წერილი ეძღვნება ახალგაზრდა მემანქანეს, რომელიც მოსაწყენ სამუშაოს უჩივის
ჩივიხარ, რომ სამსახურმა თავი მოგაბეზრა. ყველა სხვა საქმიანობა უფრო საინტერესოდ გეჩვენება შფოთავ და ნაღვლობ, რომ უკეთესი ვერაფერი გამონახე. დიდხანს ვიფიქრე, ვიდრე კალამს ხელს მოვკიდებდი და შენს ჩივილს ვუპასუხებდი. ვცდილობდი, გონებით შენს მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი და შენი როლი შემესრულებინა. თავი შენს ადგილას წარმოვიდგინე, ლოკომოტივის კაბინაში, ძრავისა და თვლების გრუხუნში, გაოფლიანებული და გაჭვარტლული წინ ფხიზლად ვიყურებოდი, ჩემს უკან უამრავი ხალხი გამწკრივდა: მოხუცები, ბავშვებიანი მშობლები, დიპლომატები, სხვადასახვა ასაკის და პროფესიის ადამიანები. ისინი გარემოებათა გამო შეერთდნენ და ყოველიმათგანი ჩემზე იყო დამოკიდებული. ზოგიერთი მათგანი ურთიერთშორის საუბრობდა, სხვები საკუთარ ფიქრებში იყვნენ ჩაძირულნი, ყოველი მათგანი კი ფიქრით თავისი უკანასკნელი გაჩერებისკენისწრაფვოდა, მაგრამ იმ გაჩერებას მიაღწევს თუ არა, ეს ღმერთზე და ჩემზეა დამოკიდებული. მგზავრებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად არიან ჩემზე დამოკიდებული. ისინი ჩემზე არ ფიქრობენ, არც კი მიცნობენ. სწორედ ეს მახარებს. ხოლო როდესაც შემადგენლობა გასასვლელად უკვე მზად არის, ჩემს სანახავად არავინ მოსულა, არავის გაუცვნივარ. არავის უკითხავს:"ჩვენი მემანქანე შეშლილი, ნასვამი ან უსინთლო ხომ არა არის? მას ხომ ჩვენი სიცოცხლე ვანდეთ?"მსგავსი აზრი არავის მოსვლია, რაც განუზომლად მახარებს. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად მანდო მე - უცნობ ადამიანს, რომელიც მანქანის სიღრმეში ვარ მიმალული და ღმერთს სიხარულით ვმადლობ:
"დიდებულო და საკვირველო ღმერთო! გადიდებ, შენ, რომ სიცოცხლე, გონება და ესოდენ საპასუხისმგებლო საქმე მომეცი! შენ ისეთი საქმე მომანდე, რომელიც შენსას ძალიან ჰგავს. ღმერთო!შენც ხომ დაფარული, უხილავი და შეუცნობი ხარ? ქვეყნიერების მანქანას სულიწმინდის მეოხებითმართავ. შენი მანქანა უდიდესია, მგზავრები კი ურიცხვნი. შენ მთელი ქვეყნიერების საჭეთმპყრობელი ხარ. უამრავი მგზავრი შენზე არც კი ფიქრობს, შენი ყოფიერების საიდუმლოს არც კი უღრმავდებიან მაგრამ შენს მატარებელში ნდობით სხდებიან და მგზავრობენ: ეს განუზომლად უნდა გახარებდეს. შენ ხომ იცი შენი მგზავრები სად დაასვენო, სად დააპურო, ვინ სად გადმოსვა. სიმართლე რომ ითქვას, მათ არაჩვეულებრივი უკანასკნელი გაჩერების შესახებ არაფერი უწყიან, საითაც შენი საოცარი მატარებელი ისწრაფვის, მაგრამ ნდობით სხდებიან, ნდობით მიემგზავრებიან და მას ნდობითვე ტოვებენ. ისინი შენ - დაფარულს, უხილავს, შეუცნობს გენდობიან! ათას მადლობას და თაყვანისცემას გიძღვნი, ყოვლისმხილველსა და ყოვლისშემძლე შემოქმედს და მესაჭეს ჩემსას. ყოველი საშიშროების დროს, რომელიც ჩემს მატარებელს ემუქრება, მხოლოდ შენ შეგიძლია შემეწიო-ის უკანასკნელ გაჩერებამდე მივიყვანო და არც ერთი მგზავრი არ დავკარგო"
ჩემო ახალგაზრდა მეგობარო! ამაზე უკეთეს სამსახურს ეძებ? ნუთუ უკეთესი საქმე არსებობს? დაფიქრდი, როგორი საპასუხისმგებლო და საინტერესო სამსახური მოგანდო უფალმა , რის გამოც მუდამ უნდა მადლობდე განგებას.
ჯანმრთელი იყავ და უფალი გფარვდეს!
ვფიქრობ ძალიან კარგი სამოტივაციო წერილია და კარგი იქნება ყველა თუ გაითვალისწინებს და ამ თვალით შეხედავს. სამწუხარო ისაა, რომ მგზავრებში არა მათდამი მინდობილ ადამიანებს ხედავენ, არამედ მათ "სათრევ" ადამიანებს და ეს "თრევა" ჩაგვრად ესახებათ.
კარგად არის დანახული, ცოტა პათოსით მაგრამ კარგია :)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია