მილანის ფანკლუბმა საჩუქარი გაუკეთა  ქართველ  ფანებს . 31 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე „FACEBOOK“ -ზე დაიპოსტა, რომ მილანის ის ფანები, რომლებიც  რეპეტიციაზე  30 მაისს დინამო არენაზე მივიდოდნენ, საჩუქრად მიიღებდნენ მილანის მაისურებსა და 31 მაისს ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებს. რეპეტიციაზე  17:45-ზე დაიბარეს.

17:30-ზე უკვე დინამო არენას ეზოში ვიყავით მოგროვილი მილანის ფანები.

პატარა ბიჭები, ასე 10-12 წლის, დარბოდნენ ეზოში მილანის მაისურებში და თან გაიძახდნენ: „ვი-ვა“ ამას თან მოსდევდა ტაში და  ხელების გაშლა.  მათთან ერთად დარბოდა 5იოდე წლის პატარა ბიჭუნა და ისიც იმეორებდა მეგობართა შეძახილებსა და მოქმედებებს.

მოედნის ირგვლივ, გარეთ იდგნენ მამაკაცები ბილეთით ხელში. ერთ-ერთი გაიძახდა: „აბა კაი ბილეთები, აბა კაი ბილეთები 20 ლარად“. მას ერთმა გამვლელმა მამაკაცმა ღიმილით ჰკითხა: „და არც ისე კარგები რამდენად?“ პასუხი იყო ასეთი: „ისინიც 20-ად“.

ეზოში მთავარ შესასვლელთან გამოჩნდა ის გოგოც, ნინო, რომელმაც სიაში ჩაწერა „ფანების“ ნაწილი. მე და ჩემი მეგობრები ჩაგვწერა გიორგიმ, რომელიც თავის მხრივ ამ ნინოსთან იყო ჩაწერილი. ნინოს 16 ბილეთი უნდა მიეცა მისთვის. ვინ იცის კიდევ რამდენი 16  ბილეთი უნდა დაერიგებინა.  მასთან მივიდა ვიღაც ბიჭი, მაღალი, გამხდარი, ხელი მოკიდა, გვერდზე გაიყვანა  და რაღაც ხმადაბლა უთხრა. ამაზე ნინოს თვალები გაუფართოვდა, მისი ხელი მოიშორა და ყველას გასაგონად იყვირა: 

-შენ ვერ ხარ? 40 არა კიდე 100. არ არის მაგდენი.

-მე უკვე გითხარი. (საჩვენებელი თითი დაუმიზნა, თითქოს ემუქრებაო, მაგრამ ბოლოს თვალი ჩაუკრა და გუღიმა, ნინომ კი თავი გააქნია.)

 ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ორგანიზატორს ჰკითხა,  თუ სად არიგებდნენ მაისურებს. ბიჭმა ღიმილით უთხრა:

-რა მაისურებს? განა თვითონ არ უნდა მოგეტანათ სახლიდან?

-იცით, ჩვენ გარკვევით გვითხრა ნინომ, რომ დღეს თუ რეპეტიციას დავესწრებოდით მაისურებს და ბილეთებს დაგვირიგებდნენ.

-ეტყობა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ, ან შეეშალა.

-აუცილებლად გავარკვევ, აი აგერ არის ნინო. ნინო, მაისურებს სად არიგებენ?

-იცი რა ხდება, მეტი მაისური აღარაა, არ გამოგვიყვეს იმდენი რომ ყველასთვის ყოფილიყო, ამიტომ მხოლოდ ორგანიზატორებს შეგვხვდა.

-ვიმედოვნებ ბილეთებიც მარტო ორგანიზატორებს არ შეგხვდებათ.

-ბილეთი ყველასთვის არის, ვინც სიაშია.

ქართული „პუნქტუაობის“ შესაბამისად, ორგანიზატორებმა 1 საათით გვიან დაიწყეს რეპეტიციები, ხოლო „ფანები“  რეპეტიციების დაწყების შემდეგ დაახლოებით 1საათის განმავლობაში მოდიოდნენ.         

დავიძარით შესასვლელისკენ. მოედნის მთელი ყვითელი ნაწილი მილანის ფანებისთვის დაეთმოთ. მილანის ფანებისგან გადაჭრელდა მოედნის ერთი იარუსი. ახალგაზრდებთან ერთად რამდენიმე შუა ხნის კაცის შემჩნევაც შეიძლებოდა, რომლებიც მაღლა დასხდნენ და იქიდან დაიწყეს ყურება. მათ ჭუჭყიან სკამებზე ცხვირსახოცები დააფინეს, რათა გარეცხილ-გაუთავებული შარვლები არ დასვროდათ.

მოედანზე მინდორში რამდენიმე ათეული ადამიანი დარბოდა და მითითებებს ასრულებდა ვიღაცის, რომლის ხმა მთელს მოედანზე ისმოდა. „რიტმში, სწრაფად უფრო.... ადგილები დაიცავით... ნუ გერევათ.“ როგორც ჩანს „ფლეშმობს“ დგამდნენ.  ჩვენამდეც მოვიდა ინსტრუქტორი, რომელსაც უნდა ესწავლებინა „მილანის ფანობა“. დაარიგეს იტალიის ჰიმნის ტექსტი. „ახლა კი ერთად მეგობრებო! ო-ლე ო-ლე ო-ლე ო-ლე...“ ყველამ ერთმანეთს დავადეთ მხარზე ხელები და დავიწყეთ ადგილზე ხტუნვა - ასე უნდა გაგვეკეთებინა ტალღები. ყველაზე მთავარი „ვი-ვა“ და სამჯერ ტაში. ტრენინგმა „როგორი უნდა იყოს მილანის ფანი“ კარგად ჩაიარა. ჩვენც ნიჭიერები ვიყავით და კარგად ავითვისეთ ყველაფერი.

მინდორში თეთრი ადამიანი გამოჩნდა. ყველა მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო. ისინი ყვიროდნენ: „ბერაააა“. ჩემს გვერდზე მჯდომი ორი გოგონა კი სიცილით იგუდებოდა. ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, რათა არავის დაენახა მათი სიცილი, თუმცა პირიქით კი გამოუვიდათ. „ბერასგან ბავშვი...“ ყოველ ჯერზე ცდილობდნენ ამის გამეორებას, მაგრამ ვერცერთხელ ვერ დაასრულეს, სიცილით წყვეტდნენ სათმელს. ბოლოს ერთმა დაასრულა და თქვა „ბერასგან ბავშვი მინდააა“, ამას კი მოჰყვა ახლომახლო მსხდომი ახალგაზრდების სიცილი.

ბერამ ხელი დაუქნია მინდვრიდან ყველას. მიკროფონი აიღო და სიმღერით მიესალმა მაყურებელს. როგორც ჩანს მასაც რეპეტიციები ჰქონდა, უკანასკნელ მითითებებს აძლევდა ხმის ოპერატორებს.

ინსტრუქტორმა დაიძახა: „მილანის ფანებო მომყევით“, თან ხელით გვანიშნა და ეზოში ჩაგვიყვანა ისევ. აქ გამოგვიცხადეს, რომ ბილეთები 20 წუთში დარიგდებოდა.  ყოველ 5 წუთში გვახსენებდნენ თუ რამდენ ხანში დარიგდებოდა ბილეთები.

 „ხანგრძლივი და რთული“ რეპეტიციის შემდეგ დაგვასვენეს 20 წუთი. დრო ამოიწურა და ყველამ მიაშურა იმ ადგილს, სადაც ინსტრუქტორი იდგა და ირგვლილ შემოხვეოდა ხალხი. ის იდგა შემაღლებულ ადგილას და იქიდან იმეორებდა:

„ბილეთებს მხოლოდ სათითაოდ ვარიგებთ, ცალ-ცალკე მოდით ყველანი!“  

მივდიოდით ჩვენც ცალ-ცალკე. ყველას ხელები ჰქონდა აშვერილი მაღლა, ლამის ინსტრუქტორს დათხარეს თვალები. მივიდა ერთი და თხოვა „ძმაო მეჩქარება ხომ იცი 18 მყავს სიაში და ნუ მალოდინებო.“ მოვიდა მეორე, რაღაცა ჩასჩურჩულა და ბილეთის მიცემამაც არ დააყოვნა. აბა ძმას როგორ აწყენინებდა, მისცა. ამის მერე მესამეც მივიდა ანალოგიური მცდელობით, მაგრამ აბა ყველა ძმა  ხომ არ იქნებოდა ნამდვილი? ასე რომ დარჩა მესამე „ძმა“ მშრალზე.

მასსავით მშრალზე დარჩა 30-მდე ადამიანი. ეს იყო  ქართული  „პუნქტუალობის“ და  „პასუხისმგებლობის“ საოცარი ნაზავი. ასეთი საოცარი ხალხი ვართ ქართველები, მთავარია „ძმა“ და „ძმის ძმები“ ხომ მიიღებდნენ ბილეთებს.

ნახვა: 208

ლაშა: ივლისი 2, 2013||8:09pm

ახლა შენ ის მითხარი - შენ ვერ მოხვდი ვერც ძმებში და ვერც ძმის ძმებში და ვერც კაი ბიჭის დებში??? :( 

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 2, 2013||5:25pm

ჩემი საქართველო :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters