განდგომილისა და ექვსთითას წაკითხვის შემდეგ მომაგონდა მითი დედალოსისა და იკაროსის შესახებ, თუმცა, საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. საინტერესოა, მომავალში თუ გამოჩნდება განდგომილის მსგავსი, რომელიც თვალს აუხელს მთელს სოციუმს და არა მხოლოდ ექვსთითას, ან თუ იფიქრებენ განდგომილი და ექვსთითა დარჩენილი სოციუმის ბედზე და თუ შეეცდებიან მათთან მიბრუნებას, რათა გადასცენ საკუთარი ცოდნა. მეტად დამაფიქრა ექვსთითასა და განდგომილის დიალოგში გაჟღერებულმა ფრაზამ, როდესაც ექვსთითა გაიგებს ღმერთთა მოკვდავი ბუნების შესახებ, განდგომილი კი მიუგებს, რომ სიკვდილი ღმერთთა (ადამიანთა) ძირითადი საქმიანობაა.
განდგომილი და ექვსთითა, გარკვეული თვალსაზრისით, შეგვიძლია შევადაროთ ნეოსა და მორფეუსს. ექვსთითა, ცალსახად, რჩეულია და რაც მთავარია მან დაიჯერა ეს. გავიხსენებ ნეოსა და ორაკულის დიალოგს მატრიცადან, სადაც ნათქვამია, რომ იყო რჩეული იგივეა, რაც იყო შეყვარებული, ვერავინ ხვდება ხარ თუ არა შეყვარებული, ეს მხოლოდ შენ იცი. აქვე, აღსანიშნავია მორფეუსის დარიგება, რომ მას მხოლოდ ის შეუძლია, კარი აჩვენოს, მაგრამ ეს კარი ნეომ (ექვსთითამ) თავად უნდა გაიაროს. შესაძლებელია, ლუნაჩარსკის სახელობის ბოილერული კომბინატი ერთგვარ მატრიცადაც განვიხილოთ, რომელსაც განდგომილმა და ექვსთითამ დააღწიეს თავი.
ფილმის ყურების შემდეგ, წარმოვიდგინე ჩემი თავი ნეოს ადგილას. დავფიქრდი იმაზე თუ როგორ მოვიქცეოდი, ჩემთანაც, რომ გამოჩენილიყო მორფეუსი და შემოეთავაზებინა რეალური სამყაროს ხილვა. გულახდილად, ძალიან გამიჭირდებოდა იმ სასტიკ რეალობასთან შეგუება, რომელშიც "გამოღვიძებულები" ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ვყოყმანობ ამ საკითხზე და შესაძლებელია, საერთოდაც ლურჯ აბს დავჯდერებოდი, რამეთუ თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, (ამ შემთხვევაში გათავისუფლება მატრიცადან) უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ტეგები: არჩევანი, თავისუფლება, ლიტერატურა, მატრიცა, რჩეული
დედალოსის და იკაროსის ამბავი დასრულდა ცუდად ? რატომ თვლი მასე ? აბა კაი დასასრული რა უნდა ყოფილ იყო - მზეს მიაღწევდნენ ? და გაუძლებნენ სიცხეს პროტუბერანში ( მიახლ 30 მილიონი ცელსიუსის მიხედთვით)? დღეს კი იკაროსი გმირია, რომელმაც არა მხოლოდ ზეპირისითყვიერი, არამედ პრაქტიკული სიბძნე დაგვიტოვა! ( ეს უფრო პრომეთე (ამირანის) ვარიაციაა - ადამიანები ცეცხლს აღმერთებნენ, დღეს კი მასზე წყალს ვადუღებთ )
უჩა, როგორ ფიქრობთ, რწმენის გარეშე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, ნეო ყოფილიყო გადამრჩენელი?
შეხვედრაზე, რომელზეც, სამწუხაროდ, თქვენ ვერ არ იყავით, ასე დავსვით საკითხი - დავუშვათ, მორფეუსიც ყოფილიყო მატრიცის გამოგზავნილი - საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ მიმართულებითაც.
რა თქმა უნდა, ნეოს რწმენა რომ არ ჰქონოდა, ვერ შედგებოდა რჩეულად, რამეთუ იყო რჩეული ნიშნავს გწამდეს, რომ ხარ ეს უკანასკნელი. ამდენად, თავად რჩეულობა რწმენაა და სხვა არაფერი. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ვშიშობ, ვერ მივხვდი რა იგულისხმება გამუქებულ წინადადებაში და რაში მდგომარეობს კითხვა.
ლაშა said:

გამოდის, რომ მორწმუნე ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ურწმუნო ადამიანს? მორწმუნე ადამიანს შეუძლია უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ურწმუნოს, ასეა?
უჩა said:

უპირველესად, ჩვენ აქ არა რელიგიურ, არამედ საკუთარი თავის რწმენას განვიხილავთ ხომ ასეა. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რასაკვირველია აძლიერებს ადამიანს და საზოგადოებაში ძლიერ პერსონად, შესაძლებელია რჩეულადაც, წარმოაჩენდეს მას. რამდენად მიაახლოვებს ეს მას ჭეშმარიტებასთან, ვფიქრობ, ირიბადაა დამოკიდებული რწმენასთან. გწამდეს, საკუთარი რჩეულობის იმთავითვე არ განაპირობებს ჭეშმარიტებასთან ახლოს ყოფნას, ეს, მეტწილად, დამატებით ძალებს და მოტივაციას შეგძენს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდე ჭეშმარიტებას.
ლაშა თქვა:
გამოდის, რომ მორწმუნე ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ურწმუნო ადამიანს? მორწმუნე ადამიანს შეუძლია უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ურწმუნოს, ასეა?
უჩა said:რა თქმა უნდა, ნეოს რწმენა რომ არ ჰქონოდა, ვერ შედგებოდა რჩეულად, რამეთუ იყო რჩეული ნიშნავს გწამდეს, რომ ხარ ეს უკანასკნელი. ამდენად, თავად რჩეულობა რწმენაა და სხვა არაფერი. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ვშიშობ, ვერ მივხვდი რა იგულისხმება გამუქებულ წინადადებაში და რაში მდგომარეობს კითხვა.
უჩა, მე არ მიხსენებია რელიგიური რწმენა. და ისიც ვერ მივხვდი, თქვენ რატომ დაუკავშირეთ საკუთარი თავის რწმენას? ნეო საკუთარი თავის მიმართ ავლენს რწმენას თუ მორფეუსის მიმართ?
მოდით, გავიხსენოთ - ნეო, ერთი აიტიშნიკი ბიჭია, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურიდან, რომელსაც კომპიუტერი მიანიშნებს, მერე ერთი გაურკვეველი ქალი ეტყვის, რომ მას ეძებენ და საბოლოოდ, კიდევ უფრო გაურკვეველი კაცი სთავაზობს დალიოს აბი და ისედაც სავალალო სიტუაციაში მყოფმა (სამსახურში აგვიანებს, პოლიცია დასდევს) კიდევ გაირთულოს მდგომარეობა. (ჯერ მარტო ის რად ღირს, ტელეფონიდან სრულიად უცნობის ხმას რომ ენდობა და ფანჯრიდან გადაძვრება).
უჩა:
უპირველესად, ჩვენ აქ არა რელიგიურ, არამედ საკუთარი თავის რწმენას განვიხილავთ ხომ ასეა. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რასაკვირველია აძლიერებს ადამიანს და საზოგადოებაში ძლიერ პერსონად, შესაძლებელია რჩეულადაც, წარმოაჩენდეს მას. რამდენად მიაახლოვებს ეს მას ჭეშმარიტებასთან, ვფიქრობ, ირიბადაა დამოკიდებული რწმენასთან. გწამდეს, საკუთარი რჩეულობის იმთავითვე არ განაპირობებს ჭეშმარიტებასთან ახლოს ყოფნას, ეს, მეტწილად, დამატებით ძალებს და მოტივაციას შეგძენს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდე ჭეშმარიტებას.
დიახ, სავსებით სწორი შენიშვნაა. ნეო, რაღა თქმა უნდა, მორფეუსის მიმართაც ავლენს რწმენას, რადგან თავად მორფეუსმა "ჩააწვეთა" მას რჩეულობის რწმენა. ჩახლართული წინადადება გამოვა, თუმცა ნეო ავლენს რწმენას იმის მიმართ, რომ მორფეუსს სწამს ნეოს რჩეულობის. შესაბამისად, ნეოს რჩეულობის თვითრწმენა, უცილობლად, გადის მორფეუსზეც.
contributorSaid
უჩა, მე არ მიხსენებია რელიგიური რწმენა. და ისიც ვერ მივხვდი, თქვენ რატომ დაუკავშირეთ საკუთარი თავის რწმენას? ნეო საკუთარი თავის მიმართ ავლენს რწმენას თუ მორფეუსის მიმართ?
მოდით, გავიხსენოთ - ნეო, ერთი აიტიშნიკი ბიჭია, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურიდან, რომელსაც კომპიუტერი მიანიშნებს, მერე ერთი გაურკვეველი ქალი ეტყვის, რომ მას ეძებენ და საბოლოოდ, კიდევ უფრო გაურკვეველი კაცი სთავაზობს დალიოს აბი და ისედაც სავალალო სიტუაციაში მყოფმა (სამსახურში აგვიანებს, პოლიცია დასდევს) კიდევ გაირთულოს მდგომარეობა. (ჯერ მარტო ის რად ღირს, ტელეფონიდან სრულიად უცნობის ხმას რომ ენდობა და ფანჯრიდან გადაძვრება).
უჩა:
უპირველესად, ჩვენ აქ არა რელიგიურ, არამედ საკუთარი თავის რწმენას განვიხილავთ ხომ ასეა. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რასაკვირველია აძლიერებს ადამიანს და საზოგადოებაში ძლიერ პერსონად, შესაძლებელია რჩეულადაც, წარმოაჩენდეს მას. რამდენად მიაახლოვებს ეს მას ჭეშმარიტებასთან, ვფიქრობ, ირიბადაა დამოკიდებული რწმენასთან. გწამდეს, საკუთარი რჩეულობის იმთავითვე არ განაპირობებს ჭეშმარიტებასთან ახლოს ყოფნას, ეს, მეტწილად, დამატებით ძალებს და მოტივაციას შეგძენს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდე ჭეშმარიტებას.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•