დღის მთავარ ამბებში ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მისი ავადმყოფობა მოხვდა და ფაქტობრივად მეინსტრიმული გახდა. ამასთანავე, არ ცხრება კანაფის საკითხი და მის პარალელურად, წინა პლანზე წამოიწია სააფთიაქო ნარკომანიის თემამ და დაკავებულმა დამნაშავეებმა. სხვა სიახლეები კვლავ მომავალ პრეზიდენტებს უკავშირდება, არის პროკურატურის ნიუსები და ა.შ.
პატიმრის ავადმყოფობა - ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური დღეს განცხადებას გააკეთებს. პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მის დიაგნოზს ასაჯაროებს. თამარ ჩუგოშვილი - ვანო მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა. ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა - ყველაფერი უნდა გამოირიცხოს, ამიტომ ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს. სოფიო კილაძე - ვფიქრობ, დაცვის მხარეს უნდა დაეფიქსირებინა, რომ ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით მოხდა მკურნალობის შერჩევა. არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რა განსხვავებაა ვანო მერაბიშვილის ხელისუფლებისას არსებულ სასჯელაღსრულების სისტემასა და დღეს არსებულ სისტემას შორის. ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზის აზრით, ვანო მერაბიშვილი უცხოეთში უნდა გაიგზავნოს. ნიკა მელია - მივმართავ ივანიშვილს, ვანო მერაბიშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის და მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.
კანაფის კანონის პრობლემატიკა - თამარ ჩუგოშვილი კანაფის კულტივაციაზე - ჩვენ არ გვინდა კანონი ისე მივიღოთ, რომ მის გარშემო საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობდეს. ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე - პროცესი შეჩერდა და არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას. დეკანოზი დავით ლასურაშვილი კანაფის კულტივაციაზე - მე მგონი, "ფსიხო" უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან. სოფიო კილაძე კანაფის კულტივაციაზე - ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ერის დიდი ნაწილის წინააღმდეგ წავა. დეკანოზი დავით ისაკაძე - ფარსია იმაზე საუბარი, რომ მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნებისთვის მოხდება. არჩილ თალაკვაძე - კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და მისი გაწვევა მთავრობას შეუძლია. სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა არის დაავადება, მაგრამ ციხე არ არის გამოსწორების გზა. ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციაზე - საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა.
სააფთიაქო ნარკომანია - სუს-ში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დააკავეს რამდენიმე პირი. გიგი წერეთელი - თუ საუბარია სააფთიაქო ნარკომანიაზე, ასეთი დანაშაული მხოლოდ ერთი უწყების ფარგლებში არ იქნება. დიმიტრი ხუნდაძე - სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში დამოკიდებულება იქნება მკაცრი. ეკა ბესელია - დიდი ხანია საუბარია პრობლემაზე, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიას ეხება.
იბერიას საქმე - თამარ ჩუგოშვილი „იბერიაზე“ - პირები, ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეკა ბესელია „იბერიას“ საქმეზე - გამოძიებას უნდა დავაცადოთ, დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა.
კომუნიკაციები - ირაკლი კობახიძე - არსებობს მრავალი მიმართულება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გასაუმჯობესებლად.
პროკურორის სისტემა - პროკურატურის სისტემაში საგანგებო - ე.წ. ad hoc პროკურორის ინსტიტუტი უქმდება. პროკურატურის სისტემაში მუდმივმოქმედი და დროებითი სათათბირო ორგანოები შეიქმნება. პროკურატურის სისტემაში საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება. პროკურორად და პროკურატურის გამომძიებლად სტაჟირების გზით მიღების წესს, კონკურსის გზით მიღების შესაძლებლობა ემატება. ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში ცვლილებები უკვე შეტანილია და მასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კანონმდებლობა პროკურატურის შესახებ.
უვადო მოსამართლეობა - ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძე საკუთარი სტატუსის გამოყენებით ცდილობს მიიღოს უვადოდ მოსამართლის სტატუსი.
ეკლესიის სიახლეები - მსოფლიო პატრიარქი - უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას სულ მალე მიიღებს.
საპრეზიდენტო შეხვედრები და არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სპორტსმენებს ხვდება. დავით ბაქრაძე უცხოეთში მცხოვრები ქართველების სოციალური მდგომარეობის გასაცნობად იტალიაში იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილი - ბათუმი უნდა გახდეს შავი ზღვის დედაქალაქი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა „მოღალატე“ უწოდა. სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე - ამას შეფასებას მისცემს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს.
მევენახეობა კახურად - კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა.
სესხის გაცემა და სესხების მომავალი - ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. კობა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს.
დასავლური პროპაგანდა - სოფიო ქაცარავა - მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, საჭიროა, მკაფიო გავხადოთ კავშირი შიდა რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკას შორის.
საზღვარგარეთულები:
ბერლუსკონი არჩევნებში - სილვიო ბერლუსკონი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ამერიკიდან ამბები - მაიკლ პომპეო - თუ სირიაში ქიმიური იარაღი იქნება გამოყენებული, აშშ არ გამორიცხავს არც ერთ სცენარს, მათ შორის სამხედრო პასუხის გაცემას.
ერევნის არჩევნები - ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებზე, რომელმაც მერი უნდა აირჩიოს, ფაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია