თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ მიეკუთვნებოდა სხვადასხვა თანრიგს, როცა ორივეში ორჯერაა ნახსენები შვილი, ეგ ვერ გაიგო და ვერც მე ვუპასუხე დამაჯერებლად. „ასეა და მორჩა“ - მოგეხსენებათ ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ მათ ასაკში.

ცდილობდა ძილისთვის არ დაეთო, მაგრამ ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა, ამიტომ რამდენიმეწამიანი პაუზებით მეკითხებოდა:

- მა, ისე, შეიძლება ადამიანს მუცელში ორი ბავშვი ჰყავდეს ერთად?

- კი მა, აი, გუშინ, სოფელში რომ თეკლა და ელენე იყვნენ, ეგენი ერთად ჰყავდა მუცელში დედას. მაგათ ჰქვიათ ტყუპები.

- ხო, ვიცი - მცირე პაუზა და შემდეგ - მა, შეიძლება ორი ბავშვი თავით მიწებებულები იყვნენ?

- კი მა, შეიძლება.

პაუზები კითხვებს შორის ნელ-ნელა იზრდებოდა.

- და მაგ მიწებებულებს მერე ოპერაციას უკეთებენ მიწებებულები რომ აღარ იყვნენ?

- კი. დააცალკევებენ.

- და ... - ისევ პაუზა, მაგრამ სიტყვა დაიტოვა - ეგენი მუცელში მიეწებნენ თუ რომ დაიბადნენ მერე?

- არა მა, მუცელშივე, ვერ ჩამოყალიბდა სწორად მათი სხეული.

ისევ რამდენიმეწამიანი დუმილი.

- ანუ ღმერთმა ეგრე შექმნა?

ამჯერად, მე დავდუმდი რამდენიმე წამით. მარტივად ვუპასუხო და ვუთხრა „კი“ ვაითუ მითხრას ეგრე რატომ მოექცაო, „არა“ და დამატებითი ახსნა-განმარტებები დასჭირდება, არადა ერთი სული მაქვს დაიძინოს.

- არა მა, - მაქსიმალურად ნელა და ჩუმად ვეუბნები - ღმერთმა არ შექმნა ეგრე, უბრალოდ, ღმერთმა ხელი არ შეუშალა ეგეთები დაბადებულიყვნენ - ბუნდოვნად ვპასუხობ, იმის იმედად რომ დაეძინება.

ხანგრძლივი დუმილი. მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩაეძინა. 

- ანუ ღმერთმა ვერ დახატა კარგად?

- რა ვერ ქნა?

- აი, ღმერთი ხო ქმნის ყველა ადამიანს და ეგენი ვერ დახატა სწორად ცალ-ცალკე?

მაშინ კი მივხვდი, ვერ ავცდებოდი გრძელ პასუხს.

- ღმერთმა სწორად დახატა მამი, უბრალოდ, მერე ადამიანებმა აურიეს რაღაც. შეიძლება, სიგარეტს ეწეოდა მათი დედიკო, ან ალკოჰოლს სვამდა ან რამე შეემთხვა, ავარია ან რამე და გარედან დაზიანდა, ასე ხდება ხოლმე, ხომ გესმის?

- ...

- თომა, მა, გაიგე?

- ...

ახლა ვიხსნებ, ვწერ ამას და ვფიქრობ, ნეტა მოვასწარი ამეხსნა ... თუ ღმერთზე, როგორც ცუდ მხატვარზე ფიქრში ჩაეძინა?

ნახვა: 31

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თომასთორი, ნათესავები, ტყუპები, ღმერთი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters