Qwelly, blog, blogger, clouds, ანა კალანდაძე, ბლოგი, პირამიდა, სკოლა, ურარტუ, ქველი, ღრუბლები

ღრუბლები მიდიან

მათ გადაიარეს ცა პირამიდების ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები, კვლავ საით მიდიან?"..

      ამ სტრიქონებში, ალბათ, თეთრი უკვდავება სუფევს... ოთხი უფერული კედელი და მოჭრიალე უგემოვნო კარი საკლასო ოთახისა, ვერაფრით მიმხვდარა, რომ აქ, ახლა, დიდმა მყუდროებამ უნდა დაისადგუროს. აქ, ჩემს აღსაზრდელებს, ზამბახებისა და ფურისულების წყებას, ანას სტრიქონ-მარგალიტები უნდა წავუკითხო და... ეს გაკვეთილი როგორ მინდა ჰგავდეს სრულყოფილ სონეტს, ან დიდებული პოემის პროლოგს, ან სიტყვაკაზმულ ლირიკულ პროზას... "... გადაიარეს ცა პირამიდების..." მიდიან, "მიდის" გაკვეთილიც, გრძელდება და ეს ემსგავსება ერთიან სვლას წარსულის მიუწვდომელი მწვერვალებიდან აწმყოსა და მომავლისაკენ და... ანას ლექსში, ყველაფერს, დროთა კავშირის ელფერი დაჰკრავს. "მიდიან..." კონკრეტული შორეული წარსულიდან აწმყოსაკენ, მიემართება ღრუბელი, გასულიერებული, ძველი ეგვიპტისა და მცირე აზიის გადასახედიდან და აჰა, ქართულ მინდვრებს უახლოვდება, "მიდიან"... და მიაქვთ, ხეთის მიდიის, ზღაპრული ურარტუს სევდა... ეგვიპტის, ფარაონ ეხნატონის ცის ხატება, პირამიდის სახით მზის ხატი რომ შექმნა.

"რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან,
ღრუბლები... კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი... მიდიან..."

      ალბათ, ღრუბელი დროის სიმბოლოა... ალბათ, ღრუბელი მარადიული მოძრაობისა და ცვალებადობის ხატია... ალბათ, სილამაზეა, უპირველეს ყოვლის... და ჩვენ... მე, ბავშვები და სკოლა... ჩვენც "მივაბიჯებთ", ამ ყველაფერთან ერთად... ანას ღრუბლები... ჩვენი impression-ღრუბლები და რეალური თეთრქულა ღრუბლები... გ ა ს ა მ ე ბ უ ლ ნ ი, მზეს ვადიდებთ, პოეზიის გამოუცნობ სიმებს ვეხებით... სადღაც... "შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა"-მიმართავს გენიალური ვაჟა-ფშაველა ქართულ ფოლკლორს "ა, ის ღრუბელნი მიყვარან"... - პასუხობს ისიც და... ჩვენც გვიყვარს: ანას "ღრუბლები", ვაჟა-ფშაველასა და ხალხური პოეზიის ღრუბლები, ჩვენი სამშობლოს თეთრქულა ღრუბლები, რომლებიც, მარადიულად, სადღაც მიდიან...

ქალბატონი ლამარა

167-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნახვა: 3923

ტეგები: Qwelly, ანა_კალანდაძე, ბლოგი, პირამიდა, სკოლა, ურარტუ, ქველი, ღრუბლები

ლაშა: სექტემბერი 12, 2013||10:59pm

ჩემი ღრუბლები გამახსენდა: http://www.qwelly.com/profiles/blogs/clouds :) 

მადლობა tamo

tamo: სექტემბერი 12, 2013||11:13pm

არაფერს  ლაშიკო,  ძალიან  ლამაზი  ღრუბლებიააა! :)))

vako: სექტემბერი 13, 2013||12:31am

ლაშა: თებერვალი 5, 2016||8:34am

vako, რატომ გვეფიცები? :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters