- გამარჯობა

    - გამარჯობა....

    კიდევ მრავალი გამარჯობა...იმდენი, რამდენი ადამიანიც იყო...

    - ახლები ხართ?

    - ჩვენ ჟურნალისტები ვართ

    - ოოოო, ძალიან სასიამოვნო....

    - თქვენ იგი, საიდან ხართ?

    - ჩვენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ და თქვენზე სტატია უნდა დავწეროთ, ამიტომ სულ რამდენიმე კითხვით შეგაწუხებთ, თუ შეიძლება რა თქმა უნდა (აქ თან ერთვოდა სამივე ჩვენგანის ღიმილი და თავაზიანობა)

    - კი ბატონო, კი ბატონო... ქრისტე ამბობს, რომ კარი უნდა გაუღო ყველას და შენთან უნდა მოუშვა, რადგან ყველანი მისი შვილები ვართ

............

    ასე დაიწყო და  გაგრძელდა  ჩვენი დიალოგი გოგუცასთან და  გონელისთან...

    გონელი მოწესრიგებულად ჩაცმული, წარსულში ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარი,  აქცენტით მეგრელი,

"სულით და გონებით ქრისტეს  მიმდევარი" - ასე უწოდებდა ის საკუთარ თავს. ღია ცისფერი თვალებით, რომლებიც მუდამ თვალებში გიმზერდნენ... ნამდვილად სათნო და კეთილი..... ჩამოუყალიბებელი აზრებით, მაგრამ თავს  გზააბნეულად არ თვლიდა, საკუთარ თავში და სიტყვებში დაწმუნებული იყო. მან ბევრი ისაუბრა, იმდენად ბევრი, რომ თავისსავე სიტყვებში იკარგებოდა. ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს ჰაერში ფანტავდა, სიტყვა-სიტყვა მარცვლავდა და აბნევდა ისე, რომ ვეღარ იჭერდა და თვითონ ყველა სიტყვასა და აზრს იშველიებდა, გარდა იმისა, რაც მას სჭირდებოდა პასუხის გასაცემად.

     გოგუცა თავის სახელს ამართლებდა... მოხუცი ქალი იყო, მაგრამ ახალგაზრდული სულით და ენერგიით ესაუბრა უსასრულოდ, მაგრამ იმასაც უთუოდ შეამჩნევდით, რომ საკუთარ თავზე საუბარი უფრო უყვარდა და სხვისი ინტერესები ნაკლებად აინტერესებდა...

     მე მასთან დავრჩი თავაზიანობის ნიშნად და ვისმენდი, თუ როგორ შიცვალა მისი ცხოვრება მეორედ, წყალში მონათვლის შემდეგ... (იგ. ევანგელისტურ ეკლესიის წესების თანახმად, ნათლობა გაცნობიერებულ ასაკში) თუ როგორ უყვარდა ყველას... რომ ყველა იცნობდა გოგუცას... აღმოჩნდა, რომ ისიც მეგრელი იყო და ჩემი წარმომავლობა რომ გაიგო ძალიან გაუხარდა, მეგრულადაც კი გამესაუბრა... მას ეგონა რომ ჩვენ ახალი "წიწილები" ვიყავით მათი ტაძრის, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩვენი მიზნების შესახებ... ის ყოველნაირად ცდილობდა კარგი შთაბეჭდილება შემქმნოდა "მათზე"... სულ იღიმოდა და თავზე ხელს მისვამდა... მეც თავაზიანი ღმილით ვპასუხობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ჩვენს სამყაროში არსებული სხვა სამყარო იყო, რომლის შესახებაც აქამდეც გამეგო, მაგრამ ასე პირისპირ პირველად შევეჯახე რეალობას...

     გოგუცა საუბარს საუბარზე აბამდა და აღარ ვიცოდი როგორ დამემთავრებინდა ეს საუბარი... დავაპირე ჩემს მეგობრებთან მისვლა, მაგრამ ამ წამს ვიგრძენი თუ როგორ შემომეჭდო ვიღაცის ხელები, როგორ ჩამიკრა გულში და  ამ დროს გაოგნებულმა "მე"-მ აღარ იცოდა რა ექნა და რით დაეღწია თავი ამ მისთვის უჩვეულო მდგომარეობისთვის...

     რესპოდენტებით იმედგაცრუებულები ვიმედოვნებდით, რომ გოგუცას და გონელის გარდა კიდევ გამოჩნდებოდა ადამიანი, ვინც კითხვებზე პასუხს გაგვცემდა და ამ იმედით შევედით დარბაზში

............

     საუბრის და ზოგადად დაკვირვების პროცესში ძალიან ვცდილობდით ამ ხალხთან არ გაგვცინებოდა, ახლა ძალიან მრცხვენია, რადგან ჩვენ არ გვქონდა და არ გვაქ უფლება დავცინოთ ვიღაცებს, სხვა კულტურისა თუ აღმსარებლობის წარმომადგენლებს, რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს და გვეჩვენებოდეს  მათი ცხოვრებისა თუ რიტუალის კონკრეტული ელემენტი...  

.............

     ჩვენ იქაც შევედით, სადაც აქამდე არასდროს არ ვყოფილვართ... ჩვენ ჩვენი სამყაროს ნაწილის ერთ-ერთი კარი შევაღეთ... იმ ნაწილის, რომელიც ჩვენი და ჩვენთვის უცხო იყო... ჩვენ ამ ადამიანების სამყაროში და ცხოვრებაში ჩავიხედეთ უტიფრად, მათ კი კარიც და გულიც ერთნაირად ფართოდ გაგვიღეს და საკუთარი ნებით და სურვილით ჩაგვახედეს ამ ჩვენთვის უცნობ სამყაროში...

    გვიყურებდნენ და გვიმზერდნენ ცნობისმოყვარეობით და სიხარულით, რადგან უხაროდათ "ახლების" დანახვა ამ რუტინულ ცხოვრებაში, რომელიც არანაირ დოგმებს და კანონებს არ აწესებდა, მათი სარწმუნოება კი ლიბერალიზმის იდეით  იყო  გაჟღენთილი...

    დავინახეთ და მოვისმინეთ ყველაფერი, რისი დანახვაც და მოსმენაც შეიძლებოდა ამ დროის განმავლობაში... ამ ჩვენს დაკვირვებას თან სდევდა უსიამოვნო და უცნაური შეგრძნება... ეს იყო კულტურული შოკი, რომლისგანაც მაშინ გავთავისუფლდით, როცა ჩვენს სამყაროს დავუბრუნდით...

    ფაქტობრივად ვი-გამოიძებ-სოციოლოგ-ჟურნალისტეთ და მიხარია, რომ მე იმ "სამყაროში" დავიბადე, სადაც და რომლითაც ვარსებობ... რომელითაც ღამდება, მთავრდება დღე და თენდება ამავე სამყაროს შესახებ ფიქრებით ისევ ახალი დილა, ახალი დღე... ჩემი სამყარო და თქვენ... 

ნახვა: 646

ტეგები: CULTURE, Qwelly, SHOK, ბლოგი, კულტურა, კულტურული_შოკი

ლაშა: მაისი 25, 2013||2:17am

დღეს ლაიქი, დილით წავიკითხავ :) დარწმუნებული ვარ ვისიამოვნებ ბალუკა :* 

კარგად დაიწყო და :) 

salome: მაისი 25, 2013||2:21am

:D :D :D :* :*
ლაშიკო თუ გინდა არ დამელაპარაკო :( :D

ლაშა: თებერვალი 4, 2018||1:26am

არ მახსოვს, რატომ არ უნდა დაგლაპარაკებოდი? ♥ 

salome: თებერვალი 4, 2018||1:47pm

არც მე მახსოვს :დდდ მე რომ არ დაგლაპარაკებოდი ეგ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა :დდდდ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters