და აგვისტოს ამბების გახსენებამაც კულმინაციას სწორედ დღეს და გუშინ მიაღწია - რუსეთის ოკუპანტობის საღამოები გაიმართა და გმირებისადმი პატივის მიგების ცერემონიები. დღეს უკვე გვარამიასთვის ბრალის წარდგენამ დაიპყრო მედია.
აგვისტოს რვიანები და რუსეთი დღემდე - სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ ვაგრძელებთ სვლას მომავლისკენ. პრემიერ-მინისტრი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. გორში 2008 წლის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვანო მაჭავარიანი - ასეთ ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას არავინ ელოდა, იმიტომ, რომ რუსეთი იმ დიალოგის ნაწილი იყო, რასაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ჰქვია. მამუკა ბახტაძე - ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების ინიციატივით გადაღებულია ფილმი შინდისის გმირებზე, რომელიც წარდგენილია პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის „ოსკარზე“. გაეროში საქართველოს ელჩი - რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. ჯაბა ჯიშკარიანი - რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება 2008 წელს არც დაწყებულა და სამწუხაროდ, არც დასრულებულა. გია ვოლსკი - რუსეთის სტრატეგიულ გეგმას ხელი შეუწყო სააკაშვილის სტრატეგიამ და ერთადერთი შეკითხვა დარჩა - იყო ეს გამიზნული, თუ იყო ეს სავალალო შედეგები. კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას. აშშ-ში, რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - 8 აგვისტოს ამერიკული საზღვაო ხომალდი შავ ზღვაში შევიდა. ადგილობრივების განცხადებით, გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალები ორი დღეა არ გამოჩენილან, თუმცა მათ მიერ განთავსებულ ლითონის ბოძებზე მავთულხლართების გავლებას არ გამორიცხავენ. პაატა ზაქარეიშვილი - დოყლაპია ხელისუფლება შეშინებულია, პრორუსულობა არ დაგვაბრალონ, იარლიყი არ ჩამოგვკიდონო და საერთოდ გაანებეს თავი კონფლიქტების მოგვარებას. ლევან ბოძაშვილი - სააკაშვილი რომ ამბობს, ვერ გავთვალე პუტინიო, ვკითხოთ, ჰქონდა თუ არა ცხინვალში რუსების მოძრაობაზე სამხედრო-სადაზვერვო მონაცემები და თუ ჰქონდა, რა ვერ გათვალა?
ძველი საქმეების ძიება - ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, „თიბისი ბანკის“ საქმეში ვახტანგ წერეთლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი საქმეში ვერ დადგება. პროკურორი - ვახტანგ წერეთელმა ჩვენს შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა, რომ „არ ახსოვს“. ვახტანგ წერეთელი - 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის საქმეს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, ამიტომ ეს აჩენს ძალიან დიდ ეჭვს.
მიშას მსჯავრი - ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
უკულტურობა სტადიონზე - სანქციები დინამოს - უეფამ თბილისის „დინამოს“ სანქციები დაუწესა და კლუბი „ფეინოორდთან“ საპასუხო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. უეფას ცნობით, სანქციების მიზეზი აზერბაიჯანული "გაბალასთან" მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია. "დინამოს" უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს და ამ უფლებას გამოიყენებს კიდეც - გაასაჩივრებს.
ბუქობანა განათლებაში - მიხეილ ბატიაშვილი - სექტემბერში სკოლებში ახალი ბუქები შევა, რომელიც ფაქტობრივად ბუქები აღარ არის და ლამის, სრულყოფილი კომპიუტერია. საქართველო დღეს არის ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ნაწილი. ძალიან მალე ქართული ენა ინტეგრირდება Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. Microsoft-ის ექსპერტი განათლების საკითხებში - ვმუშაობთ ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახულ ინოვაციურ ცვლილებაზე. 6 თვის განმავლობაში პრემიებზე ყველაზე მეტი ფული განათლების სამინისტრომ დახარჯა. ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ. განათლების სამინისტრო - 2019 წელს პრემია სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა.
გარეჯის ამბავზედ - არქიმანდრიტი კირიონი - როცა ცამდე მართალი ხარ და ვერაფერს აღწევ, მაშინ ხელისუფლება არ ხარ და წასასვლელი ხარ სახლში. დავით გარეჯში ვითარება კვლავ უცვლელია, ხოლო საგარეო უწყებაში საპასუხოდ კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, სტანდარტული პასუხი აქვთ, რომ „მუშაობენ და დღედაღამ მარტო ამაზე ფიქრობენ, სხვა საფიქრალი არ აქვთ.“ „ვითარება ისეთია, როგორიც იყო. რაც 3 კვირის წინ დაიწყო, იგივე სიტუაციაა. აზერბაიჯანელები დგანან, თხემს მთლიანად იკავებენ, ჩვენი მხარე საერთოდ თხემის წვერზე ვერ მიდის, ვერც მომლოცველი, ვერც ტურისტი, ვერც ჩვენ მამაოები და ვერც ჩვენი მესაზღვრეები. ფაქტობრივად, ოკუპირებულია ტერიტორია აზერბაიჯანელების მიერ.
ხელმოწერის ექსპერტიზა - ოქრუაშვილის ადვოკატი - ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად მოვითხოვთ განმეორებით ექსპერტიზას, ოღონდ საზღვარგარეთ.
ხმაურიანი გვარამიას ხმაურიანი ბრალი - გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გენერალური პროკურატურა - ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. ნიკა გვარამია - მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი, - ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. ნიკა გვარამია - ბინების მოპარვის ბრალდებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ! უკვე საღამო ხანს, ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა. პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი. გია ხუხაშვილი - გვარამიას ანგელოზად არ ვთვლი, მაგრამ სისტემა დარჩა იგივე - წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელი - არ ცემს, მაგრამ იჭერს. დავით ბაქრაძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. რომან გოცირიძე - ხელისუფლების რეპრესიებმა ყველა საზღვარი გადალახა, უკვე გონიერების ფარგლებს გასცდა. გია ვოლსკი - ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე. ნიკა გვარამია პროკურატურას - არ გადავიხდი არანაირ გირაოს, არანაირი შინაპატიმრობა, არ დავემორჩილები თქვენს აღკვეთის ღონისძიებას, დავარღვევ ყველაფერს. მე წავალ პოლიტიკაშიც, წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს. ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის დადგენილება დახია. მიხეილ ბენიძე გვარამიაზე - ჩნდება კითხვის ნიშნები, საქმე სამართლებრივ პროცესებთან გვაქვს, თუ ადგილი აქვს პოლიტიკური მოტივით არსებულ პროცესებს. ჩვენ როგორც ტელეკომპანია „რუსთავის 2-ს“ წილების უმრავლესობის მესაკუთრეები ვაცხადებთ, რომ წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ს“ წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული. ნიკა გვარამიას საქმიანობის შედეგად გაიზარდა კომპანიის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი გახდა სამაუწყებლო ბადე. „რუსთავი 2“ იქცა მასშტაბურ მაუწყებლად, სადაც ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ერთადერთი, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას, ეს არის ივანიშვილის აგრესიული პოლიტიკა და რეჟიმის მიერ მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, მათ შორის ყადაღა და თანმდევი შეზღუდვები. ამან სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამის შედეგად ტელეკომპანიის არაორდინალურ პირობებში უწევდა საქმიანობა. ამ ვითარებაშიც ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა.
ექსპრეზიდენტის რამდენიმე შეფასება - გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ. ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული. ახლა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესს ასე წარმართავს, ძალიან დიდი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას და საკუთარ თავს. „ოცნების“ ამ გუნდის ლიდერები ან "ნაციონალურ მოძრაობაში" წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ, ან იმათთან ერთად ბიზნესს აკეთებდნენ, ან იმათ აფინანსებდნენ. ძალიან იმედგაცრუებულს ძალიან დიდი იმედი მომეცა 20 და 21 ივნისის შემდეგ.
მსუყე პრემიები - 6 თვეში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 47.5 მლნ-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.
საზღვარგარეთულები:
მეომარი პრეზიდენტი - ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ატამბაევი სპეცრაზმმა მესამე ცდაზე დააპატიმრა. ყირგიზეთის დაკავებულ ექსპრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს კორუფციის ბრალდება წაუყენეს.
ვინ წერს ინტერვიუებს?! - მიხეილ სააკაშვილი - საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების დეკემბრამდე გადადებაზე დათანხმებით, გერმანელებმა რუსებს მწვანე შუქი აუნთეს.
პუტინის ოპოზიცია - რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაუყინა.
კურსით უკმაყოფილება - დონალდ ტრამპი დოლარის მყარი კურსით უკმაყოფილოა.
ბუნების ძალა - ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „ლეკიმა“ უახლოვდება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ნოემბერი 4, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია