ქეთევან პოპიაშვილი
ჯონ დიუის შეხედულებები განათლების შესახებ ეყრდნობა ორ ძირითად დებულებას: პირველი არის ის, რომ განათლების საფუძველს წარმოადგენს გამოცდილება, რომელიც მუდმივად განვითარებადია და მეორე ის, რომ სოციალური პროგრესი მიიღწევა მხოლოდ გამოცდილებებისა და აზრების გაცვლით, მსჯელობითა და დისკუსიით. „ორმხრივი კონსულტაციისა და დიალოგის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეხედულებები უკეთეს გამოცდილებებს უზრუნველყოფს“.[1]
ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იძენს გამოცდილებას. თავდაპირველად ეს არის ურთიერთობის გამოცდილება ობიექტური სამყაროსთან და ახლობელ ადამიანთა ვიწრო წრესთან. ფიზიკურ ზრდასთან ერთად იზრდება გამოცდილებაც, რაც დამოკიდებულია უკვე განათლების სისტემაზე, რომელიც, დიუის აზრით, უწყვეტი სოციალური პროცესია, რომელშიც ჩართულები არიან საზოგადოებრივ ჯგუფებად (ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები) გაერთიანებული ინდივიდები.
მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობილი განათლება მიაჩნია დიუის ჭეშმარიტ განათლებად. ყოველი გამოცდილება უნდა ეყრდნობოდეს წარსულში მიღებულს და ნიადაგს უნდა უქმნიდეს მომავალ გამოცდილებას. ამავე დროს ის უნდა ცვლიდეს პიროვნებას და უღვივებდეს უფრო მეტ ინტერესს სწავლისადმი.
ტრადიციული სკოლები იყენებდნენ სტანდარტულ სასკოლო გარემოს, ასევე მკაცრად იცავდნენ დისციპლინას, ერთი და იმავე პროგრამითა და გეგმით ასწავლიდნენ ყოველ მოსწავლეს, მიუხედავად მათი ინტერესისა და შესაძლებლობისა. აბსოლუტური სიჩუმისა და უმოძრაობის დაცვა საკლასო ოთახებში ტრადიციული სკოლების ღირსებად მიიჩნეოდა, პედაგოგები კი ასწავლიდნენ მხოლოდ იმას, რაც ეწერა სახელმძღვანელოში, მოითხოვდნენ მხოლოდ დაზეპირებას და არა გააზრებას. დისტანცია პედაგოგსა და მოსწავლეს შორის იყო მკაცრად დაცული და გადაულახავი. ასეთი სწავლება ვერ უზრუნველყოფს ვერანაირ წინსვლას, ვერც პიროვნების ინტელექტუალურ ზრდას. ის გაღვივების ნაცვლად კლავს ინტერესს ცოდნის გაღრმავებისას.
პროგრესული სკოლები განათლების მთავარ პრინციპად მიიჩნევენ „სწავლას კეთებით“ , რაც დიუის აზრით არის კიდეც საშუალება ნამდვილად განათლებული ადამიანების აღზრდისა. კარგად შერჩეული, საინტერესო, სასიამოვნო სასწავლო გარემო, ასევე ფრთხილად, განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული პროგრამები, სახელმძღვანელოები აძლევენ საშუალებას მოსწავლეს უკვე სკოლამდე მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეიძინოს ისეთი გამოცდილება, რომელიც კვლავ და კვლავ უბიძგებს მას ახალი გამოცდილების ძიებისაკენ. ყოველ ეტაპზე მას უჩნდება ინტერესი, სურვილი, მიზანი ,რომლის მიღწევის სწრაფვისაკენ უნდა უბიძგოს მას პედაგოგმა, შეუქმნის რა მას სათანადო გარემოს და მიაწვდის მისთვის საჭირო და შესაფერის მასალას.
პედაგოგმა თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს ყოველი პიროვნების მიდრეკილებები და შესაძლებლობები. ამის საშუალებას აძლევს ის ფიზიკურად თავისუფალი გარემო, რომელიც ახასიათებს პროგრესულ სკოლებს, მოზარდები თავისუფალ ურთიერთობებში, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში ამჟღავნებენ თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს.
მასწავლებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ის, რომ თავისუფლება ქაოსად არ გადაიქცეს, არა აკრძალვით, არამედ ურთიერთქმედებების, აქტივობების სწორად შერჩევით, რომელიც მორგებული იქნება ყველაზე ინდივიდუალურად საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე პედაგოგმა უნდა უჩვენოს გზა მოზარდს სასარგებლო გამოცდილებისაკენ და აარიდოს მას საზიანო გამოცდილება. პროგრესული პედაგოგი კეთილგანწყობილი და გაგებული უნდა იყოს და მხოლოდ აუცილებელ დონეზე იცავდეს დისტანციას. მოსწავლეები თავად არიან ჩართული სასწავლო მასალის, პროგრამების, აქტივობების შერჩევაში, პედაგოგი კი თვალყურს ადევნებს მათ სწორ ქცევასა და მიმართულებას. ის უზრუნველყოფს ისეთ გარემოს, სადაც ობიექტური პირობები ემსახურება ინდივიდთა სუბიექტურ განვითარებას, უყალიბებს მათ აზროვნების, განსჯის, სიტუაციების შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარს. პროგრესული სკოლის პედაგოგი არის უფროსი, მეგობარი, სანდო ლიდერი და არა მკაცრი, გულცივი ზედამხედველი, როგორც ტრადიციულ სკოლებში.
დიუის აზრით „პროგრესული განათლების ყველაზე ჯანსაღი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქცენტს აკეთებს და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთა მონაწილეობას იმ მიზნების ფორმირებაში რომლებიც წარმართავენ მათ საქმიანობას სასწავლო პროცესში“. [2][3]
აბსოლუტურად ვიზიარებ დიუის დადებით შეხედულებებს პროგრესულ განათლებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ასეთი საგანმანათლებლო სისტემა უზრუნველყოფს საზოგადოებას ჭეშმარიტად თავისუფალი, ინტელექტუალური ინდივიდებით, რომელთა შორის ურთიერთობები გაცილებით ცივილური და მისაღებია.
უნდა ავღნიშნო, რომ მართლაც უმთავრესია პედაგოგის როლი მოზარდთა სათანადო აღზრდისა და განათლების პროცესში. თუ ყოველი პედაგოგი იქნება დიუისეულ პედაგოგის მოდელთან ძირითად ასპექტებში მიახლოებული, მაშინ დღევანდელ სკოლებში არსებული სასწავლო და სოციალური პრობლემები შემცირდება. თუ პედაგოგს ემახსოვრება, რომ ის დღეს არსებული ცოდნითა და გამოცდილებით არ დაბადებულა და ამას წლები მოანდომა, იქნებ შეძლოს და უკეთესად გადასცეს მოზარდებს თავისი გამოცდილება და ცოდნა. პედაგოგი მოზარდს უნდა უღვივებდეს სწავლის სურვილს და ინტერესს და არა პირიქით, უკარგავდეს მას სტიმულსა და მოტივაციას.
[1] დიუი ჯონ, გამოცდილება და განათლება. 282.
[2] დიუი ჯონ, გამოცდილება და განათლება შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.
[3] დიუი ჯონ, გამოცდილება და განათლება. 312.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია