მიუწვდომელი, ფერდაკარგული, სახე გამკრთალი, თვალებჩაცვენილი, შორი–შორს და სწრაფად დგამდა ნაბიჯებს. თითქოს ეჩქარებოდეს სადმე... ჩემი აზრით, მეტად ჩაფიქრებული და გულჩათხრობილი გამოიყურებოდა გოგონა, მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ.... არადა მე მის ასაკში რა ლაღი ვიყავი...
მიდიოდა და თითქოს თან მიჰქონდა მთელი სამყარო... გარშემომყოფებიც მიჰყავდა თავის კარჩაკეტილ სასახლეში... კარი ისე იყო ჩაკეტილი რომ მეეჭვება ამ სიფრიფანა და ფერგამკრთალმა თითებმა მოახერხონ მისი გახსნა...
ცოტა მოშორებით მიდიოდა კაცი... მისი შემხედვარე წყლით სავსე ადუღებული მყვირალა ჩაიდნის ასოციაცია შემექემნა... ნეტავი თუ გაუღებს კარს... და გავიფიქრე... ეს ნეტავ მე შემეძლოს იმ კარის გაღება მეთქი... და სინანულით შევხედე მას...
გოგონა გაზაფხულს ვამსგავსე, სწორედ რომ გაზაფხულს... ხან მოწყენილი მიდიოდა ხან კი მატყუარა ღიმილი დასთამაშებდა მის ბაგეებს ... ოდნავ აწითლებულ ლოყებს გაწევ–გამოწევდა და ამით მთავრდებოდა ყველაფერი...
მე ვფიქრობ რომ გოგონა ისე იყო გართული ფიქრებში რომ სულაც არ აინტერესებდა დროის წინ სვლა, ასე მგონია მას ეს უკუსვლადაც მიაჩნდა.... მე მივდევდი აჩრდილივით და თვალს არ ვაშორებდი... თითქოს მის მეორე „მე“–დ მინდოდა ყოფნა. ასეთი საოცარი სურვილებით შებყრობილმა თვალებზე თითები მივიფარე, თითქოს ამით წავშლიდი ჩემს ფიქრებსა და აზრებს, ჩემს სურვილებს ხაზს გადავუსვამდი...
გაინთერესებთ რა გავიფიქრე?! ხოო სწორედაც რომ გავიფიქრე... მოვინდომე მისი დაკეტილი კარის გაღება, თითქოს გასაღები უკვე ხელში მეჭირა... ამ ფიქრებში გართულს სულ დამავიწყდა, საით წავიდა... დავკარგე თითქოს ის ფერდაკარგული გოგონა. მივიხედ–მოვიხედე და დავინახე... ან როგორ გამოეპარებოდა ჩემს ძებნაში გამოცდილ თვალებს მისი წვრილი და ოდნავ უსწორ–მასწორო ფეხები... რომ დავინახე ღიმილი არ მომშორდა სახეზე... მივსდევდი და ვიღიმოდი ღკუანაკლული იდიოტივით...
ეს არაფერი... მინდოდა შევხებოდი ... მისი პატარა ხელი ჩემს ხელს ჩასჭიდებოდა და მიმეცა მისთვის ნანატრი კარის გასაღები, ან მე თვითონ გამეღო კარი მისთვის...
მივედი... ხელი ჩავკიდე და მივიყვანე ნანატრ კართან... მოვარგე გასაღები... ორჯერ გადავატრიალე და კარიც გაიღო...
სწორედ ასეთ ღიმილს ვნატრობდი... ბედნიერს, შეუცვლელს, დაუსაბამოს... ციდან კიდევ სამ მეტრზე რომ ამიყვანდა თითქოს ზევით... მისი სახე ისე ბრწყინავდა როგორც ბრილიანტი მზის სხივების დანახვისას... თუმცა უკვე გვიანი იყო... ოცნებები და ჩემი ფიქრები ყოფილა მხოლოდ, ეს რეალობა....
რამდენი რამ შეუძლია ადამიანის ფიქრს... გოგონა, სახეგამკრთალი, უსწორ–მასწორო ფეხებით, ჩემი ფიქრებიდან... გაუცინარი და ჯელტმენი, ვითომდა სიყვარულისათვის თავდადებული პიროვნება , მის მეორე „მე“–დ მყოფი არსება ანუ მე, ეს ყველაფერი გამოვიგონე.... თუმცა არ ვნანობ
ხომ გავუღე კარი... ხომ ვიყავი ერთი გულიდან წამოსული ღიმილის აზრი და მიზეზი... ესეც მეყოფა სასიცოცხლოდ სანამ სულს განვუტევებდე...
ნინო გოგილაშვილი კულულა
ასე მგონია, ყოველთვის შეძლებ გააღო კარი და მოიყვანო გაზაფხული... ფიქრებს მიღმაც... მთავარია მონდომება... :)
რათქმაუნდა
ჰოდა წარმატებები მუდამ გაზაფხულში :)
გაიხარე....
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია