის დროს. ზოგიერთი მათგანი პირიქით განსაკუთრებულ პასიურობას ავლენს. ორივე შემთხვევაში დარღვეულია კონტაქტი, ურთიერთობა თანატოლებთან. უგულებელყოფილი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ უფროსებისა და თანატოლების ყურადღება, რის გამოც ისინი ხშირად გამომწვევად და აგრესიულად იქცევიან.       სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოირჩევიან სექსუალური ურთიერთობის დეტალების ცოდნით და სექსუალური ქცევით, რაც ამ ასაკისათვის შეუფერებელია. იგი ვლინდება სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ან სათამაშოებით თამაშისას. ძალიან ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოზრდილ ასაკში თავად ხდებიან აღვირახსნილი მოქმედების ინიციატორები ან მოძალადეები.       ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ყველაზე ხშირი და მძიმე რეაქციაა დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხელს უწყობს იმ ფსიქოლოგიური დარღვევების შენარჩუნებას, რომელიც ძალადობასთანაა დაკავშირებული. პიროვნება დაბალი თვითშეფასებით მუდმივად განიცდის სირცხვილს, დამნაშაულის გრძნობას. ის დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნებაში, იმაში, რომ "ის ყველაზე ცუდია". ამის გამო ასეთ ბავშვებს გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვება, მათთან ურთიერთობა და წარმატების მიღწევა უჭირთ.       ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც კი აღენიშნებათ დეპრესია. იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით. მოზარდებში ხშირია სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა.       მსოფლიო მასშტაბით მიღებული მონაცემების შედარება გვაჩვენებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობასთან. ბავშვზე სექსუალური ძალადობით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა მსოფლიო მასშტაბით ბავშვზე ძალადობის მწვავე და შორეული შედეგები ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება: მუცლის ღრუს/გულ-მკერდის დაზიანება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ტვინის დაზიანება, ჭრილობები და იარები, დაჟეჟილობა, დამწვრობა, მოტეხილობები, თვალების დაზიანება, ხეიბრობა. სქესობრივი და რეპროდუქციული დაზიანებები: რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, სქესობრივი ფუნქციის მოშლა, დაავადებები, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა, მათ შორის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი, არასასურველი ფეხმძიმობა. ფსიქოლოგიური შედეგები: ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, შემეცნებითი უნარის გაუარესება, კრიმინალური, ძალადობრივი და სხვა სახის სახიფათო ქცევა, დეპრესია და წუხილი, განვითარების შეფერხება, უმადობა და ძილის მოშლა, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა, ჰიპერაქტიურობა, ურთიერთობის პრობლემები, ცუდად სწავლა სკოლაში, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, ტრავმის შედეგად გამოწვეული სტრესი და დარღვევები, ფსიქოსომატური დარღვევები, სუიციდური ქცევა და საკუთარი თავის დაზიანება. სხვა შორეული შედეგები: კიბო, ფილტვების ქრონიკული დაავადება, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გულის იშემიური დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, უშვილობა. სოციალური და ეკონომიკური შედეგები       სოციალურ შედეგებში ერთდროულად ორი ასპექტის გამოყოფაა შესაძლებელი: ბავშვზე ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს, როგორც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ასევე ოჯახებსა და საზოგადოებაზე.       ძალადობაგადატანილ ბავშვებს სირთულეები აღენიშნებათ სოციალიზაციაში: დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, მწირი ცოდნისა და ერუდიციის გამო ვერ ახერხებენ ავტორიტეტის მოპოვებას სკოლაში და საზოგადოებაში. პრობლემების გადაჭრას კრიმინალურ და ასოციალურ გარემოში პოულობენ, ხშირად იწყებენ ქურდობას ან ჩართული არიან კანონმდებლობით დასჯად საქმიანობაში, აღენიშნებათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ლტოლვა. გოგონები ხშირად ერთვებიან პროსტიტუციაში, ბიჭებს შესაძლებელია აღენიშნოთ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ამის შედეგად ზრდასრულ ასაკში სერიოზული სირთულეები აქვთ ოჯახის შექმნისას. ძალდობის ნებისმიერი ფორმა ბავშვებში და მოზარდებში აყალიბებს პიროვნულ და ქცევით თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის ნაკლებადმომხიბვლელ და სახიფათო პიროვნებებად აყალიბებს. სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.       ბავშვზე ძალადობა ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს ოჯახებსა და საზოგადოებაზე. აქ იგულისხმება პირდაპირი ხარჯები, როგორიცაა მსხვერპლისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, იურიდიული მომსახურება და სოციალური დაცვა, აგრეთვე მსხვერპლი ბავშვის სპეციალური დაწესებულებების მზრუნველობის ქვეშ გადაცემა. არაპირდაპირ ხარჯებში შედის შესაძლო დაზიანება, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს ან დაინვალიდება, ფსიქოლოგიური ტრავმა, ასევე განათლების შეწყვეტა, მომავალში ბავშვის ან ახალგაზრდის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალების დაკარგვა ბავშვზე ძალადობასთან და მის უგულებელყოფასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა, მათ შორის, მომავალში დაკარგულმა შემოსავლებმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებმა, მიახლოებითი გამოანგარიშებით 2001 წელს აშშ-ში 94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ გადაუდებელი სოციალური დახმარების და იურიდიული მომსახურების ხარჯებმა წელიწადში 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ოჯახში ძალადობის შედეგები რას განიცდის ბავშვი?       ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს თან სდევს სირცხვილის, ბრაზის, სასოწარკვეთის, ხშირად - სიძულვილისა და შურისძიების გრძნობები. ბავშვი გაორებულია: მას უყვარს მშობლები და ამასთანავე მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს. ამგვარი გაორება შინაგან დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, ბავშვის დაბნეულობასა და ეჭვს იწვევს. ამდენად, ის მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. ძალადობასთან გამკლავებას სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა გზით ცდილობს:       ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან, აგრესორთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. ის ხომ ძალადობას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, მიბაძვისა და მაგალითის ძალით სწავლობს. ადვილი შესაძლებელია, რომ ძალმომრეობა მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმად იქცეს. ყალიბდება მოძალადის როლი. აგრესორის ნიღბის უკან კი შეშინებული ბავშვი იქნება დამალული, რომელმაც ეს ნიღაბი მშობლისაგან თავის დასაცავად მოირგო და შეისისხლხორცა.       ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს. ეს კი მასში დანაშაულისა და ბრალეულობის განცდებს ბადებს და განამტკიცებს. ყალიბდება მსხვერპლის როლი, რაც გულისხმობს სირცხვილის გრძნობას გაუბედაობას, პასიურობას, ხშირად საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით მანიპულირებას.       მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვი ოჯახში ძალადობის უშუალო მსხვერპლია (მას სცემენ, ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ) თუ მოწმე (ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობის მოწმეა). ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ძალადობის მსხვერპლია!       მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და, ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობაზე გადადის. თუნდაც ამიტომ არ არის ოჯახში ბავშვზე ძალადობის პრობლემა მხოლოდ ერთეულების ან მხოლოდ მისი ოჯახის საქმე. აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტების დამალვით საფრთხე ექმნება ოჯახის ყველა წევრის (განსაკუთრებით ბავშვების) ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მათ შემდგომ ცხოვრებას. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისაგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, ექიმებს, იურისტებს. სასკოლო ტერორის (Bulling) შედეგები ძალადობაგანცდილი მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდეს შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს. ასეთი ბავშვები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის. ზოგჯერ ბულინგი სერიოზული ფიზიკური ტრავმებით ან ლეტალურადაც მთავრდება. სასკოლო ტერორში ჩართული ბავშვები ხშირად აგრესიის გამოვლენის კრიმინალურ ფორმებს მიმართავენ. სასკოლო ტერორის ინიციატორი ბავშვები თავიანთი აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ. ფსიქიკური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის ფაქტის შემსწრენი. "დღეს ეს სკოლაში მას დაემართა, ხომ შეიძლება, რომ ხვალ მე შემემთხვეს? ესე იგი, სკოლა ის ადგილია, სადაც თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ", - ასეთია "დამკვირვებელ ბავშვთა" დასკვნა. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი. სასკოლო ტერორის შედეგად მიღებულმა ძლიერმა ემოციურმა ტრავმამ შეიძლება ბავშვი სუიციდამდე მიიყვანოს. ავტორები: ქ. დავითიშვილი, ე. თავართქილაძე, ი. შარაბიძე გამოყენებული ლიტერატურა: Child Welfare Information Gateway –Social and Economic Consequences of Child Abuse and Neglect; retrieved on March 2009. Center for Disease Control and Prevention (2006). Adverse Childhood Experiences Study. Atlanta, GA, National Centers for Injury Prevention and Control; retrieved on March 2009. Perry, B.D. (2001). The Neurodevelopmental Impact of Violence in Childhood. In: Schetky D, Benedek EP (Eds). Textbook of Child and Adolescent Forensic Psychiatry. Washington DC, American Psychiatric Press, pp 221–238 Pinheiro, P.S. (2006) World Report on Violence against Children -United Nations SecretaryGeneral’s Study; retrieved on February 2009. Shonkoff, J.P, Phillips, D.A. (Eds) (2000). From Neurons to Neighbourhoods: The Science of Early Childhood Development. Washington DC, National Academy Press Krug, E.G. et al., eds. (2002) World report on violence and health. Geneva, World Health Organization; retrieved on February 2009, Understanding the Effects of Maltreatment on Brain Development (2009)-Child Welfare Information Gateway; retrieved on March 2009. …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 4:43pm on იანვარი 3, 2017
თემა: ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები - თამარ გაგოშიძე
მედიცინო მეცნიერებისათვის. ბავშვის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: გენეტიკური, ბიოლოგიური, სოციალური. შესაბამისად, პრობლემებს ფსიქიკურ განვითარებაში მულტიფაქტორული ბუნება აქვს. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ გარეგნულად ერთნაირ ქცევით, კოგნიტურ თუ ემოციურ დარღვევას განსხვავებული მიზეზები შეიძლება ედოს საფუძვლად და თანაც არაერთი. შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ერთდროულად ორი კლინიკური მდგომარეობა. ამის გამო ბავშვის განვითარების დარღვევის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და ადეკვატურ საკლასიფიკაციო სისტემას და მულტიდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს. მცდარი დიაგნოზის შედეგი კი არაადეკვატური მკურნალობა, ბავშვის დამახინჯებული მომავალი და სტიგმატიზაციაა.      აღნიშნული სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის, პედიატრებისთვის, ბავშვთა ნევროლოგებისა და ფსიქიატრებისთვის, ფსიქოლოგიის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. გამომცემლობა "ნეკერი" თბილისი 2007 წიგნში განხილული საკითხები: განვითარების დარღვევების მოდელები და კლასიფიკაცია გონებრივი ჩამორჩენილობა დასწავლის უნარის დარღვევა ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევები დისლექსია მეტყველების დარღვევები (შ. მამუკაძის თანამონაწილეობით) ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი აუტიზმი სხვა პერვესიული აშლილობები ქალა-ტვინის ტრავმა ჰიდროცეფალია ცერებრული დამბლა ეპილეფსია ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი ტიკური აშლილობა ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქცევითი აშლილობა ქრომოსომული დაავადებები დაუნის სინდრომი ვილიამსის სინდრომი მყიფე X სინდრომი ფენილკეტონურია ლიტერატურა იხილეთ წიგნი: "ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები" …
დაამატა ლაშა to ელ. წიგნები at 7:07pm on აპრილი 28, 2015
თემა: ცნობიერების ნაკადისა და ფუნქციონალური ფსიქოლოგიები
კის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ჰარვარდთან, სადაც მიიღო განათლება ქიმიაში, მედიცინასა და ფილოსოფიაში. აქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა: ასწავლიდა ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლებივით იგი უთანხმებდა ერთმანეთს ფიზიოლოგისა და ფილოსოფოსის ინტერესებს. 1875 წლიდან ჯეიმსი ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას კითხულობდა და თავიდანვე გამოყო ადგილი ექსპერიმენტული დემონსტრირებისა და სტუდენტების ლაბორატორიული წრთობისთვის. ამ ლაბორატორიას ზოგჯერ რეალურად არსებულ პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიად მიიჩნევენ. თუმცა, სინამდვილეში, ის არასდროს ყოფილა კვლევითი ცენტრი, ისეთი, როგორიც იყო ვუნდტის ლაბორატორია. ჯეიმსს არ უყვარდა ექსპერიმენტული სამუშაო და, საბოლოოდ, თავის შემცვლელად ლაბორატორიაში გერმანიიდან მოიწვია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაო სახელის მქონე მეცნიერი ჰ. მიუნსტენბერგი, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა (იხ. თავი 7.2.). ჯეიმსი ბევრს მოგზაურობდა და პირადად იცნობდა წამყვან ევროპელ ფსიქოლოგებს, მათ შორის ვუნდტს, რომლის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ “იგი არ არის არავითარი გენიოსი, უბრალოდ პროფესორია, რომლის მოვალეობაა ყველაფრის ცოდნა და ყოველ საკითხზე საკუთარი აზრის ქონა”.       1890 წელს გამოქვეყნდა ჯეიმსის გახმაურებული წიგნი “ფსიქოლოგიის პრინციპები”, რომელშიც წარმოდგენილი იყო ავტორის ძირითადი ფსიქოლოგიური შეხედულებები. ამ წიგნს უდიდესი წარმატება ხვდა წილად და დღესაც ფსიქოლოგიის კლასიკად ითვლება. მიუხედავად ამისა, ჯეიმსის შეხედულებები ყველამ არ გაიზიარა. მაგალითად, იგივე ვუნდტი, რომელსაც ჯეიმსი აკრიტიკებდა, ამ წიგნის შესახებ ამბობდა: “ეს არის ლიტერატურა, შესანიშნავი ლიტერატურა, მაგრამ ეს არ არის ფსიქოლოგია”. ასეთი შეფასება ნიშანდობლივია იმ ოპონენტისთვის, რომელმაც ვერ დაუკარგა ჯეიმსის ნაწარმოებს ის, რაც საზოგადოდ ახასიათებს მის ტექსტებს - აზრის ნათელი, მოსწრებული და დამაჯერებელი გამოხატვა, რაც თავის მხრივ, დაფუძნებულია სულიერი სამყაროს ანალიზის, თვითდაკვირვების სრულიად გამორჩეულ უნარზე. ამ თვისებების გამო ჯეიმსი ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ავტორადაა მიჩნეული. მისი წიგნები თანამედროვე მკითხველსაც იტაცებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს “საუბრები მასწავლებლებთან” (1899) და “რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება” (1902). სიცოცხლის ბოლო წლები ჯეიმსმა თითქმის მთლიანად ფილოსოფიურ კვლევა-ძიებას მიუძღვნა. მან დაწერა წიგნი “პრაგმატიზმი” (1907), რომელმაც მისი ავტორი ფილოსოფიის ამ მნიშვნელოვანი მიმდინარეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და აღიარებულ ლიდერად აქცია.       ჯეიმსი ცნობიერების ძალიან ზუსტ აღწერით დახასიათებას იძლევა. განსხვავებით შინაარსებისა (ვუნდტი) და სტრუქტურული (ტიჩენერი) ფსიქოლოგიისაგან, სადაც ცნობიერებაში პირველ რიგში დისკრეტული ელემენტების ძიება მიმდინარეობს, ჯეიმსი ცნობიერებას ახასიათებს როგორც პროცესს, ნაკადს. ცნობიერების ნაკადი მუდმივად მიედინება. მისი დანაწევრება ელემენტებად, ჯეიმსის სიტყვებით, ისეთივე უაზრო საქმიანობაა, როგორც წყლის მაკრატლით დაჭრა. ჰერაკლიტე ამბობდა, ერთ და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. ჯეიმსი ამ გამონათქვამის პერეფრაზს აკეთებს და ამტკიცებს, რომ ცნობიერების ერთი და იმავე ნაკადში ორჯერ ვერ მოხვდები. ცნობიერება მუდმივი ცვალებადობაა. ცნობიერების ესა თუ ის მდგომარეობა არასდროს მეორდება იგივე სახით. მეორდება ობიექტი და არა ჩვენი შეგრძნება ან აზრი. როდესაც გამღიზიანებელი ობიექტი (სტიმული) მეორდება, მას შეცვლილი ფსიქიკა უხვდება. ძველი ობიექტი და ახალი ფსიქიკა ერთად ქმნიან ცნობიერების ახალი სახის მდგომარეობას. ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ რაიმე აზრი მეორდება, მაგრამ სინამდვილეში ყველა აზრი უნიკალურია, თუმცა წინა აზრის მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული. ამავე დროს, ჩვენ ხშირად ვამჩნევთ, თუ რაოდენ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები. ჯეიმსი ძალიან ხატოვნად გადმოსცემს ამ ვითარებას: ზოგჯერ ჩვენ თვითონ გვიკვირს, თუ რას ვფიქრობდით ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. წლიდან წლამდე მოვლენებს ახლებურად ვხედავთ. ის, რაც არარეალური გვე ჩვენებოდა, რეალურად იქცა; რაც გვაღელვებდა, მოსაწყენი და ჩვეულებრივი გახდა. მეგობრები, რომელებიც განსაზღვრავდნენ ჩვენს სამყაროს, წარსულის მკრთალ აჩრდილებად იქცნენ; ქალები, რომელთაც ვაღმერთებდით, ვარსკვლავები, ტყეები, ზღვები თავისი უსასრულობის განცდით - როგორი მოსაწყენი და პროზაული გახდა ეს ყოველივე. ან თუნდაც წიგნები: რას ვნახულობდით ასეთ მისტიკურს გოეთეს ნაწარმოებებში ან რად ვთვლიდით ჯ. ს. მილის თხზულებებს ესოდენ მნიშვნელოვნად?       ამრიგად, ცნობიერების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მუდმივი ცვალებადობაა, მაგრამ ცნობიერების ნაკადის კიდევ ერთი მახასიათებელი, ცვალებადობასთან ერთად, უწყვეტობაცაა. ეს უწყვეტობა, ცხადია, პირობითია. რეალურად ცნობიერებას აქვს ხარვეზები, როგორც, მაგალითად, ძილში, მაგრამ გაღვიძებისას ჩვენ მაშინვე ვუბრუნდებით ცნობიერების ჩვეულ ნაკადს, გვაქვს სრული რწმენა, რომ ეს ცნობიერება მოდის იმ ცნობიერებიდან, რომლითაც დავიძინეთ, ანუ, რომ ის ისეთივეა და ჩვენია. უწყვეტობის თეზისი იმასაც ნიშნავს, რომ ცნობიერების შინაარსები მკვეთრად არასდროს ცვალებადობს, მაგრამ თვისებრივი კონტრასტების არსებობა ჩვენს აზრებში თუ განცდებში თითქოს ამ დებულების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. განა გამაყრუებელი აფეთქება არ ყოფს ორად ცნობიერებას, რომელზეც ის ზემოქმედებს? მაგრამ, თუ კარგად ჩაუკვირდებით, დავინახავთ, რომ გრგვინვის ცნობიერება ერწყმის წინარე სიჩუმის ცნობიერებას, რომელიც გრძელდება - ეს ასეა, ვინაიდან, როცა აფეთქების ხმა გვესმის, ჩვენ განვიცდით არა უბრალოდ გრუხუნს, არამედ გრუხუნს, რომელმაც უეცრად დაარღვია სიჩუმე და მასთან კონტრასტში მოვიდა. ასეთ პირობებში გრგვინვის განცდა სრულიად განსხვავდება იმავე გრგვინვის შთაბეჭდილებისაგან, რომელიც მსგავსი ხმების რიგში გვეძლევა. ჩვენ ვიცით, რომ სიჩუმე და ხმაური ერთმანეთს სპობს და გამორიცხავს, მაგრამ გრუხუნის შეგრძნება ამავე დროს იმის ცნობიერებაცაა, რომ ამ მომენტში სიჩუმე შეწყდა. ადამიანის რეალურ ცნობიერებაში საეჭვოა, მოინახოს აწმყოთი იმდენად შეზღუდული განცდა, რომ მასში მინიშნებაც არ იყოს იმაზე, თუ რა უძღოდა წინ. ცნობიერების ყოველი ახლადწარმოქმნილი მოვლენა თავისი ძალის, ფოკუსირების, შინაარსისა და მიმართულების ნაწილს იღებს წინმსწრები აზრისაგან ან წარმოდგენისაგან. ამიტომ ცნობიერებას არ ეჩვენება თავისი თავი დანაწევრებულად. ცნობიერების შედარება ჯაჭვთან ან რიგთან ადექვატურად არ გამოხატავს მის ბუნებას, ვინაიდან მასში ვერ იპოვით შეერთებებს, ის უწყვეტი მიმდინარეობაა. მდინარე ან ნაკადი - აი ის მეტაფორები, რომლებიც ყველაზე უფრო ბუნებრივად აღწერენ ცნობიერებას.       ნაკადის ცვალებადობა და უწყვეტობა არ გამორიცხავს მასში განსხვავებული მდგომარეობების არსებობას. ნამდვილი მდინარის მსგავსად, ცნობიერების ნაკადში გამოიყოფა შედარებით მყარი მდგომარეობები, როდესაც ის ძალზე ნელა მიედინება ან თითქმის მორევივით არის გაჩერებული და დამდგარი. ამასთან, არსებობს გარდამავალი, სწრაფად წარმავალი მდგომარეობები, როდესაც ნაკადი იმდენად ჩქარია, რომ აღწერასა და დაკვირვებას არ ემორჩილება. ინტროსპექცია ამ ორთაგან მხოლოდ პირველს აფიქსირებს. ბორინგის შეფასებით, ეს მდგომარეობები შეიძლება შევადაროთ თვალსაჩინო შინაარსებს და არათვალსაჩინო აქტებს, რომლებსაც მოგვიანებით ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლები გამოკვეთენ (იხ. თავი 7.1.).       ჯეიმსი ცნობიერების ნაკადის შემადგენლობის დიფერენცირებას ახდენს არა მხოლოდ დროის განზომილების თვალსაზრისით, ანუ იმის მიხედვით, თუ რა სიჩქარით მოძრაობს ცნობიერების შინაარსი, არამედ ამ ფსიქიკური მოვლენის გამოკვეთილობის, სინათლის ხარისხის ასპექტითაც. ცნობიერებაში არსებობს გარკვეული და ნათელი ნაწილი ანუ ბირთვი და ბუნდოვანი, ბნელი პერიფერია. ამ უკანასკნელს ჯეიმსი სხვადასხვა სახელებს არქმევს: ფოჩები, მიმართებათა შარავანდედები, ფსიქიკური ობერტონები. აქ არსებული ნიუანსების მიუხედავად, ძირითადი არსი ყველგან ერთია -_ ისინი ცნობიერების მკრთალ ნაწილს, მის ფონს გამოხატავენ. ეს ფონი აზრს და მნიშვნელობას ასოციაციებისა და გრძნობების ქსელიდან იღებს. მაგალითად, თუ ადამიანს დაავიწყდა საგნის სახელი, ეს “შარავანდენდი” მოქმედებს, როგორც სქემა და სწორი მიმართულებით წარმართავს აზრს. ამ “ენის წვერზე” მომდგარი, ბუნდოვანი გამოუთქმელი აზრის წყალობით ხდება არასწორი დასახელების უარყოფა და სწორი დასახელების სანქციონირება.       ფსიქოლოგიური ობერტონების ამ დახასიათებაში შეიძლება დავინახოთ ცნობიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, ესაა მისი სელექციურობა. ცნობიერებაში ყოველთვის შერჩევა ხდება - ერთი შინაარსი წინ წამოიწევა, მეორე კი უკანა პლანზე გადადის იმის მიხედვით, თუ რა ღირებულება აქვს მას სუბიექტისთვის. სელექციის მექანიზმი ცნობიერებაში ყურადღებაა. “ყურადღება არის გონების რამდენიმე ერთდროულად შესაძლებელი ობიექტიდან ან აზრის მიმართულებიდან ცხად და ცოცხალ ფორმაში ერთის მიღების პროცესი”. ერთზე ფოკუსირება გულისხმობს სხვა შესაძლებლობებისაგან განყენებას, რათა ეფექტურად განხორციელდეს არჩეული მოქმედება. თუმცა, პრინციპში, მოქმედება შეიძლება ყოველგვარი ცნობიერი არჩევანისა და კონტროლის გარეშეც წარიმართოს. ამას ემსახურება ჩვევის მექანიზმი, რომელიც ჯეიმსის სისტემაში ყურადღების ცნობიერი მექანიზმის ალტერნატივად არის წარმოდგენილი. ჯეიმსი დიდ ადგილს უთმობს ჩვევების ანალიზს. ჩვევა, როგორც არაინსტინქტური, შეძენილი მოტორული ან მენტალური ავტომატიზმი ძალიან სასარგებლოა. ის აადვილებს და ნაკლებად დამღლელს ხდის საჭირო შედეგის მიღწევის პროცესს, შეაქვს მასში მეტი სიზუსტე. ამ მხრივ ის ერთგვარად ათავისუფლებს ყურადღებას, რომელიც არ არის საჭირო ჩვეული მოქმედებისას. საზოგადოდ, ჩვევა ცნობიერების ანტაგონისტია. ჩვეული მოქმედება, როგორც წესი, არ ცნობიერდება და მთელ რიგ შემთხვევებში ეს ოპტიმალურია და ეფექტური. მაგრამ ვითარება საპირისპიროდ იცვლება, როცა საქმე ცუდ ჩვეულებებთან გვაქვს; ასეთები კი ყველასთან გვხვდება და ზოგჯერ საკმაოდ მრავლადაც. ჯეიმსი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულება გადაიქცევა იმ ძალად, რომელიც აფერხებს პიროვნების განვითარებას და ხელს უშლის მის ბედნიერებას.       ჯეიმსი უდიდეს ყურადღებას უთმობდა პიროვნების ცნებას. მისი თანამედროვე ავტორებისაგან განსხვავებით, რომლებიც წმინდა ცნობიერების ფსიქოლოგიას ქმნიდნენ, ჯეიმსი ცდილობდა, გაეფართოვებინა ამ მეცნიერების ფარგლები და ცნობიერება სხვა კატეგორიებთან მიმართებაში მოეყვანა. ამ მცდელობათა წყალობით, იგი მრავალი ახალი ფსიქოლოგიური ორიენტაციის წინამორბედი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმსმა, მეცნიერული ფსიქოლოგიის გარიჟრაჟის დიდი თეორეტიკოსებიდან პირველმა დაამყარა მიმართება ცნობიერებასა და პიროვნებას, “მე”-ს შორის. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ცნობიერების განხილვა პიროვნებისაგან განყენებით დაუშვებელია. ცნობიერება ყოველთვის პიროვნულია იმ აზრით, რომ ის ვინმეს ეკუთვნის, ვინმეს ცნობიერებაა. ჯეიმსი, არსებითად, ინიციატორი გახდა ფსიქოლოგიაში პიროვნებისა და “მე”-ს პრობლემატიკის შემოტანისა. იგი პიროვნების ფსიქოლოგიის პირველი დიდი წარმომადგენელია.       პიროვნებას, ჯემსის აზრით, მიეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანი თავისად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, “მე”-ში სამი მხარე გამოიყოფა: 1) მატერიალური “მე”. მის არსებით ნაწილი ჩვენი სხეულია, მაგრამ ზოგადად, ეს არის იმ სულიერი თუ უსულო ობიექტებისა და მოვლენების ერთობლიობა, რასაც ადამიანი თავისას უწოდებს - მისი ტანსაცმელი, პირადი მოხმარების საგნები, სახლი, მიწა, ანგარიში ბანკში, აგრეთვე მეუღლე, შვილები, წინაპრები, ნათესაობა, მეგობრები და ა.შ. 2) სოციალური “მე”. სხვა ადამიანთა მიერ ჩვენი, როგორც პიროვნების აღიარება საზოგადოებრივ პიროვნებად გვაქცევს. ჩვენ არა მხოლოდ გვიყვარს საზოგადოებაში ყოფნა, არამედ გვაქვს თანდაყოლილი მიდრეკილება მივიპყროთ სხვების ყურადღება. ძნელია წარმოვიდგინოთ, წერს ჯეიმსი, უარესი დასჯა, ვიდრე იყო ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ გაქცევენ ყურადღებას, არ გპასუხობენ კითხვებზე, არ ინტერესდებიან შენი შემოქმედებით, ისე გექცევიან, როგორც უსულო საგანს. ასეთ შემთხვევაში ან სასოწარკვეთილება გვეუფლება, ან ვცოფდებით. ადამიანი, ფაქტობრივად, იმდენი სოციალური პიროვნებისაგან შედგება, რამდენი სხვა ადამიანიც აღიარებს მას. უფრო ზუსტი კი იქნებოდა გვეთქვა, რომ სოციალური “მე” არის ადამიანისთვის აქტუალური სოციალური როლებისა და საზოგადოებრივი ფუნქციების კომპლექსი. 3) სულიერი “მე”. პიროვნების ამ ასპექტში ჯეიმსი გულისხმობდა ცნობიერების მდგომარეობათა, ფსიქიკურ უნართა და თავისებურებათა ერთობლიობას, რომლის ბირთვიც პიროვნების აქტივობის განცდაა.       პიროვნების ეს ფენები ერთიანობას ქმნიან. მათი ინტეგრაცია ცნობიერებაში სპეციფიკური განცდების სახით აისახება. მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია თვითშეფასების განცდა. თვითშეფასება (საკუთარი თავით კმაყოფილება ან უკმაყოფილება) უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნული თვისებების შეფასებასთან და, ასევე, მათ შედარებასთან სხვა ადამიანების თვისებებთან. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეტენზიის დონესთანაც. პრეტენზიის დონე - პიროვნების თვითშეფასების სასურველი დონეა, რომელიც ვლინდება პიროვნების მიერ დასახული მიზნების სირთულეში. ადამიანის კმაყოფილება საკუთარი თავით და ცხოვრებით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს იგი საკუთარ შესაძლებლობებს, თავის მიზნებსა და დანიშნულებას. განიხილავდა რა თვითშეფასების გავლენას პიროვნების ქცევაზე, ჯეიმსმა გამოიყვანა თვითპატივისცემის ფორმულა, რომელიც წარმოადგენს მარტივ წილადს: მისი მრიცხველი გამოხატავს რეალურ წარმატებას, ხოლო მნიშვნელი - პრეტენზიას. მრიცხველის გადიდებით ან მნიშვნელის შემცირებით წილადი იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ პრეტენზიებზე უარის თქმა გვაძლევს ისეთივე სასურველ შემსუბუქებას, როგორსაც მათი განხორციელება რეალობაში. ეს ფორმულა საფუძვლად უდევს ადამიანის მისწრაფებას თვითსრულყოფისკენ და წარმატებისკენ, თვითგრძნობას და მასთან დაკავშირებულ სხეულებრივ თუ სულიერ ჯანმრთელობას.       პიროვნებასთან დაკავშირებული განცდების ანალიზისას ჯეიმსი გვერდს ვერ აუვლიდა თვითიდენტურობის განცდას. მართლაც, ცნობიერებაში პიროვნება მუდამ წარმოდგენილია, როგორც ერთი და იგივე, საკუთარი თავის იდენტური “მე”. ამ განცდის არსებობა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ “მე”-ს სპეციფიკურ მდგომარეობაში შედიან, აგრეთვე, წინა მდგომარეობათა შინაარსები, რაც “მე”-ს ფუნქციონალური იგივეობის განცდის საფუძველი ხდება: ახლანდელ წარმოდგენაში მეხსიერების წარმოდგენები შედიან, აზრი წინარე აზრიდან გამომდინარეობს, ემოციური და კოგნიტური მდგომარეობები კი ერთმანეთს გამსჭვალავენ. ამასთან ერთად, თვითიდენტურობის განცდის საფუძველი, ჯეიმსის ძალინ ზუსტი დაკვირვებების თანახმად, არის სხეულიდან მომდინარე ორგანული შეგრძნებები; ისინი მუდამ არსებობენ და მთელი მენტალური ცხოვრებაც მათ ფონზე იშლება.       სხეულიდან მომდინარე განცდებზე კეთდება აქცენტი ჯეიმსის შეხედულებაშიც ემოციის რაობის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ ემოციის თეორიადაა აღიარებული. ამ თეორიით ჯეიმსი იმის ჩვენებას ცდილობს, თუ რაოდენ მჭიდრო კავშირია ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს შორის. ეს კონცეფცია, რომელსაც შემდგომში ემოციის პერიფერიული თეორია ეწოდა, ჯეიმსმა პირველად წარმოადგინა 1884 წელს, წერილში “რა არის ემოცია”. იმავე წელს პრაქტიკულად იდენტური თვალსაზრისი გამოთქვა დანიელმა ფიზიოლოგმა კარლ ლანგემ. ფსიქოლოგიაში ეს თეორია ჯეიმს-ლანგეს თეორიის სახელით შევიდა. ის უპირისპირდება გავრცელებულ და, ერთი შეხედვით, სრულიად ბუნებრივ შეხედულებას, რომელშიც მოვლენების შემდეგი რიგია დადგენილი: რაიმეს აღქმა იწვევს ემოციას, ხოლო მას მოჰყვება სხეულებრივი ცვლილებები. ჯეიმსის მიხედვით, ემოციურ და სხეულებრივ პროცესებს შორის საწინააღმდეგო მიმართებაა: აღქმა იწვევს სხეულებრივ ცვლილებებს, რომლებიც ორგანულ შეგრძნებათა კომპლექსის სახით განიცდება; ეს განცდა არის ის, რასაც ემოცია ეწოდება. სხეულებრივი პროცესი ემოციას კი არ მოსდევს, არამედ წინ უსწრებს. ამ აზრს ჯეიმსი თავისი ცნობილი “პარადოქსული” გამონათქვამებით გამოხატავს: ჩვენ იმიტომ კი არ ვკანკალებთ, რომ გვეშინია, არამედ იმიტომ გვეშინია, რომ ვკანკალებთ; ან იმიტომ კი არ ვტირით, რომ ვწუხვართ, არამედ იმიტომ ვწუხვართ, რომ ვტირით.       უფრო მეტიც, ეს ემოციები სხვა არაფერია, თუ არა ორგანულ შეგრძნებათა ერთობლიობა. არ არსებობს ცალკე, სპეციფიკური ემოციური განცდა. ეს უკანასკნელი რეალურად ორგანულ შეგრძნებათა კომპლექსის განცდაა. ამ დებულებას ჯეიმსი, ისევ და ისევ, თავისი გამორჩეული თვითდაკვირვების მონაცემებით ასაბუთებს. ავიღოთ რაიმე ემოცია, ამბობს იგი, და მოვაცილოთ მასთან დაკავშირებული მთელი სხეულებრივი სიმპტომატიკა. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ემოციისაგან არაფერი დარჩება; არ დარჩება არავითარი სხვა “ფსიქიკური მასალა”, რომელსაც შეიძლება ემოცია ეწოდოს. არ შეიძლება აღწერო შიში და არაფერი თქვა გულისცემაზე, კანკალზე, გაფითრებაზე, სუნთქვის შეკვრაზე ან გახშირებაზე, კუნთურ დაძაბულობაზე და ა.შ. შიშის ამ გამოვლინებების მოცილება თვით შიშის, როგორც ემოციის მოცილებას ნიშნავს. ერთადერთი, რამაც შეიძლება მისი ადგილი დაიკავოს, ეს მხოლოდ ინტელექტუალური შინაარსია, ცივი, გულგრილი მსჯელობა, რომ ის, რაც ხდება, ჩემთვის საშიშია. ეს კი, ცხადია, ემოცია არ არის.       ემოციის გარეგამოხატულებათა შეკავება, შეფერხება, “დაწყნარებული” პოზიციის დაჭერა ემოციის ჩაქრობას იწვევს. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია განზრახ გავაჩინოთ ემოცია, თუ ხელოვნურად გამოვიწვევთ მის შესატყვის გარეგამოხატულებებს. ჯეიმსის თქმით, თუ ადამიანი დიდხანს ზის დარდიანი სახით, დაღვრემილ პოზაში, ოხრავს, ნაღვლიანი ხმით პასუხობს კითხვებზე, მას აუცილებლად დაეუფლება მელანქოლია. ან პირიქით, მხიარული გამომეტყველების მიღებით შეიძლება თავი გაიხალისო. გარდა ამისა, ემოციების გამოწვევა შესაძლებელია გარკვეული ნივთიერებების მიღებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკები). მათ მიერ აღძრული ორგანიზმული ცვლილებები სათანადო შეგრძნებებს იწვევს, რომლებიც განიცდება, როგორც ემოცია.       ჯეიმს-ლანგეს თეორიის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია. მრავალ გამოკვლევაში, რომელთა შორის აღსანიშნავია გამოჩენილი ფიზიოლოგების ჩარლზ შერინგტონისა და ჯეიმსის მოწაფის უოლტერ კენონის ნაშრომები, ნაცადი იყო ამ თეორიული მოდელის ექსპერიმენტული შემოწმება. ცდების შედეგები ძირითადად მოწმობს იმას, რომ მაშინაც, როცა გარკვეული ანატომიური პროცედურების მეოხებით სხეულიდან მომდინარე ორგანული გაღიზიანების შეგრძნების შესაძლებლობა გამორიცხულია, ცხოველები ამჟღავნებენ მკაფიოდ გამოხატულ შიშის, ბრაზისა და სხვა ემოციებს. ეს შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ ემოცია არ დაიყვანება ორგანულ შეგრძნებებზე. მიუხედავად ამისა, უეჭველია, რომ მათ შორის უმჭიდროესი კავშირი არსებობს. ამ თეორიაში უდავოდ არსებობს რაციონალური მარცვალი, რის გამოც ის დღესაც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას.       ჯეიმსი განაზოგადებს ემოციის თეორიის დედააზრს და მას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს. სახელდობრ, იგი ამბობს, რომ “ჩვენ შეგვიძლია თამამად წამოვაყენოთ ზოგადი კანონი, რომლის თანახმადაც არც ერთი ფსიქიკური მოდიფიკაცია არ ხორციელდება, თუ მას არ ახლავს სხეულებრივი ცვლილება”. აქედან ჩანს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯეიმსი სხეულებრივის (ფიზიოლოგიურის) და ფსიქიკურის ურთიერთობას. ეს გარემოება პირდაპირ არის ასახული ფსიქოლოგიის ჯეიმსის მიერ შემოთავაზებულ განმარტებაში, რომლის მიხედვითაც ის არის მეცნიერება ფსიქიკური (მენტალური) მოვლენებისა და მათი პირობების შესახებ. ფსიქიკურ მოვლენებში აქ უშუალო გამოცდილება, ცნობიერება იგულისხმება, ხოლო პირობები ნიშნავს ფსიქიკურის საფუძვლად მდებარე და მის თანმდევ სხეულებრივ (მათ შორის ნევროლოგიურ) პროცესებს. ჯეიმსის რწმენით, ფსიქიკური ფენომენების განხილვა უნდა მოიცავდეს ანალიზის განცდისეულ (ფენომენოლოგიურ) და ორგანიზმულ (ფიზიოლოგიურ) დონეს. ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, ჯეიმსი ცდილობდა მოენახა სხეულებრივი საფუძვლები თავისი შეხედულებებისთვის და დაედგინა ფიზიოლოგიური კორელატები ყოველი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. ჯეიმსი თვლიდა, რომ ასეთი მიდგომა მეტაფიზიკიდან თავის დაღწევას და ფსიქოლოგიის ნამდვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოზიციებზე დადგომას ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, მასში არ უნდა დავინახოთ ცალსახა ფიზიოლოგიური დეტერმინიზმის გამოვლინება. პირიქით, ჯეიმსი ებრძოდა ასეთ თვალსაზრისს და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფსიქიკა არ არის უბრალოდ ფიზიოლოგიური პროცესების მომყოლი ეპიფენომენი, მათი თანმხლები უფუნქციო და უკუზემოქმედების უნარსმოკლებული მოვლენა. ის გარემოება, რომ ცნობიერების ინტენსიფიკაცია სწორედ ნერვული პროცესების გართულების შემთხვევებში ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ ცნობიერებას, გარკვეულ პირობებში, შეუძლია ჩაერთოს აქტივობის მიზეზობრივ ჯაჭვში. ამ დროს იგი რეალური ძალაა, ფაქტორია, რომელიც თვითონ ზემოქმედებს სხეულებრივ პროცესებზე. ამდენად, ჯეიმსის მიდგომა ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემისადმი ინტერაქციონისტულია - ფიზიოლოგიური და ფსიქიკური პროცესები ურთიერთზემოქმედებენ და ორივე ერთად განსაზღვრავენ ქცევას.       ქცევის კატეგორიის განხილვისას ჯეიმსი მართლაც ხშირად მიმართავს ფიზიოლოგიურ და ცერებრალურ ცნებებს. იგი საუბრობს ტვინის უჯრედებსა და ბოჭკოებში გავლილი ნერვული იმპულსების გაძლიერებასა თუ შესუსტებაზე, მათ სიჩქარესა თუ მიმართულებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და, საბოლოოდ, სამოძრაო ცენტრების აგზნებაზე. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმი, ის ფუნქციონირებს ქცევის ფსიქოლოგიური რეგულაციის სხვადასხვა დონეზე. მათ შორის ყველაზე დაბალია რეფლექსებისა და ინსტინქტების დონე, რომელიც თანდაყოლილ და ავტომატურ მოქმედებებს მოიცავს. ჩვევები და ჩვეულებები უფრო მაღალ დონეს შეადგენენ, ვინაიდან მათი გამომუშავება თუ შეძენა ცხოვრების პროცესში ხდება, თუმცა ისინიც ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობენ. თვისებრივად მაღალ დონეზე ავდივართ მაშინ, როდესაც ქცევის ორგანიზაციის საქმეში ერთვება ცნობიერება. აქ უკვე საქმე გვაქვს ე.წ. ცნობიერ მოქმედებებთან. ჯეიმსი მათ ორ სახეობას განიხილავს: იდეომოტორული მოქმედებები და ნებელობითი მოქმედებები. იგი ამოდის იქიდან, რომ აზრი მოძრაობის შესახებ ან მოქმედების მიზნის იდეა უშუალოდ იწვევს სათანადო მოძრაობას, თუ მას არ აფერხებს ცნობიერებაში იმავდროულად არსებული სხვა იდეა. ამ თვალსაზრისს იდეომოტორული თეორია ეწოდება. ამ თეორიას, ჯეიმსის გარდა, სხვა დამცველებიც ჰყავდა (ლოტცე, კარპენტერი, მიუნსტენბერგი, თარხნიშვილი და სხვა). ჯეიმსის მიხედვით, ადამიანის ცნობიერ მოქმედებათა უმეტესობას ასეთი იდეომოტორული აქტები შეადგენენ.       საკუთრივ ნებელობითი მოქმედება და მისი სანქციონირება ხდება მაშინ, როცა საჭიროა ხელისშემშლელი მოტორული იდეის მოცილება. ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება გადადის ერთი ალტერნატივიდან მეორეზე. ყოყმანის ეს უსიამოვნო მდგომარეობა მაშინ მთავრდება, როდესაც ერთ-ერთი იდეა (იგივე მოტივი) საბოლოოდ იმარჯვებს და ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება. ნებელობა აქტიურად მონაწილეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება შედგეს. “ნებისყოფის დაძაბვით ჩვენ ერთ-ერთ მოტივს უპირატეს მნიშვნელობას ვანიჭებთ”, ამბობს ჯეიმსი. სუბიექტურად და ფენომენოლოგიურად ეს დაძაბვის განცდა ნებისყოფის ტიპური აქტის სპეციფიკური და გამორჩეული მომენტია. ავტორის აზრით, ამ მომენტის არსებობა იმდენად თვალსაჩინოდ არის მოცემული თვითდაკვირვებაში, რომ მისი უარყოფა შეუძლებელია. ის გამოხატავს ნებელობის მუშაობის ორ ძირითად ასპექტს: მოტივის სანქციონირებას, ანუ მოტორული იდეის ყურადღების ცენტრში მოქცევას და ზრუნვას იმაზე, რომ ამ მოტივის გაბატონება დანარჩენებზე მოქმედების დასრულებამდე მყარი იყოს.       ამავე დროს, ჯეიმსი კარგად ხედავს იმასაც, რომ არსებობს სერიოზული შეზღუდვები გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების გზაზე. არსებობს ფსიქიკური ცხოვრების სფერო, სადაც ნება, უბრალოდ, უძლურია. ნებელობის ვერავითარი დაძაბვით ვერ გააკეთებ იმას, რაც არ იცი, ან რაზეც ხელი არ მიგიწვდება: ჩინურის უცოდინარი ადამიანი ამ ენაზე ვერ ალაპარაკდება და სურვილისამებრ ვერც მარსზე გაფრინდება, მაგრამ რეალური შეზღუდვების სფერო ბევრად ფართოა და მისი ნამდვილი საზღვრის დადგენა უკიდურესად რთულია ან სულაც შეუძლებელი. “გადაწყვეტილებები, რომლებზეც დაიხარჯა გარკვეული ძალისხმევა, თანდათან ერწყმიან იმათ, რომლებიც ძალისხმევის გარეშე განხორციელდნენ და ჩვენთვის არც ისე ადვილია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად სად არის ეს შეზღუდვები”. მაშინ, სად გადის საზღვარი უნებლიე და ნებელობით მოქმედებას შორის? უფრო ზოგადად: თუ არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, რაც აშკარად ასეა, მაშინ როგორია ნებელობის შესაძლებლობები და საზღვრები? პრინციპში, ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ რადიკალური ვოლუნტარიზმის პოზიციაზე და დავუშვათ, რომ თავისუფალი ნების დაძაბვის აქტი არაფერზე არ არის დამოკიდებული - არც გარე პირობებზე, არც მოტივებზე, არც ხასიათზე, ანუ, მათემატიკური ენით რომ ვილაპარაკოთ, “დამოუკიდებელი ცვლადია”. ამ შემთხვევაში იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ მის მიერ გამოწვეული ქმედება ამოვარდნილია დეტერმინიზმის ჯაჭვიდან და, შესაბამისად, მეცნიერების შესწავლის ობიექტი ვერ იქნება. მაგრამ, ჯეიმსის აზრით “ფსიქოლოგს შეუძლია წარმოადგინოს მრავალი მოსაზრება დეტერმინიზმის სასარგებლოდ. იგი მონაწილეობს მეცნიერების მშენებლობაში, იქ კი, სადაც ჩვენ ვხვდებით “დამოუკიდებელ ცვლადს”, მეცნიერებისთვის ადგილი არ არის”.       ერთი სიტყვით, ჯეიმსის წინაშე მთელი სიმწავავით დადგა ნების თავისუფლების საკრამენტალური პრობლემა. ეს პრობლემა, როგორც ვნახეთ, ანტიკური ხანიდან იდგა იმ მოაზროვნეთა ყურადღების ცენტრში, ვისაც აინტერესებდა ადამიანური ქცევის სპეციფიკა და, ასევე, ზოგადად პიროვნების, როგორც საზოგადოებრივი და ზნეობრივი არსების თავისებურება. მოგვიანებით ამ პრობლემამ თავისუფლება-დეტერმინიზმის პრინციპების დაპირისპირების სახე მიიღო. ბუნების მეცნიერებათა ზეობის ხანაში, როდესაც ჯეიმსი მოღვაწეობდა, ამ პრობლემას მეცნიერთა უმეტესობა, მათ შორის ფსიქოლოგებიც, დეტერმინიზმის სასარგებლოდ წყვეტდნენ. ჯეიმსი თავისუფლება-დეტერმინიზმის დიქოტომიის მახეში გაება. მისთვის ორივე ალტერნატივა ერთნაირად მნიშვნელოვანი და სარწმუნო აღმოჩნდა. ფსიქოლოგიის ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება მკვლევარი, რომელიც ასეთი ეგო-ჩართულობით ებრძოდა ამ პრობლემას. ერთ მხარეს იყო მისი ზოგადმეცნიერული წარმოდგენები, მეცნიერების ის მოდელი, რომელიც იმხანად საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ეს მოდელი გულისხმობდა მიზეზობრიობას, კანონზომიერებას, მოვლენის ახსნას მისი გამომწვევი ფაქტორების დადგენის გზით. ჯეიმსი ფსიქოლოგიას ბიოლოგიასთან აკავშირებდა და, მაშასადამე, ფსიქოლოგიას საბუნებისმეტყველო დარგად თვლიდა, სადაც მკაცრი დეტერმინიზმი სუფევს და რომელიც, მისი სიტყვებით, “მუშაობს პრაქტიკული წინასწარმეტყველებისა და კონტროლის მიმართულებით”. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ნამდვილი მეცნიერება, მაშასადამე ფსიქოლოგიაც, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს.       მეორე მხარეს იყო არანაკლებ ურყევი და ღრმა რწმენა იმისა, რომ თავისუფალი ნება არსებობს და ის რეალურად ერევა ადამიანის ქცევასა და ცხოვრებაში. ეს რწმენა არ იყო მხოლოდ ვარაუდი ან თეორიული მოსაზრება. ის გამყარებული იყო მისი პირადი გამოცდილებით და, აქედან გამომდინარე, უეჭველი ფაქტის ძალა ჰქონდა. ჯეიმსის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ თავისი მეცნიერული კარიერის დასაწყისში მან პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყვანა საკუთარი თავი უმძიმესი დეპრესიის მდგომარეობიდან, აიძულა თავისი თავი, წაეკითხა ლექციები და, საზოგადოდ, გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა თვითმკვლელობის მძაფრ იმპულსს განიცდიდა. შემდგომში იგი იხსენებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მან ირწმუნა თავისუფალი ნების არსებობა და შეგნებულად მოუღო ბოლო ამ მდგომარეობას. მან თქვა: ჩემი თავისუფალი ნების პირველი აქტი იქნება გადაწყვეტილება, ვირწმუნო თავისუფალი ნება და ყოველმხრივ განვამტკიცო ჩემში არსებული მორალური თავისუფლების განცდა.       ამრიგად, ჯეიმსი მეტად მძიმე ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან კანონზომიერება, დეტერმინიზმი და მეცნიერება, ან თავისუფლება, ინდეტერმინიზმი და რწმენა. აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ მიმართა ჯეიმსმა თავისი გულისყური რელიგიისა და რწმენის ფენომენებისკენ. მისი ზემოთ ნახსენები წიგნი რელიგიური განცდების შესახებ რელიგიის ფსიქოლოგიის კლასიკური ნიმუშია. ჯეიმსი თავს არ მიიჩნევდა რელიგიურ ადამიანად ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, იგი იშვიათი შეუპოვრობით იცავდა აზრს რელიგიური რწმენის პრაგმატული მიზანშეწონილების თაობაზე. მისი სიტყვებით, “ენერგიულობა და გამძლეობა, სიმამაცე და სასიცოცხლო პრობლემებთან გამკლავების უნარი ახასიათებს იმათ, ვინც რელიგიურია”. რელიგიური განცდების საფუძვლიანმა შესწავლამ მიიყვანა დასკვნამდე, რომ ისინი იწვევენ სიხარულს, “დინამიკურ აგზნებას”, ამით აძლიერებენ და ახალისებენ სასიცოცხლო ძალებს, ებრძვიან მელანქოლიას, იწვევენ სიმშვიდეს და ჰარმონიას სულში, ეხმარებიან პიროვნებას ახალი საზრისის მოპოვებაში. ამდენად, რელიგია და მასთან დაკავშირებული განცდები სასარგებლოა. პრაგმატიზმის ფილოსოფიის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი თავკაციც ჯეიმსი იყო, ეს მათ ჭეშმარიტებაზეც მიუთითებს. პრაგმატიზმის კონცეფციის თანახმად, ჭეშმარიტება არის იდეა, რომელიც ყველაზე კარგად “მუშაობს”, მივყავართ წარმატებასთან, სარგებლობისა და კმაყოფილების მომტანია.       საბოლოოდ, ამავე ლოგიკით იხელმძღვანელა ჯეიმსმა ნების თავისუფლების პრობლემის “გადაწყვეტისას”. ნების თავისუფლების განცდა აძლევს ადამიანს რწმენას, რომ იგი არ არის გარეშე ძალების ტყვეობაში და შეუძლია თვითონ წარმართოს საკუთარი ქცევა. ამიტომ იგი ამ ქცევაზე პასუხისმგებელი ხდება, რაც მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივი ცხოვრების საფუძველია. ამის გათვალისწინებით, ნების თავისუფლების იდეა სასარგებლოა და, პრაგმატული თვალსაზრისით, ჭეშმარიტი. ერთი სიტყვით, ჯეიმსმა ზემოთ აღნიშნული ჩიხიდან გამოსავალი ფსიქოლოგიაში კი არა, პრაგმატიზმის ფილოსოფიაში მონახა. მან აღიარა, რომ “საკითხი ნების თავისუფლების შესახებ წმინდა ფსიქოლოგიურ ნიადაგზე ვერ გადაწყდება” და მისი გადაჭრა მეტაფიზიკას გადაულოცა. მიუხედავად ამისა, ჯეიმსს არ სურდა მთლიანად მოწყვეტოდა მეცნიერების ნიადაგს და ისიც თქვა, რომ ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას, შეუძლია დეტერმინიზმის პრინციპი განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალი ნება რეალობაა. მას შეუძლია თავისუფლება იმ სივრცეში დატოვოს, სადაც “მეცნიერება უბრალოდ ჩერდება”.       ამ წინააღმდეგობრივი და არსებითად კაპიტულანტური პოზიციის გამო ჯეიმსმა ბევრი საყვედური დაიმსახურა. თუმცა, ზოგიერთი კომენტატორი, კერძოდ გ. ოლპორტი, მასში დადებით მხარეებსაც ხედავს და ჯეიმსის, როგორც მოაზროვნის პატიოსნებისა და გულწრფელობის გამოვლინებად მიიჩნევს. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლება-დეტერმინიზმის დიქოტომიასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიაში შეთანხმება ახლაც არ არის მიღწეული, ჯეიმსის პოზიციის გაგება სავსებით შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი ავიღოთ საკითხის მეცნიერულ კვლევაზე და დავკმაყოფილდეთ პრაგმატული სარგებლიანობის კონსტატაციით.       სხვათა შორის, სარგებლიანობის ამ პრინციპს ჯეიმსი ძალიან ფართოდ ავრცელებს და უყენებს ყველაფერს, მათ შორის ცნობიერების ფუნქციის საკითხსაც. მისი აზრით: “ცნობიერება, როგორც ჩანს, ყველა სხვა ბიოლოგიური ფუნქციის მსგავსად, განვითარდა იმიტომ, რომ იგი სასარგებლოა”. აქედან ჩანს, რომ ჯეიმსი ფუნქციონალური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას. ცნო ბიერება პირველ რიგში უნდა განვიხილოთ იმ ფუნქციის, იმ როლის მიხედვით, რომელსაც ის ორგანიზმის გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით ასრულებს. ეს ფუნქცია არის ადაპტური მოქმედების უზრუნველყოფა. ამის გარეშე ცნობიერებას აზრი ეკარგება, მისი წარმოშობა გაუგებარი ხდება. ცნობიერება ევოლუციის მსვლელობაში ფორმირდება, როგორც გართულებული ადაპტური პროცესის ორგანიზაციის უნარი. ინსტინქტურ მოქმედებას არ ესაჭიროება ცნობიერება. ის წინასწარი გეგმისა და დასწავლის გარეშე ხორციელდება. მთავარია არსებობდეს გამღიზიანებელი და სათანადო ნერვული მექანიზმი. მოქმედების დასწავლილ და ავტომატიზირებულ ფორმებსაც (ჩვევა, ჩვეულება) არ ესაჭიროება ცნობიერება. მაგრამ, როდესაც ვითარება რთულდება და მოქმედების ეს სახეები ვეღარ წყვეტენ ადაპტაციის ამოცანებს, საქმეში ჩაერთვის ცნობიერება, როგორც სელექციის, ფილტრაციის, პროგნოზირების, დაგეგმვის, შეფასების, სანქციონიერებისა და ა. შ. მექანიზმი. ის ემსახურება აქტივობის რთულ ფორმებს და, ამ აზრით, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც გვევლინება “საბოლოო მიზნებისთვის მებრძოლ” რეალურად მოქმედ ძალად. ეს იდეები შემდგოში ფუნქციონალიზმში განვითარდა.       ის გარემოება, რომ ჯეიმსი ფსიქიკას, ერთი მხრივ, მოქმედების კატეგორიასთან მიმართებაში განიხილავს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს კავშირზე ცნობიერებას, სხეულებრივ, ნერვულ პროცესებსა და გარემოს შორის, უფლებას აძლევს ფსიქოლოგიის ზოგიერთ ისტორიკოსს, იგი ბიჰევიორიზმის უშუალო წინაპრადაც კი გამოაცხადოს. ეს, ალბათ, ერთგვარი გადაჭარბებაა, ვინაიდან ჯეიმსი უფრო ცნობიერების ფსიქოლოგიის წარმომადგენელია, ანუ იმ ფსიქოლოგიისა, რომელსაც კლასიკური ბიჰევიორიზმი დაუპირისპირდა. ცნობიერებისა და მოქმედების ურთიერთმიმართება მას, პირველ რიგში, ცნობიერების ფუნქციონალური დახასიათების კუთხით აინტერესებდა, ორთოდოქსული ბიჰევიორიზმი კი სრულებით უარყოფს ცნობიერებას და მის მიმართებას ქცევასთან.       საზოგადოდ, ჯეიმსი ბევრი ფსიქოლოგიური მიმდინარეობის სათავეებთან დგას, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არც ერთს არ მიეკუთვნება და დამოუკიდებელი ბუმბერაზი ფიგურაა. მისი ინტერესებისა და მიდგომების დიაპაზონი იმდენად ფართო იყო, რომ ვერ ხერხდებოდა მათი რეალიზაცია ერთი კონკრეტული სკოლის ან ორიენტაციის ფარგლებში. მისი მეცნიერული ცნობისმოყვარეობა ვრცელდებოდა ყველაფერზე, დაწყებული ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებიდან, დამთავრებული ჰიპნოზითა და ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობებით. ფუნქციონალური, ბიჰევიორისტული და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები მას თავიანთ ავტორად მიიჩნევენ. პირველ ორთან ჯეიმსის მიმართებაზე უკვე ითქვა. რაც შეეხება ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას, ის ჯეიმსთან კავშირს პიროვნების კატეგორიის მეშვეობით ამყარებს. “მე”-ს სტრუქტურა, თვითგანცდა, თვითშეფასება - ის თემებია, რომლებზეც სწორედ ჯეიმსმა დაიწყო ლაპარაკი და რომლებიც შემდგომში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ინტერესებშიც მოექცა. მიუხედავად ამისა, ჯეიმსი ვერ ჩაითვლება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიმდინარეობის წარმომადგენლად თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ფენომენოლოგიურ და ეგზისტენციალურ ფილოსოფიას ემყარება, რომელიც არსებითად განსხვავდება ჯეიმსის პრაგმატიზმისაგან და, უმეტეს შემთხვევაში, კიდეც ეწინააღმდეგება მას. აქ შეიძლება აღინიშნოს ე.წ. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიაც, რომელიც შეისწავლის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს, მისტიკურ განცდებსა და პარაფსიქოლოგიურ ფენომენებს. ჯეიმსი დაინტერსებული იყო ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობებით და მათ გამოსაწვევად საკუთარ თავზე ცდებს ატარებდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით. დღეს ამ მდგომარეობათა შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს და ჯეიმსი ფსიქოლოგიის ფარგლებში კვლევის ამ მიმართულების ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება.       ჯეიმსი ძალიან პოპულარული იყო ამერიკაში. ამას, უდავო მეცნიერული დამსახურებების გარდა, მისი გამორჩეული პირადი თვისებებიც უწყობდა ხელს. ჯეიმსის ნაცნობები მიუთითებდნენ მის იშვიათ ერუდირებულობაზე, კეთილმოსურნეობაზე, დახვეწილ იუმორზე, თავმადაბლობაზე და თვითკრიტიკულობაზე. ამაში გვარწმუნებს ჯეიმსის მიერ მისივე “ფსიქოლოგიის პრინციპების” შეფასება. ამ მონუმენტურ თხზულებაზე, რომელმაც მას საქვეყნო სახელი მოუტანა, იგი ამბობდა: ეს არის საძაგელი, უზომოდ გაბერილი, წყალმანკით შეპყრობილი ქაღალდის მასა, რომელსაც მხოლოდ ორი ფაქტის დადასტურება შეუძლია: ერთი, რომ ისეთი მეცნიერება, როგორიც ფსიქოლოგიაა, არ არსებობს და მეორე, რომ უილიამ ჯეიმსი არაფრად ვარგა. კიდევ კარგი, რომ თვითშეფასების ფენომენის პირველი მკვლევარი ამ შემთხვევაში ცდებოდა: ამ წიგნმა უთუოდ განამტკიცა ფსიქოლოგიის, როგორც შემდგარი მეცნიერების სტატუსი, მისი ავტორი კი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოაზროვნის სახელით შევიდა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში. 6.5. ფუნქციონალური ფსიქოლოგია       ჯეიმსის “ცნობიერების ნაკადის” ფსიქოლოგია და ტიჩენერის სტრუქტურული ფსიქოლოგია პირველი ამერიკული თეორიული სისტემებია. ჯეიმსი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, მაგრამ საკუთარი სკოლა არ შეუქმნია. ტიჩენერსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ მისი სკოლა განზე იდგა ამერიკული ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ტენდენციებისაგან. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობის სახით ამერიკაში ფუნქციონალური ფსიქოლოგია გვევლინება. მის ჩამოყალიბებაზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ჯეიმსმაც და ტიჩენერმაც. ჯეიმსი მართებულადაა მიჩნეული ამ მიმდინარეობის წინამორბედად. ფუნქციონალიზმი ეყრდნობა ჯეიმსის იმ დებულებას, რომ ცნობიერება ბიოლოგიური სარგებლიანობით ხასიათდება, რაც გასაგებს ხდის მის წარმოშობასა და განვითარებას. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინება, თუ რას აკეთებს ცნობიერება (ფუნქცია), შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რისგან შედგება იგი (შინაარსი). ჯეიმსის მიხედვით, ცნობიერების მთავარი ფუნქციაა არჩევანი. ცნობიერება ყოველთვის მიმართულია გარკვეულ მიზანზე, რომელიც, საბოლოოდ, ემსახურება ორგანიზმის შეგუებას გარემო პირობებთან. მიზნის მიღწევის გზაზე ცნობიერება მუდმივი შეფასების პროცესშია, რაღაცას იწყნარებს ან უკუაგდებს, მოკლედ, არჩევანის, ფუნქციას ახორციელებს.       ტიჩენერი, პირიქით, თავის მთავარ ამოცანას ცნობიერების შინაარსის დადგენაში ხედავდა და ცნობიერების ფუნქციას არ იკვლევდა. ამით იგი არსებითად უპირისპირდებოდა ფუნქციონალიზმს, მაგრამ საინტერესოა, რომ თავისდაუნებურად, სწორედ ტიჩენერმა მისცა სტიმული ფუნქციონალური ფსიქოლოგიის, როგორც სტრუქტურული ფსიქოლოგიისადმი ოპოზიციური სკოლისა და მიმდინარეობის დამკვიდრებას. საქმე ის არის, რომ თავის ნაშრომში “სტრუქტურული ფსიქოლოგიის პოსტულატები” (1898), ტიჩენერმა მკაფიოდ გამიჯნა ფსიქოლოგიის სახეები, დაარქვა მათ სახელები და გამოყო პრიორიტეტები. ეს ანალიზი ეყრდნობა ანალოგიას ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამ სახეობას შორის: ბიოლოგიის ერთი ნაწილი მორფოლოგია - ადგენს, თუ რა ორგანოებისაგან შედგება სხეული, ანუ შეისაწვლის მის სტრუქტურას. იმავეს აკეთებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომლის ძირითად ბირთვს ტიჩენერის სკოლის წარმომადგენლები ქმნიან. იგი ცნობიერებას შემადგენელ ნაწილებად ყოფს. სტრუქტურული ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ცნობიერების ანატომიაა. უკვე გამოყოფილ და აღწერილ ორგანოს შეისწავლის ბიოლოგიის შემდეგი დარგი, ფიზიოლოგია. მისი ამოცანაა გაარკვიოს, თუ რას და როგორ აკეთებს ეს ორგანო. ამავე კუთხით - განიხილავს სულიერ ცხოვრებას ფუნქციონალური ფსიქოლოგია, რომელიც ფსიქიკური სტრუქტურების ფუნქციას არკვევს. დაბოლოს, გენეტიკური ბიოლოგია განიხილავს ორგანოების განვითარებას ფილოგენეზში, ემბრიოგენეზში და ონტოგენეზში. შესაბამისად, ევოლუციური ფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკური სტრუქტურებისა და ფუნქციების გენეზისის საკითხებს. აღიარებდა რა ფუნციონალისტური თვალსაზრისის კანონიერებას, ტიჩენერი მოუწოდებდა ფსიქოლოგებს, რომ შეესწავლათ ცნობიერების სტრუქტურა ექსპერიმენტული ინტროსპექციის გზით.       ამ ნაშრომის გამოსვლამდე ორი წლით ადრე ჯონ დიუიმ (1859-1952) “ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოაქვეყნა წერილი “რეფლექტორული რკალის თეორია ფსიქოლოგიაში”, რომელიც, ფორმალურად, ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ათვლის წერტილად არის მიჩნეული. მანამდე მან გამოსცა პირველი ამერიკული სახელმძღვანელო ფსიქოლოგიაში (1886). ჯეიმსის განთქმული “ფსიქოლოგიის საფუძვლების” გამოსვლამდე იგი ძალიან პოპულარული იყო. 1894 წელს დიუი სათავეში ჩაუდგა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც ათი წლის განმავლობაში სასარგებლო საორგანიზაციო სამუშაო ჩაატარა. მან დააფუძნა სასწავლო ლაბორატორია, ჩართო სასწავლო საგნების სიაში პედაგოგიკა, რაშიც გამოვლინდა მისი ინტერესი გამოყენებითი, კერძოდ, განათლების სფეროს საკითხებისადმი (იხ. თავი 7.3.). ამასთანავე, იგი კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში (დიუი პრაგმატიზმის ფილოსოფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია). 1904 წელს დიუი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც, ძირითადად, ფილოსოფიისა და განათლების საკითხებით იყო დაკავებული. “ფსიქოლოგიურ რევიუში” გამოქვეყნებულ წერილში დიუიმ გაილაშქრა ავტომატიზმის იდეის წინააღმდეგ ფსიქიკური მოქმედების სფეროში. ამისთვის მან მიმართა ე.წ. რეფლექსური რკალის ანალიზს. დიუის აზრით, უბრალო რეფლექსიც კი არ არის ელემენტების მექანიკური ჯამი; იგი ამ ელემენტების კოორდინაციაა. სინამდვილეში არ არსებობს თავისთავად სტიმული და რეაქცია. სტიმული მხოლოდ მაშინ არის სტიმული, როცა იწვევს პასუხს, ხოლო პასუხი არის პასუხი, რამდენადაც არსებობს სტიმული. რეფლექსი მათ შორის სასარგებლო კოორდინაციის დამყარების საშუალებაა. ფიზიოლოგიური რეფლექსი ერთმანეთს უთანხმებს სტიმულაციასთან დაკავშირებულ შეგრძნებას, საკუთრივ მოძრაობას და მისგან წამოსულ კინესთეტიკურ შეგრძნებას. ის ამ ელემენტების უბრალო ერთობლიობა კი არ არის, არამედ მთლიანი, კოორდინირებული სენსომოტორული აქტია რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს ფსიქიკურ მოქმედებაზე. აქ შინაგან (მოთხოვნილება) და გარეგან (გამღიზიანებელი) - სტიმულაციასა და მოქმედებას შორის ცნობიერება ერთვება. ის აფასებს მოქმედების წარმატებულობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ე.ი. შეგუების კუთხით. თუ კოორდინაცია გარემოსა და მოქმედებას შორის დაირღვა, სუბიექტი იწყებს წარუმატებლობის მიზეზის გაცნობიერებას; მოძრაობა მუხრუჭდება და ყურადღება მიიმართება შემაფერხებელი ვითარების ამსახველ სტიმულებზე. ამგვარად, ქცევა და მასში მონაწილე ცნობიერება უნდა განიხილებოდეს ცოცხალი არსების გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით. ცნობიერი მოქმედების ფუნქცია ორგანიზმის ადაპტაციაში მდგომარეობს და ფუნქციონალურმა ფსიქოლოგიამ სწორედ ეს რეალური პროცესი უნდა შეისწავლოს.       ფსიქოლოგიას, რომელიც ორიენტირებულია რეალურ ცხოვრებისეულ პირობებში მიმდინარე ფსიქიკურ მოქმედებაზე, და რომელსაც აინტერესებს მისი მიზანშეწონილება და ნაყოფიერება, შეუძლია მოიცვას ინდივიდისა და სამყაროს ურთიერთობათა მთელი მრავალფეროვნება. ამით არსებითად ფართოვდება ფსიქოლოგიის მიყენების სფერო. მასში შედის არა მხოლოდ ცნობიერების შინაარსები, არამედ მისი ფუნქცია, ფსიქიკის ინდივიდუალური გამოვლინებები, პრაქტიკული მოქმედება, მისი დასწავლა-ფორმირება, მოტივირება და ა.შ., მოკლედ ყველაფერი, რის შესწავლაზეც უარს ამბობდა სტრუქტურული ფსიქოლოგია. ამდენად, ის ხდება მყარი საფუძველი ფსიქოლოგიის ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ბავშვისა და პედაგოგიური, დიფერენციალური, კლინიკური, ინდუსტრიული, იურიდიული და სხვა ფსიქოლოგია.       ამერიკული ფსიქოლოგიის გამორჩეული თავისებურება იმაშია, რომ თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ის ორიენტირებული იყო საზოგადოებრივი პრაქტიკის მოთხოვნებზე. ეს შეესაბამებოდა ამერიკული ცხოვრების წესის ზოგად პრაქტიციზმს. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკას ემიგრანტების ახალი ტალღა დაატყდა. ისინი ჩამოდიოდნენ თავიანთი ენითა და ჩვეულებებით ახალი ცხოვრების დასაწყებად ახალ კულტურაში. საჭირო იყო მათი სოციალური ადაპტაცია, შრომითი უზრუნველყოფა, რაც შესაბამისი პროფესიული ცოდნა-ჩვევების ფორმირებას ითვალისწინებდა. აუცილებელი იყო მათი შვილების “ამერიკანიზაცია”, რაც განათლების ახალი ფორმების დანერგვას გულისხმობდა. ამ ფონზე ფეხი მოიკიდა ე.წ. პროგრესივიზმმა - საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომლის დევიზი გახდა რეფორმები, ეფექტურობა და პროგრესი. დიუის ფუნქციონალური ფსიქოლოგია, თავისი აქცენტით ადაპტაციაზე, ზედმიწევნით მოერგო ამ ამოცანებს. იგივე ითქმის დიუის ფილოსოფიურ მრწამსზეც. იგი ქადაგებდა ინსტრუმენტალიზმს, პრაგმატიზმის ნაირსახეობას, რომლისთვისაც ცოდნა სინამდვილის კანონების ასახვა კი არა, ადამიანის მოქმედების ინსტრუმენტია. ის მოწოდებულია, გააადვილოს და გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრება, მათ შორის სოციალურ სფეროში. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლის და მართვის ოპტიმალური წესების დანერგვა, რაშიც ფსიქოლოგიას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის საპრეზიდენტო სიტყვაში დიუიმ (1900) ილაპარაკა იმაზე, რომ ფსიქოლოგიამ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ადაპტაციაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უბანზე. ყველაზე მეტად მას განათლების სფერო აინტერესებდა, სადაც მწვავედ იდგა “ახალი სკოლის” ორგანიზაციის საკითხი. მასში აქცენტი პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდებოდა.       დიუის ადგილი დეკანის თანამდებობაზე დაიკავა ჯეიმს როულენდ ენჯელმა (1869-1949) და მომდევნო წლებში ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ე.წ. ჩიკაგოს სკოლის ნამდვილი ლიდერი გახდა. დიუისაგან განსხვავებით, რომელიც არ იყო სტრუქტურისა და ფუნქციის მკაცრი გაყოფის მომხრე, ენჯელმა მიიღო ტიჩენერის გამოწვევა. მან სრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი ფსიქოლოგიის სრულიად განსხვავებულ სახეებად გამოაცხადა და უპირატესობა, ცხადია, ამ უკანასკნელს მიანიჭა. 1904 წელს ენჯელმა გამოაქვეყნა ფუნქციონალიზმის პოზიციებიდან დაწერილი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო. იგი ამტკიცებდა, რომ სხეულის ორგანოები, რომლებთან ანალოგიითაც მსჯელობდა ტიჩენერი, განსხვავდება ფსიქიკური ელემენტებისაგან. ბიოლოგიაში ყოველი ორგანო ასრულებს გარკვეულ ფუნქციას, რომელიც მასთან იმთავითვე განუყრელად არის დაკავშირებული და მის გარეშე არ არსებობს. ხოლო ფსიქიკური ელემენტები არ არიან მუდმივი და მხოლოდ გარეგანი ან შინაგანი აღქმის პროცესში წარმოიქმნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკის სფეროში ფუნქცია წარმოშობს სტრუქტურას, რაც მის აშკარა პრიორიტეტულობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, განსხვავებით ბიოლოგიური ორგანოებისაგან, რომელთა ანატომირება ყოველთვის ერთნაირ სტრუქტურულ შემადგენლობას გვაჩვენებს, ფსიქიკური სტრუქტურების შინაარსი არამდგრადია. უცვლელი მხოლოდ ფსიქიკური ფუნქცია რჩება - შინაარსები სულ იცვლება, მაგრამ ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ნებელობა კი რჩება. სტრუქტურული ფსიქოლოგია არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც მიუღებელია, ვინაიდან ცნობიერებას რეალური, ცხოვრებისეული პირობების გაუთვალისწინებლად განიხილავს.       კიდევ უფრო მძაფრად დაუპირისპირდა ენჯელი სრუქტურულ ფსიქოლოგიას ამერიკელ ფსიქოლოგთა საზოგადოების წინაშე წაკითხულ საპრეზიდენტო მოხსენებაში (1906). მან განაცხადა, რომ სტრუქტურული ფსიქოლოგია იყო ისტორიული შეცდომა, ხანმოკლე ფილოსოფიური ანტრაქტი ბიოლოგიურად ორიენტირებული მეცნიერული კვლევების განვითარებაში. მხოლოდ ფუნქციონალური ფსიქოლოგია შეიძლება ჩაითვალოს არისტოტელეს, სპენსერის, დარვინისა და პრაგმატიზმის ტრადიციების ნამდვილ მემკვიდრედ. ამავე დროს, ფუნქციონალური ფსიქოლოგია არაა მხოლოდ პროტესტი სტრუქტურული ფსიქოლოგიის წინააღმდეგ. ის არის დამოუკიდებელი, ამბიციური მიმართულება, რომელსაც თავისი პროგრამა აქვს. ამ პროგრამის მიხედვით, ფუნქციონალური ფსიქოლოგია, ფსიქიკური ელემენტების ფსიქოლოგიის საწინააღმდეგოდ, არის ფსიქიკური პროცესების ან გონებრივი ოპერაციების ფსიქოლოგია. უმთავრესი კი ის არის, რომ ფუნქციონალური ფსიქოლოგია არის ცნობიერების სარგებლიანობის ფსიქოლოგია, რომელშიც ცნობიერება გააზრებულია, როგორც “შუამავალი გარემოსა და ორგანიზმის მოთხოვნილებებს შორის”. ცნობიერების, ფსიქიკური პროცესების ფუნქციაა ახალი ვითარებებისადმი შეგუება, შეგუებით მომსახურეობა.       შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციონალური ფსიქოლოგია სამი მნიშვნელობით არის “ფუნქციონალური”. ერთი მხრივ, ის ფსიქიკური ფუნქციების, ოპერაციების ფსიქოლოგიაა. ამ გაგებით, ის აქტების ფსიქოლოგიაა და არა ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია. მეორე მხრივ, მას მხედველობაში აქვს ამ აქტების როლი, მათი დანიშნულება გარემოსთან ადაპტაციის კუთხით. მისთვის მთავარია გაარკვიოს, თუ რა ფუნქციას ასრულებს ფსიქიკა. გარდა ამისა, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ფუნქციონალურია თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის, თავისი სარგებლიანობის ასპექტით. ყოველივე ამისთვის ინტროსპექცია საკმარისი არ არის. აუცილებელია კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენება. ამით გზა იხსნება ფსიქიკის ადაპტაციური ფუნქციის კვლევისკენ ცხოველებთან, ბავშვებთან, სულიერი გადახრების მქონე ინდივიდებთან; მოკლედ, ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში.       დიუისა და ენჯელის გარდა, ჩიკაგოს სკოლას წარმოადგენენ ჰ. კერი, გ. ლედი, ჯ. მიდი, ა. მური. ჩიკაგოს სკოლასთან ერთად ფსიქოლოგიის ამ მიმართულებას მიეკუთვნება ე.წ. კოლუმბიის სკოლაც, რომელსაც რობერტ ვუდვორთი (1869-1962) ედგა სათავეში. ვუდვორთის ფორმალური იდენტიფიკაცია რაიმე სკოლასთან პირობითია, რამდენადაც იგი შეგნებული ეკლექტიკოსი იყო და ხაზს უსვამდა თავის მიმღებლურ დამოკიდებულებას სხვა მეთოდოლოგიური პოზიციების მიმართ. იგი აპროტესტებდა ტერმინს “ფსიქოლოგიური სკოლა”, და მას მიიჩნევდა ცალკეული თეორიული სისტემის დომინირების პრეტენზიის გამოხატულებად, რაც მეცნიერებაში დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ვუდვორთის ძირითადი ნაშრომების სულისკვეთება იმდენად ახლოს არის ფუნქციონალურ ფსიქოლოგიასთან, რომ მეცნიერების ისტორიკოსები მას ერთხმად მიიჩნევენ ამ მიმდინარეობის კიდევ ერთი განშტოების ლიდერად.       ვუდვორთმა ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური განათლება მიიღო ჰარვარდის და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტებში, სადაც შემდგომში 55 წლის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. იგი თვლიდა, რომ ფსიქოლოგიური კვლევის საყრდენი პუნქტია გამღიზიანებელი და მასზე მოტორული პასუხი, მაგრამ რეაქცია მხოლოდ სტიმულის ზემოქმედების შედეგი არ არის. სტიმულისა და რეაქციის ურთიერთმიმართებაში აქტიურად არის ჩართული ორგანიზმი ყველა თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური სისტემით. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიის ფორმულა ასე გამოიყურება: სტიმული - ორგანიზმი - რეაქცია. მაშასადამე, ფსიქოლოგიის კვლევის სფეროში ექცევა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი, როგორც ქცევა, ისე ცნობიერება. ეს გარემოება აისახება მის მეთოდურ აღჭურვილობაში, რაც გულისხმობს, რომ დაკვირვებასა და ექსპერიმენტთან ერთად ფსიქოლოგიამ ინტორსპექციაც უნდა გამოიყენოს.       თავის სისტემას ვუდვორთი უწოდებდა დინამიკურ ფსიქოლოგიას, ან, ხანდახან, მოტივოლოგიას. აქედან ჩანს, რომ მისი კვლევითი ინტერესის ძირითადი საგანი იყო მოტივაციური პროცესები. ამავე დროს ვუდვორთს კარგად ესმოდა, რომ ყოველგვარ აქტივობას აქვს როგორც დინამიკური, ისე საშემსრულებლო ასპექტი, ამიტომ იგი განასხვავებდა ქცევის მოტივაციას და მექანიზმებს. ერთი უზრუნველყოფს ქცევას იმპულსით, დინამიზმით, მეორე - საშემსრულებლო ტექნოლოგიით. საათმა რომ იმუშაოს, უნდა არსებობდეს ენერგიის რაიმე წყარო და მოქმედების წესის განმსაზღვრელი მოწყობილობა. ასევეა ქცევის შემთხვევაში. მას აქვს თანდაყოლილი (ინსტინქტები) და შეძენილი (ჩვევები) საშემსრულებლო მექანიზმები. მოტივაცია მათ აქტივაციას ახდენს, ამოქმედებს. ქცევის მექანიზმში, თავის მხრივ, ორი რგოლი გამოიყოფა: მოსამზადებელი (განწყობა) და კონსუმატორული (რეაქციის დამასრულებელი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა მიზანი).       ოციან წლებში ფუნქციონალური ფსიქოლოგია ფაქტობრივად წყვეტს არსებობას და ადგილს უთმობს ბიჰევიორიზმს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკული ფსიქოლოგიის წამყვან მიმდინარეობად დარჩება. უნდა ითქვას, რომ ფუნქციონალურმა ფსიქოლოგიამ ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა ბიჰევიორიზმს. მან სერიოზულად გააფართოვა ფსიქოლოგიური კვლევის სფერო - არ შეზღუდა იგი ცნობიერებით და აქტიურად შემოიტანა პრაქტიკული მოქმედება, ქცევა. ამავე დროს, ფუნქციონალიზმმა ფართოდ გაუღო კარი კვლევის ობიექტურ მეთოდებს და წინ წამოსწია ადაპტური მოქმედების ფორმირების (დასწავლის) საკითხები. აქ უკვე ჩანს ბიჰევიორიზმის ძირითადი ნიშნები - ქცევის შემსწავლელი “ობიექტური ფსიქოლოგია”, რომელსაც ყველაზე მეტად ახალი რეაქციების შეძენის ანუ დასწავლის პროცესის კანონზომიერებათა დადგენა აინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიკის ანალიზი, მისი შეგუებითი ფუნქციის თვალსაზრისით, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანი იყო. ამით ამერიკულმა ფუნქციონალიზმმა ძლიერი ბიძგი მისცა გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარებას.       ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის ანალიზისას აღინიშნა, რომ ეს მიმდინარეობა ზოგჯერ ევროპული ფუნქციონალიზმის სახით განიხილება. ითქვა ისიც, რომ ასეთი შეფასება არ უნდა იყოს სწორი. მართალია, ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, ენჯელის მიხედვით, ის არის, რომ იგი გონებრივი ოპერაციების (იგივე აქტები ან ფუნქციები, ბრენტანოს და შტუმფის გაგებით) ფსიქოლოგიაა, მაგრამ ფუნქციონალიზმის გამორჩეული და ძირითადი მახასიათებელი მაინც სხვაა - იგი ფსიქიკას მისი დანიშნულების, სარგებლიანობის, ადაპტური ფუნქციის კუთხით ხედავს. ანალიზის ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტი ინტენციონალურფენომენოლოგიურ ფსიქოლოგიაში სულ არ იყო გათვალისწინებული, თუმცა ევროპაში იყვნენ მკვლევარები, ვინც ამ თვალსაზრისით განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. აქ შეიძლება დავასახელოთ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიცაა დ. უორდი, გ. სტაუტი (ინგლისი), თ. რიბო, ა. ბინე (საფრანგეთი), ე. კლაპარედი (შვეიცარია).       ედვარდ კლაპარედი (1873-1940), ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ფუნქციონალური მიდგომის აუცილებლობას. იგი არ თვლიდა ფუნქციონალიზმს დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ფსიქოლოგიურ კონცეფციად, მაგრამ მიაჩნდა ქცევითი და მენტალური მოვლენების განხილვის ერთგვარ ხერხად, რომელსაც უნდა მიმართონ განსხვავებული თეორიული ორიენტაციის მკვლევარებმა. ეს არის ფსიქიკური ფენომენების ანალიზი იმის მიხედვით, თუ რა როლს თამაშობენ ისინი ცხოვრებაში, რა სარგებლობა მოაქვთ ინდივიდისა და გვარისთვის. ასეთმა მიდგომამ ბევრი რამ შეიძლება შესძინოს ფსიქოლოგიას. მაგალითად, სტრუქტურულ თვალსაზრისთან შედარებით, ის ფსიქიკური მოვლენების უფრო სრულყოფილი დახასიათებისა და ურთიერთგამიჯვნის ბევრად უკეთეს შესაძლებლობას ქმნის. ამის საილუსტრაციოდ კლაპარედი მიმართავს რაიმე პრეპარატის მიკროსკოპით შესწავლის ანალოგიას; მიკროსკოპი, ძლიერი გადიდებით, სტრუქტურაში შეღწევის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ის ვერ დაგვანახვებს, თუ რა ადგილი უკავია პრეპარატის თითოეულ ნაწილს მთელში. ფეხს და ხელს მიკროსკოპის ქვეშ ვერ განასხვავებ, ვინაიდან ორივე ერთ და იმავე კუნთურ და ძვლოვან ქსოვილს შეიცავს.       იგივე ხდება ფსიქოლოგიური კვლევისას. სტრუქტურული თვალსაზრისით შეუძლებელია, მაგალითად, აზროვნებისა და ნებელობის გამიჯვნა - ორივე შეიცავს წარმოდგენებს, აზრებს, მისწრაფებებს, ემოციებს და ა.შ.. ფუნქციონალური კუთხით მათი განხილვა იმის გარკვევას ნიშნავს, თუ რა როლი აკისრია ამ ფსიქიკურ პროცესებს, რა ვითარებაში განიცდება ისინი და რა სიტუაცია წარმოშობს მათ. თუ აზროვნებასა და ნებელობას ასე გავაანალიზებთ, ადვილად დავადგენთ, რომ ისინი ქცევის დეზადაპტაციით გამოწვეული პროცესებია, მაგრამ ქცევის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს აზროვნების აქტიც და ნებელობისაც. მათ გასარჩევად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა არის დეზადაპტაციის მიზეზი. პრობლემა შეიძლება იყოს ქცევის მიზნის არჩევა ან მოქმედების საშუალებათა გარკვევა. შესაბამისად, ნებელობა დახასიათდება როგორც პროცესი, რომლის ფუნქციაა მიზნის პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო აზროვნება - როგორც პროცესი, რომლის ფუნქციაა საშუალებათა პრობლემის გადაწყვეტა. ფუნქციონალური დახასიათება არ ეხება ფსიქიკური პროცესების სტრუქტურას, მათ ფორმას და ა.შ. თუმცა, მოვლენის ზუსტი აღწერისა და გამოკვეთის გზით, იგი სტრუქტურის უფრო ადეკვატური ანალიზის შესაძლებლობას ქმნის.       კლაპარედის ფუნქციონალიზმი გასცდა “წმინდა ცნობიერების” ფარგლებს და ფსიქოლოგიის ცენტრალურ პრობლემად ქცევის პრობლემა დასახა. იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერი ფსიქიკური პროცესები მხოლოდ მენტალური აქტივობის ცალკეული სახეობებია, აქტივობისა, რომელიც, ყოველგვარი ქცევის მსგავსად, მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განხორციელებული ღონისძიებების სერიას წარმოადგენს.       ფუნქციონალური თვალსაზრისი, კლაპარედის აზრით, ზოგადი კანონების დადგენის შესაძლებლობასაც ქმნის. მან თორმეტი ასეთი კანონი ჩამოაყალიბა. ისინი უმთავრესად ეხება მოთხოვნილების (მოტივაციის), ქცევისა და ცნობიერების ურთიერთკავშირს ადაპტაციური ფუნქციის ჭრილში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. გაცნობიერების კანონი. ამ კანონის თანახმად, ცნობიერება ჩნდება მაშინ, როდესაც ადაპტაციური აქტივობა ავტომატურად (არაცნობიერად) აღარ მიმდინარეობს, როდესაც თავს იჩენს რაიმე სირთულე და ინდივიდი იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ქცევის სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი. ამ დროს აღმოცენდება სპეციალური პროცესი, რომელიც ხასიათდება “ცნობიერების უეცარი ამოხეთქვით”. საგულისხმოა, რომ ამ კანონის ძირითად იდეას ფუნქციონალიზმის სათავეებთან მდგომ დიუისთან ვხვდებით. იგი ამბობდა: იქ, სადაც მხოლოდ ისეთი საგნებია, რომლებიც ინდივიდის წინაშე არავითარ პრობლემას არ აყენებენ, ცნობიერებაც არ ფუნქციონირებსო.       კლაპარედი თავისი დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეცნიერი იყო და საკმაო გავლენით სარგებლობდა, განსაკუთრებით, ფრანგულენოვან ფსიქოლოგთა შორის. ფუნქციონალისტური სულისკვეთების შესაბამისად, ისიც დიდ ყურადღებას უთმობდა ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების საკითხებს. კლაპარედი თვითონ იყო გენეტიკური ფსიქოლოგიის ცნობილი სპეციალისტი და განვითარების პრობლემატიკის კვლევის თვალსაჩინო ორგანიზატორი (იხ. თავი 7.3.).       ფუნქციონალური ფსიქოლოგია უკვე აღარ არის წმინდა ცნობიერების ფსიქოლოგია. იგი განიხილავს ზოგადად შეგუებით აქტივობას, ქცევას, რომელსაც ფსიქიკური პროცესები ემსახურება. თავის მხრივ, ქცევის ანალიზი განუყოფელია მოტივაციური სფეროს ანალიზისაგან. ამიტომ ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს მოტივაციის საკითხი (ვუდვორთი, კლაპარედი). ე.წ. “ჰორმული ფსიქოლოგიის” ავტორის, უ. მაკ-დაუგოლის შემოქმედებაში კი ქცევასა და მის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გაცილებით დიდ ადგილს იკავებს. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 12:46pm on მაისი 7, 2018
  • 1
  • 2
  • 3
  • 4

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • Explore Slopes Game: Can you conquer every turn of the slope?

    ნოემბერი 15, 2025 6pm_დან მაისი 6, 2026 7pm_მდე – United States

    0 კომენტარი 0 მოწონება
  • დაამატე ღონისძიება
  • ყველა

ბლოგ პოსტები

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი 1 Like

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!