პაატა ტეტუნაშვილი'ს ბლოგი (14)

გამარჯობა დედამიწა

      საბავშვო შემეცნებითი კინო-სერიალი: "გამარჯობა დედამიწა" უკვე რამდენიმე წელია ინტერნეტში ტრიალებს და ასევე გადაიცემა GMC-TV-ს საშუალებით. "გამარჯობა დედამიწა" ჩვენი პატარების საყვარელ სერიალად იქცა. მშობლებისა და ბავშვების საერთო არჩევანი უყურონ ძალიან სასიამოვნო ფილმებს და მიიღონ განათლება.

      კინო-სერიალი PSF Studio-ს შექმნილია. იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია პაატა ტეტუნაშვილი.…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2016 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ძველი და ახალი



  ამბავს, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, დიდხელმწიფე ნაბუქაბარაყსა და მის დიად პრინცესას სწორედ იმ დროს ვუამბე, როცა მათ მცველებს უცხო ქვეყნის ამბავთმეზღაპრე ტყუილზე დაეჭირათ და სიკვდილმისჯილს სულთაგასაყარ ბნელ კვარცხლბეკზე ცხვირწინ თოკს უქანავებდნენ.

ვიწყებ თხრობას და თქვენც ყურადღებით მომისმინეთ ჩემო მეგობრებო!

"ცის მყარს ზემოთ, არშნის სასახლის ღრუბელთმდელოზე, სამყაროს ჯადოქრებსა და…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაკიდულ ბაღებში

მასხარები

VII თავი

დიდის ამბით შევუერთდით ხელმწიფის თანმხლებ ამალას, თუმცა არც მეფეს და არც დედოფალს ზედ არ შემოუხედავთ. თითქოს, არც უგრძვნიათ ჩვენი იქ გამოჩენა, ისინი მედიდური კდემამოსილებით თავაწეულნი მიიწევდნენ საოცრებად ქცეული ბაღებისაკენ, რომელიც დიად ხელმწიფეს გრძნეული ჯადოქრების ხელით აეგო და საგულდაგულოდ ებოძებინა თავისი დედოფლისათვის.

იარუსებად ზე ატყორცნილ ბაღთა სავანეს ვიწრო,…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მრავალწერტილები

მასხარები

VI თავი

როგორც ყოველთვის ოთახში ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გასაოცარი, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი გარემო დამხვდა.

ყურებდიდა ცალ ხელზე შემდგარიყო, მეორე ხელი კეფაზე შემოედო, ფეხები მაღლა აეშვირა და ისე ეძინა.

ნიკაპგრძელასაც ბეწვის ხიდივით წელში გაზნექილს, ფეხის ტერფებითა და ხელის მტევნებით ჭაღს ჩაჭიდებულს ნიკაპი ჩამოვარდნოდა და ისე…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2014 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შეხვედრა გიჟთან.

-ვინ ხარ?

- გიჟი ვარ!

- რა გქვია?

-უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.

-მაინც რატომ გეძახიან გიჟს?

-ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.

- გიჟს მაგისთვის გეძახიან?

-ჰო, ალბათ.

-საიდან…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2014 წელი. 12:00am — 7 კომენტარი
________________

მასხარას უბის წიგნაკიდან

      ეს ამბავი ორი თუ სამი ასწლეული წლის წინ მოხდა, (ზუსტად აღარ მახსოვს) მალაიზიის ხელმწიფემ შემომითვალა საახალწლოდ მეკვლედ ვწვეოდი. მეც სიხარულით დავთანხმდი.

      ჩემს ჯამბაზურ ხურჯინში ჩავილაგე რახათლუხუმი, ფინიკი, ბლომად შაქარყინული, ვკარი ფეხი მთვარის წვეტოებზე მასხარნანოს ნაწნავებით გაკიდულ ჩვენს მშობლიურ ქოხს, გავაქანავე, ავხტი ვარსკვლავებზე და ასე,ვარსკვლავ-ვარსკვლავ, მხიარული ღიღინათა და ხტუნვა-ყირამალებით გავუყევი გზას მალაიზიის ხელმწიფის სამეფოსაკენ მისი…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი ზღაპარი - პიესა (ბავშვებისთვის)

      ვიდრე ფარდა გაიხსნება ისმის მუსიკა, მუსიკის ფონზე მეზღაპრე იწყებს მოყოლას:

მეზღაპრე: იყო და არა იყო რა (ფარდა ნელნელა იხსნება. სცენაზე ჩნდებიან სიცივისაგან, შიმშილისაგან და სიბნელისაგან შეწუხებული და ატირებული ადამიანები) - იყო ერთი ქალაქი. ის ქალაქი ბოროტ დევს დაეპყრო და მოეჯადოვებინა. იქ გამუდმებით ციოდა, ბნელოდა... ირგვლივ მხოლოდ შიმშილი, ტირილი და გოდება გამეფებულიყო. დღითი–დღე იცლებოდა ქალაქი, - დღითი–დღე…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2014 წელი. 1:30pm — 1 კომენტარი
________________

ცით მოვლენილი ვარსკვლავთ-მხედარი

მასხარები

V თავი

რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სასახლეში დავბინავდით. საუკეთესო აპარტამენტებში ვცხოვრობდით. ხელმწიფის ბრძანებით არ გვაკლდა ფინიკი და ფახლავა, შაქარლამა და რახათ ლუხუმი. არც სამეჯლისო გართობა და ცხენებით ჯირითი მოგვკლებია, მაგრამ ყველაფერი სასახლის კანონებსა და სამეფო ეთიკეტებში იყო მოქცეული.

ტანსაცმელიც კი გამოგვიცვალეს. ჩვენი თავისუფალი სამოსის ნაცვლად მოტკეცილ…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2014 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

სინათლის ძალა (რიგგარეშე მბავი მასხარების ცხოვრებიდან)

. საგასტროლოდ წასულები, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, უდაბნოს გავლით,  ბნელეთის სამეფოს მივადექით.  საოცარი იყო ის სამეფო, უფრო ჯადოსნური.  

 გარედან ისეთი  მკვეთრი და კაშკაშა  საბურველი ჰქონდა შემოხვეული თვალს ჭრიდა ყველაფერს, თუმცა შიგნით ისე ბნელოდა, რომ  თვალთან თითის მიტანა გაგიჭირდებოდა კაცს.

ამიტომაც იმ ქვეყნის მაცხოვრებლები  თავის…
გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2013 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სასახლის კარზე

მასხარები

IV თავი

ჩვენი ეტლი სასახლეს მიუახლოვდა.

მოჭარბებულად დიდი იყო სამეფო კარი. ძვირფასი ქვებით ნაგები უზარმაზარი გალავანი სალტესავით შემორტყმოდა მწვანე გაზონებით, მოცეკვავე ფანტანებითა და იშვიათი ჯიშის მცენარეებით გაწყობილ გიგანტურ ეზოს, რომლის გულშიც ელვასავით ბრწყინავდა თვალ-მარგალიტით მოჭედილი სასახლე.

მისი კოშკები ცას სწვდებოდნენ. ყველაზე მაღალი კოშკის წვერზე ოქროსგან…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

სამეფო კარზე გადაბარგება

მასხარები

III თავი

დიდმა ხელმწიფემ საცხოვრებლად თავის სასახლე შემოგვთავაზა.

ორად გაიყო მასხარების ოჯახი. მამიკო და დედიკო სიხარულით ცას ეწივნენ. სულ აქეთ-იქით პროწიალობდნენ. ჩვენ კი დავნაღვლიანდით. მშობლიური, ჰაერში გამოკიდებული ქოხი ყველა სასახლეს გვერჩია. მაგრამ რას ვიზამდით?! დედიკო და მამიკო ხომ ჩვენი მშობლები იყვნენ და უნდა დაგვეჯერებინა. გადაწყდა და მეფის კარზე გადავედით…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 1:30pm — 4 კომენტარი
________________

მასხარები და ღვთის სამართალი

კიდევ ერთი ეპიზოდი მასხარების ცხოვრებიდან

ერთხელ, იქ, სადაც ზეციური მართლმსაჯულება ზეციური სამართლის თეთრ დარბაზებში მტყუან-მართლის გარჩევით იყო გართული, მე და ჩემი ძმები, ყურებდიდა და ნიკაპგრძელა მასხარები, ჩუმად შევიპარეთ და ღრუბელს ამოფარებულებმა თვალი მივადევნეთ ღვთის სიმართლით გაჯერებულ და განაჩენის გამოტანით გართულ ოცდაოთხ ნაფიც მსაჯულს, რომლებიც ვარსკვლავმხედრის ამაღლებულ ტახტის მისადგომებთან…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

უზენაესი და მასხართანგელოზი

რიგგარეშე მაბავი მასხარების ცხოვრებიდან

ჩემი დიდი ბაბუის და კიდევ მისი ბაბუის მთლად პირველი ბაბუა უზენაესის კარზე მასხართმოდგმის ანგელოზად ყოფილა თურმე განწესებული და ჩვენს ინტერესს იცავდა თავისი ანგელოზური მსახურებით.

როცა გადაუწყვეტია მის უზენაესობას გალაქტიკების შექმნა, დაუძახნია ბაბუასთვის და უკითხავს:

-მასხართანგელოზო, დედამიწის შექმნა მინდა და რას იტყვი ოთხკუთხედი ფორმა რომ…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2013 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

მასხარები

თავი I - გველის სიბრძნე

ჩვენ სამი ძმა ვართ, სამი მასხარა. მე ცხვირ-კაუჭა მასხარა ვარ. ჩემი მომდევნო ძმა ყურებ-დიდა მასხარაა. ხოლო, მესამე, ნაბოლარა ძმა კი - ნიკაპ-გრძელა მასხარა.

დღეს, ოდესღაც ქუჩის ჯამბაზები, საყოველთაოდ ცნობილ მასხარებად გადავიქეცით და თქვენ წამოიდგინეთ სამეფო სასახლეებშიც კი გვიწევს მასხარაობა.

ჩვენი მამა ჯამბაზი იყო. იცი რა მაგრად…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2013 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters