ნატოსთვის მიღების შეხსენება, პარლამენტის სამყოფელის კამათობანი, კრიმინალი და სამართალი, ბლოკჩეინის რუკა

      შემოდგომის კიდევ ერთი კვირა მიიწურა. ამჯერად კვირის სადღესასწაულო დასასრული იყო ქრისტიანებისთვის - დღეს ღმრთისმშობლის შობა იზეიმება და პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურღია აღავლინა. დღესასწაულის მიუხედავას დასვენება არ იყო და საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღე გამოვიდა. ისევ განახლდა ნატოში მისწრაფების ნიუსები, კრიმინალსა და სასამართლოებზეც ბევრი ისაუბრეს, მაგრამ თავარი მაინც პარლამენტის ადგილსამყოფელის გარკვევა იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 სექტემბერი, 2018 /

      ნატოში შესვლის დაუღალავი მცდელობებიდან - საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი სტუმრობს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატო-ში ვიხილავთ. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. დავით დონდუა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. დავით დონდუა - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გაწევრიანებისთვის.

      კრიმინალური ქართული სამყარო - ზაზა ოქუაშვილი - ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ, კრიმინალურ ჯგუფთან საქმე, რომელიც ფიქრობს, როგორ იმოქმედოს თითქოსდა უხილავად. მაია ცქიტიშვილი ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე - მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს, არანაირი ლიმიტი არ არსებობს მინისტრებისთვის. ლევან დავითაშვილი ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე - ზოგიერთი ბიზნესმენის თუ ვითომ ბიზნესმენის აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

      ბახტაძის შეხვედრები - მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს განათლების და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მამუკა ბახტაძემ და კრისტინ ლაგარდმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხებზე ისაუბრეს. მამუკა ბახტაძემ და NED-ის პრეზიდენტმა არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების საკითხზე ისაუბრეს.

      წინასაარჩევნო სამყარო - დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერეში განაგრძობს. მაია ცქიტიშვილი - ზოგიერთ პარტიას გაყალბების გზით ახასიათებს მხარდამჭერების სიების შეგროვება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. დავით ბაქრაძე - არ შეიძლება პრეზიდენტი დაიმალოს კაბინეტის კარს უკან და თქვას, რომ მას არ ეხება ქვეყნის და ხალხის პრობლემა.

      საპოლიციო ჰაბი და ქუთაისის პრობლემა - თამარ ჩუგოშვილი - ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ჰაბისთვის აპირებს. ხათუნა გოგორიშვილი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ქუთაისი აღარ იყოს საპარლამენტო ქალაქი. გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანის შედეგად დაზოგილი თანხები ისევ ქუთაისს მოხმარდება. სალომე სამადაშვილის შეფასებით, 2012 წლიდან „ოცნებამ“ დეცენტრალიზაციის პროცესი შეაჩერა და პარლამენტის ქუთაისში სრულად გადატანა ვერ მოესწრო. რეგლამენტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი - რუსთაველის გამზირი #8. პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს, რომელშიც პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისია ასახული, სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ლევან გოგიჩაიშვილი - ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი. ირაკლი კობახიძე - რეგლამენტის რეფორმა თვისებრივად გააძლიერებს პარლამენტის ადგილსა და როლს კონსტიტუციურ სისტემაში. გიორგი კანდელაკი - პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯი და რეგიონის მნიშვნელობის დაკნინება იქნება.

      დადგენილებები ხორავას საქმეზე - ანრი ოხანაშვილი - დავადგინეთ, რომ არავის გაუბედავს ხორავას ქუჩის საქმეზე პირადი ან პოლიტიკური მოტივით მართლმსაჯულებაში ჩარეულიყო. გიგა ბოკერია უმრავლესობას - სისხლიანი გარჩევებისა და ვენდეტას წახალისება იქნება, თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ ვიღაც იმიტომ არ ისჯება, რომ პროკურატურაში გავლენიანი ახლობელი ჰყავს. მამუკა მდინარაძე - ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში შეგიძლიათ ნახოთ ჩატარებული 500 საგამოძიებო მოქმედება, ხოლო 1500-ზე თქვათ, რომ არ ჩატარდა. არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.

      რობაქიძის საქმე - გურამ დონაძე - ბუტა რობაქიძის საქმეზე, ყოფილ პატრულს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არსად აქვს ნახსენები, რომ შემთხვევის ადგილზე 2 ავტომატი ნახა. ბრალდებული ზაზა ბაქრაძე - ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დაკითხული არც ერთი მოწმის ჩვენება სანდო არ არის.

      განტვირთვის წახალისება ანუ მსუბუქი ნარკომანია - ლევან დავითაშვილი - ამ ქვეყანაში ნარკოტიკების წახალისებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.

      ბლოკჩეინის რუკა - გიორგი ქობულია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკულ-სარუსო სანქციები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია შეიყვანა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - არავის გამოუვა რუსეთისთვის პირობების კარნახი - სანქციების ვაშინგტონელ ავტორებს ვურჩევთ, შეწყვიტონ ფაციფუცი.

      კონფლიქტური ირანი - ნიკი ჰეილიმ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.

      ჩივილი სამშობლოშივე - Daily Telegraph - პეტრო პოროშენკომ BBC-ს დიდი ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა.

      დიდი კატასტროფა ტანზანიაში - ვიქტორიას ტბაში ბორანის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 201

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

მაიკო: სექტემბერი 21, 2018||11:28pm

ზურაბიშვილიც მონდომებულია თუმცა შანსების რა ვთქვა  :დდდ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters