აქციები ისევ არ წყდება მაგრამ ხალხი ისე მიეჩვია, რომ მედიისთვისაც რაიმე განსაკუთრებულ ამბებს არ წარმოადგენს. აი, რუსთავი ორის გაყიდვის ამბავი კი დღის ყველაზე ხმაურიანი ნიუსი გამოდგა, ცხადია გვარამიას სამართლებრივი საკითხებიც თემასთან ახლოს არის. სასამართლოები, განათლება და სპორტი.
სადღეღამისო აქციები - გიგა მაქარაშვილი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან მიმდინარე აქციები 20 სექტემბრიდან, შესაძლოა, 24-საათიან რეჟიმში გადავიდეს.
დიდგორობა - მამუკა ბახტაძე - საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის.
მამალაძის საქმე - თორნიკე მამალაძე - დეკანოზი გიორგი მამალაძე არათუ გადაადგილებას, წამოჯდომასაც ვერ ახერხებს - სექტემბრიდან აქციების რეჟიმზე გადავალთ.
იყიდება რ2 და იჭერენ გვარამიას - ნიკა გვარამია - თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ სპიკერებო და „ტროლ-ბოტებო“, სანამ „ნაცობას“ დამაბრალებთ, პირი გამოირეცხეთ და ის 9 წელი რომელი ჩირგვის ქვეშ იჯექით - კარგად გაიხსენეთ! მამუკა ბახტაძე ხაზარაძის, ოქრუაშვილისა და გვარამიას საქმეებზე - კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის 30 %-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს. ქიბარ ხალვაში - ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ დაიწყოს „რუსთავი 2“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ია კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე, „რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს. მამუკა არეშიძე “რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე - ფული შეიძლება იყოს სხვისი, მაგრამ სხვამ იყიდოს. „თავისუფალი საქართველო“ - „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე - ქიბარ ხალვაში ამ ნაბიჯს იმიტომ დგამს, რომ კომპანიამ გააგრძელოს ფუნქციონირება და არ მოხდეს მისი გაკოტრება. პაატა სალია ია კიწმარიშვილის განცხადებაზე - თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ „რუსთავი 2“ ვერ გასხვისდება. პაატა სალია - „რუსთავი2“ არასდროს გაკოტრდება. ნიკა გვარამია - 25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა. ქიბარ ხალვაში - ნიკა გვარამიას ზრუნვის შედეგად „რუსთავი 2“-ს, წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს. გია ხუხაშვილი - სრული იდიოტი უნდა იყოს ვინც გადაწყვეტს, რომ ამ ვითარებაში „რუსთავი 2“ იყიდოს. რომან გოცირიძე - ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი2“-ის დახურვის ვერაგული გეგმაა, რაშიც მას ფულის შოვნაც უნდა. ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას უკვე მოძებნილი ეყოლება პირი, ვინც „რუსთავი 2“-ს იყიდის. პაატა სალია - ნიკა გვარამიამ „კურიერის“ საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა „ინტერმედიას“, რომლის ერთ-ერთი მეწილე კეზერაშვილის ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება. ნიკა გვარამიას მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ. არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს - მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. ნიკა გვარამია - ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი - ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება. „ინტერმედიას“ მეწილე კახა ანჯაფარიძე - არავის უზარალია, მით უფრო “რუსთავი2“-ს - ბრალდება აბსურდულია და მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. გია ვოლსკი - მთავარი თემა არის ის, რომ „რუსთავი 2“ სერიოზულად არის ფინანსურად დაზიანებული, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ განცხადებით ეხმაურებიან. გია ვოლსკი დავით კეზერაშვილზე - მოდაში შემოვიდა, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს.
უნარების განათლება - თამარ სანიკიძე უარყოფითად აფასებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.
სპორტის დიდება - მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა. მიხეილ ბატიაშვილი - გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის.
ტურიზმის ცენტრი - მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა.
ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეთა სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებსაც არც კი ჰქონიათ სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გამხდარიყვნენ. მოსამართლეობის კანდიდატი - სასამართლოში „კლანი“ არ გვყავს - ასეთ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც მურუსიძისა თუ ჩინჩალაძის უბრალოდ გვარი და სახელი აქვთ გაგონილი. მოსამართლეობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილს - НКВД-ს მეთოდებით ახორციელებთ ადამიანების დაკითხვას. მოსამართლეობის კანდიდატი - ლევან მურუსიძე არის ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე არის ლიდერი, ირაკლი შენგელია არის ლიდერი! - მათ სასამართლო ხელისუფლება მიიყვანეს დამოუკიდებლობამდე. ნაზი ჯანეზაშვილი - პაატა შავაძე აქ იმიტომ მოვიდა, რომ თავი მოაწონოს „კლანს“ და ჩინჩალაძეს - ნახეთ მათი ბედნიერი სახეები, ასეთი გახარებულები „კლანის“ წევრები არასდროს მინახავს. დიმიტრი გვრიტიშვილი - ჯანეზაშვილის განცხადება, თითქოს მოქმედი მოსამართლეების ნაწილში შეინიშნება უმოტივაციობა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და პროვოკაციულია.
პენსიების პროცენტი - საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საპენსიო ფონდში არსებული თანხის ინვესტირების პროცესი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
ხაზარაძის მოძრაობა - მამუკა ხაზარაძე - დღეს უნდა გავერთიანდეთ, შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიმოძრაოთ მომავლისკენ - სექტემბრიდან ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის!
საზღვარგარეთულები:
არეულობა აღმოსავლეთში - ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ჰონგ-კონგში პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში გამოიყენა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია