21-ე საუკუნე კულტურათა თანხვედრის საუკუნეა, დღეს მსოფლიოში თავისუფლად თანაარსებობენ სხვადასხვა რელიგიური მსწამსისა და ტრადიციების მქონე საზოგადოებები და ამაში გასაოცარს მე პირადად ვერაფერს ვხედავ, მაგრამ აბა დაგესვათ ეს კითხვა გასული საუკუნის პერიოდში მცხოვრები ხალხისთვის, პასუხი აუცილებლად აგრესიული იქნებოდა. სამყაროს შესახებ თითეული ადამიანის წარმოდგენა ინდივიდუალურია, განსხვავებულია მათი იდეები, დამოკიდებულება და პრიორიტეტები, ასევე ხდება რელიგიაშიც. თუ ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მთავარი პრიორიტეტი ღმერთის მიმართ მორჩილებაა, ზოგი ამ ყველაფერს ტრადიციებისადმი ერთგულებაში გამოხატავს. საინტერესო ის არის, რომ თითოეული ადამიანისთვის ჭეშმარიტება სწორედ მისი რელიგიაა. ყველა რელიგია საკუთარი ხალხის ცხონებას ემსახურება, მათთვის არსებობს ღმერთის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მის პატივსაცემად და სადიდებლად მიღებული სხვადასხვა რელიგიური ტრადიცია, შედეგი კი ერთია - ღმერთის განდიდება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიური მრწამსის მატარებელი ხარ, მთავარი საკუთარი თავის პოვნაა. რელიგიის მიზანიც სწორედ ეს არის, ახსნას საყაროს არსებობა, მისი მრავალფეროვნება და შესაძლებლობა მოგცეს იცხოვრო საკუთარ წარმოდგენებში კომფორტულად და გწამდეს ღმერთი. ჩვენთვის აუცილებელია პატივი ვცეთ თითოეული ადამიანის აზრს, მათ დამოკიდებულებას სამყაროს არსებობის შესახებ.
საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით მრავალეროვანი ქვეყანაა. აქ არ არსებობს ეთნიკური უმცირესობებს მიმართ ცალსახა ტერორი და იძულება. ზოგადად ძალადობა რელიგიაში და ნებისმიერ ადამიანის მიერ საკუთარი „ჭეშმარიტების“ აგრესიული ქადაგება მიუღებელი და არაკეთილგონვრული ქმედებაა. საქართველოს არაერთ ქალაქში ერთმანეთის გვერდით ვხდებით მართლმადიდებლური ეკლესიის, მეჩეთისა თუ სინაგოგის მშვიდობიან თანაარსებობას, რაც მიუთითებს იმაზე რომ სიტყვები „სომეხიც ჩვენი ძმა არის“ ქართულ რეალობას ნამდვილად შეესაბამება. რელიგია ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვენ წარმოგვდგენია, ეს არის სამყაროს აღქმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და თითოეული ადამიანისა თუ საზოგადოებისთვს ინდივდუალურია. თუ ჩვენ საკუთარ რელიგიას დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ, მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის სხვისთვისაც. საინტერესოა, რომ რაც უფრო მეტად გავეცნობით სხვა რელიგიათა იდეოლოგიას, ეს მეტად განამტკიცებს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი რელიგიისადმი. არ აქვს მნიშვნელობა რელიგია ჩვენია თუ სხვისი ის პატივისცემას იმსახურებს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან.
ტეგები: თანამედროვეობა, კონფესია, პატივისცემა, რელიგია, ტოლერანტობა
მართალია, ჩვენ შევთანხმდით, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების სხვადასხვა აღქმა არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, რომ ჭეშმარიტება ყველას ისე ესმის, როგორი თვალსაწიერიც აქვს, მაგრამ იქვე შევთანხმდით, რომ ეს პირადი აღქმები თავად ჭეშმარიტებას არ ცვლის. ამ გადმოსახედიდან, როგორ გეჩვენებათ, სხვა რელიგიის პატივისცემა? ან როგორ შეიძლება, სხვისი რელიგია თქვენიც იყოს?
რას მოვესწარი ) ვაუ ))) ქველზე კამათობენ თუ რა არის ჭეშმარიტება ?!!
ვფიქობ, რომ ის ვინც რაიმეს განმარტავს - უნდა იცოდეს *ჭეშმარითების* დეფინიცია (განმარტება) და არჩევდეს ელენეტალურ რამეს : თუ ჭეშმარიტებას გააჩნია განსხვავებული ინტერპრეტაციები - ის აპრიორი ჭეშმარიტება არაა!
paikidzemarriami said:
არვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ სხვადასხვა რელიგია ჭეშმარიტების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, ამიტომ ვთვლი რომ ის რაც სხვისთვის მისაღები და სათაყვანებელია მას უნდა შევეგუოთ და ვალდებული ვართ პატივი ვცეთ.
მარიამ, თუკი რელიგია წარმოადგენს ჭეშმარიტების ინტერპრეტაციას, მაშინ როგორ შეიძლება ის გამოდგეს რაიმეს საზომად? (გაგახსენებთ, ჩვენ ჭეშმარიტების ცნება დაგვჭირდა და გამოვიყენეთ როგორც ყველაფრის ეტალონი, საზომი, მთავარი შემმოწმებელი). მაშ, თუკი საზომი თავად არ წარმოადგენს რეალობას და ის მხოლოდ ინტერპრეტაციაა (მაგ. 1 სმ-ში ითვლის 12 მილიმეტრს), მაშინ, რატომ იმსახურებს პატივისცემას? რა საჭიროა ასეთი საზომი, რომელიც არ მაჩვენებს რეალობას (სწორი იქნებოდა მეთქვა, ჭეშმარიტებას).
paikidzemarriami said:
არვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ სხვადასხვა რელიგია ჭეშმარიტების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, ამიტომ ვთვლი რომ ის რაც სხვისთვის მისაღები და სათაყვანებელია მას უნდა შევეგუოთ და ვალდებული ვართ პატივი ვცეთ.
საოცარია, თითქოს ორივენი ქართულად ვწერთ ( კარგი, ვეცდები ვთარგმნო თქვენი დაწერილი : ჭეშმარიტება არავინ იცის რა არის და მაშასადამე ის არცოდნა - მრავალფეროვანია და მიღმიერია ??
რელიგია საერთოდ არ მიხსენებია და ლოგიკა იმედია ჩემმნაირად გესმით, როგორც მიზეზობრივ - შედეგობრივი კავშირების ჯაჭვი ? ჯაჭვს ხედავთ თქვენს დაწერილში ? სფეროებიც კი აღრეულია :
არავინ არაფერი იცის ( ცოდნის სფერო) - მრავალფეროვანი და სამყაროს მიღმა ( ფანტაზიის სფერო) - პატივი უნდა ვცეთ ( ეთიკის სფერო )
..მარიამ, ასეთ ლოგიკის მასწავლებელს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია, თავი აქვს მოსაკლავი (
paikidzemarriami said:
პასუხი მარტივია, რელიგია სამყაროს მიღმა არსებულ წარმოდგენათა შესახებ რწმენაა, შესაბამისად მისი მრავალგვარი ინტერპრეტაციაც ლოგიკურია. რა არის ჭეშმარიტება არავინ იცის, თითოეული რელიგია საკუთარი ჭეშმარიტების მომხრეა. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ სხვის ჭეშმარიტებას, მაგრამ გვწამდეს საკუთარი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•