ქეთევან პოპიაშვილი
ეგზისტენციალიზმის (რელიგიურისა თუ ათეისტურის) ამოსავალი და საერთო კონცეფციაა „არსებობა წინ უსწრებს არსს“. ტექნიკური თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ წარმოება წინ უსწრებს არსებობას (ხელოსანმა წინასწარ იცის რა დანიშნულებით აკეთებს დანას). ადამიანის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მის ისტორიულ არსებობას წინ უსწრებს არსი - საყოველთაო ცნება - „ადამიანი“. „ადამიანი ჯერ არსებობს, თავის თავს პოულობს, აღმოცენდება სამყაროში და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს საკუთარ თავს“. [1]
ადამიანი არ არის რაიმე განსაზღვრული ნივთი (ხე, წიგნი, ბურთი...), არამედ ის სუბიექტური არსებაა და თვითონ ირჩევს, თუ ვინ ან როგორი იქნება. ამიტომ ის პასუხისმგებელია თავის რაობაზე, არჩევანის შედეგზე. ადამიანს პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ საკუთარ „მეობაზე“, არამედ ყველა ადამიანზე, საზოგადოებაზე. სუბიექტი, ირჩევს საკუთარ მეობას და გარკვეულ ღირებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვებისთვისაც. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ქმედებებზე და მთელ კაცობრიობაზე, სარტრის აზრით, იწვევს შიშს - გავაკეთეთ კი სწორი არჩევანი, ვიქცევით კი სწორად?
ღმერთის უარყოფა ნიშნავს, რომ ადამიანი სამყაროში მარტოა. აღარ არსებობს დადგენილი ღირებულებები, ზნეობრივი ნორმები. ვეღარავის დაბრალდება სწორი და არასწორი ქმედებები, ვეღარავინ იმართლებს თავს, რომ ის ასეთი გაჩნდა! აღარავინ განსაზღვრავს ქცევას - ადამიანი „გადაგდებულია“ უსასრულო სამყაროში, ის „დაწყევლილია, იყოს თავისუფალი“. ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მარტო თვითონ აგებს პასუხს საკუთარ არსებობასა და საქციელზე, ვერავის გადააბრალებს შეცდომასა და მარცხს, სრულად მიითვლის წარმატების სიხარულს. არჩევანი, სწორია ის თუ მცდარი, მისი გაკეთებულია და შედეგებზეც თვითონ უნდა აგოს პასუხი. ქმედების შეფასება მხოლოდ მისი შესრულების შემდეგაა შესაძლებელი როცა შედეგები უკვე სახეზეა.
ინდივიდს ქმედება განსაზღვრავს, ის გმირი იმიტომ კი არაა, რომ ბუნებითაა ასეთი ან ასეთი გაჩნდა, არამედ მისი არჩევანია, იყოს გმირი და არა ლაჩარი, რაც თავის მხრივ, ასევე ადამიანის არჩევანია და არა ბუნებით ან რაღაც ზებუნებრივი ძალის მიერ დადგენილი ჩვევა, მშიშარას აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ აღარ იყოს მშიშარა და მამაციც პირადი გადაწყვეტილებით შეიძლება აღარ იყოს მამაცი.
ეგზისტენციალიზმი ვერ იქნება კვიეტიზმის ფილოსოფია, რადგან ის ამბობს, რომ ადამიანს მისი ქმედებები განსაზღვრავს. ის არც პესიმისტურია - ადამიანი თავად ქმნის თავის ბედისწერას და ყოველთვის აქვს მისი შეცვლის არჩევანის თავისუფლება. ეგზისტენციალიზმისთვის ამოსავალი ადამიანის სუბიექტური საწყისია, მაგრამ ის ამბობს, რომ „ადამიანი, რომელიც პირდაპირ წვდება საკუთარ თავს კოგიტოს მეშვეობით, ამავდროულად სხვებსაც აღმოაჩენს, თანაც მათ აღმოაჩენს, როგორც საკუთარი არსებობის პირობას... სხვა აუცილებელია, როგორც ჩემი არსებობისათვის, ისე ჩემი თავის საცნობლადაც“. [2]
სარტრის მიხედვით, ადამიანი საყოველთაო არსებაა, მაგრამ ის არ არის მყარი მოცემულობა - „ის მუდმივად ყალიბდება“ სუბიექტი აყალიბებს საკუთარ თავს იმი, რომ ცდილობს გაუგოს სხვა ადამიანებს, რომლების თვითონაც ჩამოყალიბების პროცესში არიან. სუბიექტურობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველასთვის ყველაფერი ნებადართულია და ნებისმიერი რამის არჩევაა შესაძლებელი, ეს არასწორია.
გარდაუვალი მხოლოდ არჩევანის გაკეთებაა, რადგან არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია, რომელსაც სუბიექტური ნდობა ან ახირება არ განსაზღვრავს.[3]
ჩემი აზრით, თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ არსსა და ქმედებას განსაზღვრავს და ვერანაირად ვერ იქნება პასუხისმგებელი სხვათა არსსა და ქმედებაზე, ეს სულაც არ იძლევა იმის საბაბს, რომ უმოქმედობა აირჩიოს. ადამიანმა მისთვის მინიჭებული თავისუფლება, წყევლაა ის თუ საჩუქარი, მაქსიმალურად სწორად უნდა გამოიყენოს ისე, რომ სხვების თავისუფლება არ შეზღუდოს. ჩვენი ქმედებები, რომელიც მხოლოდ ჩვენი არჩევანია და რომელთა შედეგებზეც ჩვენვე ვართ პასუხისმგებელი, არ უნდა აზიანებდეს საზოგადოებას, სამყაროს, საკუთარ თუ სხვათა მომავალს.
მე ვფიქრობ, არ არსებობს აბსოლუტური ღირებულებები. აბსოლუტური მხოლოდ ადამიანია, როგორც თავისუფალი, მოაზროვნე, მუდმივად ცვლილებების მაძიებელი არსებაა.
[1] სარტრი, ჟან-პოლ. ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია. 318.
[2] სარტრი, ჟან-პოლ. ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია. 329-330.
[3] სარტრი, ჟან-პოლ, ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია