განდგომილისა და ექვსთითას წაკითხვის შემდეგ მომაგონდა მითი დედალოსისა და იკაროსის შესახებ, თუმცა, საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. საინტერესოა, მომავალში თუ გამოჩნდება განდგომილის მსგავსი, რომელიც თვალს აუხელს მთელს სოციუმს და არა მხოლოდ ექვსთითას, ან თუ იფიქრებენ განდგომილი და ექვსთითა დარჩენილი სოციუმის ბედზე და თუ შეეცდებიან მათთან მიბრუნებას, რათა გადასცენ საკუთარი ცოდნა. მეტად დამაფიქრა ექვსთითასა და განდგომილის დიალოგში გაჟღერებულმა ფრაზამ, როდესაც ექვსთითა გაიგებს ღმერთთა მოკვდავი ბუნების შესახებ, განდგომილი კი მიუგებს, რომ სიკვდილი ღმერთთა (ადამიანთა) ძირითადი საქმიანობაა.

      განდგომილი და ექვსთითა, გარკვეული თვალსაზრისით, შეგვიძლია შევადაროთ ნეოსა და მორფეუსს. ექვსთითა, ცალსახად, რჩეულია და რაც მთავარია მან დაიჯერა ეს. გავიხსენებ ნეოსა და ორაკულის დიალოგს მატრიცადან, სადაც ნათქვამია, რომ იყო რჩეული იგივეა, რაც იყო შეყვარებული, ვერავინ ხვდება ხარ თუ არა შეყვარებული, ეს მხოლოდ შენ იცი. აქვე, აღსანიშნავია მორფეუსის დარიგება, რომ მას მხოლოდ ის შეუძლია, კარი აჩვენოს, მაგრამ ეს კარი ნეომ (ექვსთითამ) თავად უნდა გაიაროს. შესაძლებელია, ლუნაჩარსკის სახელობის ბოილერული კომბინატი ერთგვარ მატრიცადაც განვიხილოთ, რომელსაც განდგომილმა და ექვსთითამ დააღწიეს თავი.

      ფილმის ყურების შემდეგ, წარმოვიდგინე ჩემი თავი ნეოს ადგილას. დავფიქრდი იმაზე თუ როგორ მოვიქცეოდი, ჩემთანაც, რომ გამოჩენილიყო მორფეუსი და შემოეთავაზებინა რეალური სამყაროს ხილვა. გულახდილად, ძალიან გამიჭირდებოდა იმ სასტიკ რეალობასთან შეგუება, რომელშიც "გამოღვიძებულები" ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ვყოყმანობ ამ საკითხზე და შესაძლებელია, საერთოდაც ლურჯ აბს დავჯდერებოდი, რამეთუ თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, (ამ შემთხვევაში გათავისუფლება მატრიცადან) უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ტეგები: არჩევანი, თავისუფლება, ლიტერატურა, მატრიცა, რჩეული

ნახვა: 1049

გამოხმაურებები!

დედალოსის და იკაროსის ამბავი დასრულდა ცუდად ? რატომ თვლი მასე ? აბა კაი დასასრული რა უნდა ყოფილ იყო - მზეს მიაღწევდნენ ? და გაუძლებნენ სიცხეს პროტუბერანში ( მიახლ 30 მილიონი ცელსიუსის მიხედთვით)? დღეს კი იკაროსი გმირია, რომელმაც არა მხოლოდ ზეპირისითყვიერი, არამედ  პრაქტიკული სიბძნე დაგვიტოვა! ( ეს უფრო პრომეთე (ამირანის) ვარიაციაა - ადამიანები ცეცხლს აღმერთებნენ, დღეს კი მასზე წყალს ვადუღებთ ) 

უჩა, როგორ ფიქრობთ, რწმენის გარეშე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, ნეო ყოფილიყო გადამრჩენელი? 

შეხვედრაზე, რომელზეც, სამწუხაროდ, თქვენ ვერ არ იყავით, ასე დავსვით საკითხი - დავუშვათ, მორფეუსიც ყოფილიყო მატრიცის გამოგზავნილი - საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ მიმართულებითაც. 

რა თქმა უნდა, ნეოს რწმენა რომ არ ჰქონოდა, ვერ შედგებოდა რჩეულად, რამეთუ იყო რჩეული ნიშნავს გწამდეს, რომ ხარ ეს უკანასკნელი. ამდენად, თავად რჩეულობა რწმენაა და  სხვა არაფერი. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ვშიშობ, ვერ მივხვდი რა იგულისხმება გამუქებულ წინადადებაში და რაში მდგომარეობს კითხვა.

ლაშა said:

გამოდის, რომ მორწმუნე ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ურწმუნო ადამიანს? მორწმუნე ადამიანს შეუძლია უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ურწმუნოს, ასეა? 

უჩა said:

უპირველესად, ჩვენ აქ არა რელიგიურ, არამედ საკუთარი თავის რწმენას განვიხილავთ ხომ ასეა. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რასაკვირველია აძლიერებს ადამიანს და საზოგადოებაში ძლიერ პერსონად, შესაძლებელია რჩეულადაც, წარმოაჩენდეს მას. რამდენად მიაახლოვებს ეს მას ჭეშმარიტებასთან, ვფიქრობ, ირიბადაა დამოკიდებული რწმენასთან. გწამდეს, საკუთარი რჩეულობის იმთავითვე არ განაპირობებს ჭეშმარიტებასთან ახლოს ყოფნას, ეს, მეტწილად, დამატებით ძალებს და მოტივაციას შეგძენს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდე ჭეშმარიტებას. 

ლაშა თქვა:

უჩა, მე არ მიხსენებია რელიგიური რწმენა. და ისიც ვერ მივხვდი, თქვენ რატომ დაუკავშირეთ საკუთარი თავის რწმენას? ნეო საკუთარი თავის მიმართ ავლენს რწმენას თუ მორფეუსის მიმართ? 

მოდით, გავიხსენოთ - ნეო, ერთი აიტიშნიკი ბიჭია, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურიდან, რომელსაც კომპიუტერი მიანიშნებს, მერე ერთი გაურკვეველი ქალი ეტყვის, რომ მას ეძებენ და საბოლოოდ, კიდევ უფრო გაურკვეველი კაცი სთავაზობს დალიოს აბი და ისედაც სავალალო სიტუაციაში მყოფმა (სამსახურში აგვიანებს, პოლიცია დასდევს) კიდევ გაირთულოს მდგომარეობა. (ჯერ მარტო ის რად ღირს, ტელეფონიდან სრულიად უცნობის ხმას რომ ენდობა და ფანჯრიდან გადაძვრება).

უჩა:

დიახ, სავსებით სწორი შენიშვნაა. ნეო, რაღა თქმა უნდა, მორფეუსის მიმართაც ავლენს რწმენას, რადგან თავად მორფეუსმა "ჩააწვეთა" მას რჩეულობის რწმენა. ჩახლართული წინადადება გამოვა, თუმცა ნეო ავლენს რწმენას იმის მიმართ, რომ მორფეუსს სწამს ნეოს რჩეულობის. შესაბამისად, ნეოს რჩეულობის თვითრწმენა, უცილობლად, გადის მორფეუსზეც. 

contributorSaid

უჩა, მე არ მიხსენებია რელიგიური რწმენა. და ისიც ვერ მივხვდი, თქვენ რატომ დაუკავშირეთ საკუთარი თავის რწმენას? ნეო საკუთარი თავის მიმართ ავლენს რწმენას თუ მორფეუსის მიმართ? 

მოდით, გავიხსენოთ - ნეო, ერთი აიტიშნიკი ბიჭია, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურიდან, რომელსაც კომპიუტერი მიანიშნებს, მერე ერთი გაურკვეველი ქალი ეტყვის, რომ მას ეძებენ და საბოლოოდ, კიდევ უფრო გაურკვეველი კაცი სთავაზობს დალიოს აბი და ისედაც სავალალო სიტუაციაში მყოფმა (სამსახურში აგვიანებს, პოლიცია დასდევს) კიდევ გაირთულოს მდგომარეობა. (ჯერ მარტო ის რად ღირს, ტელეფონიდან სრულიად უცნობის ხმას რომ ენდობა და ფანჯრიდან გადაძვრება).

უჩა:

უპირველესად, ჩვენ აქ არა რელიგიურ, არამედ საკუთარი თავის რწმენას განვიხილავთ ხომ ასეა. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რასაკვირველია აძლიერებს ადამიანს და საზოგადოებაში ძლიერ პერსონად, შესაძლებელია რჩეულადაც, წარმოაჩენდეს მას. რამდენად მიაახლოვებს ეს მას ჭეშმარიტებასთან, ვფიქრობ, ირიბადაა დამოკიდებული რწმენასთან. გწამდეს, საკუთარი რჩეულობის იმთავითვე არ განაპირობებს ჭეშმარიტებასთან ახლოს ყოფნას, ეს, მეტწილად, დამატებით ძალებს და მოტივაციას შეგძენს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდე ჭეშმარიტებას. 

RSS

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters