ახალი ამბები საუფლო დღესასწაულით დაიწყო - დღეს ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნებოდა ქრისტეს ეკლესიაში. დღის მთავარ თემებში ასევე შეხვდებოდით პრეზიდენტის ფინანსებს და სასახლი საკითხს, ქუჩის აქციებს და თბილისის მერიის ბიუჯეტურ ცვლილებებს, ხოლო საღამოს, ყველა სიახლე გადაწონა ნიკა რურუას გარდაცვალების ამბავმა.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონში საღმრთო ლიტურგია შესრულდა.
პრეზიდენტის ფინანსები - ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტისთვის გამოყოფილი ფინანსები ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან პროპორციულია. გია ხუხაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაში ლოგიკას ვხედავ, რადგან თვითონ პრეზიდენტის ფუნქციონალური დატვირთვა მკვეთრად შემცირებულია. რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტის ფონდის დატვირთვა სერიოზული იყო და მისი გაუქმება მცდარი ნაბიჯია - პრეზიდენტის მეტისმეტად შევიწროება გამოდის. თამარ ჩუგოშვილი - ჩემი პირადი სურვილი და პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში ჩატარდეს. გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს უსვამდა და თავადაც მზადაა პროცესში ჩართულობისთვის. ირაკლი კოვზანაძე - ვიდრე ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვაპირებ დამატებითი კონსულტაციები გავიარო ახალარჩეულ პრეზიდენტთან. მამუკა მდინარაძე - ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების თითქმის 4 მლნ ლარით შემცირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
პოლიტიკოსის გარდაცვალება - დღეს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიკა რურუა. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების განცხადებით, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. “მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. სალომე ზურაბიშვილი - ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება. ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. გიორგი მარგველაშვილი - ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი.
ახალი სამსახური - მართლწესრიგი - გიორგი გახარია მართლწესრიგის ოფიცრებს - თქვენ უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი მათზე მზრუნველ მეგობრად აღგიქვამდეთ. არჩილ თალაკვაძე - მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოების მეტად ჩართულობას, პოლიციისადმი ნდობას და მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს.
მოთხოვნების ციკლიდან - ნინო ბურჯანაძე საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს. ნინო ბურჯანაძე - კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ფაქტია, რომ ძალაა. ალეკო ელისაშვილი - ადამიანების უმეტესობამ ხმა მისცა მას, ვინც კონკურენციას გაუწევდა „ქართულ ოცნებას“. ელენე ხოშტარია - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის არა რომელიმე ერთი პარტიის ინტერესში, არამედ ქვეყნის ისტორიული ამოცანაა. ნინო ბურჯანაძე – აუცილებელია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მხოლოდ საარჩევნო სისტემის და მთლიანად საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ.
დედაქალაქის მთავრობა - კახა კალაძე - ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს. კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში მეტროს 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება. კახა კალაძე - პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები იყო განხორციელებული, არაფრად ვარგა და ყველა სამუშაო თავიდან არის ჩასატარებელი. თბილისის მერიამ 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადასცა. კახა კალაძის განცხადებით, ყველა შენიშვნას, რომელიც სწორი და მართებული იქნება, ბიუჯეტის კორექტირებისას გაითვალისწინებს. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა კარვებში ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო.
მორიტორინგი კიდევ ორი წლით - ევროპის საბჭომ საქართველოში არსებულ მონიტორინგის მისიას მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელა.
გადადებული საქმე - მირზა სუბელიანის საქმის განხილვა გადაიდო.
ეჭვები უკრაინელებზე - შს მინისტრი უკრაინის მოქალაქეებზე - გარკვეული ეჭვები არსებობს, თუმცა დღეს ეს მხოლოდ ეჭვებია - მოტივის გამოსაკვეთად გამოძიება მიმდინარეობს. სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის 6 მოქალაქე აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღები არ ჰქონიათ და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოხდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 უკრაინელის და საქართველოს ერთი მოქალაქის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. პროკურორი - უნდა გამოვიძიოთ, საიდან ჰქონდათ და რა მიზნით კანონსაწინააღმდეგო ნივთები სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს. პროკურატურა სპეცოპერაციის დროს დაკავებული უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს. საქალაქო სასამართლო სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
განულების ნეგატივი - დემურ გიორხელიძე - კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა სესხების განულების საკითხში არ გარეულიყო, რადგან ყველაფერი ნეგატიური, საბოლოოდ, ისევ მთავრობას დაატყდება თავს.
მოწოდება ხელმოსაწერად - „თავისუფალი დემოკრატები" - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო წესი გაუქმდეს.
საზღვარგარეთულები:
ტოტალური იზოლაცია - პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ რუსეთი ტოტალურ იზოლაციაში იმყოფება.
უფროსი ბუშის გარდაცვალება - აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯორჯ ბუშთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მივიდნენ.
ძვირი საწვავი - „ფრანს პრესი“ - საფრანგეთის პრემიერი საწვავზე გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
როგორ გეტყობა გიორგი, რომ პატარა ხარ - ნიკა რურუას პოლიტიკოსს უწოდებ ( ძალიან უზუსტო სათაურია
მისი წოდება პარლამენტის ბიბლიოთეკიდან ამოვიკითხე და ამიტომ დავარქვი ასე. სამწუხაროდ, ვრცელ ინფორმაციას არ ვფლობდი.
წყაროს ყოველთვის აქვს დიდი მნიშვნელობა ( აბა ჯგერენაია თავის პარტიელზე რას დაწერდა?)- ჩამონათვალში პოლიტიკოსიც ალბათ დაიწერებოდა..
ნახე რა აბსურდია როცა ადამიანს კლიშეს მიაწერ :
დღეს გარდაიცვალა ..
..ყოფილი მეჭურთლეთუხუცესი შოთა
..ცნობილი მოგზაური ვახუშტი
..ყოფილი მეცხვარე ვაჟა
..ოროსანი სემინარისტი იოსები
..ცნობილი პროფესორი ჯაბა
.. გამოჩენილი პენსიონერი ედუარდი
/ვფიქრობ, უპრობლემოდ, შენს შესძლებ ბევრის დამატებას/
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია