წინათ, "ხალხი ბნელი რომ იყო", ასე მგონია მათი უმრავლესობა ამ სიბნელიდან სინათლისკენ გასასვლელს ეძებდა. ყოველშემთხვევაში ჩვენი ახლანდელი "განათებულობა" [ არ გამომრჩენია, განათებულობა უნდა იყოს] ამაზე მიუთითებს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ეს ძიება და შემდეგ ნაყოფი უკუღმართული გამოდგა. ახლა როცა ხალხი განათდა, ყველა ერთიანად სიბნელს ეტანება. არ მინდა დავწერო, მაგრამ თითები და გონება არ მემორჩილება და ეს ცხოვრებაც ისეთია, ან აქაური უნდა იყო და ამ მორევში იტრიალო, ან კიდევ განდეგილობას დაადგე და მამლის ყივილზე გაიღვიძო და მზის ჩასვლისას დაიძინო, ძროხა და ცხვარი მწყემსო და ბალახი და კენკრა ჭამო. რას სჯობს ასეთ ცხოვრებას, დიდი სიამოვნებით ავიკრავდი გუდა-ნაბადს და სადმე, წყლისა და ტყის სიახლოვეს დავიბანაკებდი, მაგრამ ერთი რომ ეგ აქაურებს არ უშველის და მეორე, ყველა რომ იქით გამოეხეკოს, იქაურობაც აირევა. ჰოდა ამიტომ, აქ ვარ, მორევში სატრიალოდ დარჩენილი და ხომ შეიძლება ეს მორევი ცოტა ფერადი მაინც იყოს, რა დაგვემართა თქვე კაი ხალხო. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო - ეს ანდაზა რაზეა კარგად ვერ ვხვდები, მაგრამ ახლა მომაგონდა.

      პატიოსნად ვიყავი დაბლოკლი ამ ლურჯფონა-თეთრდამწერლობიან ლოგოიანი სამყაროდან, მაგრამ ბედისუკუღმართობით და ვალდებულებებით ისევ დავბრუნდი. ვიფიქრე, კარგი ახლა, რა მოხდა ასეთი, თავიანთ ფოტოებს დებენ და მათი ნახვა მოგიწევს, "ჩექინდებიან" და ამის ნახვაც მოგიწევს, ვირუსდებიან და ესეც აიტანე. თითქმის ერთი კვირა გავძელი. ძალიან მარაზმია მეგობრებო, განსაკუთრებით მონიშვნის (Check In) ფუნქცია, კარგით რა.

      აქვე ერთი დაკვირვებაც და ამ დაუსრულებელ სარკისმიტანას დღეს დავასრულებ. იცოდით რომ თქვენს, ანუ "მოჩათავეთა" ყოველდღიურობაში ყველაზე საშინელი შეკითხვაა "ახალი რა არის"? რა უნდა იყოს ახალი, როდესაც მე ვიცი სად ჭამეთ, სად დალიეთ, ვისთან ერთად იყავით, რას უყურეთ, რა გეცვათ, რამდენი გადაიხადეთ, რა ნაშრომზე მუშაობთ, როგორ არის თქვენი ოთახი მოწყობილი და ა.შ. ისეთი უინტერესონი ხდებით დღითიდღე, მეტი რომ არ შეიძლება. ამასთანავე ნუთუ ვერ ამჩნევთ სალაპარაკო რომ გელევათ და რა საყვარელი ხარ, ჩემი ლამაზი, ჩემი კუწმაწუნა, ჩემი ტრუნდუჩმუწუკუნები და რაღაც სისულელეებს რომ აკომენტარებთ? არა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. 

      უნდა დავასრულო თორემ, ვხვდები წყობილებიდან გამოვდივარ.

ნახვა: 353

ტეგები: Qwelly, ინტერნეტი, სელფომანია, სოც.ქსელი, ფეისბუკი

khatuna zitanishvili: დეკემბერი 31, 2015||12:27am

ეს მინდოდა ახლა ზუსტად))))

ლაშა: იანვარი 2, 2016||11:05pm

მშვიდი კი არა, სასოწარკვეთილია :D 

თამარი: იანვარი 9, 2016||3:42pm

"ტრუნდუჩმუწუკუნები" ამას წავიღებ გამომადგება :D :D :D

ლაშა: იანვარი 9, 2016||7:47pm

შორს არ წაიღო, უცხო ჰაერს ვერ იტანს :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters