- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?

- კი, დარბაზისთვის.

- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.

- ბატონო?

- ანუ მინდა რომ წავიკითხო.

- კი, კი, ოღონდ დარბაზში უნდა წაიკითხოთ, სახლში ვერ გაგატანთ.

- აა, რა თქმა უნდა. კი, ახლა წავიკითხავ. 

- დოსტოევსკისაა ხო?

- კი.

- პირადობა ან სტუდბილეთი მომეცით!

- დოსტოევსკის? 

- არა, თქვენი პირადობა მომეცით.

- აა, ახლავე.

       ეს დიალოგი პირველად პირველ კურსზე გაიმართა, მაშინ სრულიად სერიოზულად პასუხობდა ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი გოგონა ჩემს იუმორშეპარებულ კითხვებს, მაგრამ ეს ისტორია ამის გამო როდი მოვყევი. თან გაგრძელებაც აქვს. 

- უკაცრავად, გაიღვიძეთ, უნდა გამოვაღო.

- კი, კი რა პრობლემაა - და წელისატკიებით დგები წითელი "პუფისმაგვარი" სკამიდან. ვინც ილიაუნის A კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოფილა და უკან, მოყუჩებულ სამკითხველოში შესულა, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ჰოდა, მაშინ პირველად გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა წიგნისკითხვას "მოწყურებული" სტუდენტი. 

       სწორად მოგესმათ - მაშინ პირველად გამაღვიძაღთქო. ის დრო ჯობდა - შუალედი ლექციებს შორის სულ რაღაც ერთი საათი იყო, ახლა მეუთხე კურსზე ვარ და 3-4 საათიანი შუალედები მაქვს, შესაბამისად "წიგნისკითხვისთვის" (ძილი რომ ჰქვია) მეტი დრო, მაგრამ წელის ტკივილიც უფრო მძაფრია. 

       ამ შესავალის აზრი ის გახლავთ, რომ ვიღაცამ ჩემდა დამოუკიდებლად იდეა მომპარა და მეტიც - განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შუალედისას გულწრფელად ვინატრე და გვერდზე მჯდომსაც გავუზიარე ნატვრა - რა იქნება ილიაუნის ერთ-ერთ აუდიტორიაში რომ დაამატონ შუა დღის საძინებელი? ერთი საათით რომ წაიძინოს სტუდენტმა? 

აი, ასეთი:

 

       ველი ჩემი პრობლემით დაავადებული სტუდენტების აქტივობას!

P.S. ამ გოგოს ნუ გააგდებენ, დატოვონ, არაა პრობლემა :)))

ნახვა: 916

ტეგები: Qwelly, ბიბლიოთეკა, ბლოგი, გაჭირვება, დაღლილობა, დახმარება, იდეა, კითხვა, კრეატივი, სასწავლებელი, მეტი...სტუდენტი, უნივერსიტეტი, ქველი, ძილი, წიგნი

elene bliadze: იანვარი 15, 2014||7:20pm

ლაშა რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია შუალედებში ძილი :) ბევრჯერ მეგობრებისთვის ჩამიდია თავი კალთაში და ისე დამიძინია... მშვენიერი იდეაა და მეც დამაძინე ხოლმე რაა :)

mariami: იანვარი 15, 2014||7:22pm

მართლა რა კარგი იქნებოდა :)

Natia: იანვარი 15, 2014||7:41pm

ხო ის გოგო არ გააგდებინო ლაშა ძილის პირულს გიმღერებს ხოლმე...:):):)))))

tamuna: იანვარი 15, 2014||9:47pm
tamuna: იანვარი 15, 2014||9:54pm

ამ იდეაზე რას იტყვით? მე პირადად შენი იდეაც მომწონს მაგრამ, რომ წარმოვიდგინე ამ განათლებული საძინებლის წინ რა ამბავი იქნება, წელის ტკივილი ყველაზე მსუბუქი ფორმა იქნება რაც შეგვაწუხებს მერე :)

ლაშა: იანვარი 16, 2014||12:07am

elene bliadze ჩაგწერ სიაში :D mariam kubaneishvili მადლობა იდეის მოწონებისთვის და გვერდში დგომისთვის :) 

ლაშა: იანვარი 16, 2014||12:07am

Natia ყველაფერი მაგ გოგოს გამო დაიწყო და აბა როგორ :D 

ლაშა: იანვარი 16, 2014||12:08am

tamuna ესეთი თითოოროლა ყველა აუდიტორიაში უნდა ეკიდოს მე თუ მკითხავ და ერთი აუდიტორია მთლიანად ამ კრაზანის ბუდეებს უნდა მივუძღვნათ :D 

ლაშა: თებერვალი 3, 2014||9:44pm

nanuka xachapuridze ლიგამუსი რატომ არის მიუწვდომელი? :) :) :) :) 

შენც როგორ კარგად გცოდნია ნუგეშისცემა ადამიანებისთვის :D არ გადაუსვა ხაზი მთელს საქართველოსს :) 

ლაშა: თებერვალი 4, 2014||8:36pm

nanuka ნუღარ მთრგუნავ :'( :'( :( :( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Odin:Valhalla Rising Mastery – MMOexp Strategy for Norse Supremacy

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 28, 2025.
საათი: 12:03pm 0 კომენტარი

Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid…

გაგრძელება

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Qwelly World

free counters