მომავალი ოთხი წელი მეტნაკლებად განსაზღვრულია ანუ საპარლამენტო არჩევნები 2016 დასრულდა. ახლა ველოდებით იმის გარკვევას, ვინ აირჩიეს, თორემ პასუხი კითხვაზე რატომ აირჩიეს ყოველთვის არარელევანტურია და იმდენნაირად ფორმულირებული, რომ სიჯანსაღე აღარ იგრძნობა. პრინციპში, რა არის გასაკვირი? არჩევნები ჰქვია თორემ, რეალურად სადაა არჩევანი? ცუდი, ცუდი, ცუდი, ცუდი ... ვრცელი სიაა და ისიც კი არ ვიცი, ცუდზე ცუდი ან უარესი რომელია? ჰოდა, არჩევანიც გაკეთებულია და ხელისუფლებაც დამშვიდებული - ხალხმა აგვირჩიაო, შესაბამისად პასუხისმგებლობაც ხალხს ეკისრება, მაგრამ როგორც წესი, ეს ხალხი მობრუნდება ხოლმე და მერე მთავრობებს (როგორც სადღაც გამოკიდებულ კოსმიურ იდეებს) აგინებს.

      ჩვენთან ხმის მიცემა იმ პრინციპითაც გამართლებულია - იქნებ ეს უკეთესი იყოს? და ის მოარული და ყველაზე კარგი ფრაზაც ხომ ამის პასუხია - ეე, მოიცა ერთი რა, ხალხისთვის არავინ არ არი!

      ამბობენ, ძველი ბერძნები მოქალაქედ მაშინ გაღირებდნენ, თუკი პოლიტიკურად აქტიური იყავიო (არჩევნებში მონაწილეობა სწორედ ამის გამოხატულებაა). ამიტომ ჩვენთან, ზოგიერთებისთვის ღირსების და ელიტურობის საქმედაც მოინათლა არჩევნებზე მონაწილეობა (მოქალაქეობრივი ვალი, რომ არის, ეს ხომ ისედაც იცით?!).

      ჩემი გვარისაა, ჩემი ახლობელია, ჩვენი ქალაქიდან არის და ეს ბევრი ჩემი/ჩვენი, რომ თან ახლავს ყოველ არჩევნებს, ძველი ამბავია, ანდა რაა გასაკვირი - ახლა მეც მოვითბო ხელი და ქვეყანა აშენდება თუ არა ... (სკოლაში, მახსოვს, ყველა უარყოფითად გვიხასიათებდა საფრანგეთის იმ მეფე "ლუი-ს", თავისი სიკვდილის მერე ქვის ქვაზე დარჩენაც რომ არ ედარდებოდა და მთელი ერი, რომ ასეთებად ვიქეცით, არაუშავს?!).

      მგონი ნელ-ნელა მივეჩვიეთ/მივხვდით, რომ წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება. აბა, სხვა როგორ უნდა აიხსნას ერთ-ერთი პარტიის რეკლამა - "XX_ში დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკა, XX_ში დაიბადა მერაბ კოსტავა, XX_ში დაიბადა მამა გაბრიელი, XX_ში დაარსდა ქართული უნივერსიტეტი და ჩვენი ნომერიც ეგ XX არის და შემოგვხაზეთო". ესენი სრულიად უნიკალურები იყვნენ წინასაარჩევნოდ ან რამე პითაგორულს მიაგნეს.

      არჩევნებს მაინც აქვს თავისი ხიბლი, რადგან მის წიწილებს შემოდგომაზე კი არა, მომავალ თაობებზე ითვლიან, ოღონდ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ჯერჯერობით სავალალოდ.

      პოსტის დასასრულს ერთი დეტალი, რომელიც ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის სიდიადესა და "ხალხი ბრძენია"-ზე მეტყველებს. პარლამენტში თავის შესაყოფად 25 პარტია იბრძოდა და ეს იმ ქვეყნის პარლამენტია, რომლის გერბზეც წერია - ძალა ერთობაშია. 25 იმიტომ იბრძოდა, რომ სხვა 29-ს უარი ეთქვა ცესკოს მიერ, თორემ 54 იქნებოდნენ. დიდებული ქვეყანა გვაქვს. დიახ, ნამდვილად გვეტყობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც რომ ძალა ერთობაშია და რომ ჩვენ შეგვიძლია ერთობა.

P.S. დაპირებებზე მომაგონდა უნიკალური ფოტო ეროვნული არქივიდან:

არჩევნები2016, ქველი, Qwelly, Gvote, Gvote16, Gvote2016, archevnebi, saqartvelo, georgia, საქართველო, elections, 2016

ტექსტები ფოტოდან:

მუშებო! ომიანობის ხანაში მუშებმა ხანგრძლივი ბრძოლით მოპოვებულნი უფლებანი ყველგან დაკარგეს.

სოციალ-დემოკრატიამ საქართველოში მოიპოვა 8 საათის სამუშაო დღე და უზრუნველ ჰყო კავშირთა თავისუფლება და შრომის დაცვა.

ხმა მიეცით მუშათა პარტიის სიას
N1

ნოე ჟორდანია

მოქალაქენო! ომიანობის ხანაში თითქმის მთელი ქვეყანა დაიმშა. კერძოდ რუსეთში შიმშილმა დიდძალი ხალხი იმსხვერპლა.

სოციალ-დემოკრატიამ იხსნა საქართველოს მცხოვრებნი შიმშილისაგან.

ხმა მიეცით სოც.-დემოკრატ. სიას
N1

ნ.ს. ჩხეიძე

მოქალაქენო! ნაციონალისტები ომის გაჩაღებას ელტვიან. მათ ხალხის სისხლი არ ენანებათ.

სოციალ-დემოკრატია მშვიდობის მოტრფიალეა. სოციალ-დემოკრატიამ შესძლო სომხეთთან დროზე ომის დაბოლოვება.

ხმა მიეცით სოც.-დემოკრატ. სიას
N1

ევგ. გეგეჭკორი

მოქალაქენო! მთელი ამიე-რკავკასია ოსმალთა მიერ დარბევა-აწიოკების მსხვერპლი შეიქმნა.

სოციალ-დემოკრატიამ იხსნა საქართველოს რესპუბლიკა ბარბაროსულ ბრბოთა შემოსევისგან.

ხმა მიეცით სოც.-დემოკრ. სიას
N1

ირაკლი წერეთელი

მოქალაქენო! მთელი რუსეთი სამოქალაქო ომის ასპარეზია.

სისხლის მორევში იღუპებიან დემოკრატიის საუკეთესო შვილები.

სოციალ-დემოკრატიამ დაამყარა საქართველოში რევოლუციონური წეს-რიგი.

ხმა მიეცით პირველ ნომერს
N1

ნოე რამიშვილი

მოქალაქენო! თითქმის მთელ რუსეთში მიწას ისევ მსხვილი მემამულენი დაეპატრონენ.

სოციალ-დემოკრატიამ ჩამოართვა საქართველოში მიწა მემამულეებს და ის მშრომელ გლეხ-კაცობას გადასცა.

ხმა მიეცით სიას
N1

ნოე ხომერიკი

ნახვა: 764

ტეგები: Gvote, Qwelly, არჩევნები2016, ბლოგი, ქველი

ლაშა: ოქტომბერი 9, 2016||12:02pm
ეს პარლამენტიც რომ არ ჰგავს მაინცდამაინც ნოეს კიდობანს და უფრო უცხოპლანეტური ხომალდის ფორმა აქვს ? ))
ლაშა: ოქტომბერი 9, 2016||4:05pm

საქმე ისაა, რომ ვერ შეგველევიან. ნიადაგი აქ აქვთ, ნოყიერი, შემოსავლიანი )) უცხო-პლანეტელები კი არიან და იქიდან მოსულები, მაგრამ საკვებად მსხმოიარე ვენახი იპოვეს )) 

ლაშა: ოქტომბერი 10, 2016||12:02am

შენ გინდა თქვა, რომ ამით ზრნავენ ქვეყნის ერთ-ერთ უპირველეს (მოსახლეობის გამოკითხვების მიხედვით) პრობლემა - დასაქმებაზე? საინტერესოა ))

თათია: ოქტომბერი 10, 2016||10:52am

ეხ!...

თამუნა ქადაგიძე: ოქტომბერი 11, 2016||1:32am

სრული შტილია პოლიტიკაში, რას მივაწეროთ, არჩევნებისშემდგომ ერთობლივ ნირვანას თუ ქარიშხლისწინა დაწყნარებას??:)) რა თქმა უნდა, პირველს.  

ლაშა: ოქტომბერი 11, 2016||1:42am

Kakha, ეგ კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი გადასახლების შეუძლებლობისა. წარმოიდგინე, უცხო პლანეტაზე ჩასახლებული ქართველები, რომლებიც ვერ წუწუნებენ რომ პატარა ერია და პატარა ქვეყანაა და ყველა თავს ესხმოდა საუკუნეების მანძილზე. მთელი პლანეტის მეპატრონეები არიან და ყველაფრის გაკეთება თვითონ მოუწევთ. ფაქტობრივად, გაწირვაა ამ ხალხის, გენოციდის ნაირსახეობა. ))

ამაზე, ცალკე პოსტი უნდა დავწერო, ჩვენ უცხო პლანეტაზე

ლაშა: ოქტომბერი 11, 2016||1:05pm

ეგ ორი სიტყვა ქართველებს რომ არ მიემართებათ? გაჭირდება დაწერა. )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters