ყველა კარგ კულინარს ერთხელ მაინც უცდია კრუასანის გაკეთება, ფრანგული შედევრი ხომ ბედნიერი დილის გარანტია. ბევრი რეცეპტით მაქვს გასუნჯული, მაგრამ არცერთი არ ჰგავდა ფრანგულს, ისეთს როგორიც პარიზშია. პარიზამდე კი შორი გზაა, ამის გათვალისწინებით Qwellynaria გთავაზობთ პოლონური კრუასანის რეცეპტს, რომელიც სხვა რეცეპტებს ნამდვილად არ ჰგავს და საცდელად ღირს!

Croissant, Słodkie rogaliki, qwelly, qwellynaria, recipe, rogaliki, კარტოფილი, კრუასანი, კრუასანი პოლონურად, პიურე, პოლონეთი, პოლონური კრუასანი, ტკბილეული, ქველინარია

შემადგენლობა:

  • 3½ ჭიქა პურის ფქვილი
  • 1⅓ ჭიქა თბილი რძე
  • 1 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
  • 2⅓ ჩაის კოვზი საფუარი
  • ½ ჭიქა კარტოფილის პიურე (დანამატების გარეშე)
  • ¾ ჭიქა შაქარის პუდრა
  • მარილი გემოვნებით
  • ვანილი
  • + 1 კვერცხი მინანქრისთვის

მომზადება:

  • აიღეთ ფქვილი (დასაწყისისთვის 3½, თუ საჭირო გახდა დაამატეთ ცოტაოდენი) დაამატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და მარილი. გახსენით საფუარი რძეში (რძე უნდა იყოს თბილი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცხელი) და დაასხით ფქვილს. ჩაატეხეთ კვერცხი, დააამატეთ პიურე და გამდნარი კარაქი. (მნიშვნელოვანია, რომ პიურე იყოს ფაფისმგავსი, ძალიან თხელი და არ იყოს კარტოფილები თუნდაც პატარა ბურთულების სახით)
  • კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მასა არ უნდა იყოს ძალიან რბილი, უნდა ბზინავდეს და ამასთან უნდა იყოს ოდნავ წებოვანი. ცომს გადააფარეთ ზემოდათ და დააცადეთ ამოსვლა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ მასა გაყავით 4 ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრწყელეთ სიგრძეზე. სიგანე დაახლოებთ 10-12 სმ უნდა იყოს. ასე გაპრეყელებული ცომისგან სამკუთხედების ამოჭრა უფრო გაგიადვილდებათ. სამკუთხედის ძირში (ანუ იმ მხარეს საითაც სამკუთხედი უფრო ფართოა) დადეთ ჯემი (სასურველია ჯემი არ იყოს თხელი) და გადაახვიეთ სამკუთხედის წვეროსკენ.
  • საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოთ დაალაგეთ გამზადებული კრუასანები. მსუბუქად დააფარეთ თხელი ნაჭერი და ასე დატოვეთ 35 წუთი. გამოცხობამდე ზემოდან წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 18 წუთის განმავლობაში.

ისიამოვნეთ თქვენი შედევრით და როგორც პოლონელები იტყვიან "Smacznego" (სმაჩნეგო) - გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, დესერტი, კრუასანი, პოლონური, ტკბილეული

ნახვა: 1309

გამოხმაურებები!

მართლა რა გემრიელად გამოიყურება ♥♥♥

BrOliKa, პიურემ უფრო გაგახარა თუ თავად კრუასანმა? :D

BrOliKa_მ თქვა:

მართლა რა გემრიელად გამოიყურება ♥♥♥
ყველაფერმა მინდა გემრიელობაა ♥♥

კახა, პაპირუსი იშოვა ხალხმა და შენ პერგამენტი ვერ უნდა იშოვო? )) 

Kakha_მ თქვა:

პერგამენტის ქაღალდი სად უნდა ვიშოვო? :D:D

მშვენიერი იდეაა, თან დროისა და ჟამთა სიავისაგან გაყვითლებულ პერგამენტს უკეთესი "გემო" აქვს და კერძიც საუცხოო გამოდის.

Kakha_მ თქვა:

თუ შოვნამ მადა გამიქრო რად მინდა, ამიტომ ეს პერგამენტები ბიბლიოთეკებიდან  სუპერმარკეტებში უნდა გადმოიტანონ ))

პოლონური ჩიზქეიქი, ანუ სერნიკები ბრწყინვალე იყო და ესეც უნდა გავსინჯო ერთი.

RSS

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

გამოაქვეყნა AlhajiBak_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2026.
საათი: 10:10am 0 კომენტარი

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

Path of Exile 2 Patch 0.5 has introduced many powerful character archetypes, but few have achieved the popularity and effectiveness of Mana stacking builds. By leveraging mechanics such as…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters