უსასრულოდ გაფანტულ სივრცეში არსებობენ ჭრელი ფარშევანგები ოცნებებით თავს არ იწუხებენ, რეალობას ირჩევენ,ამ წუთისოფლით ტკბებიან. ფარშევანგებით დაფარული სივრცე უფრო იზრდება, როდესაც რწმენა იბუდებს ზეცის კიდეზე და მის შემოგარენში. საკუთარი სული უყვარს ამაყ თავმომწონე ფარშევანგს . მერე რა, რომ ვიღაც სიამაყეს დასწამებს, მთავარია, რომ უყვარს და სურს ბედნიერება. მას კარგად ესმის, რომ ბედნიერება შრომით და რწმენით მიღწევადია. ვარდისფერი სათვალეები არ სჭირდება, რადგან არ აკლია მას არც ვარდის ფერი და არც, რომელიმე ფერი ფერთა გამიდან, რადგან თვითონაა ფერთა კონა და სილამაზის ელექსირი. სულიერი სამყარო ფარშევანგისაც კი ზოგჯერ სევდიანია და აღმაფრენასა და სიხარულს მაშინ გამოხატავს , როდესაც ფრთებს გაშლის და გაინავარდებს. სწორედ მაშინაა ის წარმოუდგენლად მშვენიერი და სულიერად შიშველი. უტვინო მნახველი კი მხოლოდ მისი ბუმბულისა და ფერის სილამაზეს უსვამს ხაზს და არ ესმის, რომ ფრინველსაც აქვს გული და განწყობა, აქვს სული და უნარი იყოს კეთილი ან ბოროტი, თუმცა ბოროტი არავინ იბადება, ბოროტები შემდეგ ხდებიან. მაგალითად ავიღოთ ლუციფერი, ღმერთის ქმნილება და სხივოსანი ანგელოზი, რომელმაც შემოქმედს გაუტოლა თავი. ფარშევანგი კი თავს არავის უტოლებს, რადგან იცის, რომ მისი ტოლი და სწორი არავინაა. ის თავს შემოქმედის შვილად აღიარებს და პატივს სცემს მას, თუმცა სხვები ადანაშაულებენ, რომ ის არაა მორწმუნე. მათი საუბარი ფარშევანგს ბატების ყიყინი ჰგონია და ასეთი ფრინველებისგან თავს შორს იჭერს. მას ებრალება საბრალოება, რადგან თვლის, რომ საბრალო არ უნდა იყოს ადამიანი. არა არ შემშლია, ნამდვილად ადამიანს ვგულისხმობ, რადგან ეს ფარშევანგი, ადამიანია, ქალი! ფარშევანგი ქალის ემოციაა, წუხილი. ზოგჯერ მომხიბვლელი, ზოგჯერ თავხედი უკარება და ნაზი. როგორ მღერიან ფარშევანგები? ფარშევანგს სიმღერა დედამ ასწავლა და მას შემდეგ, ერთხელ მღერის რადგან ერთხელ აღწევს აღმაფრენას. ერთხელ განიცდის სიყვარულს, ერთი აქვს ნატვრა...მომავალი ესახება ისეთი, როგორიც თვითონაა. ფარშევანგებს უყვარდებათ ისე, როგორც გული უკარნახებთ და არა ისე როგორც საზოგადოება. სიყვარული წარმოუდგენიათ ისე როგორც ყოვლისმომცველი ღმერთი და ნიჭიერი შემოქმედი. ნიჭი კი შემოქმედის შვილებსაც უხვად აქვთ და მომავლის ასაშენებლად არ სჭირდებათ ჰოროსკოპო, რადგან ვარსკვლავზე უკეთ თავად იციან საით მიიყვანს სიყვარულის თეთრი გედი.
პოსტი, ეკუთვნის სტუდენტ გიორგის, მადლობა მაას !
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია