რას ნიშნავს როცა მცხეთაში ცხოვრობ, და მითუმეტეს იქ - სადაც მე!

       გაიღვიძებ დილით - 08:40

       T >> lshisa >> Password >> enter >> Start >> Chrome >> enter >> argus.iliauni.edu.ge >> 310010... password >> ცხრილი >> ოთხშაბათი >> კალამი და ფურცელი >> 12:00, I 213 >> ტ >> X >> Start >> shut down!

       10:45 წუთი...

       დეე ყავა მზადაა??... დეე... დეეეეე.!!... აუხ წასულან.
ტანსაცმელი, ონკანი, წყალი... ჩაიდანი... ქშუტუნი... ყავა... ქურტუკი... ტანსაცმელი-ფეხსაცმელი... კარი... წავედიიიი... - 11:25

       ძალიან მაგვიანდება, რადგან ლექცია მაქვს ისეთ კორპუსში აქამდე რომ არ ვყოფილვარ და მისაგნებად საათნახევარი, 30 ადამიანის გამოკითხვა, Google Map ან თბილისის რუკა მჭირდება...

       როგორც იქნა ხედავ რომ მოდის სამარშრუტო ტაქსი - მარშრუტკა... იქნევ ხელის მხარის ატკიებამდე, მაგრამ საპასუხოდ მძღოლიც იქნევს ხელს რომ ადგილი არ აქვს და ხედავ საქარე მინაზე მიწყობილ 4 თავს, რომ აღარაფერი ვთქვა კარის ფანჯრიდან მომზირალ საჯდომს (სამწუხაროდ მამაკაცის)...

       პირველი გინება მცირე ზომისაა - უხ თქვენი!

       როცა პირველი მარშრუტკა არ გაგიჩერებს უწმაწური გაფიქრების შემდეგ იწყებ საკუთარი სურვილებისა და იმედების დაჯერებას სხვა მარშრუტკის მძღოლების გონიერებაზე, რომ რადგან ეს შევსებულია, მეორე მალე მოვა და კარგი იქნება თუ არ გადახვალ ხიდის მოპირდაპირე მხარეს რათა მცხეთის სოფლებიდან ჩამოსულ ტრანსპორტს გაჰყვე, რომელშიც ასევე საეჭვოა ადგილი იქნება თუ არა.

       გადის თხუთმეტი წუთი, მიხვდი რომ ის სურვილები და იმედები ილუზია იყო - 11:48 ...

       მეორე მარშრუტკა, უფრო მცირე ზომის და უფრო მეტი ხალხით - დაახლოებით იმდენი, ზედა საქარე მინა რომ აქვს ახდილი მარშრუტკას და შანგბადს იქიდან ეზიდება...

       გინების სიტყვათა შეწყობა უფრო ვრცელი და უხამსია...

       რაც "კატოკმა" ასფალტი ვერ მოასწორა, შენ ტკეპნი 20 მეტრის რადიუსში...

       ტელეფონის ჯიბიდან ამოღება-ჩადებით შარვალიც თანამედროვე სტილისა ხდება (გახეხილი) და ტელეფონიც ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას სრული დატვირთვით...

       დაიწყო ლექცია - 12:00

       12:10 წუთი - კიდევ ერთი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა ჰორიზონტზე და რა თქმა უნდა არ კარგავ იმედს და შემართება - ხელის ქნევა მოტეხვამდე! ამჯერად მძღოლმა უკვე აღარც იკადრა ხელი გაექნია ადგილი არ მაქვსო, ფანჯრიდან გადმოყოფილ ზემოხსენებულ სიმდიდრეზე ეტყობოდა რაც ხდებოდა შიგნით!

       12:35 წუთი... ამ შუალედში კიდევ ორმა მარშრუტკამ ჩაიარა...

------------------

       სახლისკენ მიმავალი ბილიკი...

       მე უკვე სრულად ვფლობ ქართული გინების ხელოვნებას!

       მადლობა მცხეთის სატრანსპორტო სამსახურს ასეთი ხალისიანი დილისთვის...

------------------

"სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ" ხო? არ ჯობს მარშრუტკები დადიოდნენ ნორმალურად?!

ნახვა: 1156

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, სტუდენტი, ქველი

ლაშა: ოქტომბერი 14, 2013||3:02pm

Kakha, მეორე აბზაცმა ცხადყო შენი შურიანობა :( არადა მეგონა მართლა გულთან მიიტანე ჩემი ტკივილი :'( :P :D :D :D 

ლაშა: ოქტომბერი 16, 2013||6:22pm

     დღეს ერთი კვირა გავიდა ამ ავბედითი პოსტის დაწერიდან... ჰოდა, დღეს კიდევ უფრო გამიჯდა რწმენა იმისა, რომ ბევრი მთავრობა შეიცვლება, ბევრი ხელისუფალი მიატოვებს საკუთარ თანამდებობას, მაგრამ არასოდეს არ შეიცვლება ნამდვილი ფასეულობები:

  • მარშრუტკები ყოველთვის სავსე მოვა და ყოველთვის ფანჯრიდან მზირალ საჯდომებს დავინახავ...
  • ყოველთვის იქნება საცობი იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის...
  • ყოველთვის გამოჩნდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც ახლა ხანს ჩამოიყვანა მანქანა გერმანიიდან, და ცდილობს ამით გაიმართლოს თავი რომ არ იცის თბილისის ქუჩები საკუთარ უბანშივე...

და ეს ყოველი ძალიან მწირი ჩამონათვალია...

მიყვარს ჩემი საქართველო!!!

ლაშა: ნოემბერი 27, 2013||12:15am

Kakha აფერისტობა მესმის, მაგრამ ასე აშკარა :( სმაილები მაინც არ დაგეხატა ბოლოში :'( 

თა _ მო: ნოემბერი 27, 2013||12:21am

ამის შემდეგ ხმას არ ამოვიღებ და წუწუნს არ გავბედავ, რუსთავის მარშუტკები ზემოთხსენებულ სიმდიდრეებს მოკლებულია ჩემდა საბედნიეროდ :D :D :D :D

ლაშა: ნოემბერი 27, 2013||12:28am

თა _ მო რას ამბობ, მე მუდამ იმედით ველოდები, იქნებ ერთხელ გამიმართლოს და საპირისპირო სქესი აღმოვაჩინო :D :D :D 

თა _ მო: ნოემბერი 27, 2013||12:36am

ეჰ, რა დღეში ყოფილხარ ლაშიკო :) არ მეგონა ამას ოდესე თუ ვიტყოდი, მაგრამ რუსთავის მარშუტკები ჯობია :)))))

ლაშა: ნოემბერი 27, 2013||12:47am

თა _ მო ამ მხრივ ნამდვილად ჯობს :( თან თბილისის თითქმის ყველა წერტილიდან გადიან რუსთავისკენ :(

Keti: ნოემბერი 27, 2013||1:07am

ლაშაა მგონი შენმა პოსტმა გაჭრა, ბოლოს მცხეთიდან რომ წამოვედი გაჩერებაზე 5 წუთიც არ ვყოფილვარ, ნახევრად ცარიელი მარშუტკა მოვიდა, თან ფარნავაზის მოედანზე :D :D

ლაშა: ნოემბერი 27, 2013||1:21am

Keti დავიჯერებდი, სულ რამდენიმე საათის წინ, მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალს რომ არ დამენახა 3 უკიდეგანოდ გაძეძგილი მარშრუტკა :(

Keti: ნოემბერი 27, 2013||1:27am

ჰოო , მაშინ მე მიმართლებს ამ ბოლო დროს :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters