არჩევნების წინა, ბოლო საქმიანი კვირა მიიწურა და პარასკევის ნიუსებში რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, არჩევნების თემა ლიდერობდა. ამას გარდა, დღის ამბებში იყო ზაზა სალარიძის აქციის შედეგები, საზარელი მკვლელობა და კვლავ ჟურნალისტებთან შეხვედრილი ივანიშვილი.
არჩევნების თემა და ეგზიტპოლი. მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში 2 დღით ადრე - გახსენით გვერდი და მიეცით ხმა თქვენს კანდიდატს » საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 «. 1-ელი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოსავალი 4 145 207 ლარი ზურაბიშვილმა მიიღო, ვაშაძემ - 1 360 023 ლარი,ბაქრაძემ - 864 046 ლარი. ISFED – გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით 27 „ფეისბუქ“ გვერდი მოქმედებს, სალომე ზურაბიშვილის - 26, დავით ბაქრაძის - 7. ნინო ბურჯანაძე – ამ არჩევნებში მოსახლეობა წამზომს ჩაურთავს ხელისუფლებას. ცესკომ არჩევნებზე აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესები შეახსენა. სალომე ზურაბიშვილი გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა.
ექსპრეზიდენტის ინტერვიუები - მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა დღეს ვერ შეძლო სპორტის სასახლის შევსებაც კი, თავისი მოღალატე წუნკალი დედაკაცის მხარდასაჭერად. მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე - ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს და შეკრეჭს თმას. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს გადარჩენის საკითხია, რომ ქვეყანა არ იქცეს ნარკოპლანტაციად.
საზარელი მკვლელობა - გორში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას შს მინისტრის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს. კახა საბანაძე - ეს არის საყოველთაო ტრაგედია და შსს მაქსიმუმს გააკეთებს გამოძიების შედეგის უახლოეს მომავალში დასადებად. გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ბიძა ერთ-ერთ ვერსიად წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობას განიხილავს. 8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გორში მოკლული გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. შს მინისტრის პირველი მოადგილე - გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგებით. არსებული ინფორმაციით, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ბიძინა ივანიშვილი - გორში დიდი ტრაგედია დატრიალდა - შეძრულია მთელი საქართველო.
ბიძინას ტელევიზიობანა - ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს იმის მაგალითი, რომ მედია უარს აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრაზე. ბიძინა ივანიშვილი - დღეს ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, მაგრამ ასე ჯობია. ბიძინა ივანიშვილი - ეკა კვესიტაძისა და დიანა ტრაპაიძის მხრიდან მცდელობა იყო გაერთიანების, მაგრამ მე მოვახერხე და ჩავწიე ერთმანეთისგან. ბიძინა ივანიშვილი „იბერიას“ შესახებ - მედიის მფლობელი ბიზნესმენი ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას, რაც არ გაუვა. გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გამოვიდა და როგორ სიტყვებს ხმარობენ ქალბატონის მიმართ, რომელსაც მე მოწიწებით ვექცევი. ბიძინა ივანიშვილი - აღარ არის დღეს იმის პრობლემა, რომ პარტნიორები ვარწმუნოთ - ჩემი ენერგიის 80% ამ მიმართულებით მიდიოდა. ბიძინა ივანიშვილი ფარცხალაძის შემოსავლებზე - წინასწარ აღებული ფული ჩემში გამოიწვევდა დიდ ეჭვს და უნდობლობას, თუმცა, შვილებს გეფიცებით, თუ ამაზე მეტი ამ თემიდან ვიცოდე. ბიძინა ივანიშვილი - როცა 2011 წელს პოლიტიკაში მოვედი, ეს აგრესიული ძალა, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი, ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგეთ, „ლომის წილი“ მენეჯმენტში ჩემი იყო. თუ სიმართლეა, რომ ეკა გიგაურმა სპეცრაზმელებს პრემიები გადაუხადა, მონაწილეობდა 7 ნოემბრის მოვლენებში, რა უფლება აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში არის?! ქალბატონი სალომე ძველი ქართულით საუბრობს, რაც ჩემთვის დიდ ხიბლს წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი - საკუთარი ხარჯებით დავეხმარები აბასთუმანში, რომ ადგილობრივებმა იმოძრაონ მხოლოდ ელექტრომანქანებით, ბევრს ვუყიდი. ბიძინა ივანიშვილი - გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია.
სალარიძის დაკავება - ზაზა სარალიძე დააკავეს. აქციის მონაწილე - ვცდილობდით, საწოლებისთვის ბანერი გადაგვეფარებინა, რომ არ დასველებულიყო - პოლიციასთან ზაზა სარალიძის დაპირისპირება ამას მოჰყვა. დავით ბაქრაძე – მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზაზა სარალიძეზე შეტევა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. ადვოკატი - ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა რამდენად საფუძვლიანია ბრალდება, ამას გავარკვევთ და შესაბამისი პასუხი გვექნება. ექიმების გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძე ამაღამ საავადმყოფოში დარჩება. ნათია მეზვრიშვილი - სარალიძის სიტყვიერ შეურაცხყოფებზე პოლიცია მის მდგომარეობას ითვალისწინებდა და თვალს ხუჭავდა, თუმცა უკვე თავდასხმის ფაქტზე პოლიცია იძულებული გახდა ის დაეკავებინა. პარლამენტთნ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. ნათია მეზვრიშვილი - კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას. ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ზაზა სარალიძის დედა აქციის მონაწილეებს - ნუ დამტოვებთ მარტო. არასამთავრობოების ნაწილის შეფასებით, შსს-ს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია. ექიმის ინფორმაციით, პოლიციელს, რომელსაც ზაზა სარალიძემ თავში ჯოხი ჩაატყა, ტვინის შერყევა აქვს. ზაზა სარალიძის დედა - პოლიცია 50 დღე ცდილობდა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგო და ეს დღეს მოახერხა - მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვიქნები.
დაბალი ხელფასები - ეკა გიგაური - სალომე ზურაბიშვილს მომსახურე პერსონალისთვის ძალიან მცირე შრომის ანაზღაურება აქვს დაფიქსირებული, ეს აუდიტის სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა იყოს.
საზღვარგარეთულები:
არაბეთიდან წასვლა - მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ვაჟმა საუდის არაბეთი დატოვა.
მოწვეული პუტინი - ჯონ ბოლტონი - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიიწვია. ტრამპის მრჩეველი - საქართველოში აშშ-ს ელჩის დანიშვნა სენატში დამტკიცების პროცესს უკავშირდება, რაც საკმაოდ რთულად გასავლელი გზაა. ამერიკის სავაჭრო პალატის შეფასებით, საქართველოში კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ის სრულად შეესაბამება განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში არსებულ კორუფციის დონეს. ჯონ ბოლტონი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი სწორედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოჰყვა. ჯონ ბოლტონი - ვგეგმავთ, კვლავ განვაგრძოთ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია