პრეზიდენტის და საპრეზიდენტოს შეხვედრა, ნაციონალების აქციობანა, რუსთაველის მამების კარვობანა და თბილისის ბიუჯეტი

      ზამთარი დადგაო და სიცივე დადგაო კი ირითმება, მაგრამ მაინცდამაინც დიდი სიცივე არ არის, განსაკუტრებით ცხელი პოლიტიკური ამბების ფონზე. გუშინ დამარცხებული პარტია რუსთაველზე აქციას მართავდა, იმავე რუსთაველზე მამების აქცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დღეს სასამართლოც ჰქონდათ. გამარჯვებული პრეზიდენტი ახლა უკვე წინა პრეზიდენტს შეხვდა, კალაძე კი მერიის საქმეებს აგვარებდა. მოკლედ, თბილა დეკემბერში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 დეკემბერი, 2018 /

      პრეზიდენტების შეხვედრა, საპრეზიდენტო მილოცვები მისთანანი, ანუ ჩავლილი არჩევნების გაგრძელება - სალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, მე მას თანავუგრძნობ. ელისაშვილის შეცდომები - ალეკო ელისაშვილი - დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე. ლინკოლნ მიტჩელი - გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია. ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, რომ ყალბი პირადობების შესაძლო გამოყენებაზე გამოძიება ჩატარდეს. ნინო ლომჯარია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური თემაა და ასეთ საკითხებში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა. ირაკლი კობახიძე - შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. ირმა ინაშვილი პროკურატურისგან და შსს-გან ითხოვს, ჩატარდეს გამოძიება, მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით. სოფიო კილაძე - გამოვრიცხავ, თითქოს „ქართული ოცნება“ ვინმესთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო გარიგებული. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

      ნაციონალების გუშინდელი აქცია - კარნეგის ფონდის მკვლევარი - ვფიქრობ, ქუჩაში გასვლა სასოწარკვეთილების გამოხატულებაა და არა იმის, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატია. ირაკლი კობახიძე - გუშინ ვნახეთ ოპოზიციის „დიდი აქცია", მათ არავითარი რესურსი არ აქვთ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან. გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის ჩატარების უფლება და არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე. სერგო რატიანი - ხელისუფლების მანდატი სრულიად არაადეკვატურია და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სოფიო კილაძე - ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა „ნაციონალებს“ უარი უთხრა და კეთილი ინებონ და შეეგუონ ქართველი ხალხის ამ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას.

      უკრაინული დაკავება თბილისში - პეტრო პოროშენკოს მრჩევლის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატი იმყოფებოდა. რადას დეპუტატი - თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ. სიმიონ სემენჩენკო - როდესაც უკრაინაში იყო პროტესტი, უკრაინელებს ქართველებით აშინებდნენ, ახლა ქართველებს აშინებენ უკრაინელებით. ადვოკატი - უკრაინელმა და ქართველმა ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის ფურცელს "სლავა უკრაინა" დააწერეს და დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

      რუსთაველის მამების სასამართლო - ზაზა სარალიძე - მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურად მივმართავ. ზაზა სარალიძე მოსამართლეს - მგონი მაქვს უფლება ვიცოდე, რის გამო მიკრძალავდნენ კარვების დადგმას. როგორც შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალეკო ნაჭყებიამ სხდომაზე განაცხადა, შეზღუდვის წინაპირობები დღეისთვის არ არსებობს, შესაბამისად, კარვები განთავსებულია რუსთაველის გამზირზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელზე დავა შეწყვიტა.

      მერიის გაზრდილი ბიუჯეტი - კახა კალაძის ინფორმაციით, 2019 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მლნ ლარი იქნება, რაც სპეც-ტრანსფერების მეშვეობით მილიარდზე მეტი გახდება. კახა კალაძის განცხადებით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისში პირველი მასშტაბური მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდება. მაია ცქიტიშვილი - ყველა აქტივობა მიმართულია იქეთ, რომ თბილისი კიდევ უფრო აქტიური და მეგობრული ქალაქი გახდეს. კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს - რასაც დასთეს იმას მოიმკი, ხომ გაგიგიათ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა. კახა კალაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია. კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული კატეგორიის პირთა ხელფასების მომატებაზე მერიას ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციები ექნება.

      შინაპატმრობა მეგისს - უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა. თამარ ჩუგოშვილი - დარწმუნებული ვარ, როგორც კი საექსტრადიციო პროცედურები დასრულდება, მეგის ქარდავა გადმოეცემა ჩვენს ქვეყანას.

      საკალათბურთო სიხარული - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საზღვარგარეთულები:

      არჩევნების მოთხოვნა ევროპაშიც - მარინ ლე პენი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

      ბრალი ქერჩის სტურეში ცურაობისთვის - ТАСС - ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ სამხედროებს ბრალი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვის მუხლით წაუყენეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 151

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Burden of Haunted Souls

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters