შემდეგი მომხსენებელი იქნება სურვილების ეშმაკი.

Qwelly, christianity, wishes, არიმანი, ბედნიერება, ბელზებული, კეთილი_სურვილები, ორმუზდი, სარწმუნოება, სურვილები, სურვილების აღსრულება, სურვილების_ეშმაკი, ქრისტიანობა, ღირებულებები, შეკრებები ჯოჯოხეთში

 - მოახსენე თავად ბელზებულს, რა ხდება შენს სამინისტროში? - ომახიანად კი დაიწყო, მაგრამ უცბად შეეცვალა ხმა ვასილისკოს, რადგან კათედრა უნდა დაეთმო ყველაზე მომხიბლავი ეშმაკუნასათვის, რომელიც თვალის ერთი ჩაპაჭუნებითაც კი სურვილების მთელს კორიანტელს დააყენებდა გონებაში. რაღა დაგიმალოთ და თვით ბელზებულსაც კი ეშინოდა მისი.

 - თავადო, როგორც მჩვევია ხოლმე, ჩემი სამინისტრო ყველა სხვაზე უკეთ ფუნქციონირებს. - მეტისმეტი სინაზით დაიწყო ეშმაკუნამ - სურვილების ასრულება ხომ ყოველი ადამიანის ცხოვრების ძირითადი გეგმაა?! შესაბამისად, ბიუჯეტში შემოტანილი ჩემი წვლილი ცოცხალი სულების რაოდენობისა, აგერ უკვე მრავალი საუკუნეა ყველა სხვა სამინისტროს წვლილს ასობით და ათასობით აღემატება.

 - ჰო, მაგრამ ჩვენი ამონაცა ხომ ის არის, თავად აირჩიონ ადამიანებმა სურვილების ასრულება და არა თქვენ იყოთ ინსპირატორი, ამ ამბავში კი გვქონდა პრობლემები როგორც მახსოვს! - შეაწყვეტინა ბელზებულმა -  ნუ გავიწყდებათ სამართლებრივად უნდა ვიმოქმედოთ და ადამიანთა წინაშე მართალნი უნდა ვიყოთ. არჩევანი მათი გასაკეთებელია.

 - იყო პერიოდი, როდესაც ორმუზდისა და არიმანის დაპირისპირებაში "სურვილების აღსრულება" ბოროტებად ითვლებოდა და ბოროტთა დემონის ქვეშ გვაერთიანებდნენ, მაგრამ ვიღას ახსოვს ახლა ეგ? აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ადამიანებს სულ 'კარგი' სურვილები აწუხებთ, უკეთესი სამყარო, კეთილშობილებით სავსე საზოგადოება, უკეთესი ცხოვრება და მისთანები.

 - ეგ სურვილები ყოველთვის იყო.

 - კი, მაგრამ დავიწყების ეშმაკს ბევრი რამ შეუძლია და ხშირად მეხმარება ხოლმე ერთი წარსული, სხვაგვარ წარსულად დახატოს.

 - სხვა რამ წინსვლა არ გაქვთ?

 - საქმე ისაა, რომ უნიკალური ფორმულა მოვიფიქრეთ. ადამიანები ისწრაფვიან ბედნიერებისკენ და ყველაფერს აკეთბენ ბედნიერებისთვის. როგორც სხვა დროსაც და სხვა მიმართლებით მოვქცეულვართ, აქაც ბედნიერება დავარქვით სხვა რამეს, კონკრეტულად კი სურვილების ასრულებას. ამიერიდან ადამიანებს არ სურთ ბედნიერება, მათ უნდათ რომ იყვნენ ისეთები, როგორიც მათ უნდათ, და ამას ეძახიან ბედნიერებას.

      წუთით გაჩუმდა ყველა. ბელზებულს ელოდნენ. 

 - შესანიშნავი მოფიქრებაა. - გაუხარდა ბელზებულს - მათ კარგი უნდათ საკუთარი თავისთვის, საკუთარ სურვილებზე კარგი კი რა უნდა იყოს? ბედნიერება = სურვილების ასრულებას და ყველანი ჩემთან მოდიან. დიდებულია, გამაოგნებელია, აღფროვანებული ვარ!

 - კიდევ გამახარებთ რაიმეთი? - ბელზებულს უკვე აღძროდა სურვილების ეშმაკისთვის თავმოწონების სურვილი და ამას იდენად მოეცვა მისი გონება, სურდა რაც შეიძლება მეტი ესაუბრა ამ თვალწარმტაც ეშმაკუნას.

 - თავადო, მე და ამპარტავნების ეშმაკმა, მეორე კაცმა თქვენს სამფლობელოში, რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტია შემოსავლების მხრივ, გაერთიანება გადავწყვიტეთ და საერთო გეგმაზე დავიწყეთ მუშაობა.

 - რა გეგმაა?

 - მორწმუნეების სურვილები, იყვნენ უფრო მორწმუნენი და სულიერად წარმატებულნი, წინ წასულნი.

 - თქვენ ჩვენთვის მუშაობთ თუ შეიცვალეთ ბატონი? - ირონიით დაეკითხა მამამთავარი.

 - სამწუხაროდ, არავის ძალუძს ორთა უფალთა მონება, ხომ გსმენიათ? ამიტომ კვლავ თქვენთან ვრჩებით უფრო მეტი შემართებით.

 - ეშმაკუნა, ძალიან ბევრს ხომ არ საუბრობთ, თქვით კონკრეტულად. - ჩაერია ვასილისკო.

 - ბოლო ხანებში ასეთი ამბავია საქრისტიანოში: "მარტო საჭმლის აკრძალვას რა აზრი აქვს თუ გულით არ იმარხულე? მარტო სიტყვების ბრახ-ბრუხს რა აზრი აქვს, თუ აზრი არ გამოიტანე ლოცვიდან? ზიარებას რა აზრი აქვს თუ გულით არ გწამს?"

 - მერედა, ეგ ყველაფერი ხომ მართალია? - ეჭვით უცქერდა ბელზებული.

 - დიახ! სწორადაც რომ მართალია, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი შედეგებია? შედეგი კი ნამდვილად სახარბიელოა - მარხვაც პირობითიაო და აღარ მარხულობენ, ლოცვის სათქმელად გამოცხადებას ელოდებიან, ზიარება კი საერთოდ პურისა და ღვინის მიღება ჰგონიათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ღმერთი პიროვნებიდან იდეად გადააქციეს ბატონო ჩემო. დიახ! ის განკაცდა და ჩვენ დაგვამარცხა, ასეთ დღეში ჩაგვყარა, ახლა დროა ღმერთი კვლავ იდეად ვაქციოთ, პიროვნება მოვსპოთ მასში. აი, ამ საქმისთვის კი ამპარტავნება მეხმარება, რადგან მან კარგად იცის ადამიანს როგორ აგრძნობინოს საკუთარი სიდიადე ან უმრწემესობა, რომ ორივე შეთხვევაში ადამიანი მოაშოროს ღმერთს. ჰოდა, როგორც ქრისტიანები წერდნენ, თუკი სრულიად განეშორებიან ზიარებასა და უფალს, სრულიადცა წარწყმდებიან და ჩვენი კარი კი მათთვის პირამდე ღიაა.

 - და აქ თქვენ რა წვლილი გაქვთ?

 - აკი გითხარით, სურვილები ჩემო ბატონო, სურვილები. ადამიანებს არ სურთ ბედნიერება, მათ სურთ იყვნენ ისეთები, როგორებიც მათ სურთ.

გაგრძელება ►

აქვე წაიკითხეთ წინა გამომსვლელის სიტყვა:

დათითოკაცება

ნახვა: 588

ტეგები: Qwelly, ბედნიერება, ბლოგი, სარწმუნოება, შეკრებები_ჯოჯოხეთში

BrOliKa: დეკემბერი 14, 2015||7:44pm
დასწრების სურვილი ხომ არ გაგიჩნდა??:D
BrOliKa: დეკემბერი 14, 2015||9:03pm
ხო ჯობს ისევ მაგათ გარეშე მოგვარდეს ყველაფერი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters