ბერძნული ანბანიდან გამორჩეული ომეგა და მითიური ჩანაწერები, პარტიულ მეოცნებეთა შეხვედრა, აკრძალული პარკები და ულიცენზიოობა

      ოქტომბრის მთავარი თვე - ღვინობისთვე და პირველი დღის მთავარი სიახლეები. ორი ძირითადი ამბავი ტრიალებდა დღეს საინფორმაციო სამყაროში. პირველი ეს არის ომეგას საქმე და ჩანაწერების გამოხუარებები და მეორე ქართული ოცნების შეხვედრები. ამას გარდა პრემიერის გამოსვლები იყო მნიშვნელოვანი და მცირე კონფლიქტი მერსა და სალარიძეს შორის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ოქტომბერი, 2018 /

      საპრეზიდენტო ფიგურანტები - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს. სალომე ზურაბიშვილი - ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე. სალომე ზურაბიშვილი - აღარასდროს განმეორდება, რაც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს - ბიზნესი იყო ყველანაირად "დარაკეტებული".

      ომეგას საქმე და ფაქტები თუ ცრუ ფაქტები - „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ლევან ყიფიანს ოთარ ფარცხალაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა. ზაზა ოქუაშვილი - ყიფიანის შუამავლობით შევხვდი ბიძინას, მან ნახა სად იყო სუსტი წერტილები ფირმისა, ეს იყო დამპინგში და დამპინგი აკონტროლა მხოლოდ ჩვენს საზიანოდ. ზაზა ოქუაშვილი - 4 მილიონი პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა და ამ შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ. ოქუაშვილის თქმით, "თიბისი ბანკმა" გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს. ზაზა ოქუაშვილი - ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი - ჩააგდეს სარდაფში, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას სთხოვდა. ივანიშვილმა უთხრა ლევან ყიფიანს, კვირიკაშვილი მოვიდა ჩემთან და ტიროდა, ჩემი უფროსი ხომ არ გეგონა, იქ რომ მიდიოდიო? - კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი გამოდგა. სიმონ ნოზაძე ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე - ზღაპრად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე დაიბარა და 4 მილიონი მოსთხოვა. ნუკრი ქანთარია - ახლა სერიალში ზაზა ოქუაშვილი უნდა მოიწამლოს, კომაში იყოს, შემდეგ კი აღსდგეს, ხოლო ლევან ყიფიანი მონასტერში იქნება მამა ლეონიდეს სახელით თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას შემდეგ სეზონში ვნახავთ. გია გაჩეჩილაძე - ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ის არის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი - ალბათ, ეს უფრო რუსული ხაზია. დიმიტრი ცქიტიშვილი ოქუაშვილის ინტერვიუზე - ყველაფერი უხეშად დადგმულ სპექტაკლს გავდა - ალბათ, საუბარია იმაზე, თუ რას გვიყვებოდა ეს ადამიანი ენის ბორძიკით. ირაკლი კობახიძე - ოქუაშვილმა „ქართული ოცნების" მხარდაჭერით დაიბრუნა ბიზნესი და დღეს სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას. ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის ფირმას თამბაქოს ბიზნესში წილები აქვს. მამუკა ბახტაძე - „ომეგა ჯგუფის“ მიმართ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება. გია ვოლსკი მედიას - ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ყიფიანი ჩაიყვანეს სარდაფში და შეურაცხყოფა მიაყენეს - თქვენც ალბათ, აბდა-უბდად გეჩვენებათ ეს ყველაფერი. დავით ბაქრაძე - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლის ფაქტებს. სერგი კაპანაძე - ის, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, უმაღლესი დონის კორუფციას ადასტურებს და აჩვენებს, რომ ფულს სძალავენ ბიზნესს, რათა პარტია დააფინანსონ. ეკა ბესელია - „ნაცმოძრაობის“ სცენარია, შექმნას დესტაბილიზაცია, ქაოსი, რადგან მათ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება ვერ წარმოუდგენიათ. მაია ცქიტიშვილი - იმ სერიალებიდან, რომელსაც ვისმენთ, ვერ ვხედავ ვერც ივანიშვილის და ვერც დასახელებული ადამიანების პროკურატურაში დაბარების საფუძველს. ირმა ნადირაშვილის ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე ანზორ ჩუბინიძისგან მოესმინა პასუხი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, უმრავლესობამ არ გაიზიარა. გია გაჩეჩილაძე - ყველაზე აბსურდული ის გახლავთ, რომ „ომეგა ჯგუფიც“ და „იბერიაც“ ფეხქვეშ გაიდეს იმ ხალხმა, ვინც ახლა გამოდიან ამათ დამცველებად. ტელევიზიიდან ცოცხებამდე - ნინო ბურჯანაძე - სწორედ ტელევიზიებზე შეტევით იწყება ის, რაც ცოცხებით მთავრდება. ნატო ჩხეიძე - ვერავინ წაგვართვა ბიზნესი ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერც ახლა წაგვართმევენ.

      ოცნების შეხვედრა - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ. კახა კალაძე - ორმაგი ღალატის ჩამდენმა ძალამ პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამა. „ქართული ოცნება“ რიგ საკითხთან დაკავშირებით მათ მიმართ გაჩენილ კითხვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს და ბრალდებებს განცხადებით პასუხობს. ბიძინა ივანიშვილი მედიას - რამდენიმე დღეში დაგიბრუნდებით და ინტერვიუს მოგცემთ. კახა კალაძე - უსუსური „ფარული“ ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი ყოველდღიური მოვლენა იყო. კახა კალაძე - ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ტელეკომპანიას კი ფარად იყენებს. კახა კალაძე - „ნაცმოძრაობის“ მიერ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. კახა კალაძე - საპრეზიდენტო არჩევნები იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ განცხადება არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად უტიფარი გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება.

      კალაძე და ნაცმოძრაობის ამბები გარდაცვალებებზე - კახა კალაძე - „ნაცმოძრაობამ“ ყველაზე ამაზრზენი სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშა - გირგვლიანის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას. ზაზა სარალიძე - არ მაქვს შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია „ნაცმოძრაობა“? - ნებისმიერთან მივალ დასახმარებლად, მაგრამ გზას მიკეტავენ. ზაზა სარალიძე - არ რცხვენია კახა კალაძეს? ოთხი შვილის მამა ყოფილა და ასეთ რამეებს რომ კადრულობს?

      საგანგებო სიტუაციები შსს-ში - შალვა ხუციშვილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ში დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მიიღონ.

      ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება - ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექინსპექტირების მესამე ეტაპი დღეიდან იწყება.

      აკრძალული პარკები და ულიცენზიო ტაქსები - დღეიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. დღეიდან ლიცენზიის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ტაქსის მძღოლები დაჯარიმდებიან.

      დაცული ჰაერი - მამუკა ბახტაძე - ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება.

      ბიუჯეტის კორექცია - მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს.

      სისტემუდანაშაულონი - ირაკლი კობახიძე - ყველა ხელისუფლებას აქვს პლუსები და მინუსები, მთავარია, რომ ჩვენ ხალხის და ქვეყნის წინაშე სისტემური დანაშაული არ ჩაგვიდენია.

      ურჩი მინისტრები - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „ურჩი მინისტრების“ დასჯას ითხოვს.

      უსტანდარტო კომპანიები - დიმიტრი ცქიტიშვილი - ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს არ ითვალისწინებენ, არც პროდუქტის ხარისხს ითვალისწინებენ.

      გაზრდილი სტატისტიკა - საქსტატი - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა.

      დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერები - ზაზა ხატიაშვილი - ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული აუდიოჩანაწერები მონტაჟია.

საზღვარგარეთულები:

      ერდოღანის თურქული სიმდიდრე - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ თურქეთს შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბრება, მაგრამ ანკარა საკმარისად ძლიერია და ამას არ წამოეგება.

      ფრანგულ სომხური ტანდემი - ემანუელ მაკრონი - შარლ აზნავური ნამდვილი ფრანგი იყო და, ამასთან, ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი საკუთარი სომხური ფესვები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 183

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 2, 2018||4:45pm

ბოლო დროს ძალიან გულჩვილიც გახდა )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters