დებატების ბოლო აკორდები, თეიმურაზის პორტრეტი სამშობლოში, მენეჯმენტის წუნი, მეტრო ლილომდე და ამერიკული ბომბები

      თავიდან ბოლომდე, არჩევნების თემატიკით გაჯერებული დღე იქნებოდა, რომ არა თეიმურაზის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება და დღეს გამოფენა მუზეუმში. თუმცა, კულტურის თემა მაინც დაფარა პოლიტიკურმა აქტივობამ, რადგან არჩევნებამდე დღეების დათვლას ერთი ხელიც ეყოფა. ამას გარდა, მედიააქტიური იყო პრემიერი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 ოქტომბერი, 2018 /

      ბოლო დებატები და არჩევნებამდე 3 დღით ადრე - სალომე ზურაბიშვილი - რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. სალომე ზურაბიშვილი - ამომრჩევლისთვის ჩემი ხედვების გასაზიარებლად მოვედი, რამდენიც შევძელი, გავაკეთე, ცოტა დრო დამაკლდა. პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ს „შტაბკვარწირაში“ ვმუშაობდი და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როდესაც ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიმდინარეობდა. მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან - თუ რომელიმე არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის მესიჯი მათ ეხებოდათ. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, გამოვიყენოთ 28 ოქტომბრის არჩევნები იმისთვის, რომ საზოგადოება წავიდეს წინ. გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ - როგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების. საია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს და პარტიებს მისი გაცნობისკენ მოუწოდებს. თამარ ჟვანიას განცხადებით, დიდწილად 28 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კიდევ ერთი ვადით. თამარ ჟვანია - აბსოლუტურად მზად ვართ, რომ არჩევნები ჩავატაროთ და ამომრჩეველს მოვემსახუროთ. ISFED - სალომე ზურაბიშვილის კამპანიის აქტივობებს ხელი შეუშალეს 9 შემთხვევაში, ხოლო გრიგოლ ვაშაძის ღონისძიებებს - 2 შემთხვევაში. ISFED-ის ანგარიში - ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, ზეწოლისა და იძულების - 13; ფიზიკური დაპირისპირების-5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 7 შემთხვევა დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, საარჩევნოდ პატარკაციშვილის საქმის წამოწევა „ნაცმოძრაობის” დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს. ISFED-ის ანგარიშის თანახმად, კასპში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ჩოხატაურში პროდუქტების დარიგებისა და მატერიალური დახმარების დაპირების ფაქტები დაფიქსირდა. გიგი უგულავას ინფორმაციით, ვიქტორ ჯაფარიძეს და მის მეუღლეს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება გადაეცათ და მათ ვალდებულებები არ შეასრულეს. კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი იქნება სახალხო პრეზიდენტი, იქნება სამაგალითო პრეზიდენტი, რომელიც დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში. ირაკლი კობახიძე - 28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას სიყალბე და სიმართლე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. მამუკა ბახტაძე - გარკვეული ძალების მიერ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ევროპული ტიპის კამპანია შესთავაზა. ირაკლი კობახიძე - ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ძალიან მაღალი ალბათობაა. სალომე ზურაბიშვილი - ამომრჩეველი იტყვის, იქნება პირველი ტური თუ მეორე ტური - რეიტინგებზე არაფერს ვიტყვი. სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, საქართველო მართლაც გახდება ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ

      მეფის პორტრეტი - თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხვალიდან დამთვალიერებელს ელოდება. გიორგი კეკელიძე - მიხარია, რომ ხელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი დაიდებს ბინას. მიხეილ ბატიაშვილი – ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას თეიმურაზ მეორის პორტრეტის დაბრუნებას ულოცავს.

      ახალი ავტოპოლიცია - პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადაეცა. მამუკა ბახტაძე - შსს-ს დავალებული აქვს ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

      უკმაყოფილება მენეჯმენტით - მამუკა ბახტაძე ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გარკვეული მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა.

      ვალების სისტემა - მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს იმის რისკი, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ.

      სეიმის რეზოლუცია - პრემიერი - მნიშვნელოვანია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. დავით ზალკალიანმა პოლონეთის სეიმს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოლონეთი საქართველოს მხარს უჭერს ყველა მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

      მეგობარი ბოლტონი - მამუკა ბახტაძე - ჯონ ბოლტონი საქართველოს ერთგული მეგობარია, მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები.

      მეწარმეობა - პრემიერი - მცირე მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირებით მიღებული შედეგი უნიკალურია და იმაზე მეტი, ვიდრე პროგნოზი მქონდა.

      მეტრო ლილომდე - მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროს ახალი ხაზით 230 000 ადამიანი ისარგებლებს.

      ბანკების გაზრდილი ფული - სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 679.1 მლნ ლარით გაიზარდა.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკული თავსატეხი - დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალებს არ დაიშურებენ, რომ დადგინდეს პირები, რომლებმაც ობამას, კლინტონს და სოროსს ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნეს.

      ამაზრზენი დანაშაული - საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ხაშოგის მკვლელობას ამაზრზენი დანაშაული უწოდა.

      ტრამპის მოსმენა - The New York Times - რუსეთი და ჩინეთი დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრებს უსმენენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 156

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters