ყოველ მდიდარს განურჩევლად ბედნიერად ნუ მივიჩნევთ, ხოლო ღარიბთ ნუ დავამცრობთ, ნუ შეგვრცხვება ჩვენი ხელობისა და უპატიოდ მივიჩნიოთ არა სამსახური, არამედ მცონარება და უსაქმურობა. სამსახური რომ უპატიოება იყოს, წმინდა პავლე არ იმსახურებდა და მას განსაკუთრებულად არ შეაქებდა: „რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა." (1კორ, 9, 16, 18). ხელობა რომ უპატიოება იყოს, მაშინ ის არ გვამცნებდა, ვინც არ მუშაობს, ნურც ჭამსო (2თეს. 3, 10). უპატიოების მიზეზი მხოლოდ ცოდვაა. მას კი, როგორც წესი, მცონარება შობს, და არა მარტო ერთი, ორი ან სამი, არამედ ყოველი მანკიერება მისგან იშვება. ერთი ბრძენთაგანი ამიტომაც ბრძანებს და გვიჩვენებს რომ მცონარება ყოველი ცოდვის მასწავლებელია. მსახურთა შესახებ საუბარში ის ამბობს: "დაადგინე იგი საქმესა შინა, რათა არა უქმდეს" (ზირ. 33, 28). რაც ცხენისათვის არის ლაგამი, იგივეა ჩვენი ბუნებისათვის სამუშაო. სიზარმაცე სიკეთე რომ იყოს, მაშინ ნაყოფს დაუთესველი და დაუმუშავებელი მიწა აღმოაცენებდა. მაგრამ ის მსგავსს არაფერს იძლევა. ღმერთმა მიწას ოდესღაც უბრძანა ენაყოფიერა; მაგრამ ამჟამად ამას აღარ იქმს, არამედ ადამიანებს ამცნო ხარები უღელში შეაბან და მიაწ დახნან, დაკვალონ, თესლი ჩაყარონ და ვენახს, ხეხლის, თესლს, მრავალგვარი წესებით მოუარონ, რათა შრომამ მშრომელის გული ყოველგვარი ბოროტებისგან განაშოროს. დასაბამიდან, თავისი ძალა რომ ეჩვენებინა, ყოველივე ჩვენი ძალისხმევის გარეშე მოხდა: "აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაი" (დაბ. 1, 11) - უბრძანა მან და მყისვე ყოველივე აყვავდა. შემდეგ არა ასევე, მაგრამ ბრძანა, რომ მიწამ ჩვენი მონაწილეობით აღმოაცენოს, რათა იცოდე, რომ მან შრომა ჩვენივე სარგებლობისათვის და სიკეთისთვის დაუშვა. თუმცა სიტყვები, "ოფლითა პირისა შენისათა ჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3, 19) სასჯელსა და სატანჯველსა ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში შეგონება და განსწავლაა და ცოდვებით იღებული წყლულების კურნებაა. წმინდა მოციქული პავლე დღე და ღამე ამიტომ შრომობდა. ამას თვითონ ამბობს სიტყვებით: "მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." (1თეს. 2, 9). ის არა მხოლოდ სიამოვნებისა და სულიერი დასვენებისათვის შრომობდა, როგორც ძმათაგან მრავალნი იქცევიან, არამედ იმგვარი გულმოდგინებით იღვწოდა, რომ სხვებსაც შეეწეოდა "საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს." (საქ. 20, 34). ადამიანი, რომელიც ეშმაკებს იმორჩილებდა, მსოფლიო მოძღვარი, რომელსაც ყოველ ადამიანზე ზრუნვა მიენდო, თითოეული ეკლესიისთვის, ტომისთვის, ხალხისთვის და ქალაქებისთვის უდიდესი გულმოდგინებით იღვწოდა, დღე და ღამე მუშაობდა და არ ისვენებდა; ჩვენ კი, რომელთაც მისი საზრუნავის ცირე ნაწილიც კი არ გვაქვს, მსგავსი რამ გონებითაც ვერ წარმოგვიდგენია, ცხოვრებას მცონარებაში ვატარებთ. მიპასუხე, რით გავმართლდებით, ან როგორ მოგვეტევება? ბოროტება იმის გამო გამრავლდა, რომ მრავალთ უდიდეს ღირსებად მიაჩნიათ - ხელობის მიხედვით არ იმუშაონ და უკიდურესად რცხვენიათ - საქმის ცოდნა გამოავლინონ. წმინდა პავლეს კი არ რცხვენოდა ერთ ხელში დანა სჭეროდა და ტყავები შეეკერა, და თან წარჩინებულ ადამიანებთან ესაუბრა, პირიქით, ათასობით წარჩინებული და ცნობილი ადამიანის წინაშე, რომლებიც მასთან მოდიოდნენ, თავსაც იქებდა და ამის კეთება არა თ არ ეთაკილებოდა, ავისი ხელობის შესახებ ეპისტოლეებში, როგორც სპილენძის სვეტზე, აცხადებდა. ამდენად, რაც თავიდან ისწავლა, შემდგომშიც იმ საქმიანობას მისდევდა, მას შემდეგ, რაც მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, აღყვანილ იქნა სამოთხეში და ღმერთისგან გამოუთქმელი სიტყვები ესმა. ჩვენ კი, უღირსნი მისი ტერფის შეხებისა, იმის გვრცხვენია, რითიც ის იქებოდა. ყოველდღიურად ვცოდავთ, და ეს უღირსებად არ მიგვაჩნია. ხოლო პატიოსან შრომას გავურბივართ, როგორც რაღაც დასაცინსა და სამარცხვინოს. მითხარი, ხსნის იმედი როგორ უნდა გვქონდეს? დარცხვენილს ცოდვის ჩაენის უნდა რცხვენოდეს - რომ ღმერთი არ განარისხოს და რაიმე უჯერო არ ჩაიდინოს, ხოლო ხელობითა და შრომით უნდა ვიქებოდეთ კიდეც. რამეთუ სამუშაოს შესრულების ჟამს წამხთარ გულისთქმებსაც ადვილად გავდევნით, გაჭირვებულებსაც შევეწევით, არც სხვისი სახლის ზღურბლთან დავდგებით და ქრისტეს სჯულსაც აღვასრულებთ, რომელიც ამბობს: "ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა" (საქ. 20, 35). ხელები სწორედ იმისთვის გვაქვს, რომ თავიც ვირჩინოთ და უმწეოთაც შეძლებისდაგვარად შევეწიოთ. ამგვარად, თუკი ვინმე მცონარებით ცხოვრობს, თუნდაც სხეულით აჯნმრთელი იყოს, ხურვებიანზე უფრო უბედურია. იმათ ავადმყოფობის გამო ეპატიებათ და თანაგრძნობასაც იმსახურებენ; ესენი კი, თავიანთ ჯანმრთელობას არცხვენენ და სიძულვილსაც სამართლიანად მოიწევენ, როგორც ღმერთის კანონთა დამარღვეველნი, უძლურთა ტრაპეზის მომკლებელნი და სულის წამხდენელნი. ბოროტება არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ საკუტარი შრომის ნაყოფით გამოკვების ნაცვლად, სხვა აწუხებდნენ მათხოვრობით, არამედ იმაშიც, რომ ყველაზე უარესნი შეიქმნენ. არაფერი, ჭეშმარიტად არაფერია ამქვეყნად ისეთი, რომელიც უმოქმედობით არ წახდება. დამდგარი წყალი ლპობას იწყებს, ხოლო გამდინარე კეთილ თვისებებს ინარჩუნებს. რკინაც, თუკი უმოქმედოდ ძევს, ჟანგდება და ფუჭდება, ხოლო მოქმედი კიდევ უფრო მტკიცდება და მშვენდება, ბრწყინავს, როგორც ვერცხლი. მიტოვებული მიწაც, როგორც ყველასთვის ცხადია, კარგს არაფერს აღმოაცენებს, მხოლოდ სარეველა ბალახს, ეკალსა და კუროსთავს და უნაყოფო ხეებს, ხოლო დამუშავებული უამრავ ნაყოფს იძლევა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყოველი არსება უმოქმედობით წახდება, ხოლო მისთვის ჩვეული საქმიანობით სასარგებლო შეიქმნება. ამგვარად, ვიცით რაოდენი გვევნება უსაქმურობით და რაოდენ სასარგებლოა საქმიანობა, პირველი განვაგდოთ, ხოლო მეორეს ხელი მივყოთ, რათა ამქვეყნიური ცხოვრებაც კეთილად გავატაროთ, ჩვენი დანაზოგიდან უპოვართაც განვუსვენოთ და სრუვყოფთ რა სულს ამგვარად, მარადიულ სიკეთეს მივემთხვიოთ.
იოანე ოქროპირი
წიგნიდან: "ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა"
თბილისი, 2007
ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ოქროპირი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•