- საჭმელს მოვიტან და მოვალ, შენ ხომ არ გცივა?
- არა შვილო.
- კარგი, მალე დავბრუნდები.
კარის ხმას დაუცადა და შემდეგ ტელევიზორისკენ გადაბრუნდა.
"როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ჩვენს რეგიონში ძლიერი ყინვე..."
* * *
- გამარჯობა, ორი ქილა მაწონი მომეცით და ის 800 გრამიანი შეკვრა წიწიბურა თუ შეიძლება - უთხრა დახლიდარს და 5 ლარიანი გაუწოდა.
- იცით, მაწონი გაძვირდა და...
- კარგით, მაშინ იყოს 1 მაწონი.
- მოიცადეთ, ხურდა გეკუთვნით 70 თეთრი, ინებეთ.
* * *
- დედა დავბრუნდი.
- გარეთ თოვლია შვილო?
- კიი დედა, თოვს.
- ჰო, ტელევიზორში ამინდს აცხადებდნენ და გაითიშა.
- ალბათ შუქი წავიდა. ახლავე რამეს მოგიმზადებ...
- ჩაგვიჭრეს ალბათ ამ გასაწყვეტებმა. ეს პენსიაც რომ აღარ გვკმარა.
- ...
* * *
- შვილო, სანთელი მაინც აანთე.
- რად გვინდა დედა, კარგი შუქი შემოდის გზიდან. დავიძინოთ.
- შენ რა მანდ წვები? დივანზე? შეგცივდება.
- არ მცივა, კარგად დავიფარებ. შენ ხომ არ გცივა? გინდა მეორე ადიელაც დაგაფარო?
- არ მცივა მე, შენ გაცივდები იცოდე, რა ჯიუტი ხარ!
* * *
- გძინავს შვილო? ჩემს ჭიქაში წყალი გაყინულა და შეგიძლია მომიტანო?
- ...
- ე.ი. გძინავს. კარგი, დილით დავლევ.
* * *
- დედა, ნახე ტელევიზორიც ამუშავდა და ჩვენზე ლაპარაკობენ, მთელს ქვეყანას გაუგია ჩვენი ამბავი. ახლა მოვლენ და გვიშველიან. ნახე, ჩვენი მეზობელი, იმას დაურეკავს.
- ეს ვინ არის?
- არ ვიცი, ფსიქიურად ავად იყვნენო ჩვენზე ამბობს, თითქოს სხვა გზა გვქონდა, ფსიქიკურად ჯანმრთელი ვინღა არის ამ ქვეყანაში?. აი, გავყინულვართ დედაჩემო, შენ კიდევ ამბობდი მეორე ადიელა არ მინდაო.
- შენ კიდევ... ჯიუტო! არ დამიჯერე.
- ჩვენ გავიყინეთ ჩემო მოხუცო დედა! ბედნიერები ვართ, ჩვენ ერთმანეთის სიკვდილი არ გვინახავს.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია