მცონარება და საქმიანობა

activities, darigebani, idleness, ioane oqropiri, job, john chrysostom, john_chrysostom, mconareba, pavle, qwelly, saqmianoba, shroma, დალოცვა, დარიგებანი, ეპისტოლე, იოანე ოქროპირი, მეკარვე, მეკარვეობა, მეპრატაკე, მეპრატაკეობა, მიწის დამუშავება, მცონარება, პავლე, პავლე მოციქული, საქმე მოციქულთა, საქმიანობა, უნაყოფობა, უსაქმურობა, ქველი, შრომა, ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა

      ყოველ მდიდარს განურჩევლად ბედნიერად ნუ მივიჩნევთ, ხოლო ღარიბთ ნუ დავამცრობთ, ნუ შეგვრცხვება ჩვენი ხელობისა და უპატიოდ მივიჩნიოთ არა სამსახური, არამედ მცონარება და უსაქმურობა. სამსახური რომ უპატიოება იყოს, წმინდა პავლე არ იმსახურებდა და მას განსაკუთრებულად არ შეაქებდა: „რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა." (1კორ, 9, 16, 18). ხელობა რომ უპატიოება იყოს, მაშინ ის არ გვამცნებდა, ვინც არ მუშაობს, ნურც ჭამსო (2თეს. 3, 10). უპატიოების მიზეზი მხოლოდ ცოდვაა. მას კი, როგორც წესი, მცონარება შობს, და არა მარტო ერთი, ორი ან სამი, არამედ ყოველი მანკიერება მისგან იშვება. ერთი ბრძენთაგანი ამიტომაც ბრძანებს და გვიჩვენებს რომ მცონარება ყოველი ცოდვის მასწავლებელია. მსახურთა შესახებ საუბარში ის ამბობს: "დაადგინე იგი საქმესა შინა, რათა არა უქმდეს" (ზირ. 33, 28). რაც ცხენისათვის არის ლაგამი, იგივეა ჩვენი ბუნებისათვის სამუშაო. სიზარმაცე სიკეთე რომ იყოს, მაშინ ნაყოფს დაუთესველი და დაუმუშავებელი მიწა აღმოაცენებდა. მაგრამ ის მსგავსს არაფერს იძლევა. ღმერთმა მიწას ოდესღაც უბრძანა ენაყოფიერა; მაგრამ ამჟამად ამას აღარ იქმს, არამედ ადამიანებს ამცნო ხარები უღელში შეაბან და მიაწ დახნან, დაკვალონ, თესლი ჩაყარონ და ვენახს, ხეხლის, თესლს, მრავალგვარი წესებით მოუარონ, რათა შრომამ მშრომელის გული ყოველგვარი ბოროტებისგან განაშოროს. დასაბამიდან, თავისი ძალა რომ ეჩვენებინა, ყოველივე ჩვენი ძალისხმევის გარეშე მოხდა: "აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაი" (დაბ. 1, 11) - უბრძანა მან და მყისვე ყოველივე აყვავდა. შემდეგ არა ასევე, მაგრამ ბრძანა, რომ მიწამ ჩვენი მონაწილეობით აღმოაცენოს, რათა იცოდე, რომ მან შრომა ჩვენივე სარგებლობისათვის და სიკეთისთვის დაუშვა. თუმცა სიტყვები, "ოფლითა პირისა შენისათა ჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3, 19) სასჯელსა და სატანჯველსა ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში შეგონება და განსწავლაა და ცოდვებით იღებული წყლულების კურნებაა. წმინდა მოციქული პავლე დღე და ღამე ამიტომ შრომობდა. ამას თვითონ ამბობს სიტყვებით: "მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." (1თეს. 2, 9). ის არა მხოლოდ სიამოვნებისა და სულიერი დასვენებისათვის შრომობდა, როგორც ძმათაგან მრავალნი იქცევიან, არამედ იმგვარი გულმოდგინებით იღვწოდა, რომ სხვებსაც შეეწეოდა "საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს." (საქ. 20, 34). ადამიანი, რომელიც ეშმაკებს იმორჩილებდა, მსოფლიო მოძღვარი, რომელსაც ყოველ ადამიანზე ზრუნვა მიენდო, თითოეული ეკლესიისთვის, ტომისთვის, ხალხისთვის და ქალაქებისთვის უდიდესი გულმოდგინებით იღვწოდა, დღე და ღამე მუშაობდა და არ ისვენებდა; ჩვენ კი, რომელთაც მისი საზრუნავის ცირე ნაწილიც კი არ გვაქვს, მსგავსი რამ გონებითაც ვერ წარმოგვიდგენია, ცხოვრებას მცონარებაში ვატარებთ. მიპასუხე, რით გავმართლდებით, ან როგორ მოგვეტევება? ბოროტება იმის გამო გამრავლდა, რომ მრავალთ უდიდეს ღირსებად მიაჩნიათ - ხელობის მიხედვით არ იმუშაონ და უკიდურესად რცხვენიათ - საქმის ცოდნა გამოავლინონ. წმინდა პავლეს კი არ რცხვენოდა ერთ ხელში დანა სჭეროდა და ტყავები შეეკერა, და თან წარჩინებულ ადამიანებთან ესაუბრა, პირიქით, ათასობით წარჩინებული და ცნობილი ადამიანის წინაშე, რომლებიც მასთან მოდიოდნენ, თავსაც იქებდა და ამის კეთება არა თ არ ეთაკილებოდა, ავისი ხელობის შესახებ ეპისტოლეებში, როგორც სპილენძის სვეტზე, აცხადებდა. ამდენად, რაც თავიდან ისწავლა, შემდგომშიც იმ საქმიანობას მისდევდა, მას შემდეგ, რაც მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, აღყვანილ იქნა სამოთხეში და ღმერთისგან გამოუთქმელი სიტყვები ესმა. ჩვენ კი, უღირსნი მისი ტერფის შეხებისა, იმის გვრცხვენია, რითიც ის იქებოდა. ყოველდღიურად ვცოდავთ, და ეს უღირსებად არ მიგვაჩნია. ხოლო პატიოსან შრომას გავურბივართ, როგორც რაღაც დასაცინსა და სამარცხვინოს. მითხარი, ხსნის იმედი როგორ უნდა გვქონდეს? დარცხვენილს ცოდვის ჩაენის უნდა რცხვენოდეს - რომ ღმერთი არ განარისხოს და რაიმე უჯერო არ ჩაიდინოს, ხოლო ხელობითა და შრომით უნდა ვიქებოდეთ კიდეც. რამეთუ სამუშაოს შესრულების ჟამს წამხთარ გულისთქმებსაც ადვილად გავდევნით, გაჭირვებულებსაც შევეწევით, არც სხვისი სახლის ზღურბლთან დავდგებით და ქრისტეს სჯულსაც აღვასრულებთ, რომელიც ამბობს: "ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა" (საქ. 20, 35). ხელები სწორედ იმისთვის გვაქვს, რომ თავიც ვირჩინოთ და უმწეოთაც შეძლებისდაგვარად შევეწიოთ. ამგვარად, თუკი ვინმე მცონარებით ცხოვრობს, თუნდაც სხეულით აჯნმრთელი იყოს, ხურვებიანზე უფრო უბედურია. იმათ ავადმყოფობის გამო ეპატიებათ და თანაგრძნობასაც იმსახურებენ; ესენი კი, თავიანთ ჯანმრთელობას არცხვენენ და სიძულვილსაც სამართლიანად მოიწევენ, როგორც ღმერთის კანონთა დამარღვეველნი, უძლურთა ტრაპეზის მომკლებელნი და სულის წამხდენელნი. ბოროტება არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ საკუტარი შრომის ნაყოფით გამოკვების ნაცვლად, სხვა აწუხებდნენ მათხოვრობით, არამედ იმაშიც, რომ ყველაზე უარესნი შეიქმნენ. არაფერი, ჭეშმარიტად არაფერია ამქვეყნად ისეთი, რომელიც უმოქმედობით არ წახდება. დამდგარი წყალი ლპობას იწყებს, ხოლო გამდინარე კეთილ თვისებებს ინარჩუნებს. რკინაც, თუკი უმოქმედოდ ძევს, ჟანგდება და ფუჭდება, ხოლო მოქმედი კიდევ უფრო მტკიცდება და მშვენდება, ბრწყინავს, როგორც ვერცხლი. მიტოვებული მიწაც, როგორც ყველასთვის ცხადია, კარგს არაფერს აღმოაცენებს, მხოლოდ სარეველა ბალახს, ეკალსა და კუროსთავს და უნაყოფო ხეებს, ხოლო დამუშავებული უამრავ ნაყოფს იძლევა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყოველი არსება უმოქმედობით წახდება, ხოლო მისთვის ჩვეული საქმიანობით სასარგებლო შეიქმნება. ამგვარად, ვიცით რაოდენი გვევნება უსაქმურობით და რაოდენ სასარგებლოა საქმიანობა, პირველი განვაგდოთ, ხოლო მეორეს ხელი მივყოთ, რათა ამქვეყნიური ცხოვრებაც კეთილად გავატაროთ, ჩვენი დანაზოგიდან უპოვართაც განვუსვენოთ და სრუვყოფთ რა სულს ამგვარად, მარადიულ სიკეთეს მივემთხვიოთ.

იოანე ოქროპირი

წიგნიდან: "ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა"
თბილისი, 2007

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ოქროპირი, ქველი

ნახვა: 556

გამოხმაურებები!

ორი კურდღელი :დ :დ ♥

ჰო ლიკუნაკუნა, ვიდრე სრული სახით განთავსდება ნაშრომი ჯერ ეს იყოს )) 

ლიკა_მ თქვა:

ორი კურდღელი :დ :დ ♥

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Enhance your Memory Abilities:.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 12:09am 0 კომენტარი

Ever neglect the place you parked your automotive or draw a blank on a reputation you simply discovered? Don't be concerned-it happens to everybody.The good news? Memory Wave isn't a fixed reward you're born with; it's a skill you can enhance.Whether you are learning for…

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters