- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?
- კი, დარბაზისთვის.
- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.
- ბატონო?
- ანუ მინდა რომ წავიკითხო.
- კი, კი, ოღონდ დარბაზში უნდა წაიკითხოთ, სახლში ვერ გაგატანთ.
- აა, რა თქმა უნდა. კი, ახლა წავიკითხავ.
- დოსტოევსკისაა ხო?
- კი.
- პირადობა ან სტუდბილეთი მომეცით!
- დოსტოევსკის?
- არა, თქვენი პირადობა მომეცით.
- აა, ახლავე.
ეს დიალოგი პირველად პირველ კურსზე გაიმართა, მაშინ სრულიად სერიოზულად პასუხობდა ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი გოგონა ჩემს იუმორშეპარებულ კითხვებს, მაგრამ ეს ისტორია ამის გამო როდი მოვყევი. თან გაგრძელებაც აქვს.
- უკაცრავად, გაიღვიძეთ, უნდა გამოვაღო.
- კი, კი რა პრობლემაა - და წელისატკიებით დგები წითელი "პუფისმაგვარი" სკამიდან. ვინც ილიაუნის A კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოფილა და უკან, მოყუჩებულ სამკითხველოში შესულა, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ჰოდა, მაშინ პირველად გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა წიგნისკითხვას "მოწყურებული" სტუდენტი.
სწორად მოგესმათ - მაშინ პირველად გამაღვიძაღთქო. ის დრო ჯობდა - შუალედი ლექციებს შორის სულ რაღაც ერთი საათი იყო, ახლა მეუთხე კურსზე ვარ და 3-4 საათიანი შუალედები მაქვს, შესაბამისად "წიგნისკითხვისთვის" (ძილი რომ ჰქვია) მეტი დრო, მაგრამ წელის ტკივილიც უფრო მძაფრია.
ამ შესავალის აზრი ის გახლავთ, რომ ვიღაცამ ჩემდა დამოუკიდებლად იდეა მომპარა და მეტიც - განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შუალედისას გულწრფელად ვინატრე და გვერდზე მჯდომსაც გავუზიარე ნატვრა - რა იქნება ილიაუნის ერთ-ერთ აუდიტორიაში რომ დაამატონ შუა დღის საძინებელი? ერთი საათით რომ წაიძინოს სტუდენტმა?
აი, ასეთი:
ველი ჩემი პრობლემით დაავადებული სტუდენტების აქტივობას!
P.S. ამ გოგოს ნუ გააგდებენ, დატოვონ, არაა პრობლემა :)))
ლაშა რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია შუალედებში ძილი :) ბევრჯერ მეგობრებისთვის ჩამიდია თავი კალთაში და ისე დამიძინია... მშვენიერი იდეაა და მეც დამაძინე ხოლმე რაა :)
მართლა რა კარგი იქნებოდა :)
ხო ის გოგო არ გააგდებინო ლაშა ძილის პირულს გიმღერებს ხოლმე...:):):)))))
ამ იდეაზე რას იტყვით? მე პირადად შენი იდეაც მომწონს მაგრამ, რომ წარმოვიდგინე ამ განათლებული საძინებლის წინ რა ამბავი იქნება, წელის ტკივილი ყველაზე მსუბუქი ფორმა იქნება რაც შეგვაწუხებს მერე :)
elene bliadze ჩაგწერ სიაში :D mariam kubaneishvili მადლობა იდეის მოწონებისთვის და გვერდში დგომისთვის :)
tamuna ესეთი თითოოროლა ყველა აუდიტორიაში უნდა ეკიდოს მე თუ მკითხავ და ერთი აუდიტორია მთლიანად ამ კრაზანის ბუდეებს უნდა მივუძღვნათ :D
nanuka xachapuridze ლიგამუსი რატომ არის მიუწვდომელი? :) :) :) :)
შენც როგორ კარგად გცოდნია ნუგეშისცემა ადამიანებისთვის :D არ გადაუსვა ხაზი მთელს საქართველოსს :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 28, 2025.
საათი: 12:03pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია