ამბავს, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, დიდხელმწიფე ნაბუქაბარაყსა და მის დიად პრინცესას სწორედ იმ დროს ვუამბე, როცა მათ მცველებს უცხო ქვეყნის ამბავთმეზღაპრე ტყუილზე დაეჭირათ და სიკვდილმისჯილს სულთაგასაყარ ბნელ კვარცხლბეკზე ცხვირწინ თოკს უქანავებდნენ.
ვიწყებ თხრობას და თქვენც ყურადღებით მომისმინეთ ჩემო მეგობრებო!
"ცის მყარს ზემოთ, არშნის სასახლის ღრუბელთმდელოზე, სამყაროს ჯადოქრებსა და მუცლით მეზღაპრეებს მოეყარათ თავი. ბჭობა ჰქონდათ თუ რომელი ზღაპრით ან რომელი სასწაულით გაეკვირვებინათ სამყაროს მაცხოვრებლები.
  თვით დიადი არშნი,მზის გვირგვინით თავდამშვენებული, გალაქტიკათა ტახტზე მეფურად გაბრწყინებული, ცივი თვალებით დაჰყურებდა დარბაზობას. დიადი იყო უზენაესი და მიუკერძოებელი.
ეს არცთუ უბრალო დარბაზობა გახლდათ. ეპოქის მთლიანობას ახალი რტო წამოზრდოდა და მოლეკულასავით ლამობდა გახლეჩვას. რაც ნიშნავდა, რომ ძველ და ახალ ერად იყოფოდა ოდეს ყველასთვის მარადიული.
  მარად უცვლელი სიმშვიდეც დღეს დაძაბულიყო და ისიც ეპოქათა ცვლას შეშფოთებით გასცქეროდა. თვით არშნიც ღელვას მოეცვა, რადგან მის გრძნეულ უზენაესობაშიც შეეღწია არსთა ცვალებადობას.
მთელი დარბაზი უზენაესს შეცქეროდა.
წამოიმართა დიადი არშნიც. ელვისკვერთხსდაყრდნობილმა მზის გვირგვინი შეისწორა და ჭექაქუხილის ხმით დარბაზს მიმართა:
-ჟამმა გაიმარჯვა, მოწვეულებო! დრო სივრცეში გაიყო და ოდეს მარადიული დღეს შუაზე გაიხლიჩა! დროთა გამყოფად ჩემს გვირგვინს ვდებ ციურ კიდეზე. რაც აქამდე იყო მას "ძველი" დაერქმევა, ხოლო რაც მის შემდეგ მოხდება - "ახალი"!
შიშით ცახცახებდა დარბაზი სიახლის წინაშე. მხოლოდ "ახალი" ხარობდა ახლის გაგებით.
-მარადიულობამ დროს ვერ გაუძლო! - განაგრძობდა დიადი არშნი. -"ახალმა" რეალობის წინაშე დაგვაყენა, ის აღმოცენდა! ოდეს სიციცხლემ მარადიულმა ახალი შობა! ამით სხვა ყველაფერი დააძველა! ხოლო რაც ძველია ახლოა გაქრობასთან, ამ გაქრობას კი "სიკვდილს" დავარქმევ! მხოლოდ "ახალს" ემახსოვრება "ძველი", "ძველს" კი - აღარაფერი!
შიშს აყოლილი ერთიანად ცახცახებდა მთელი დაბაზი, მხოლოდ "ახალი" ხარობდა.
-ვინ არის მომხრე განვასხვაოთ ძველი ახლისგან?
-როგორც იყო დარჩეს ყველაფერი ისე, უზენაესო! -სასოწარკვეთით ძლივს ამოილუღლუღეს შიშსაყოლილებმა.
-პაექრობას გამოვაცხადებ! - ბრძანა დიადმა. - ძველის მომხრენო, დაუდექით "ახალს" პირისპირ და შეერკინეთ ოსტატობით გამობრძმედილნი.
სხვა რა გზა იყო, ასეთი იყო დიადი არშნის ნება და წინ ვინ აღუდგებოდა? ძველმა ოსტატებმა ყველასათვის ჩვეული ხერხით მრავალჯერ მოსმენილი და მრავალჯერ ნაცადი და ყველასათის კარგად ცნობილი "ძველი" გაიმეორეს, თუმცა არცთუ უინტერესო, მაგრამ მაინც ძველი. ხოლო "ახალმა" ახალი სიტყვა თქვა, ახლებურად ნათქვამი და ჯერარნახულ-გაგონილი. და ხედავდა არშნი, რომ ახალმა აჯობა ძველს. დაინახა, რომ სიცოცხლის არსი ახალში გრძელდებოდა და საბოლოოდ გამოიტანა კიდეც განაჩენი..."
-ამას რატომ გვიყვებიო? - შემეკითხა დაბნეული იმპერატორი და გაბრაზებული თვალები ახლა ჩემს თვალებთან დააკვესა.
- ამას იმიტომ გიყვებით თქვენო უდიდებულესობავ, რომ რაც მკვდარია იმას მეორედ აღარ ჰკლავენ და ცოდვადაც არ იდებენ კისერზე-თქო, - ვუპასუხე სრულიად დამშვიდებულმა.
- მაშ, რა ვქნა? - მკითხა ისევ გაოცებულმა.
- გაუშვით თქვენო მოწყალებავ. ეგ ისედაც მკვდარია ხალხის თვალში, როგორც მატყუარა-მეზღაპრე და რა აზრი აქვს ისუნთქებს თუ არა? მისი გაშვებით არჩევანსაც დაუტოვებთ, იქნებ გონს მოეგოს, პროფესია შეიცვალოს და კეთილ გზას დაადგეს, იქნება მიხვდეს, რომ ზღაპარი მითიური სინამდვილეა და არაფერი აქვს საერთო ტყუილთან. თქვენ კი ამით ხალხის თვალში ამაღლდებით და მადლსაც დაიმკვიდრებთ მათ გულებში! - ვუპასუხე კვლავ აუღელვებლად.
- ჩაფიქრდა იმპერატორი. მის ჭკვიან თავში დინჯად აწონ-დაწონა ჩემი ნაამბობი, ჩემი რჩევა. მიხვდა რომ მასაც უნდა ეღალატნა ძველი ტრადიციებისთვის და სხვისი აზრიც გაეთვალისწინებინა. ეს ახალი იყო მისთვის... შემდეგ ერთიც ოდნავშესამჩნევი მედიდური ღიმილით გადმომხედა და მეფური რიხით შეწყალების ბრძანება გასცა. იმ წუთში თითქოს ვიღაც ცად გადმომდგარიყო და მთელს სამყაროს ჭკუას გვარიგებდა:
-დაიმახსოვრეთ, სულიერნო! ყოველივე ახალს ძველის განაჩენი გამოაქვს. დღევანდელი დღე გუშინდელს აძველებს, ხვალ კი ესეც ძველი იქნება.
დააფასეთ ძველი, გახსოვდეთ, მაგრამ ნუ გამოეკიდებით.
ამ სიზმარში ვიყავი, რომ გარედან მერახათლუხუმმეფინიკმეშაქარყინულე მასხართვაჭროს ხმამ გამომაღვიძა:
- აბა რახათლუხუმიიიიიიიიი! ფინიკიიიიიიიიიიიიი! შაქარყინულიიიიიიიიიიიი!
იმ წამს წამოვხტი, აივანს მივაწყდი და ერთგორგოლაჭიან მაღალ ველოსიპედზე შემოსკუპებულ მასხარვაჭროს გადავძახე:
-შაქარყინული რა ღირს მასხარვაჭროვ?
-ხუთი ფინიკი ცხვირკაუჭავ!
-რახათლუხუმი?
-ერთი შაქარყინული და ათი ფინიკი.
-ფინიკი რაღა ღირს?
-ფინიკს შენს კეთილ სიზმარში გაგიცვლი მეგობარო! ღირს შენი სიზმარი მთელი ჩემი ფინიკის ფასად!
უცებ დავიბენი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მასხარვაჭრო გულთამხილველიც იყო და მოუთხრობლად შეეძლო ყველა ამბის ამოცნობა. მივხვდი, რომ კარგი სიზმარი მენახა, რადგან თუ ეს ძუნჭი ვაჭარი ამ სიზმარში მთელს მის ფინიკს ჩამოდიოდა, ღირდა მეც დავფიქრებულიყავი ამ სიზმარზე და ძველი ახლით შემეცვალა ...

ნახვა: 298

ტეგები: პ.ტ.ზღაპრები-იგავარაკები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters