არ ვიცი რატომ გვწამს...
არ ვიცი რატომ გვიყვარს, რატომ გვძულს...
არ ვიცი რატომ გვეშინია სიკვდილის...
არ ვიცი ბოროტებაა მეტი თუ სიკეთე...
არ ვიცი ბოროტები არიან ადამიანები და ხანდახან სიკეთეს აკეთებენ თუ პირიქით...
არ ვიცი რატომ მალავენ ადამიანები საკუთარ "მეს" და ატარებენ ნიღბებს...
არ ვიცი რატომ შურთ...
არ ვიცი რატომ ნერვიულობენ იმაზე რაც სანერვიულო არაა...
არ ვიცი არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები...
არ ვიცი რატომ არ მოსწონთ ბითლზები ... (ვისაც არ მოსწონს)
არ ვიცი რით განისაზღვრება სილამაზე ან სიმახინჯე...
არ ვიცი ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი...
არ ვიცი ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას თუ ყოფიერება ცნობიერებას...
არ ვიცი მათემატიკა...
არ ვიცი რატომ უნდა ვიცოდე...
არ ვიცი რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ბევრი რამე შეუძლიათ...
არ ვიცი სითბო უფრო სასიამოვნოა თუ სიცივე...
არ ვიცი რატომ ნერვიულობენ გამოცდებზე...
არ ვიცი რატომ უხარიათ კარგი ნიშნები...
არ ვიცი როგორ მიდის ყველა გზა რომში...
არ ვიცი რას ნიშნავს "ნამუსიც კარგი საქონელია"...
არ ვიცი მარრჯვენა ხელზე ფრჩხილების დაჭრა...
არ ვიცი დედა უფრო მიყვარს თუ მამა...
არ ვიცი რატომ მიყვარს ბარსელონა...
არ ვიცი რამდენ ხანს ვიცოცხლებ...
არ ვიცი რას გრძნობენ სიკვდილის დროს...
არ ვიცი რა იქნება მერე...
არ ვიცი რატომ ჰგონიათ, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს...
არ ვიცი კარგი ვარ თუ ცუდი...
არ ვიცი რატომ ყრიან ნაგავს ურნასთან...
არ ვიცი ცურვა უფრო მიყვარს თუ ჯირითი...
არ ვიცი რატომ საუბრობენ "დაყენებული ტონით"...
არ ვიცი რატომ აღიზიანებთ "ც" ნაწილაკი...
არ ვიცი რას გრძნობენ სიკვდილმისჯილები...
არ ვიცი რატომ მალავენ ცრემლებს...
არ ვიცი რატომ გაპიარდა რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული...
არ ვიცი რატომაა აღიარებული პელე ფეხბურთის მეფედ...
არ ვიცი რას გრძნობენ მკვლელები...
არ ვიცი რატომ მომწონს ფილმში უარყოფითი გმირები ...(ზოგჯერ)
არ ვიცი რა არის იღბალი...
არ ვიცი რატომ ჭამენ ჩანგლით ხინკალს...
არ ვიცი რატომ მეშინია გველების...
არ ვიცი რატომ მეუბნებიან, რომ ჯიუტი ვარ... (არადა არ ვარ)
არ ვიცი რატომ არ უყვართ სიმართლე...
არ ვიცი რატომ მეუბნება ყველა, ვისაც ნარდში ვუგებ, რომ თამაში არ ვიცი...
არ ვიცი რატომ მიყვარს ბუნება და ოკეანე... (თუმცა ეს უკანასკნელი არ მინახავს)
არ ვიცი რატომ არიან ადამიანები გაუმაძღრები...
არ ვიცი რატომ მრცხვენია როცა მათხოვარს ფულს არ ვაძლევ... (ზოგჯერ)
არ ვიცი რატომ უნდა ვილაპარაკო გადაპრანაჭულად, როცა შეიძლება მარტივად თქვა...
არ ვიცი რატომ შეიძლება ყველაფერი ან არაფერი გიშლიდეს ნერვებს...
არ ვიცი რა ეშველება ჩვენ საფეხბურთო ნაკრებს...
არ ვიცი რატომ ვამბობ ყველაფერს რასაც ვფიქრობ...
არ ვიცი რატომ უკრავენ ტაშს მაშინაც კი როცა არ მოსწონთ...
არ ვიცი რისთვის მოხდა აგვისტოს ომი...
არ ვიცი რატომ ვერ ვიტან წერას...
არ ვიცი რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს... (აუ, თუ ვიცი "კუთხეში შევხვდებითო")
არ ვიცი რატომ დუმან მაშინ, როცა ხმა უნდა ამოიღონ...
არ ვიცი რატომ მიჩნდება სურვილი ტორტის დანახვისას ვინმეს თავი შიგ ჩავაყოფინო...
არ ვიცი და მინდა ვიცოდე...
არ ვიცი სად მიდიან გედები როცა ტბა იყინება...
არ ვიცი რაღა ვიცი...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია