21-ე საუკუნე კულტურათა თანხვედრის საუკუნეა, დღეს მსოფლიოში თავისუფლად თანაარსებობენ სხვადასხვა რელიგიური მსწამსისა და ტრადიციების მქონე საზოგადოებები და ამაში გასაოცარს მე პირადად ვერაფერს ვხედავ, მაგრამ აბა დაგესვათ ეს კითხვა გასული საუკუნის პერიოდში მცხოვრები ხალხისთვის, პასუხი აუცილებლად აგრესიული იქნებოდა. სამყაროს შესახებ თითეული ადამიანის წარმოდგენა ინდივიდუალურია, განსხვავებულია მათი იდეები, დამოკიდებულება და პრიორიტეტები, ასევე ხდება რელიგიაშიც. თუ ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მთავარი პრიორიტეტი ღმერთის მიმართ მორჩილებაა, ზოგი ამ ყველაფერს ტრადიციებისადმი ერთგულებაში გამოხატავს. საინტერესო ის არის, რომ თითოეული ადამიანისთვის ჭეშმარიტება სწორედ მისი რელიგიაა. ყველა რელიგია საკუთარი ხალხის ცხონებას ემსახურება, მათთვის არსებობს ღმერთის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მის პატივსაცემად და სადიდებლად მიღებული სხვადასხვა რელიგიური ტრადიცია, შედეგი კი ერთია - ღმერთის განდიდება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიური მრწამსის მატარებელი ხარ, მთავარი საკუთარი თავის პოვნაა. რელიგიის მიზანიც სწორედ ეს არის, ახსნას საყაროს არსებობა, მისი მრავალფეროვნება და შესაძლებლობა მოგცეს იცხოვრო საკუთარ წარმოდგენებში კომფორტულად და გწამდეს ღმერთი. ჩვენთვის აუცილებელია პატივი ვცეთ თითოეული ადამიანის აზრს, მათ დამოკიდებულებას სამყაროს არსებობის შესახებ.

       საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით მრავალეროვანი ქვეყანაა. აქ არ არსებობს ეთნიკური უმცირესობებს მიმართ ცალსახა ტერორი და იძულება. ზოგადად ძალადობა რელიგიაში და ნებისმიერ ადამიანის მიერ საკუთარი „ჭეშმარიტების“ აგრესიული ქადაგება მიუღებელი და არაკეთილგონვრული ქმედებაა. საქართველოს არაერთ ქალაქში ერთმანეთის გვერდით ვხდებით მართლმადიდებლური ეკლესიის, მეჩეთისა თუ სინაგოგის მშვიდობიან თანაარსებობას, რაც მიუთითებს იმაზე რომ სიტყვები „სომეხიც ჩვენი ძმა არის“ ქართულ რეალობას ნამდვილად შეესაბამება. რელიგია ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვენ წარმოგვდგენია, ეს არის სამყაროს აღქმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და თითოეული ადამიანისა თუ საზოგადოებისთვს ინდივდუალურია. თუ ჩვენ საკუთარ რელიგიას დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ, მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის სხვისთვისაც. საინტერესოა, რომ რაც უფრო მეტად გავეცნობით სხვა რელიგიათა იდეოლოგიას, ეს მეტად განამტკიცებს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი რელიგიისადმი. არ აქვს მნიშვნელობა რელიგია ჩვენია თუ სხვისი ის პატივისცემას იმსახურებს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან.

ტეგები: თანამედროვეობა, კონფესია, პატივისცემა, რელიგია, ტოლერანტობა

ნახვა: 860

გამოხმაურებები!

მართალია, ჩვენ შევთანხმდით, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების სხვადასხვა აღქმა არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, რომ ჭეშმარიტება ყველას ისე ესმის, როგორი თვალსაწიერიც აქვს, მაგრამ იქვე შევთანხმდით, რომ ეს პირადი აღქმები თავად ჭეშმარიტებას არ ცვლის. ამ გადმოსახედიდან, როგორ გეჩვენებათ, სხვა რელიგიის პატივისცემა? ან როგორ შეიძლება, სხვისი რელიგია თქვენიც იყოს? 

რას მოვესწარი ) ვაუ ))) ქველზე კამათობენ თუ რა არის ჭეშმარიტება ?!! 

არვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ სხვადასხვა რელიგია ჭეშმარიტების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, ამიტომ ვთვლი რომ ის რაც სხვისთვის მისაღები და სათაყვანებელია მას უნდა შევეგუოთ და ვალდებული ვართ პატივი ვცეთ.

ვფიქობ, რომ ის ვინც რაიმეს განმარტავს - უნდა იცოდეს *ჭეშმარითების* დეფინიცია (განმარტება) და არჩევდეს ელენეტალურ რამეს : თუ ჭეშმარიტებას გააჩნია განსხვავებული ინტერპრეტაციები - ის აპრიორი ჭეშმარიტება არაა!

paikidzemarriami said:

არვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ სხვადასხვა რელიგია ჭეშმარიტების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, ამიტომ ვთვლი რომ ის რაც სხვისთვის მისაღები და სათაყვანებელია მას უნდა შევეგუოთ და ვალდებული ვართ პატივი ვცეთ.

მარიამ, თუკი რელიგია წარმოადგენს ჭეშმარიტების ინტერპრეტაციას, მაშინ როგორ შეიძლება ის გამოდგეს რაიმეს საზომად? (გაგახსენებთ, ჩვენ ჭეშმარიტების ცნება დაგვჭირდა და გამოვიყენეთ როგორც ყველაფრის ეტალონი, საზომი, მთავარი შემმოწმებელი). მაშ, თუკი საზომი თავად არ წარმოადგენს რეალობას და ის მხოლოდ ინტერპრეტაციაა (მაგ. 1 სმ-ში ითვლის 12 მილიმეტრს), მაშინ, რატომ იმსახურებს პატივისცემას? რა საჭიროა ასეთი საზომი, რომელიც არ მაჩვენებს რეალობას (სწორი იქნებოდა მეთქვა, ჭეშმარიტებას)

paikidzemarriami said:

არვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ სხვადასხვა რელიგია ჭეშმარიტების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, ამიტომ ვთვლი რომ ის რაც სხვისთვის მისაღები და სათაყვანებელია მას უნდა შევეგუოთ და ვალდებული ვართ პატივი ვცეთ.
პასუხი მარტივია, რელიგია სამყაროს მიღმა არსებულ წარმოდგენათა შესახებ რწმენაა, შესაბამისად მისი მრავალგვარი ინტერპრეტაციაც ლოგიკურია. რა არის ჭეშმარიტება არავინ იცის, თითოეული რელიგია საკუთარი ჭეშმარიტების მომხრეა. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ სხვის ჭეშმარიტებას, მაგრამ გვწამდეს საკუთარი.

საოცარია, თითქოს ორივენი ქართულად ვწერთ ( კარგი, ვეცდები ვთარგმნო თქვენი დაწერილი : ჭეშმარიტება არავინ იცის რა არის და მაშასადამე ის არცოდნა  - მრავალფეროვანია და მიღმიერია ??  

რელიგია საერთოდ არ მიხსენებია და ლოგიკა იმედია ჩემმნაირად გესმით, როგორც მიზეზობრივ - შედეგობრივი  კავშირების ჯაჭვი ? ჯაჭვს ხედავთ თქვენს დაწერილში ? სფეროებიც კი აღრეულია :

არავინ არაფერი იცის ( ცოდნის სფერო) -  მრავალფეროვანი  და სამყაროს მიღმა ( ფანტაზიის სფერო) - პატივი უნდა ვცეთ ( ეთიკის სფერო )

..მარიამ, ასეთ ლოგიკის მასწავლებელს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია,  თავი აქვს მოსაკლავი ( 
paikidzemarriami said:

პასუხი მარტივია, რელიგია სამყაროს მიღმა არსებულ წარმოდგენათა შესახებ რწმენაა, შესაბამისად მისი მრავალგვარი ინტერპრეტაციაც ლოგიკურია. რა არის ჭეშმარიტება არავინ იცის, თითოეული რელიგია საკუთარი ჭეშმარიტების მომხრეა. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ სხვის ჭეშმარიტებას, მაგრამ გვწამდეს საკუთარი.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters