ერთხელ, ქართველები უცხო პლანეტაზე გადაასახლეს. რადგან ვამბობ რომ უცხოა, ე.ი. მზის სისტემაში არ შედის, ამიტომ ნუ ჩამეძიებით ასტროფილებო. მთელს პლანეტაზე მხოლოდ ქართველები დასახლდნენ და თან ისე, რომ საკუთარი მიწაც გაატანეს, კავკასიონით, შავი ზღვის სანაპირო ზოლით, უდაბნოებით, დინოზავრის ნაკვალევით, სამაროვნებით, კასპის თიხებით, იმიერით და ამიერით, გამთლიანებული საქართველოს ტერიტორიული საზღვრებით.

      ერთი მხრივ ბედნიერებაა, როდესაც არც გარეშე მტრები გყავს, საზღვრების გაწევაც შეგიძლია და მიწებიც (პირობითად) იმდენი და ისეთია, როგორც შენ გაგიხარდება (საბედნიეროდ ნაყოფიერი პლანეტა აღმოჩნდა). მაგრამ ქართველებში მოწყენილობამ დაისადგურა, მიზეზი კი არაერთია.

Qwelly, ბლოგი, პლანეტა, საქართველო, ქართველები, ქველი

გამოვყოთ, მეტნაკლებად პრიორიტეტულები. 

      1. საქართველოს მთავრობა, პოლიტიკოსები გაოგნებულები იყვნენ - პროდასავლური პარტიები არ არსებობდა. არც რუსეთუმეობაში ადანაშაულებდნენ ვინმეს და ვერც მსოფლიო დახმარებებს იღებდნენ. მეტიც, ევროკავშირიც კი არ იყო, სადაც შესვლას მოიწადინებდნენ და მერე ამით ქულებს დაიწერდნენ, ვერც ნატოსკენ ისწრაფოდნენ და მეტიც - ყველაზე დასავლეთით აფხაზეთი იყო და არა პარიზი ან ნიუ იორკი (გაქცეული პოლიტ.დამნაშავე ლიდერებიც გადაასახლეს პლანეტაზე, მაგრამ რადგან უკრაინა და სხვა თავშესაფარი ქვეყნები არ იყო, ამიტომ ყველა დააპატიმრეს). ვიზალიბერალიზაციის რწმენაც აღარავის სჭირდებოდა. ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა გამრყვნელი ევროპა, რომლისგანაც სიბინძურე შემოდის. დამპყრობელი რუსეთი, რომლის ჩექმასაც ვერ მოვშორდით, არც ისლამი გვემუქრებოდა გარედან და არც ჩამოსახლებული ჩინელები. მოკლედ, მართვისმხრივ სრული "უპონტობა" - ვის მივბაძოთ?

      2. პოლიტიკურ ცხოვრებასთან პირდაპირკავშირში მყოფი სადღეგრძელოებიც ნელ-ნელა ქრებოდა - ერთიან საქართველოს გაუმარჯოს, მალე მენახოს გამთლიანებული. გამთლიანდა საქართველო იმ უცხო პლანეტაზე, მაგრამ რად გინდა - ქართველებს იმ შემოერთებული ქართველების არ ესმოდათ და იმათ-ამათი. მარტო შეერთება არ ყოფილა თურმე პრობლემა, ამ დროის მანძილზე, ის რომ გაერკვიათ - რა უნდოდათ ან რას ელოდნენ, რას სთავაზობდნენ ერთმანეთს, ურიგო არ იქნებოდა. ახლა უცხო პლანეტაზე რუსეთი აღარ აშორებდა მათ, სამაგიეროდ შიდა გაუცხოებას ებრძოდნენ.

      3. აღარავინ ამაყობდა ან წუწუნებდა - მოდი ამ ჩვენს პატარა ქვეყანას გაუმარჯოს, ერთი მუჭა ერი ვართ და რამდენი რამე გამოვიარეთ, რამდენ რამეს გავუძელით-ო ან პატარა ქვეყანა ვართ, დაგვიცავით დიდი მტრებისგან-ო. (პრინციპში, ოქროს ხანის წარსული იქაც გაჰყვათ საამაყოდ, მაგრამ, ვერავისთან ამაყობდნენ, დანარჩენ მსოფლიოს ვერ აწონებდნენ ამით თავს და უსარგებლო გახდა წარსულიც).
P.S. ერთი დეტალია - მთელი პლანეტა ქართველების იყო, მაგრამ გამრავლება იქაც ეზარებოდათ. ეს პატარა ერობა კომფორტულია მაინც.

      4. ფეისბუკი არ იყო უცხო პლანეტაზე და ერმა ფაქტობრივად შეწყვიტა კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენება. საინფორმაციოებიც ვეღარ წერდნენ სკანდალურ ნიუსებს (იქს იგრეკაძემ თავის ფეისბუკ კედელზე გამოაქვეყნა სტატუსი ან სკანდალური ჩანაწერები...), ადამიანები ერთმანეთს ვეღარ საყვედურობდნენ რატომ არ დამილაიქეო, მესენჯერში რატომ არ მპასუხობო. ვერც ტრაბახობდნენ - იმდენი მიგზავნის "რექვესთებს", ყველას ხომ არ დავამატებო. ოდნოც არ იყო ქართველების მოგონილი და იქ ვერ გაიყოლეს, რომ ოდნოს მაინც დაბრუნებოდნენ. ქველი კი იყო, მაგრამ საკუთარი გამოქვეყნებული მასალის დასათაურება ხალხს ისე ერთულებოდა, ისევ გაცნობის საიტებს დაჯერდნენ და გეხვევი.ჯი-ს მიაშურეს. (იმპლანეტურ ინტერნეტში აუცილებელი აღარ იყო ინგლისური, ინგლისიც კი არ იყო იქ საერთოდ! ესეც დამატებით პრობლემად ექცათ ქართველ ლათინო-კალიგრაფებისთვის). იმ პლანეტაზე, Iphone 7 ბოლო მოდელი იყო.

      5. ქართველი ქალები, (პრინციპში კაცებიც) ყველაზე ლამაზები და სიმპატიურები გახდნენ იმ პლანეტაზე (აი, მთავარი პოზიტივიც). ამ პოზიტივის გარდა, იმ ქართველებმაც გაიხარეს, მთელი მსოფლიოს გაწყვეტა და ქართველების დატოვება, რომ უნდოდათ ვიდრე დედამიწაზე იყვნენ. 

      6. განათლების სისტემაც საუკეთესო იყო და ქართული უნივერსიტეტები, განათლების სამინისტროსთან კენჭისყრით არკვევდნენ პირველობის და რეიტინგულობის საკითხს, მაგრამ ევროპული დონის მაინც ვერ გახდა იქ. რატომ? იმიტომ რომ ევროპიდან არავინ ჩადიოდა საქართველოში განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად. უცხოური დიპლომიც არ არსებობდა, რომ პოლიტიკაში „ემარიაჟა“ ვინმეს.

      7. და მეურნეობის საკითხს არ იკითხავთ? გადაასახლეს ქართველები უცხო პლანეტაზე და არცერთი უცხოელი არ გააყოლეს ვისაც კი მიწა ჰქონდა ნაყიდი საქართველოს მთავრობისგან. ამიტომ მიწების მთელი განმკარგველი მხოლოდ ქართველი გლეხი იყო. ჰოდა, ამოისუნთქა მიწამაც, დაისვენა, ღმერთს მადლობა შესწირა, აბალახდა და აბიბინდა. 

      კიდევ ბევრი რამ გაქრა ქართველთა ყოველდღიურობიდან იმ უცხო პლანეტაზე და მალე გადაშენდნენ კიდეც... დიახ, ასეა და მე არ მესმის, როგორ იყო, თუ იყო და როცა იყო, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა? ჰამ?!

ნახვა: 295

ტეგები: Qwelly, ბლოგი, პლანეტა, საქართველო, ქართველები, ქველი

ლაშა: ოქტომბერი 12, 2016||3:22pm

მაიკო, ტიგრანასი არ იყოს, გინდა ერთი მამიკლავს, გინდა ორიო ხომ იცი ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters