უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მმკ-მ ყველა იდეა უნდა გააფუჭოს და გაანადგუროს, თუნდაც ID ბარათების. სულ რამდენიმე დღის წინ, BBC-ს მთავარი საიტის და ინტერეაქტივის გვერდი გატეხეს რუსმა ჰაკერებმა ისე, თითქოს არაფერი - შევიდნენ და გამოვიდნენ. და ასეთ ვითარებაში, საქართველოში ელექტრონული ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნა, არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად, არამედ 666-ით, ეშმაკის ნიშნით და სისულელეებით დაიტვირთა. ამ ქვეყანაში ელექტრონულ ბაზას ალბათ ქართული ანტივირუსი დაიცავს თუნდაც მეზობელი მტრის ჰაკერებისგან. მაგრამ დღეს არ მინდა პირადობის მოწმობებზე წერა - რომის პაპის ჩამოსვლაც, მმკ-მ ისე გააპროტესტა, ახლა ყოველგვარი გადაკვრით ნათქვამი სიტყვა მათი წევრობის იარლიყს მიაკერებს ადამიანს, მაგრამ ...

Qwelly, ვიზიტი, მასპინძლობა, პაპი, სვეტიცხოველი, სიხარული, ფრანცისკეI, ქველი

მაინც არ მესმის რა გვიხარია?

      ჩამოვიდა რომის პაპი ფრანცისკე I. უდაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანი მთელს მსოფლიოში. ქრისტიანული ეკლესიის მიმდევართა უდიდესი ნაწილის (1,23 მილიარდი ადამიანი) წინამძღოლი. სტუმარს მასპინძლობა რომ უნდა, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ არც არავის დავუწუნებ მასპინძლობის ამბავს, არც მმკ-ს დავემსგავსები და იმას არ გავაპროტესტებ პაპი სვეტიცხოველში როგორ შეუშვესო - ეს ტაძარი სულიერის გარდა, კულტურულ მნიშვნელობას ატარებს და როგორც მრავალი ტურისტისთვის საინტერესოა, არც პაპია ამ მხრივ გამონაკლისი ... მაგრამ სიხარულის მიზეზს ვერ ვხვდები, განსაკუთრებულ აღფრთოვანებასაც ვერ ვგრძნობ და პაპის სიყვარულით სავსე ტექსტებითაც ვერ ვიხიბლები. არც იმას ვიჯერებ, რომ პაპს რუსთაველი ან გალაკტიონი აქვს წაკითხული (ინტერნეტში გავრცელდა სტატიები, პაპმა საქართველოს ისტორია იცის, "შენ გენაცვალე"-ს ამბობს და რუსთაველს და გალაკტიონს კითხულობსო, ტექსტის დაწერაში მასაც ეყოლება "შორენა"). გუშინ, სვეტიცხოველში ისეთი განწყობა იყო, კინაღამ მილოცვები დაიწყო ხალხმა. კიდევ ვიმეორებ, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი პრეზიდენტის შეხვედრა, არანაკლებ (თუ უფრო მეტადაც არა) მნიშვნელოვანია ორი სულიერი ლიდერის შეხვედრა, მაგრამ რა, სიხარული რისია? ვაცხონეთ კათოლიკეები? და თუ არა, მაშ რა გვიხარია?

      შემთხვევითობა არ არსებობს და დღეს, პავლე მოციქულის ეპისტოლედან გალატელთა მიმართ, დიაკონმა ამოიკითხა სიტყვები - "არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი" (გალ. 2, 16). ეს დალოცვილი, თუჯი რჯულის შესრულება არ აცხონებს ადამიანს, მაშ, ლამაზი სიტყვები - გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ განსხვავებულებს, დავიცვათ ჩაგრულები, მუსლიმი ქალის ფეხის ბანვა და სხვა ბევრი ძალიან დადებითი და მხოლოდ მოსაწონი საქციელი, როგორ აცხონებს ადამიანს, თუკი მას ქრისტეს არაჭეშმარიტი გაგების სწამს? (ცხადია აქ მაცხოვრის დოგმატზე არ მაქვს საუბარი, ქრისტიანობა - ქრისტეს მიმდევრობა იგულისხმება) და თუ ვერ ცხონდება და სამწყსოც არაცხონებისკენ მიჰყავს, რა სიხარული აქვს მის ლამაზ სიტყვებს?

(!) მავანთათვის, ვინც გაიფიქრეთ, ამან რა იცის ღმერთი ვის აცხონებს და ვის არაო, აბსოლუტურად მართლები ხართ! - მე არ ვიცი და არც ვერევი უფლის განგებაში ვის აცხონებს და ვის არა. მე ვიცი - ჭეშმარიტება არის ერთი (ლოგიკა ასე მოითხოვს)! და ცხონება მხოლოდ ჭეშმარიტებასთან ერთობაა (ვინაიდან ჭეშმარიტება ქრისტიანთათვის პიროვნებაა - იესო ქრისტე, ამიტომ ცხონებაც აქ არის). თუკი ცხონება არის იმ ქრისტესთან, ან ქრისტეს ისეთ გაგებასთან, რომლისაც მართლმადიდებლებს გვწამს, მაშინ ნებისმიერ განსხვავებულ გაგებასთან ცხონება არ იქნება. მგონი მეთანხმებით. ჰოდა, გადავწყვიტოთ რისი გვწამს და რისი არა და იქნებ შემდეგ სიხარულიც "დავალაგოთ".

      რა თქმა უნდა კარგია, რომ სვეტიცხოველი მოხვდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ (მართალია, ვატიკანის ოფიციალური საიტის პირდაპირი ეთერის კომენტატრმა, კვართის ამბავი ინგლისურად თარგმნა როგორც ერთ-ერთი ლეგენდა, მაგრამ არაუშავს. მთავარია ხომ გაიგეს, რომ კვართი ჩვენთან არის); ასევე ასირიელების შესრულებული ვედრება, გალობა მოეწონა პაპ ფრანცისკე პირველს - იტირაო წერდნენ (იმედს ვიტოვებ, ჩვენი, ტრადიციული გალობის ფონზე, მხოლოდ არამეულით არ დაამახსოვრდება საქართველო); კარგია საუბრები და მოლაპარაკებები, რაზეც რელიგიურმა ლიდერებმა თავიანთ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრეს, მაგრამ ამის გარდა, ვერც სხვა სიმპათიებს ვგრძნობ (ჯოჯოხეთისა გამაუქმებელი პაპისადმი) და ვერც ამ ვიზიტით ვხარობ და ვერ ვგულავ იმ ფაქტს, რომ რომის პაპი პატრიარქის პანაღიას ემთხვია! (ქრისტეს მიმდევარ რელიგიურ წინამძღოლთა შორის ურთიერთპატივისცემა თუ აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს და ეს გვახარებდეს, მაშ, ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ).

მომიტევეთ, ... ფუნდამენტალიზმი, რადიკალიზმი და კიდევ რავიცი, რამე მსგავსი?!

ნახვა: 612

ტეგები: Qwelly, ვიზიტი, მასპინძლობა, პაპი, სვეტიცხოველი, სიხარული, ფრანცისკეI, ქველი

George: ოქტომბერი 2, 2016||9:16pm

ნამდვილად არ მესმის რას ერჩი პატიოსან *მმკ*- ს ? მართმადიდებლური დოგმატური ღმრთისმეტყველების სახემძღვანელოში წერია : " რომის ეკლესია განუდგა ჭეშმარიტებას... მწვალებლური სწავლება... პაპი - ერიტიკოსთა მეთაური"  და ასე შ...( იქვე წერია, რომ წმინდა წერილი და დოგმატური კანონები აღემატება ნებისმიერ კერძო პიროვნებას - პაპი იქნება, პატრიარქი, მგალობელი თუ სამღვდელოება ერთად აღებული ! ძალიან კარგია, რომ *მმკ* იცავს ჭეშმარიტებას და არ ითვალისწინებს ბი-ბი-სი ს აგენტ პოლიტიკოსებს თუ მგალობლებს... ერეტიკოსის ჩამოჯდომა სვეტიცხოვლის ამბიონზე - საკურთხეველთან ზურგით მე პირადად შეურაწყოფად მიმაჩნია !!!

ლაშა: ოქტომბერი 2, 2016||9:22pm

მმკ-ს იმას ვერჩი, რომ მისი კრიტიკა მიმართლი იყო პაპის მიმართ და არა მისი ჩამომყვანების (ეგეც არ იყოს, როგორც ხდება ხოლმე - ყვირიან, ყვირიან და საბოლოოდ არაფერი გამოსდით). ეს სკამიც, ეს ზურგშექცევაც საკურთხევლისადმი და ა.შ. პაპს არ მოუთხვია, მასე ასე დაახვედრეს, ასე უმასპინძლეს და ვინც უნდა გაეკრიტიკებინათ, მათ მიმართ პირფერობენ. 

George: ოქტომბერი 2, 2016||9:27pm

მგონი , ვიღაც ამჟამად ფარისევლობს ! ( ახსენა მმკ და არა ისინი ვინც *ჩამოიყვანეს* ( პაპიც ტოჯინად გამოიყვანე - დაჯდა სადაც დასვეს (((

ლაშა: ოქტომბერი 2, 2016||9:33pm

მთელი პოსტი იმათ მივუძღვენი ვინც პაპი ჩამოიყვანა, მათ და მათ სიხარულს ამ ჩამოყვანის გამო - რა უხარით ვერ გავიგე. პაპის თოჯინობისა რა ვთქვა - ისეთი დაცვა იყო სვეტიცხოველში, საშვების გარდა, ვისაც ბევრი ვაშლი ჰქონდა ნაჭამი, რკინის შემცველობაზე დეტექტორი წრიპინებდა, ასე რომ მაინცდამინც თოჯინა ვერ იქნება (აღარაფერს ვამბობ სტუმრების რაოდენობის შეთანხმებაზე ვატიკანის მხარესთან, ვინ სად უნდა იჯდეს და ასეთ ოფიციალურ დეტალებს). 

George: ოქტომბერი 2, 2016||9:41pm

კვლავ მამუკობ ! ( სად გიწერია საპატრიარქოს ინიციატივა? ან წინამძღვის პროტესტი ? თუ ქართული პაპიზმი რომაულს ჯობია ? ( 

ლაშა: ოქტომბერი 2, 2016||9:48pm
წინამძრვრის პროტესტი არ მომისმენია და როგორ დამეწერა? და საპატრიარქოს ინიციატივას რაც შეეხება, ოფიციალური განცხადებიდან: "საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად". აქედან გამომდინარე, ინიციატორები ისედაც ყველასთვის, თემით დაინტერესებულთათვის და განსაკუთრებით მმკ-სთვის ცნობილნი იყვნენ.
George: ოქტომბერი 2, 2016||9:52pm

გამაგებინე სურათზე შენ არ ხარ? თუ შენ საწყალი მსხვერლი ხარ ? შუშანიკივით ჯაჭვებში ჩორდ მიგიყვანეს ? (

ლაშა: ოქტომბერი 2, 2016||10:02pm

სურათხე მე ვარ კი, მაგრამ მაინცდმაინც მსხვერპლს არ ვგავარ (ბედნიერი სახე არ მაქვს, მაგრამ მარტვილი ნამეტანია). ალბათ პირდაპირი კითხვა იყო, რა მინდოდა იქ? ვისთან ერთადაც ვდგავარ, მათ ევალებოდათ იმ დღეს ლოცვაზე ყოფნა (რომ არ ჩატარდებოდა, ეს მხოლოდ პაპთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი). 

George: ოქტომბერი 2, 2016||10:10pm

იმდენად გამჭრიახე გონების პატრონი ხარ, რომ თავისუფლად შეგეძლო ბევრი ვაშლი გეჭამა ! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters