ქართველებს სხვა დანარჩენი მსოფლიოსაგან განსხვავებით ორი ახალი წელი გვაქვს;
აქ ჩვენთან შუქნიშანს არავინ უყურებს, არც მძღოლები და არც ქვეითები (მოკლედ საოცრად გულადი ხალხი ვართ);
ჩვენთან სტუმრობის შესახებ არავინ არავის არ აფრთხილებს, ეს ცუდ ტონად ითვლება;
აქ ჩვენთან იმის გამო, რომ მეზობლის ძაღლი „წკმუის“ და დაძინებაში ხელს უშლის პატრულს ნამდვილად არავინ არ გამოუძახებს, დამერწმუნეთ;
ჩვენთან ყოველი ქორწილი იწყება ლხინით და ქეიფით და მთავრდება ჩხუბით და დედის გინებით;
ჩვენ, ჩვენი ნებით ვირჩევთ თამადას რათა მოვუსმინოთ და სამი, ნუ მაქსიმუმ ხუთი სადღეგრძელოს შემდეგ მას აღარავინ უსმენს;
თუ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები 18 წლის ასაკიდან იწყებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, ჩვენთან ამას დიდი ხნის შემდეგ აღწევენ ან საერთოდ ვერ აღწევენ, ზოგჯერ თვითონაც მშობელი ხდება და მაინც მშობლები ინახავენ, აბა;
ჩვენი, მოსახლეობის 90% (ვისაც მანქანა ჰყავს)გადაადგილდება საბარგულში ჩადგმული „გაზის ბალონებიანი“ ჯიპებით ან საერთოდ არ გადაადგილდება და სახლში უდგას;
ჩვენ შეგვიძლია ორი საათი ვიკამათოთ სამარშუტო ტაქსში იმაზე თუ ვინ გადაიხდის ფულს, რათა რომელიმე გამარჯვებულმა სიამაყით უთხრას მეორეს: „ჩადი ძმაო შენი გადახდილია-ო“;
რასაც კანონი ადამიანის გატაცებას უწოდებს, ჩვენ ამას გოგოს მოტაცებას ვეძახით და ვიცით, რომ ეს საოცრად დიდი სიყვარულით ხდება; (კიდევ კარგი ეს ტენდენცია მოდიდან გადავიდა, თუმცა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები მაინც ხდება იშვიათად);
ჩვენთან რიგს არავინ იცავს, ყველაფერი დასწრებაზეა; (დასწრებაზე რა, წინ გადახტომაზე და თუ რამე თქვი, აქეთ გადანაშაულებენ თავხედობაში)
მაშინ, როცა მსოფლიო გლობალურ დათბობას ებრძვის, ჩვენთან ნახავთ პოლიეთილენის პარკებით მორთულ ხეებს;
ჩვენთან თუ 25 წელს გადააბიჯე და მაინც გაუთხოვარი ხარ „სერიოზულ“შინაბერას გეძახიან და ცდილობენ ვინმე „გაგირიგონ“, ხედავთ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე?!
მხოლოდ ჩვენთან მივა, მგონი, ადამიანი თავისი კლუბის საგულშემატკივროდ სხვა ქალაქის კლუბის მაისურით. წარმოიდგენთ „ANFIELD“-ზე, რომ ვინმე „დინამო“-ს მაისურით შევიდეს! მის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი (პრინციპში შეიძლება ვერც მიხვდნენ რა გაცვია);
აქ ჩვენთან, მოსახლეობის უმრავლესობა რომანტიკოსია, სულ წარსულს მისტირიან;
თუმცა ჩვენს ქვეყანას ბევრი დადებითი აქვს, ის საოცრად ლამაზი და თბილია.
მოკლედ ნახეთ საქათველო და არ ინანებთ, პირობას გაძლევთ თაკო და ანა, საქართველოს რიგითი მოქალაქეები;
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 21, 2026.
საათი: 11:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა joenwalker_მ.
თარიღი: მაისი 21, 2026.
საათი: 6:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
1. When Will Patch 0.5 Arrive?
Current prediction: Announcement likely the last week of April (Thursday, as usual), with patch release around May 8th.
Why? Previous patches followed a ~4–5 month cycle. Dawn of the Hunt ran April…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია